BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20240101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240607T120000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240607T130000
DTSTAMP:20260423T105802
CREATED:20240514T083104Z
LAST-MODIFIED:20240514T083139Z
UID:10005445-1717761600-1717765200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღე და სტუდენტური კონკურსი
DESCRIPTION:7 ივნისს\, 12:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებული მოხსენებათა ციკლი\, რომლის მიზანია საზოგადოების ყურადღება გაამახვილოს სურსათის უვნებლობის მნიშვნელობაზე ადამიანის ჯანმრთელობის და კეთილდღეობის თვალსაზრისით როგორც ხანმოკლე\, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში. \nწელს სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღის თემაა: „სურსათის უვნებლობა: მოემზადე მოულოდნელობებისთვის“. \nამავე ღონისძიების ფარგლებში გაიმართება სტუდენტური კონკურსი – „რატომ არის მნიშვნელოვანი: რა საკვებს ვიღებ?“. კონკურსის მიზანია სურსათის უვნებლობის და ჯანმრთელობის ურთიერთკავშირის შესახებ ცნობიერების ამაღლება და სტუდენტებში კვლევის წახალისება. \nკონკურსში მონაწილეობისთვის სტუდენტმა უახლეს სამეცნიერო შრომებზე დაყრდნობით უნდა მოამზადოს სამეცნიერო ესე და საორგანიზაციო კომიტეტის მიერ შერჩევის შემთხვევაში წარადგინოს პრეზენტაციის სახით სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღეს. \nკონკურსის პირობები: \nკონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების საბაკალავრო\, სამაგისტრო საფეხურის და ერთსაფეხურიანი სამედიცინო პროგრამის სტუდენტს. სტუდენტმა უნდა მოამზადოს ესეი ქართულად ან ინგლისურად (2-4 გვ.) და არა უგვიანეს 25 მაისამდე გამოგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: tamar_khocholava@iliauni.edu.ge \nკონკურსის ეტაპები: \n\nესეს გამოგზავნა;\nღონისძიების საორგანიზაციო ჯგუფის მიერ ესეის აკადემიური კეთილსინდისიერების შემოწმება;\nწარმოდგენილი ნაშრომების შეფასება ღონისძიების საორგანიზაციო ჯგუფის მიერ და რამდენიმე საუკეთესოს შერჩევა.\nმეორე ეტაპზე შერჩეულ ყველა ესეის ავტორს გადაეცემა მონაწილეობის სერტიფიკატი;\nსაუკეთესო ესეების ავტორები სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღეზე წარადგენენ ნაშრომებს;\nსურსათის უვნებლობის დღეს შეირჩევა 3 საუკეთესო ესეს ავტორი და დაჯილდოვდებიან (დიპლომები\, სამახსოვრო საჩუქრები).\n\nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 7 ივნისი\, 12 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, G106 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქუჩა N1 \nდასწრება თავისუფალია. \n2024 წელი
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sursathis-uvneblobis-msophlio-dghe-da-studenturi-konkursi/
CATEGORIES:საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/05/WEB-konkursi-1.png
END:VEVENT
END:VCALENDAR