BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20190101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190516T130000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190516T130000
DTSTAMP:20260503T203126
CREATED:20190514T063143Z
LAST-MODIFIED:20240201T121540Z
UID:10001296-1558011600-1558011600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საინფორმაციო შეხვედრა IGG-ის სტუდენტური ვაკანსიების შესახებ
DESCRIPTION:16 მაისს\, 13:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსის სტუდენტურ სივრცეში გაიმართება შეხვედრა საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის (IGG) წარმომადგენლებთან სტუდენტური ვაკანსიების შესახებ. \nშეხვედრაზე საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის წარმომადგენლები ილიაუნის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს გააცნობენ ინფორმაციას აქტიური ვაკანსიების შესახებ და დაინტერესებულ პირებს გასაუბრებაზე დაიბარებენ შერჩევის მიზნით. \nდასწრების მსურველებმა შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა:https://bit.ly/2WBCADm \nკომპანიის შესახებ \nIGG ქართულ ბაზარზე ოპერირებს 2017 წლიდან\, მისი მენეჯმენტი სადაზღვევო სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კადრებითაა დაკომპლექტებული. \nIGG მომხმარებელს სთავაზობს მრავალფეროვან და აუცილებელი დაფარვებით შექმნილ სადაზღვევო პოლისებს. ქონების\, ავტომობილებისა და ტვირთების დაზღვევის კომპონენტში კომპანია სარგებლობს სავალდებულო გადაზღვევის ხელშეკრულებით AA- რეიტინგის მქონე მსოფლიოში უმსხვილეს გადამზღვეველ კომპანიებთან. \n  \nდრო: 16 მაისი\, 13:00 საათი. \nადგილმდებარეობა: E კორპუსის სტუდენტურ სივრცე\, -1 სართული\, ქ. ჩოლოყაშვილის 3/5. \n\n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sainphormatsio-shekhvedra-igg-is-studenturi-vakansiebis-shesakheb/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/05/51986.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190516T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190516T140000
DTSTAMP:20260503T203126
CREATED:20190514T081437Z
LAST-MODIFIED:20240201T121834Z
UID:10001349-1558015200-1558015200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:TBC ბანკის დასაქმების ფორუმი ილიაუნიში
DESCRIPTION:16 მაისს\, ხუთშაბათს\, 14:00 საათზე\, ილიაუნის E კორპუსის სტუდენტურ სივრცეში TBC ბანკის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის წარმომადგენლები შეხვდებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს. \nშეხვედრაზე ბანკის წარმომადგენლები დაინტერესებულ პირებს შესთავაზებენ დასაქმებას TBC ბანკის სხვადასხვა ვაკანტურ პოზიციაზე\, წარმოადგენენ პრეზენტაციას ბანკისა და აქტიური ვაკანსიების შესახებ. შეხვედრის ბოლოს კი შეხვედრაზე მოსულ სტუდენტებს/კურსდამთავრებულებს დაიბარებენ გასაუბრებაზე შერჩევის მიზნით. \nშეხვედრა დააინტერესებთ ნებისმიერი კურსისა და მიმართულების\, განსაკუთრებით საბანკო-საფინანსო საქმის მიმართულების\, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს. \nშეხვედრაზე დასწრების მსურველებმა გთხოვთ შეავსეთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა. \n  \nდრო: 16 მაისი\, 14:00 საათი. \nადგილმდებარეობა: E კორპუსის სტუდენტური სივრცე\, -1 სართული\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/tbc-bankis-dasaqmebis-phorumi-iliaunishi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/05/52000.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190516T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190516T150000
DTSTAMP:20260503T203126
CREATED:20190513T122414Z
LAST-MODIFIED:20240201T121530Z
UID:10001292-1558018800-1558018800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კახა მაღრაძის შეხვედრა აბიტურიენტებთან – გორი\, 16 მაისი
DESCRIPTION:16 მაისს\, 15:00 საათზე\, ქალაქ გორის კულტურის სახლში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ლექტორი კახა მაღრაძე აბიტურიენტებთან შეხვედრას გამართავს და მათთვის საჯარო ლექციას წაიკითხავს თემაზე: „როგორ ავირჩიოთ პროფესია“. \nლექციის შემდეგ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები აბიტურიენტებს უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებს\, დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობებს\, საუნივერსიტეტო სერვისებსა და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს გააცნობენ. შეხვედრის ბოლო ნაწილი დაეთმობა კითხვა-პასუხს. \nკახა მაღრაძის შესახებ \nკახა მაღრაძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მოწვეული ლექტორია\, პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია „ჯეპრას“ უფროსი კონსულტანტი და კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერი. 2007 წლიდან დღემდე ივენთ მენეჯმენტისა და პიარის კურსის ლექტორია თბილისის პიარსკოლაში. კახა მაღრაძეს განხორციელებული აქვს 30-ზე მეტი ქართული და საერთაშორისო ორგანიზაციის პიარ და საკომუნიკაციო კამპანიები. ავტორია საჯარო მოხელეთა სამაგიდო წიგნისა „სტრატეგიული დაგეგმარება წარმატებული საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის“. \nდამატებითი ინფორმაცია \nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მარტიდან საქართველოს თითქმის ყველა რეგიონულ ცენტრში ჩაატარებს უფროსკლასელებისათვის საინფორმაციო შეხვედრებს. პროექტი #არჩევანიშენია საგანმანათლებლო ორგანიზაცია კინგსთან თანამშრომლობით ხორციელდება. \nმომავალი პროფესიის არჩევა – ამ თემაზე აბიტურიენტებს საჯარო ლექციებს წაუკითხავენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები. შეხვედრები უფროსკლასელებს დამოუკიდებელი აზროვნებისა და სწორი არჩევანისკენ სვლაში დაეხმარება. \nსაინფორმაციო შეხვედრების სრული განრიგისთვის მიჰყევით ბმულს: http://bit.ly/2vIB7zl \nშენი წარმატებული ცხოვრება იწყება აქ! \n#მევირჩევილიაუნის \n\nსაკონტაქტო ინფორმაცია: \n✉ abiturienti@iliauni.edu.ge \n☏ (+995 32) 222 00 09 (352) \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/kakha-maghradzis-shekhvedra-abiturientebthan-gori-16-maisi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/05/51979.