BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20190101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20191206T125100
DTEND;TZID=Asia/Dubai:20191206T125100
DTSTAMP:20260503T122304
CREATED:20191206T085121Z
LAST-MODIFIED:20240201T115959Z
UID:10000977-1575636660-1575636660@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:Nova Idea 2019 - ფსიქიკური ჯანმრთელობის ცნობიერების ასამაღლებელი მობილური პავილიონი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში
DESCRIPTION:„ნაბიჯი შენკენ“ სტუდენტური პროექტების საგრანტო კონკურსის “Nova Idea 2019” ერთ-ერთი გამარჯვებულია. პროექტი ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ფსიქიკური ჯანმრთელობის სამაგისტრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტების – ელენე ქორიძისა და თამთა ჭელიძის ინიციატივაა. \n2019 წლის 6 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსის ეზოში ორგანიზაცია „ფსიქიკური ჯანმრთელობის მაგისტრთა ასოციაცია“ პროექტის „ნაბიჯი შენკენ“ ფარგლებში შექმნილი მობილური პავილიონის პრეზენტაციას გამართავს. პროექტი ხორციელდება ფონდის „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი“\, ევროკავშირისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერით. \nპროექტი მიზნად ისახავს გავრცელებული ფსიქიკური აშლილობების შესახებ ცნობიერების ამაღლებას. მის ფარგლებში აშენდა მობილური პავილიონი\, სადაც წარმოდგენილია სხვადასხვა სახის ვიზუალური მასალა\, რომელიც მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ცოდნას მნახველს კიდევ უფრო საინტერესო ფორმატში აწვდის. ეს არის თავისუფალი სივრცე\, პლატფორმა\, სადაც ადამიანები ღიად შეძლებენ ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და მათთვის აქტუალურ საკითხებზე საუბარს. პავილიონს არ აქვს კარი. მნახველი შიგ შესვლას მხოლოდ ალტერნატიული გზის მოძებნით შეძლებს. \nპროექტი აქცენტს აკეთებს ფსიქიკური ჯანმრთელობის სამ ყველაზე გავრცელებულ პრობლემაზე\, ესენია: დეპრესია\, შფოთვითი და პოსტტრავმული სტრესული აშლილობა. ცნობილია\, რომ ყოველი მე-6 ადამიანი ამ აშლილობებიდან ერთ-ერთის ტვირთს ატარებს ცხოვრების განმავლობაში. სამიზნე აუდიტორი შედგება ახალგაზრდებისგან\, სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისგან. მტკიცებულებებზე დაყრდნობით სწორედ მოზარდობის პერიოდია\, როდესაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებმა შესაძლოა თავი იჩინოს. ინფორმაციის გაცნობა იმის შესახებ\, როგორ ამოვიცნოთ კონკრეტული მდგომარეობა\, თვითდახმარების რა სტრატეგიები არსებობს ან რომელ პროფესიულ სერვისს შეგვიძლია მივმართოთ\, პრევენციული საშუალებაა და მნიშვნელოვნად ამცირებს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის გაღრმავების რისკს. \nმობილური პავილიონი ყოველთვიურად შეიცვლის ადგილმდებარეობას\, გადაინაცვლებს იქ\, სადაც ახალგაზრდები იყრიან თავს – სკოლებთან\, უნივერსიტეტებთან\, რეკრეაციულ ზონებში და ა. შ. სხვადასხვა დაწესებულებასთან თანამშრომლობით გაიმართება საჯარო დისკუსიები „Pavilion Talks” ახალგაზრდების მონაწილეობთ ფსიქიკური ჯანმრთელობის თემებზე. \nმობილური პავილიონის პრეზენტაცია გაიმართა 10 ოქტომბერს\, ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს\, „ფაბრიკაში“\, შემდეგ განთავსდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ეზოში. ხოლო ახლა მისი ნახვა შესაძლებელი იქნება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსის ეზოში. \n**** \n„ფსიქიკური ჯანმრთელობის მაგისტრთა ასოციაცია“ 2019 წელს დაარსდა. მისი დამფუძნებლები არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქიკური ჯანმრთელობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები – თამთა ჭელიძე და ელენე ქორიძე\, ასევე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კლინიკური ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი ეკა დვალიშვილი. სტუდენტების ინიციატივაა საზოგადოებაში ცნობიერებისა და სენსიტიურობის გაზრდა ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე და სტიგმის დაძლევა. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/nova-idea-2019-phsiqikuri-janmrthelobis-tsnobierebis-asamaghlebeli-mobiluri-pavilioni-ilias-sakhelmtsipho-universitetshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/12/55420.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20191206T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20191206T190000
DTSTAMP:20260503T122304
CREATED:20191128T120215Z
LAST-MODIFIED:20240201T115957Z
UID:10000976-1575658800-1575658800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:''Cadillac Dreams''- კინოჩვენება და დისკუსია
DESCRIPTION:„ოცნებები კადილაკზე”/Cadillac Dreams ახალგაზრდა რეჟისორის\, ელენე მიქაბერიძის ფილმია ოცნებებსა და თავისუფლებაზე. ფილმი მოგვითხრობს 15 წლის მოზარდის ცხოვრებაზე. ის ოკუპირებულ აფხაზეთში ცხოვრობს და ყველაფერზე მეტად ენგურს გადაღმა\, საზაფხულო ბანაკში წასვლა სურს. ეს არის კამერის ობიექტივით დანახული ამბავი საოკუპაციო ხაზით შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე\, სადაც ადამიანის უფლებები მყიფე მოცემულობაა\, ოცნებები კადილაკზე კი – ძალიან შორეული. \nფილმი გადაღებულია საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Truth Hounds-ის პროექტისთვის No Future Land ბაქოში ნორვეგიის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. \nმომხსენებელი: ანა წურწუმია\, პოსტსაბჭოთა სივრცის კონფლიქტების მკვლევარი\nლევან ასათიანი\, Amnesty International-ის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში \nმოდერატორი: თამარ კაპანაძე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა კლინიკის იურისტი \nდრო: 6 დეკემბერი\,19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, A101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზირი N32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/cadillac-dreams-kinochveneba-da-diskusia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/11/55370.png
END:VEVENT
END:VCALENDAR