BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20190101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20191224T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20191224T180000
DTSTAMP:20260503T202640
CREATED:20191218T080104Z
LAST-MODIFIED:20240201T115513Z
UID:10000935-1577210400-1577210400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ მერაბ სვანაძის მონოგრაფიის „პოტენციალთა მეთოდი მრავალგვარი ფოროვნობის მქონე გარემოს მათემატიკურ თეორიებში“ პრეზენტაცია
DESCRIPTION:24 დეკემბერს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში გაიმართება ილიაუნის ბიზნესის\, ტექნოლოგიის და განათლების ფაკულტეტის პროფესორ მერაბ სვანაძის მონოგრაფიის „პოტენციალთა მეთოდი მრავალგვარი ფოროვნობის მქონე გარემოს მათემატიკურ თეორიებში“ (Potential Method in Mathematical Theories of Multi-Porosity Media) პრეზენტაცია. \nმონოგრაფიაში პოტენციალთა მეთოდის გამოყენებით გამოკვლეულია დრეკადობისა და თერმოდრეკადობის მათემატიკური თეორიების სივრცითი ამოცანები ოთხგვარი ფოროვნობის მქონე მასალებისათვის. მიღებული შედეგები იძლევა მექანიკის\, ინჟინერიისა და ტექნოლოგიის მრავალი მნიშვნელოვანი პრობლემის შესწავლის შესაძლებლობას. \nწიგნის პირველი ნაწილი ეძღვნება ოთხგვარი ფოროვნობის მქონე მასალების დრეკადობის წრფივი თეორიის სივრცით ამოცანებს. ამ თეორიის მდგრადი რხევის\, ფსევდორხევის\, სტატიკისა და კვაზისტატიკის განტოლებათა სისტემებისათვის აგებულია ფუნდამენტური ამონახსნები\, მიღებულია გალიორკინის ტიპის წარმოდგენები და დადგენილია გრინის იგივეობები. პოტენციალთა თეორიისა და სინგულარულ ინტეგრალურ განტოლებათა თეორიის გამოყენებით დამტკიცებულია კლასიკური ამონახსნების არსებობისა და ერთადერთობის თეორემები. გამოცემის მეორე ნაწილში ანალოგიური ფორმატით გამოკვლეულია ოთხგვარი ფოროვნობის მქონე მასალების თერმოდრეკადობის წრფივი თეორიის სივრცითი ამოცანები. დასკვნით თავში მომავალი კვლევებისათვის მოყვანილია თეორიული და პრაქტიკული მნიშვნელობის მრავალი ღია პრობლემა\, რომელთა გადაწყვეტა შესაძლებელია მონოგრაფიაში მიღებული შედეგების საფუძველზე.\nწიგნში მოყვანილი ყველა შედეგი სამეცნიერო თვალსაზრისით ახალია და ადრე არ გამოქვეყნებულა. ის საინტერესო იქნება მათემატიკის\, მექანიკისა და ინჟინერიის სპეციალობის მეცნიერთათვის. \n  \nდრო: 24 დეკემბერი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: T102 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის ქ. N3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-merab-svanadzis-monographiis-potentsialtha-methodi-mravalgvari-phorovnobis-mqone-garemos-mathematikur-theoriebshi-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/12/55570.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20191224T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20191224T180000
DTSTAMP:20260503T202640
CREATED:20191219T123115Z
LAST-MODIFIED:20240201T115508Z
UID:10000934-1577210400-1577210400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:არდაშელ ლაცუზბაიას საჯარო ლექცია "Impact of human papillomavirus vaccination in Luxembourg"
DESCRIPTION:24 დეკემბერს\, სამშაბათს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება არდაშელ ლაცუზბაიას საჯარო ლექცია თემაზე: “Impact of human papillomavirus vaccination in Luxembourg”. \nთემის მოკლე აღწერა \nადამიანის პაპილომა ვირუსი (აპვ) სქესობრივი გზით გადამდები ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ინფექცია და საშვილოსნოს ყელის კიბოს მთავარი გამომწვევი მიზეზია. კიბოსა და პაპილომა ვირუსს შორის ეტიოლოგიური კავშირის დადგენამ განაპირობა სხვადასხვა პრევენციის პროგრამების განვითარება\, როგორებიცაა სკრინინგი და ვაქცინაცია. მომხსენებლის სადოქტორო ნაშრომის მთავარი მიზანი იყო ამ პროგრამების შესწავლა და შეფასება ლუქსემბურგში. რეფერალური ლაბორატორიის მონაცემების საფუძველზე დადგინდა საშვილოსნოს კიბოს სკრინინგის საკმაოდ მაღალი აქტივობის მაჩვენებელი\, რომელმაც მდედრობითი სქესის მოსახლეობაში 75 პროცენტი შეადგინა. \nაპვ-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების მაჩვენებელმა 62 პროცენტს მიაღწია და მნიშვნელოვნად იცვლებოდა სხვადასხვა ეროვნებისა და რეგიონების მიხედვით. ვაქცინის ეფექტურობის შესწავლის მიზნით კვლევაში მონაწილეობა მიიღო 716-მა ქალმა. ამ კვლევის შედეგად დადგინდა\, რომ ორვალენტური და ოთხვალენტური ვაქცინები მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ აპვ-ის გავრცელებაზე. დამატებით ვირუსის დნმ-ის სეკვენირების საფუძველზე მომხსენებელმა აღმოაჩინა ახალი შტამი\, რომელიც კლონირებული იქნა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეფერალურმა ლაბორატორიამ მას მიანიჭა ნომერი 226. \nსადოქტორო ნაშრომის შედეგებმა აჩვენა\, რომ სკრინინგისა და ვაქცინაციის პროგრამები მნიშვნელოვნად ამცირებენ საშვილოსნოს ყელის კიბოს დაავადების შემთხვევებს ლუქსემბურგში. \nსამუშაო ენა: ინგლისური\nდრო: 24 დეკემბერი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. N1)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ardashel-latsuzbaias-sajaro-leqtsia-impact-of-human-papillomavirus-vaccination-in-luxembourg/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/12/55591.png
END:VEVENT
END:VCALENDAR