BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20190101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190604T100000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190604T100000
DTSTAMP:20260503T153655
CREATED:20190603T064041Z
LAST-MODIFIED:20240201T121243Z
UID:10001233-1559642400-1559642400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი ტექნოლოგიური კორპუსის გახსნა
DESCRIPTION:4 ივნისს\, 10:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (SDSU) ახალი ტექნოლოგიური კორპუსი გაიხსნება. \nღონისძიებას დაესწრებიან სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-9 პრეზიდენტი ადელა დე ლა ტორე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგა ზედანია\, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტი ანტონი ველჩერი\, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე\, SDSU საქართველოს დეკანი ჰალილ გუვენი და სხვა სტუმრები. \nოთხსართულიანი\, 4600 კვადრატული მეტრის ახალი საგანმანათლებლო შენობა ვაკის პარკთან\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზირზე\, SDSU საქართველოსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში აშენდა. \nუახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ შენობაში განთავსებულია საერთაშორისო სტანდარტების ელექტრული ინჟინერიისა და სამშენებლო ინჟინერიის ლაბორატორიები\, საკლასო ოთახები და სამუშაო სივრცეები. \n4 ივნისს სტუმრებს ჩაუტარდებათ ტური ახალ საგანმანათლებლო კორპუსში. \nშენობის აღჭურვა დასრულებულია და პირველ სტუდენტებს სექტემბერში უმასპინძლებს. აქ ისწავლიან სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი – საქართველოსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები. \nპროექტი განხორციელდა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპტაქტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერით. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ilias-sakhelmtsipho-universitetisa-da-san-diegos-sakhelmtsipho-universitetis-akhali-teqnologiuri-korpusis-gakhsna/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/06/52454.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190604T130000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190604T130000
DTSTAMP:20260503T153655
CREATED:20190531T080623Z
LAST-MODIFIED:20240201T121242Z
UID:10001232-1559653200-1559653200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დისკუსია თემაზე: „საუნივერსიტეტო რეფორმის სოციოკულტურული ასპექტები საქართველოში: უნივერსიტეტი სტაბილური საზოგადოებისათვის“
DESCRIPTION:4 ივნისს\, სამშაბათს\, 13.00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ გაიმართება მრგვალი მაგიდა-დისკუსია თემაზე: „საუნივერსიტეტო რეფორმის სოციოკულტურული ასპექტები საქართველოში: უნივერსიტეტი სტაბილური საზოგადოებისათვის“. \nდისკუსია იმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტისა და კენტის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) თანამშრომლობით ორგანიზებული საერთაშორისო ვორქშოფის ფარგლებში. \nმასში მონაწილეობენ: კენტის უნივერსიტეტის\, დიდი ბრიტანეთი\, პროფესორი დევიდ აიერსი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები: გიგა ზედანია\, ნინო დობორჯგინიძე\, გია ნოდია\, ოლივერ რაისნერი\, სერგო რატიანი\, ლევან ცაგარელი\, ტიმოთი ბლაუველთი; რურის უნივერსიტეტის\, ბოხუმი\, გერმანია\, პროფესორი მირია ლეკე; საქართველოს უნივერსიტეტის\, თბილისი\, პროფესორი თინათინ ბოჭორიშვილი. \nმოდერატორი: ბელა წიფურია. \nდისკუსიის ფარგლებში ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების პერსპექტივიდან დასმული იქნება შეკითხვები საუნივერსიტეტი სისტემის სოციალური/სოციოკულტურული როლის შესახებ საქართველოში: როგორ უნდა შევაფასოთ საუნივერსიტეტო განათლების  მოდერნიზაციისა და ევროპეიზაციის შედეგები ისეთ ზოგად მიზნებთან მიმართებაში\, როგორებიცაა: თანასწორობისა და თანაბარუფლებიანობის ღირებულებების ერთგულება საზოგადოებაში; სტაბილური და პროგრესზე ორიენტირებული გარემოს ჩამოყალიბება ქვეყანაში. \n  \nსამუშაო ენები: ქართული\, ინგლისური \nდრო: 4 ივნისი\, 13:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/diskusia-themaze-sauniversiteto-rephormis-sotsiokulturuli-aspeqtebi-saqarthveloshi-universiteti-stabiluri-sazogadoebisathvis/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/05/52444.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190604T135500
