BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20190101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190530T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190530T140000
DTSTAMP:20260503T200000
CREATED:20190527T172609Z
LAST-MODIFIED:20240201T121325Z
UID:10001251-1559224800-1559224800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მოხსენება „როგორ დავიწყოთ კარიერა“ და GPI ჰოლდინგის დასაქმების ფორუმი
DESCRIPTION:30 მაისს\, ხუთშაბათს\, 14:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში სადაზღვევო კომპანია GPI ჰოლდინგის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო ხაჭაპურიძე შეხვდება სტუდენტებს და წაიკითხავს მოხსენებას თემაზე: „როგორ დავიწყოთ კარიერა“. \nშეხვედრის მეორე ნაწილში კომპანიის წარმომადგენლები დაინტერესებულ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შესთავაზებენ დასაქმებას სხვადასხვა პოზიციაზე\, ბოლოს კი გაესაუბრებიან პირველადი შერჩევის მიზნით. \nშეხვედრაზე GPI ჰოლდინგი სხვა ვაკანსიებთან ერთად წარმოადგენს გაყიდვების მენეჯერის პოზიციას\, რომელზეც 1-თვიანი სწავლება ანაზღაურდება (300 ლ. + ბონუსები)\, დასაქმების შემთხვევაში კი სტუდენტები მიიღებენ მზარდ ფიქსირებულ ანაზღაურებასა და ბონუსებს გაყიდული პროდუქტიდან. დამატებით კომპანია უზრუნველყოფს დასაქმებულების ჯანმრთელობის დაზღვევას. \nვაკანსია საინტერესოა ნებისმიერი კურსისა და საფეხურის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის. \nშეხვედრაზე დასწრების მსურველებმა გთხოვთ შეავსეთ მარტივისარეგისტრაციო ფორმა. \n  \nდრო: 30 მაისი\, ხუთშაბათი\, 14:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიაუნის E 207 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/mokhseneba-rogor-davitsqhoth-kariera-da-gpi-holdingis-dasaqmebis-phorumi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/05/52368.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190530T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190530T170000
DTSTAMP:20260503T200000
CREATED:20190522T140736Z
LAST-MODIFIED:20240201T121322Z
UID:10001248-1559235600-1559235600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დოქტორ ზაქარია ფურცხვანიძის ლექცია
DESCRIPTION:30 მაისს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის შედარებითი და ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი\, პროექტის „მოძრაობის სემანტიკური კომპონენტები მეგრულსა და ლაზურში“ მოწვეული კონსულტანტი\, დოქტ. ზაქარია ფურცხვანიძე წაიკითხავს მოხსენებებს თემებზე: \n\n\nგრამატიკული კატეგორიების\, როგორც კულტურული კატეგორიების ტიპოლოგია (მოხსენება BA\, MA\, PhD სტუდენტებისათვის); \n\n\n ახალი ნასესხობების მორფოსინტაქსი ქართულში (ფართო აუდიტორიისათვის). \n\n\nღონისძიება გაიმართება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “მოძრაობის სემანტიკური კომპონენტები მეგრულსა და ლაზურში” (N217344) ფარგლებში. \n\nდრო: 30 მაისი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/doqtor-zaqaria-phurtskhvanidzis-leqtsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/05/52197.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190530T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190530T180000
DTSTAMP:20260503T200000
CREATED:20190522T062912Z
LAST-MODIFIED:20240201T121319Z
UID:10001246-1559239200-1559239200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ფილმის „მე\, დენიელ ბლეიკი“ ჩვენება და დისკუსია
DESCRIPTION:30 მაისს\, 18:00 საათზე\, ილიაუნის ადამიანის უფლებათა კინოკლუბი აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID/PROLoG) პროგრამასთან თანამშრომლობით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სულხან-საბა ორბელიანის სამკითხველო დარბაზის სამუშაო სივრცეში მხატვრული ფილმის „მე\, დენიელ ბლეიკი“ ჩვენებასა და დისკუსიას გამართავს. \nილიაუნის ადამიანის უფლებათა კინოკლუბი სტუდენტების ინიციატივით შეიქმნა. მისი მიზანი სტუდენტებისთვის ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული აქტუალური საკითხების განსახილველად ალტერნატიული სივრცის შეთავაზებაა. \n„სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ფარგლებში არსებულ კონკურსში ამ საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა შეფასდება 1%-ით.  \nმომხსენებელი – კოტე ერისთავი\, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორი \nმოდერატორი – გვანცა ხონელიძე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო სამართლისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი \nკენ ლოუჩის 2016 წლის დრამა მოგვითხრობს ორმოცდაათ წელს გადაცილებულ დურგალზე\, დენიელ ბლეიკზე\, რომელმაც გულის შეტევის შემდეგ დაკარგა სამსახური და ახლა მას უწევს ბრძოლა ბიუროკრატიის წინააღმდეგ\, რათა მიიღოს სახელმწიფოსგან დახმარება. ფილმი რეალისტურად აღწერს სისტემისა და ადამიანის დაპირისპირებას. „მე\, დენიელ ბლეიკი“ გახდა 2017 წლის ბრიტანული კინოაკადემიის ჯილდოს (BAFTA) მფლობელი. \n  \nდრო: 30 მაისი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: სულხან-საბა ორბელიანის სამკითხველო დარბაზის სამუშაო სივრცე (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/philmis-me-deniel-bleiki-chveneba-da-diskusia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/05/52176.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190530T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190530T190000
DTSTAMP:20260503T200000
CREATED:20190215T123402Z
LAST-MODIFIED:20240201T121316Z
UID:10001245-1559242800-1559242800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სამეცნიერო კაფე: „პლანეტებისა და მათი ატმოსფეროების მრავალფეროვნება“
DESCRIPTION:30 მაისს\, 19:00 საათზე\, ვაკის მედიათეკაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მაია თოდუა წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „პლანეტებისა და მათი ატმოსფეროების მრავალფეროვნება“. \nთემის მოკლე აღწერა\n\nდედამიწის ატმოსფერო სიცოცხლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წყაროა. რომ არა ატმოსფერო\, დედამიწაზე სიცოცხლე არ იქნებოდა. თუმცა მხოლოდ ატმოსფეროს არსებობა საკმარისი პირობა არ არის სიცოცხლის არსებობისათვის. დიდი მნიშვნელობა აქვს იმას\, თუ რა ნივთიერებისგან შედგება ის\, როგორია მისი სტრუქტურა\, რამდენად სტაბილურია. მზის სისტემის თითქმის ყველა პლანეტას აქვს ატმოსფერო\, როგორც პლანეტებს\, ასევე მათ ატმოსფეროებს შორის არის მსგავსებები და განსხვავებები. ისინი სხვადასხვა შემადგენლობის\, სიმკვრივის\, სტრუქტურისაა. ატმოსფეროები შეიძლება ჰქონდეს პლანეტების თანამგზავრებსაც. 1990-იან წლებში აღმოაჩინეს პირველი პლანეტა მზის სისტემის გარეთ – ეგზოპლანეტა. დღეს უკვე რამდენიმე ათასი ასეთი ციური სხეულია აღმოჩენილი. რამდენიმე წლის წინ კი დაიწყო მათი ატმოსფეროების შესწავლაც\, რამაც ასევე აჩვენა\, როგორც მსგავსება\, ისე დიდი მრავალფეროვნება. მომხსენებელი ისაუბრებს დედამიწის ატმოსფეროს\, მზის სისტემის სხვა პლანეტებისა და მათი თანამგზავრების\, ასევე ეგზოპლანეტების ატმოსფეროების შესახებ და შეადარებს მათ. ასევე წარმოადგენს\, როგორ და რა საშუალებებით სწავლობენ მეცნიერები პლანეტებსა და მათ ატმოსფეროებს. \nმომხსენებლის შესახებ\n\nმაია თოდუა\, ასტრონომი და ატმოსფეროს ფიზიკოსი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. დაამთავრა ლენინგრადის სახელმწიფო (სსრკ) და რატგერსის უნივერსიტეტები (აშშ). სადოქტორო დისერტაცია დაიცვა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.\n1989 წელს მუშაობა დაიწყო აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში. 2011 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი და აბასთუმნის ობსერვატორიის დირექტორია\, ხოლო 2015 წლიდან – ილიაუნის ასოცირებული პროფესორი. კარიერის დასაწყისში მუშაობდა ასტრონომიის მიმართულებით\, სწავლობდა ჯერად ვარსკვლავთ სისტემებს. 2004 წლიდან მუშაობს დედამიწის ატმოსფეროს ფიზიკის მიმართულებით. მეცნიერის კვლევების სფერო ძირითადად მოიცავს დედამიწის ატმოსფეროში მიმდინარე პროცესებს\, მათზე ახლო კოსმოსის გავლენას\, კოსმოსური სხივების გავლენას ღრუბლიანობაზე\, აეროზოლების განაწილებასა და დინამიკას ატმოსფეროში. სამეცნიერო-პოპულარულ სტატიებს წერდა ჟურნალ „ტაბულაში”\, ინტერნეტ-გამოცემებში. საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის რეგიონული ოფისის ბორდის წევრია. \nდრო: 30 მაისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ვაკის პარკი\, მედიათეკა \nდასწრება თავისუფალია. \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sametsniero-kaphe-planetebisa-da-mathi-atmospheroebis-mravalpherovneba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/02/50508.png
END:VEVENT
END:VCALENDAR