BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20190101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20191017T152300
DTEND;TZID=Asia/Dubai:20191017T152300
DTSTAMP:20260503T144306
CREATED:20191017T112338Z
LAST-MODIFIED:20240201T120542Z
UID:10001080-1571325780-1571325780@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ტუნა ონურის ტრენინგი ქართველი სეისმომედეგი და მშენებელი ინჟინრებისათვის
DESCRIPTION:საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში აღებული აქვს ვალდებულება\, დააახლოოს ქვეყნის სამშენებლო სტანდარტები ევროპულ ანალოგთან. სამშენებლო ნორმების ეროვნული (Eurocode) დანართის შექმნა რამდენიმე ეტაპისაგან შედგება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია  სეისმური საშიშროების რუკის მიღება და მის საფუძველზე ეროვნული პარამეტრების გაწერა. \nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნულმა ცენტრმა აშშ-ის ლორენს ლივერმორის ნაციონალურ ლაბორატორიასთან ერთად აშშ-ის ენერგიის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით შეიმუშავა კავკასიის სეისმური საფრთხის შეფასების რუკა განახლებული მონაცემთა ბაზებითა და თანამედროვე სტანდარტებით. ამ რუკის მიხედვით მნიშვნელოვანია სამშენებლო ნორმების ეროვნული პარამეტრები განისაზღვროს  თანამედროვე სტანდარტების დაცვით. ახალი სტანდარტების პრაქტიკაში დანერგვა შეუძლებელია სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლების გარეშე. \n2019 წლის 4-8 ნოემბერს ჩვენი კანადელი კოლეგა\, „Onur Seemann Consulting“ -ის ხელმძღვანელი\, ტუნა ონური გაუძღვება ტრენინგს ქართველი სეისმომედეგი და მშენებელი ინჟინრებისათვის\, რათა მათ აითვისონ მეთოდები სეისმური საშიშროების ახალ რუკებთან თავსებადი გრუნტის მოძრაობის დროითი სერიების შერჩევისა და მოდიფიკიაციისათვის. \nტრენინგს აფინანსებს ამერიკის ენერგიის დეპარტამენტი\, აშშ-ის საელჩო საქართველოში\, მსოფლიო ბანკი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/tuna-onuris-treningi-qarthveli-seismomedegi-da-mshenebeli-inzhinrebisathvis/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/10/54792.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20191017T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20191017T190000
DTSTAMP:20260503T144306
CREATED:20191015T074137Z
LAST-MODIFIED:20240201T120540Z
UID:10001077-1571338800-1571338800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ თინათინ კახნიაშვილის საჯარო ლექცია „ფარული სამყარო: უხილავი მატერია და ენერგია"
DESCRIPTION:17 ოქტომბერს\, 19:00 საათზე\, ვაკის მედიათეკაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თინათინ კახნიაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ფარული სამყარო: უხილავი მატერია და ენერგია”. \nთემის მოკლე აღწერა \nსამყაროს შემსწავლელი მეცნიერება დღეს ოქროს ხანაშია – სხვადასხვა სახის ასტრონომიული დაკვირვებები ხორციელდება 1% ან უფრო დიდი სიზუსტითაც. აკვირდებიან როგორც დედამიწიდან\, ასევე თანამგზავრების მეშვეობით. რამდენიმე წლის წინ გრავიტაციული ტალღების აღმოჩენით ასტრონომიაში ახალი ეპოქა დაიწყო  და უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ არა მარტო ოპტიკურ\, ინფრაწითელ\, რადიო\, გამმა სხივების\, არამედ გრავიტაციული ტალღების ასტრონიმიაზე. დაკვირვებების ბაზაზე\, რომლებზეც მომხსენებელი ისაუბრებს\, \, საყოველთაოდ მიჩნეულია\, რომ სამყაროს 95% არსებობს ფარული\, უხილავი მატერიისა და უხილავი ენერგიის ფორმით. მოხსენებაში საუბარი იქნება ამ ჩვენთვის უცნობი სუბსტანციების შესახებ. \nმომხსენებლის შესახებ \nთინათინ კახნიაშვილმა წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი თეორიული ფიზიკის სპეციალობით. სადიპლომო ნაშრომი „გრავიტაციული არამდგრადობის ყალიბრულად ინვარიანტული თეორია“ ვლადიმერ ლუკაშის ხელმძღვანელობით დაიცვა კოსმოსური კვლევების ინსტიტუტში (მოსკოვი\, რუსეთი); 1984 წელს სწავლა განაგრძო კოსმოსური კვლევების ინსტიტუტში. 1988 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „გრავიტაციული არამდგრადობის განვითარება ადრეულ სამყაროში“. \n1988 წლიდან მუშაობს ევგენი ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში. \n1999 წელს ლებედევის სახ. ფიზიკის ინსტიტუტის თეორიული ფიზიკის განყოფილებაში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „რელიქტური ფონის ფორმირება და სამყაროს მსხვილმასშტაბოვანი სტრუქტურა“ და მიენიჭა ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. 2002 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის სამეცნიერო საბჭოზე და მიენიჭა მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. \nმუშაობდა მეცნიერ-მკვლევრად საერთაშორისო ცენტრებში (ICTP & SISSA\, Italy\, CCPP\, NYU) და მოწვეულ პროფესორად აშშ-ის\, კანადისა და ევროპის უნივერსიტეტებში (Rutgers\, Kansas State University\, Carnegie Mellon University\, Geneva University\, Laurentian University). \n2008 წლიდან მუშაობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჯერ ასოცირებულ პროფესორად\, 2011 წლიდან კი – პროფესორად. \n  \nდრო: 17 ოქტომბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ვაკის პარკი\, მედიათეკა \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-thinathin-kakhniashvilis-sajaro-leqtsia-pharuli-samqharo-ukhilavi-materia-da-energia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/10/54723.png
END:VEVENT
END:VCALENDAR