BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20250101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251011T210000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251119T220000
DTSTAMP:20260418T043627
CREATED:20250930T200027Z
LAST-MODIFIED:20251001T041801Z
UID:10005809-1760216400-1763589600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის თეატრში სავიონ ლიბრეხტის პიესის „სიყვარულის ბანალურობის“ პრემიერა გაიმართება
DESCRIPTION:თანამედროვე ებრაელი დრამატურგის\, სავიონ ლიბრეხტის პიესას „სიყვარულის ბანალურობა“ ილიაუნის თეატრი თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში წარმოადგენს. სიყვარულის ეს ცნობილი ისტორია ქართული თეატრის სცენაზე პირველად დაიდგა. \nპიესა მოგვითხრობს XX საუკუნის ორი მნიშვნელოვანი ფილოსოფოსის\, ჰანა არენდტისა და მარტინ ჰაიდეგერის ურთიერთობის შესახებ\, რომელსაც შეიძლება ეწოდოს როგორც ინტელექტუალური\, ისე პიროვნული და მორალური კონფლიქტური კავშირი. \nეს არ არის მხოლოდ კლასიკური სიყვარულის ისტორია\, არამედ მრავალმხრივი ნარატივი\, რომელიც აჩვენებს ემოციური და პოლიტიკური წინააღმდეგობების ურთიერთგადაკვეთას. არენდტის\, ებრაელი ფილოსოფოსისა\, და ჰაიდეგერის\, ნაცისტური პარტიის დროებითი წევრის\, საიდუმლო ურთიერთობა ერთდროულად წარმოჩინებულია როგორც მომხიბვლელი და შემაძრწუნებელი მოვლენა. \nსპექტაკლის რეჟისორია მამუკა ცერცვაძე\, სცენოგრაფია ეკუთვნის ნუცა ჭყონიას\, მუსიკალური გაფორმება – ბეჟან ამირანაშვილს\, ხოლო ტექნიკური რეჟისორი გვანცა ბიწაძეა. მსახიობები: ლილი ხურითი (ჰანა არენდტი)\, ანდრია ვაჭრიძე (მარტინ ჰაიდეგერი)\, მაშო თვალაბეიშვილი (სტუდენტი ჰანა)\, ვატო სანიკიძე (მენდელსონი და მიხაილ ბენ შაკედი). \nდადგმა რეფლექსიას ახდენს თეატრის\, როგორც პოლიტიკური ხელოვნების\, არსზე. სპექტაკლი განიხილავს ადამიანური არსებობის ბუნებას\, თავისუფლების გამოვლინებასა და ინდივიდის პოლიტიკურ კონტექსტში არსებობის შესაძლებლობებს. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ გარემოებას\, რომ XX საუკუნის ტოტალიტარულმა რეჟიმებმა ფუნდამენტურად შეცვალა ადამიანის არსებობის საზღვრები\, რაც დღემდე წარმოადგენს ფილოსოფიური და ესთეტიკური კვლევის საგანს. \nპიესა წარმოდგენილია ერთ მოქმედებად\, პრემიერა თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. სპექტაკლის ხანგრძლივობაა 1 საათი და 20 წუთი. \nდრო: \n17 სექტემბერი 21:00 საათი \n18 სექტემბერი 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიაუნის თეატრი\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \n\nდამატებითი ინფორმაციისთვის: \nნათია კვაშალი \n597 760 074; 2 29 47 15\ntheatre@iliauni.edu.ge\nwww.iliaunitheatre.ge
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/15-09-2025-theatre/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/theatris-baneri-1200x630-1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251014T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251014T180000
DTSTAMP:20260418T043627
CREATED:20251008T065918Z
LAST-MODIFIED:20251008T070033Z
UID:10005826-1760461200-1760464800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დოქტორ ივან გოლოლობოვის ონლაინლექცია „მაგიური პუტინიზმი. როგორ მართავს მაგია თანამედროვე პოლიტიკას“
DESCRIPTION:14 ოქტომბერს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის კვლევითი ცენტრისა და ანთროპოლოგიის დოქტორანტურის პროგრამის ორგანიზებით ბათის უნივერსიტეტის პოლიტიკის\, ენებისა და საერთაშორისო კვლევების დეპარტამენტის ლექტორი ივან გოლოლობოვი ონლაინ წაიკითხავს ლექციას „მაგიური პუტინიზმი. როგორ მართავს მაგია თანამედროვე პოლიტიკას“. \nმომხსენებელი იკვლევს პუტინიზმის\, როგორც პოლიტიკური დისკურსის\, იდეოლოგიური კონსტრუქციების მიღმა მაგიურ აზროვნებას. ლაკლოზე\, მუფსა და პოლიტიკური დისკურსის სხვა თეორეტიკოსებზე დაყრდნობით\, ამტკიცებს\, რომ რუსული ხელისუფლების დისკურსი ზოგადად მიჰყვება კულტურულ ანთროპოლოგთა მიერ აღწერილ მაგიური აზროვნების პრინციპებს. მაგიური აზროვნების ლოგიკით აგებული დისკურსი ქმნის სულიერი ერთობის განსაკუთრებულ ფორმას\, რომელიც ანტაგონისტურია პოლიტიკური არტიკულაციისა და პოლიტიკური იდენტობების კონსტრუქციის მიმართ. ამგვარი ანტაგონიზმი\, გამოწვეული მაგიური პოლიტიკის აღზევებითა და ახალი ავტოკრატიების „ობსკურანტიზმით“\, ხაზს უსვამს ახალ გამოწვევას პოლიტიკის