BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20210101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20210330T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20210330T170000
DTSTAMP:20260430T045024
CREATED:20210326T065155Z
LAST-MODIFIED:20240201T114155Z
UID:10000632-1617123600-1617123600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ანთოლოგიის „მე ბევრი ვარ. 15 ქართველი პოეტი ქალი“ პრეზენტაცია
DESCRIPTION:30 მარტს\, სამშაბათს\, 17:00 საათზე\, საერთაშორისო ასოციაცია ფრანგული რენესანსის ქართული წარმომადგენლობა ფრანკოფონიის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა ფარგლებში გამართავს ქართველ პოეტ ქალთა ანთოლოგიის „მე ბევრი ვარ. 15 ქართველი პოეტი ქალი“ პრეზენტაციას. წიგნი საფრანგეთში გამომცემლობა L’Inventaire-მა გამოსცა. მისი მთარგმნელია ბაჩანა ჩაბრაძე\, საფრანგეთში მოღვაწე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. \nეს არის ქართული პოეზიის პირველი ფრანგული გამოცემა\, რომელიც მხოლოდ ქალებს ეთმობა. ანთოლოგიაში შევიდა ლია სტურუას\, მაია სარიშვილის\, ელა გოჩიაშვილის\, რუსუდან კაიშაურის\, დიანა ანფიმიადის\, ეკა ქევანიშვილის\, ლია ლიქოკელის\, ლელა ცუცქირიძის\, ირმა შიოლაშვილის\, კატო ჯავახიშვილის\, ლელა სამნიაშვილის\, მარიამ წიკლაურის\, ნატო ინგოროყვას\, ნინო სადღობელაშვილისა და თეა თოფურიას ლექსები. \nწიგნი გამოიცა მწერალთა სახლისა და კულტურის სამინისტროს პროექტის „ცოცხალი წიგნების“ ხელშეწყობით. \n„ისინი თხუთმეტნი არიან\, თხუთმეტი ქალი\, დაბადებული პატარა საქართველოში\, არც ისე კარგად ცნობილ\, მაგრამ უძველესი ცივილიზაციების ქვეყანაში. ისინი არიან ჟურნალისტები\, მწერლები\, მასწავლებლები\, მთარგმნელები\, მხატვრები\, დრამატურგები და წარმოადგენენ მრავალ თაობას (ყველაზე ასაკოვანი 1939 წელს არის დაბადებული\, ყველაზე ახალგაზრდა კი 1986 წელს). რამდენიმე მათგანი პროზაული ტექსტებით\, წერილებითა და ესეებითაცაა ცნობილი. მათი ლექსები მათ ცხოვრებას ეძღვნება\, მათ ქვეყანას\, მათ ზღვას და მთებს\, უნივერსალურ მითებს\, რომლებიც ხშირად მათთან განუყრელ კავშირშია: განა საქართველოში არ გვეგულება ოქროს საწმისი?! ეს ავტორები წერენ ომზეც\, ჭრილობებზეც\, ცრემლებზეც\, სიკვდილზეც\, მაგრამ ასევე ნუგეშზე\, „გიჟებსა” და „ნორმალულებზე“\, სიჩუმის ხმაზე\, სიყვარულსა და მის არარსებობაზე. და თუ საქართველო ასე შორს გვეჩვენება\, სამაგიეროდ\, იგი ოდნავადაც არ არის მოწყვეტილი (პირიქით) ევროპულსა და ანტიკურ კულტურას\, რაც მუდმივად გამოსჭვივის ამ კრებულის ლექსებიდან. ცხადია\, ჩვენი პოეტები სიტყვებზე ლაპარაკობენ\, უპირველესად სიტყვებზე\, სიტყვათა გამოძახილზე\, ყველა სიტყვაზე\, „ნაპოვნსა თუ დაკარგულზე“\, – ნათქვამია კრებულის ანოტაციაში. \nდრო: 2021 წლის 30 მარტი\, 17:00 საათი \nღონისძიებაზე დასასწრებად\, გთხოვთ\, ეწვიოთ Zoom-ის შეხვედრის ბმულს: https://bit.ly/3ctqKpj \nMeeting ID: 821 7548 6280 \nPasscode: 253173 \n  \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/anthologiis-me-bevri-var-15-qarthveli-poeti-qali-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2021/03/59646.png
END:VEVENT
END:VCALENDAR