BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20190101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20191107T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20191107T190000
DTSTAMP:20260503T122233
CREATED:20191104T131933Z
LAST-MODIFIED:20240201T120147Z
UID:10001023-1573153200-1573153200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ეპიგრაფიკის კვლევა ციფრული რევოლუციის ხანაში
DESCRIPTION:7 ნოემბერს\,19:00 საათზე\, ვაკის მედიათეკაში თამარ კალხიტაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას და ჩაატარებს ციფრული ჰუმანიტარიის ვორკშოპს:  „ეპიგრაფიკის კვლევა ციფრული რევოლუციის ხანაში“. \nთემის მოკლე აღწერა \nეპიგრაფიკული ძეგლები დღევანდელი მსოფლიოს და მისი ისტორიული წარსულის გასააზრებლად ფუნდამენტური წყაროა. ის\, რაც ვიცით ისტორიის\, ლიტერატურის თუ ენის შესახებ\, წერილობითი წყაროებიდან ვიცით. ეპიგრაფიკის კვლევის საგანი „ზედწერილი“ ძეგლებია\, რომლებიც ათასწლეულების განმავლობაში გამოიყენებოდა კულტურული\, რელიგიური თუ გავლენის სფეროების მარკირებისთვის და ამდენად\, განსხვავებით წერილობითი წყაროების შემსწავლელი სხვა დიციპლინებისაგან (დიპლომატიკა\, კოდიკოლოგია\, სიგილოგრაფია et cet.)\, ეპიგრაფიკული კვლევის მნიშვნელოვან ასპექტს სწორედ დამწერლობის\, როგორც ტექნოლოგიის\, გამოყენების გააზრება წარმოადგენს\, მით უფრო\, რომ ეს ტექნოლოგია დღევანდელობის\, ციფრული რევოლუციის მთავარი „მოქმედი გმირია“. საკვლევი წყაროების ელექტრონული დოკუმენტირებისა და კვლევის ახალი მეთოდების განვითარებასთან ერთად ციფრულ ეპიგრაფიკას გაუჩნდა შესაძლებლობა ზემოჩამოთვლილი „მონიშნული“ ისტორიული შრეების დოკუმენტირების (მარკირების)\, ბმულებით დაკავშირების (ე.წ. Linked data)\, ვიზუალიზებისა და კვლევისათვის.  ლექციაზე მიმოვიხილავთ ამ შესაძლებლობებს. \nმომხსენებლის შესახებ \nთამარ კალხიტაშვილი გამოყენებითი ლინგვისტიკის მაგისტრი და ციფრული ჰუმანიტარიის სადოქტორო პროგრამის სტუდენტია. 2014 წლიდან მუშაობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტში\, კოორდინაციას უწევდა საუნივერსიტეტო პროექტს „საქართველოს ეპიგრაფიკული კორპუსი“\, მონაწილეობდა სხვადასხვა დროს ციფრული გამოცემის სტანდარტის თანაავტორების მიერ (გაბრიელ ბოდარი\, შარლოტა ტაპმანი) ორგანიზებულ უორკშოპებში (ლონდონი\, 2014). 2018 წლის 9-14 სექტემბერს გაიარა ციფრული გამიცემის საზაფხულო სკოლა ოქსფორდში\, 2019 წლის 9-14 სექტემბერს უძღვებოდა EpiDoc-ის ვორკშოპს ციურიხის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში. \nდრო:  7 ნოემბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ვაკის მედიათეკა \nდასწრება თავისუფალია. \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/epigraphikis-kvleva-tsiphruli-revolutsiis-khanashi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/11/55038.png
END:VEVENT
END:VCALENDAR