BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20190101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20191024T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20191024T190000
DTSTAMP:20260503T140839
CREATED:20191018T121758Z
LAST-MODIFIED:20240201T120509Z
UID:10001069-1571943600-1571943600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:გოგი გვახარიას წიგნის „კალატოზიშვილი (კალატოზოვი)“ პრეზენტაცია
DESCRIPTION:24 ოქტომბერს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება გოგი გვახარიას წიგნის „კალატოზიშვილი (კალატოზოვი)“ პრეზენტაცია. გამოიცა „ილიაუნის გზამკვლევის“ სერიით. \nანოტაცია \nსაბჭოთა და ქართული კინოს ისტორიაში ჯერჯერობით ვერავინ მოხსნა ქართველი კინორეჟისორის\, მიხეილ კალატოზიშვილის რეკორდი. მისი „მიფრინავენ წეროები“ ერთადერთი საბჭოთა ფილმია\, რომელიც აღინიშნა კანის კინოფესტივალის მთავარი პრიზით. უფრო მეტიც\, 2001 წელს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების კინემატოგრაფისტთა გამოკითხვის შედეგად „მიფრინავენ წეროები“ ყველა დროის საუკეთესო საბჭოთა ფილმად გამოცხადდა. \nსაქართველოში ბევრმა არ იცის\, ვის ოჯახში გაიზარდა კანის ფესტივალის ოქროს პალმის რტოს მფლობელი მიხეილ კალატოზიშვილი. არ იციან\, მაგალითად\, რომ კალატოზიშვილის ბებია\, მაკრინე ავალიშვილი\, სწორედ ის ქალია\, ილიას და აკაკის ლექსები რომ მოქარგა სუფრაზე\, არ იციან\, რომ კალატოზიშვილის დეიდები მისიონერები იყვნენ ჩინეთში\, მაგრამ თითქმის არავინ იცის მთავარი – რატომ დატოვა 1933 წელს სამშობლო მიხეილ კალატოზიშვილმა და რატომ გახდა მიხეილ კალატოზოვი. \nეს წიგნი კალატოზიშვილის ბიოგრაფიისა და შემოქმედების ანალიზია. შემოქმედება\, როგორც ბიოგრაფია\, და ბიოგრაფია\, როგორც კინო. როგორ მოხდა\, რომ სტალინური ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე კონიუნქტურული ფილმის\, „ვალერი ჩკალოვის“ ავტორმა „მიფრინავენ წეროებით“ პირველმა აცნობა კინოს სამყაროს „დესტალინიზაციის ეპოქის“ დასაწყისი. როგორ მოხდა\, რომ 60-იან წლებში უკვე სახელოვანი და ტიტულოვანი რეჟისორი ფორმალისტად მონათლეს? რა შეცვალა „ჯიმ შვანთეს“ ავტორმა\, მიხეილ კალატოზიშვილმა კინოს ენაში? \nდრო: 24 ოქტომბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/gogi-gvakharias-tsignis-kalatozishvili-kalatozovi-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/10/54767.png
END:VEVENT
END:VCALENDAR