BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20200101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20200124T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20200124T190000
DTSTAMP:20260503T131004
CREATED:20200121T135709Z
LAST-MODIFIED:20240201T115426Z
UID:10000916-1579892400-1579892400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ტექნოლოგიური ლაბორატორია უნილაბის პრეზენტაცია
DESCRIPTION:24 იანვარს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კორპუსის საკონფერენციო დარბაზში T102 გაიმართება ახალი სივრცის – ტექნოლოგიური ლაბორატორია უნილაბის პრეზენტაცია. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ დამსწრე აუდიტორიას შესაძლებლობა ექნება დაათვალიეროს ლაბორატორია. \nუნილაბი არის სივრცე\, სადაც ადამიანს შეუძლია ნახტომი გააკეთოს საკუთარ მომავალში. დღეს დაინახოს\, როგორი შეიძლება იყოს ბევრი წლის მერე. საკუთარ თავში ახალი შესაძლებლობები აღმოაჩინოს. დღეებს გადაახტეს და გაიგოს ის\, რის გაგებასაც დიდი დრო დასჭირდებოდა. უნილაბი არის სივრცე\, რომელიც ნებისმიერ მსურველს საკუთარი\, თუნდაც უცნობი\, შესაძლებლობების რეალიზაციაში ეხმარება. \nუნილაბი ორი ძირითადი მიმართულებით იმუშავებს: \n\nარაფორმალური განათლების ცენტრი\n\nილიაუნის სტუდენტებს შეეძლებათ იმ მოკლე პრაქტიკული კურსების გავლა\, რომელთა სწავლება კურიკულიმით არ არის გათვალისწინებული\, მაგალითად\, \n\nპოლიგრაფიული დიზაინი;\nინტერფეისის დიზაინი UX Design;\nმოძრავი გრაფიკა – Motion Graphics\nვიდეოგრაფიკა და მონტაჟი;\nსოციალური მედიამენეჯმენტი;\nვებგვერდის შექმნა საკუთარი ძალებით (wordpress);\nვებპროგრამირება Front-End (HTML);\nვებპროგრამირება PHP;\nვებპროგრამირება ASP.NET MVC;\nპროგრამირება C#;\nპროგრამირება Python;\nმობილური პროგრამირება Kotlin;\nგეიმდეველოპმენტი Unity 3D.\n\n        2. სტაჟირების პროგრამა \nეს პროგრამა მათთვის იქნება განკუთვნილი\, ვისაც გარკვეული ცოდნა აქვს ახალი ტექნოლოგიების მიმართულებით\, მაგრამ არ აქვს პრაქტიკული გამოცდილება. მნივნელობა არა აქვს\, ადამიანმა თავად მიიღო ეს ცოდნა ინტერნეტის საშუალებით\, თუ რომელიმე კურსი გაიარა. მთავარია\, ჰქონდეს საბაზისო ცოდნა და მოტივაცია\, რომ განვითარდეს. \nსტაჟირების პროგრამის ფარგლებში სტუდენტები გამოცდილი მენტორების დახმარებით რეალურ პროექტებზე იმუშავებენ. \nშეხვედრაზე უნილაბის ჯგუფი წარმოადგენს დამატებით ინფორმაციას უნილაბის მუშაობის შესახებ და უპასუხებს თქვენს შეკითხვებს. \nდრო: 24 იანვარი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კორპუსის საკონფერენციო დარბაზი T102 \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/teqnologiuri-laboratoria-unilabis-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2020/01/55840.png
END:VEVENT
END:VCALENDAR