BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20190101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190709T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190709T170000
DTSTAMP:20260503T192948
CREATED:20190705T062401Z
LAST-MODIFIED:20240201T120540Z
UID:10001076-1562691600-1562691600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროექტის „თეირანის ქრისტიანულ სასაფლაოთა კომპლექსის ქართული სექტორი“ საბოლოო შედეგებისა და წიგნის პრეზენტაცია
DESCRIPTION:9 ივლისს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S201 აუდიტორიაში გაიმართება რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „თეირანის ქრისტიანულ სასაფლაოთა კომპლექსის ქართული სექტორი (ისტორიულ-კულტურული კვლევა\, არსებული საფრთხეებისა და მათი გადაწყვეტის გზების დასახვა)“ საბოლოო შედეგებისა და პროექტის ფარგლებში გამოცემული წიგნის პრეზენტაცია\, ასევე დულაბის სასაფლაოს ქართული სექტორისა და მინადორა ხოშტარიას აკლდამის დღევანდელი მდგომარეობის ამსახველი ფოტოგამოფენა. \nპროექტის უპირველესი ამოცანა იყო დულაბის სასაფლაოთა კომპლექსის ქართული სეგმენტის გადარჩენა და ამ მიზნით თანამშრომლობა როგორც ირანულ სამეცნიერო და ადმინისტრაციულ სტრუქტურებთან\, ასევე დულაბის სასაფლაოთა კომპლექსის შენარჩუნება-რეაბილიტაციაზე მომუშავე ყველა სხვა სახელმწიფოს შესაბამის ორგანიზაციებსა და სამეცნიერო ცენტრებთან\, რაც წარმატებით განხორციელდა.\nირანში განხორციელებული მივლინებების დროს დადგინდა სასაფლაოს დღევანდელი ვითარება\, შეიქმნა მონაცემთა ბაზა\, აიზომა ქართული ეკლესიის ფორმის მქონე მინადორა ხოშტარიას აკლდამა და ყველა ქართული საფლავი\, შეგროვდა და სარესტავრაციოდ შეინახა აკლდამისა და საფლავების ყველა დაზიანებული ნაწილი\, მოხდა როგორც სასაფლაოს\, ისე ყველა არტეფაქტის ფოტოფიქსაცია. \nპროეტის მონაწილეთა ძალისხმევით საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ ირანულ მხარესთან შეთანხმებით მუშაობა დაიწყო მინადორა ხოშტარიას აკლდამის რესტავრაცია-გამაგრების პროექტზე.\nპროექტის განხორციელებით დაისახა დულაბის ქართული საფლავების შენახვა-დაცვის გზები; ირანული წყაროებისა და საქართველოში დაცული საარქივო მასალების გამოყენებით დაზუსტდა დასაფლავებულ პირთა ვინაობა და ირანში მათი საქმიანობის სფერო\, რითაც შეივსო ცნობები ირანში ბოლო ორი საუკუნის მანძილზე არსებული ქართული ემიგრაციის შესახებ. \nპროექტის შედეგები აისახა სამეცნიერო კრებულში. \n\nდრო: 9 ივლისი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: S201 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. №3)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/proeqtis-theiranis-qristianul-sasaphlaotha-kompleqsis-qarthuli-seqtori-saboloo-shedegebisa-da-tsignis-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/07/53173.png
END:VEVENT
END:VCALENDAR