თეორეტიკოსებისთვის. რადგან ბრძოლის ძირითადი ხაზები აღარ გადის ჰეგემონიური არტიკულაციის მეტოქე იდეოლოგიურ პროექტებს შორის\, არამედ დისკურსის სხვადასხვა ლოგიკას შორის\, სადაც ერთი პოლიტიკურის მომენტის გაფართოებას ცდილობს\, ხოლო მეორე – მაგიურის\, მის შემცირებასა და აღმოფხვრას. \nმომხსენებლის შესახებ \nდოქტორი გოლოლობოვი 2016 წლიდან  ბათის უნივერსიტეტის პოლიტიკის\, ენებისა და საერთაშორისო კვლევების დეპარტამენტის პოლიტიკისა და რუსული კვლევების ლექტორია\,  მანამდე ვარვიკის უნივერსიტეტის მკვლევარი იყო. დოქტორის ხარისხი მოიპოვა ესექსის უნივერსიტეტის მმართველობის დეპარტამენტის  პროგრამის\, იდეოლოგიისა და დისკურსის ანალიზის ფარგლებში\, მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს რუსეთის პოლიტიკასა და პოლიტიკურ ხელოვნებას პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. \nფორმატი: ონლაინ Zoom-ის პლატფორმა (ბმულის მისაღებად დაუკავშირდით ორგანიზატორს ელფოსტაზე: florian.muehlfried@iliauni.edu.ge) \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 14 ოქტომბერი\, 17:00 საათი (თბილისის დროით) \nდასწრება თავისუფალია. \n2025
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/doqtor-ivan-gololobovis-onlainleqtsia-magiuri-putinizmi-rogor-marthavs-magia-thanamedrove-politikas/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/10/ivan-gololobovis-onlain-leqtsia-NEW.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251014T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251014T180000
DTSTAMP:20260418T043627
CREATED:20251013T073752Z
LAST-MODIFIED:20251013T073752Z
UID:10005828-1760461200-1760464800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დოქტორ ივან გოლოლობოვის ონლაინლექცია „მაგიური პუტინიზმი. როგორ მართავს მაგია თანამედროვე პოლიტიკას“
DESCRIPTION:14 ოქტომბერს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის კვლევითი ცენტრისა და ანთროპოლოგიის დოქტორანტურის პროგრამის ორგანიზებით ბათის უნივერსიტეტის პოლიტიკის\, ენებისა და საერთაშორისო კვლევების დეპარტამენტის ლექტორი ივან გოლოლობოვი ონლაინ წაიკითხავს ლექციას „მაგიური პუტინიზმი. როგორ მართავს მაგია თანამედროვე პოლიტიკას“. \nმომხსენებელი იკვლევს პუტინიზმის\, როგორც პოლიტიკური დისკურსის\, იდეოლოგიური კონსტრუქციების მიღმა მაგიურ აზროვნებას. ლაკლოზე\, მუფსა და პოლიტიკური დისკურსის სხვა თეორეტიკოსებზე დაყრდნობით\, ამტკიცებს\, რომ რუსული ხელისუფლების დისკურსი ზოგადად მიჰყვება კულტურულ ანთროპოლოგთა მიერ აღწერილ მაგიური აზროვნების პრინციპებს. მაგიური აზროვნების ლოგიკით აგებული დისკურსი ქმნის სულიერი ერთობის განსაკუთრებულ ფორმას\, რომელიც ანტაგონისტურია პოლიტიკური არტიკულაციისა და პოლიტიკური იდენტობების კონსტრუქციის მიმართ. ამგვარი ანტაგონიზმი\, გამოწვეული მაგიური პოლიტიკის აღზევებითა და ახალი ავტოკრატიების „ობსკურანტიზმით“\, ხაზს უსვამს ახალ გამოწვევას პოლიტიკის თეორეტიკოსებისთვის. რადგან ბრძოლის ძირითადი ხაზები აღარ გადის ჰეგემონიური არტიკულაციის მეტოქე იდეოლოგიურ პროექტებს შორის\, არამედ დისკურსის სხვადასხვა ლოგიკას შორის\, სადაც ერთი პოლიტიკურის მომენტის გაფართოებას ცდილობს\, ხოლო მეორე – მაგიურის\, მის შემცირებასა და აღმოფხვრას. \nმომხსენებლის შესახებ \nდოქტორი გოლოლობოვი 2016 წლიდან  ბათის უნივერსიტეტის პოლიტიკის\, ენებისა და საერთაშორისო კვლევების დეპარტამენტის პოლიტიკისა და რუსული კვლევების ლექტორია\,  მანამდე ვარვიკის უნივერსიტეტის მკვლევარი იყო. დოქტორის ხარისხი მოიპოვა ესექსის უნივერსიტეტის მმართველობის დეპარტამენტის  პროგრამის\, იდეოლოგიისა და დისკურსის ანალიზის ფარგლებში\, მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს რუსეთის პოლიტიკასა და პოლიტიკურ ხელოვნებას პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. \nფორმატი: ონლაინ Zoom-ის პლატფორმა (ბმულის მისაღებად დაუკავშირდით ორგანიზატორს ელფოსტაზე: florian.muehlfried@iliauni.edu.ge) \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 14 ოქტომბერი\, 17:00 საათი (თბილისის დროით) \nდასწრება თავისუფალია. \n2025
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/doqtor-ivan-gololobovis-onlainleqtsia-magiuri-putinizmi-rogor-marthavs-magia-thanamedrove-politikas-2/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/10/ivan-gololobovis-onlain-leqtsia-mets-khel-WEB.png
END:VEVENT
END:VCALENDAR