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190604T135500
DTSTAMP:20260503T153655
CREATED:20190604T095546Z
LAST-MODIFIED:20240201T121241Z
UID:10001230-1559656500-1559656500@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კინომცოდნეობის საერთაშორისო სამეცნიერო საზაფხულო სკოლა
DESCRIPTION:ქართულ საზოგადოებაში\, მის კულტურულ და სახელოვნებო ნაწილში\,  ათწლეულებია ისმის აზრი\, რომ ეროვნული კინემატოგრაფი არცთუ სახარბიელო მდგომარეობაშია. ამ შემთხვევაში\, უპირველესად\, ახალი ქართული ფილმების ხარისხს გულისხმობენ და მთავარი კრიტიკაც სწორედ კინოშემქნელებზე მოდის; ჩვენი პროექტის მიზანია არსებული პრობლემა უფრო ფართო კონტექსტში იქნეს განხილული და დაისვას კონკრეტული კითხვები: რა მდგომარეობაშია დღეს ამ დარგის თეორიული მხარე\, თავად კინოს თეორია? სწავლების რა დონე გვაქვს ამ მხრივ აკადემიურ სასწავლებლებში? რა ძირითადი გამოწვევები უდგას ამ დისციპლინას მსოფლიოში? \nჩვენი მიზანია ამა წლის ივლისში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე\, მის ერთ-ერთ სამთო სასტუმროში\, ყაზბეგში\, ერთი კვირით ჩავატაროთ კინომცოდნეობის საერთაშორისო სამეცნიერო საზაფხულო სკოლა. პროექტი ითვალისწინებს საერთაშორისო მკვლევარ-ექსპერტების ჩამოყვანას და ამ დარგის ქართველი ლექტორ-პროფესორების მოწვევას\, რომლებიც სკოლის მონაწილეებს საკუთარ ხედვებს გაუზიარებენ და სხვადასხვა თემის შესახებ გამართავენ ლექციებს. ჩვენი სურვილია\, პროექტში ჩავრთოთ სტუდენტები განსხვავებული\, მაგრამ მაინც ურთიერთმონათესავე დისციპლინებიდან\, კერძოდ\, ხელოვნებისა და კულტურის სოციოლოგიიდან\, ხელოვნებათმოცდნეობიდან\, კულტურის კვლევებიდან\, ფილოსოფიიდან და\, რა თქმა უნდა\, კინომცოდნეობიდან. \nსაზაფხულო სკოლა\, რომელიც მოიცავს სასწავლო და პრაქტიკულ კომპონენტებს\, გაიმართება 7 დღის განმავლობაში. მის ფარგლებში იმუშავებს 6 პლენარული სექცია: \n▪ კინოს თეორია: წარსული და დღეს \n▪ კინოენის არსი \n▪ კინოკრიტიკის ისტორია \n▪ კინოს თეორია ინტერდისციპლინარულ ჭრილში \n▪ ქართული კინო დღეს და ახალი გამოწვევები \n▪ კინოს სოციალური და პოლიტიკური განზომილება \nყოველ სამუშაო დღეს გაიმართება ორი ლექცია-სემინარი. გარდა ამისა\, პროექტის სპეციფიკიდან გამომდინარე\, ყოველდღე\, ლექცია-სემინარების დასრულების შემდგომ\, გაიმართება კინოჩვენება. ჩვენება დასრულდება დისკუსიით. თითოეულ ფილმზე განრიგით შერჩეული 2-3 სტუდენტი მომდევნო დღეს შემოგვთავაზებს ნაჩვენები ფილმის რეცენზიას\, რომელიც საჯაროდ გაანალიზდება. ეს ფორმატი კიდევ უფრო გაზრდის დამსწრე სტუდენტების პროექტში ჩართულობასა და ენთუზიაზმს. \nსეზონურ სკოლაში მონაწილეობას მიიღებენ: \nგოგი გვახარია – ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი\, კინომცოდნე\, კინოთეორეტიკოსი\, კინოკრიტიკოსი\, ჟურნალისტი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი\, კინომცოდნეობის პროგრამის ხელმძღვანელი \nდინარა მაღლაკელიძე – კინომცოდნე\, ჰუმბოლტის უნივერსიტეტის დოქტორი/მეცნიერ-მკვლევარი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი; Creative Europe-ის საქართველოს დესკის მედიაპროგრამის კოორდინატორი; ბერლინი \nთეო ხატიაშვილი – ხელოვნებათმცოდნე\, კინომცოდნე\, დოქტორი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი; საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი \nჯოვანი ვიმერკატი – კინომკვლევარი\, კინოთეორეტიკოსი. ლონდონის მეტროპოლიტენ უნივერსიტეტის კინომცოდნეობის ფაკულტეტის კურსდამთავრებული; ბეირუთის ამერიკული უნივერსიტეტის მაგისტრი მედიაკვლევებში. მისი წერილები გამოქვეყნებულია გამოცემებში: The Guardian\, Cinema Scope\, Sences of Cinema\, IndieWire და ა. შ. \nარმან ფატიჩი – კინოკრიტიკოსი\, კინომცოდნე. მარიბორის უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის მაგისტრი;  სხვადასხვა დროს ბერლინალეს\, ზაგრების\, ვარშავის კინოფესტივალების ჟიურის წევრი. მისი წერილები გამოქვეყნებულია FIPRESCI-ში. \nლექციებს წაიკითხავენ აგრეთვე პროექტის ორგანიზატორები: \nნინო მხეიძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი\, კინომცოდნეობის პროგრამის ხელმძღვანელი \nალექსანდრე გაბელია – კინოკრიტიკოსი\, კინომცოდნე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის დოქტორანტი \nგიორგი გაბელია – სოციოლოგი\, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის სოციოლოგიის დოქტორანტი \nპროექტში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს მასშტაბით ყველა უნივერსიტეტის სხვადასხვა სასწავლო საფეხურის სტუდენტებს (მათ შორის სტატუსშეჩერებულ ან აკადემიურ შვებულებაში მყოფ სტუდენტებს)\, რომლებიც დაინტერესებული არიან კინოკრიტიკით და კინოს შესახებ სამეცნიერო მსჯელობით. \nსკოლის თარიღები:  24 ივლისი – 31 ივლისი\nმონაწილეობასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს (მგზავრობა\, განთავსება\, კვება) ფარავს ორგანიზატორი მხარე. \nკონკურსის ფარგლებში შეირჩევა არაუმეტეს 18 სტუდენტი-მონაწილე შემდეგი მოთხოვნების საფუძველზე: \n\n\nსამოტივაციო წერილი \n\n\nრეცენზია-სტატია სასურველ ფილმზე ან კინოტენდენციაზე \n\n\nმოკლე რეზიუმე (CV) \n\n\nგთხოვთ\, დაინტერესებულმა პირებმა აღნიშნული ფაილები 15 ივნისის  ჩათვლით გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: \nsummerschoolinfilmstudies@gmail.com \nპროექტი დააფინანსა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა. \nპროექტის ორგანიზატორები: ალექსანდრე გაბელია\, გიორგი გაბელია\, ნინო მხეიძე \n2019 წელი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/kinomtsodneobis-saerthashoriso-sametsniero-sazaphkhulo-skola/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/06/52504.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190604T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190604T140000
DTSTAMP:20260503T153655
CREATED:20190520T073540Z
LAST-MODIFIED:20240201T121240Z
UID:10001229-1559656800-1559656800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დომინიკ ჰოროდისკის საჯარო ლექცია
DESCRIPTION:4-5 ივნისს\, 15:00 საათზე\, ილიაუნის A101 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ორგანიზებით გაიმართება დომინიკ ჰოროდისკის საჯარო ლექცია შემდეგ თემებზე: \n საერთაშორისო საინვესტიციო სამართლის შესავალი კურსი \n\nინვესტიციების ცნება\nპირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) ცნება\nსაერთაშორისო საინვესტიციო სამართლის ისტორია\nსაინვესტიციო არბიტრაჟის სისტემა – მიმოხილვა\n\nსაერთაშორისო საინვესტიციო სამართლის სამართლებრივი რეჟიმი და იურისდიქცია \n\nორმხრივი საინვესტიციო ხელშეკრულება\nმრავალმხრივი საინვესტიციო ხელშეკრულება\nსაინვესტიციო სამართლის დაცვა ევროკავშირის სამართალში\n\nინვესტორთა დაცვის სტანდარტები \n\nუპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი\nნაციონალური რეჟიმი\nსამართლიანი და თანასწორი მოპყრობა\nარადისკრიმინაციული რეჟიმი\n\nსაერთაშორისო საინვესტიციო სამართალსა და ევროპულ სამართალს შორის არსებული შესაბამისობა და შეუსაბამობა \n\nAchmea-ს გადაწყვეტილების მიმოხილვა\nAchmea-ს გადაწყვეტილების შედეგები\nAchmea-ს გადაწყვეტილებაზე წევრი სახელმწიფოების განცხადებები\n\n„სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ფარგლებში არსებულ კონკურსში ამ საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა შეფასდება 1%-ით. \nმომხსენებლის შესახებ\n\nდომინიკ ჰოროდისკი ვარშავის (პოლონეთი) სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი და პოლონეთის რესპუბლიკის გენერალური საბჭოს მრჩეველია. მისი აკადემიური და პროფესიული ინტერესების განსაკუთრებულ სფეროს წარმოადგენს საერთაშორისო საინვესტიციო სამართალი და არბიტრაჟი\, ბიზნესსამართალი და კომერციული კომპანიების სამართალი. დომინიკ ჰოროდისკი არის პოლონეთის წარმომადგენელი საინვესტიციო არბიტრაჟში; 20-ზე მეტი აკადემიური ნაშრომის ავტორია. \n  \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 4-5 ივნისი\, 14:00-დან 17:00 საათამდე \nადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/dominik-horodiskis-sajaro-leqtsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/05/52115.png
END:VEVENT
END:VCALENDAR