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190516T162200
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190516T162200
DTSTAMP:20260503T203126
CREATED:20190516T122230Z
LAST-MODIFIED:20240201T121532Z
UID:10001293-1558023720-1558023720@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საზაფხულო სკოლა „საკონსტიტუციო სამართალი და საჯარო პოლიტიკა: ადამიანის უფლებები თეორიასა და პრაქტიკაში"
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა ღია საზოგადოების ფონდის\, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის\, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) სამართლის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით\, იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს იწვევს საზაფხულო სკოლის „საკონსტიტუციო სამართალი და საჯარო პოლიტიკა: ადამიანის უფლებები თეორიასა და პრაქტიკაში“ (30 ივლისი – 7 აგვისტო) შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. \nდაინტერესებულ სტუდენტებს ვთხოვთ\, წარმოადგინონ CV ფოტოსურათით არა უგვიანეს 23 ივნისის 24:00 საათისა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: summerschool@iliauni.edu.ge \nსკოლის შესახებ: \nსაზაფხულო სკოლის მიზანია\, ხელი შეუწყოს წარჩინებული იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების სამართლებრივი ცოდნის ამაღლებას. საზაფხულო სკოლაში მონაწილეობას მიიღებენ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები საქართველოდან და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან (სომხეთი\, აზერბაიჯანი\, უკრაინა\, მოლდოვა\, ბელორუსი). სკოლის მონაწილეები გაივლიან ინტენსიურ საგანმანათლებლო კურსს წამყვანი ქართველი და უცხოელი პროფესორების\, პრაქტიკოსი იურისტებისა და დარგის ექსპერტების მონაწილეობით. \nსაზაფხულო სკოლა ოფიციალურად გაიხსნება საჯარო ლექციით\, რომელსაც გაუძღვება The New York Times-ის ვიცე-პრეზიდენტი და მთავარი იურისტის მოადგილე\, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი დევიდ მაქროუ (David McCraw). \nსავალდებულო მოთხოვნები: \n\n\nდაინტერესებული კანდიდატი უნდა იყოს იურიდიული ფაკულტეტის მოქმედი სტუდენტი (ბაკალავრი ან მაგისტრანტი). \n\n\nთავისუფლად ფლობდეს ინგლისურ ენას. \n\n\nშერჩეული კანდიდატები გაივლიან ტესტირებას ინგლისურ ენასა და სამართალში. ტესტირების შედეგად შერჩეული საუკეთესო კანდიდატები ასევე გაივლიან ზეპირ გასაუბრებას. \nპროგრამა მოიცავს სემინარებსა და სამუშაო შეხვედრებს თბილისში (30-31 ივლისი) და სტეფანწმინდაში\, სასტუმროში „ყაზბეგი რუმსი“ (1 – 7 აგვისტო). \nკონკურსის შედეგად შერჩეული სტუდენტები უზრუნველყოფილნი იქნებიან ტრანსპორტით\, კვებითა და საცხოვრებლით. \nსაზაფხულო სკოლის სასწავლო პროგრამა მოიცავს შემდეგ თემებს: \n\n\nკონსტიტუციონალიზმი და კანონის უზენაესობა: თანამედროვე გამოწვევები; \n\n\nკონსტიტუციური კონტროლის განვითარება და თავდასხმა უფლებებზე: ევროპული გამოცდილება; \n\n\nდამოუკიდებელი საგამოძიებო ინსტიტუტები: ადამიანის უფლებების დარღვევები და მათზე რეაგირების ეფექტური მექანიზმები; \n\n\nადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სხვა სასამართლოების მიერ პროპორციულობის ტესტის გამოყენება; \n\n\n„რთული საქმეები“ საკონსტიტუციო სასამართლოს\, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და აშშ-ის უზენაესი სასამართლოს პრაქტიკიდან; \n\n\nადამიანის უფლებები სისხლის სამართალში; \n\n\nგამოხატვისა და რელიგიის თავისუფლება; თანასწორობის უფლება. \n\n\n\nდამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ მოგვმართოთ: \nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა \nსაქართველო\, თბილისი \nჭავჭავაძის გამზ. N32 \nტელ.: +9955 (77) 553391 \n (+995 32) 222 00 09 (304) \nელფოსტა: summerschool@iliauni.edu.ge \nსაკონტაქტო პირი: სოფიო შუბლაძე \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sazaphkhulo-skola-sakonstitutsio-samarthali-da-sajaro-politika-adamianis-uphlebebi-theoriasa-da-praqtikashi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/05/52110.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190516T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190516T170000
DTSTAMP:20260503T203126
CREATED:20190507T121458Z
LAST-MODIFIED:20240201T121529Z
UID:10001291-1558026000-1558026000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კრებულის „საქართველოს საერთო სასამართლოების მნიშვნელოვანი განმარტებები ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებულ საქმეებზე“ პრეზენტაცია
DESCRIPTION:16 მაისს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID/PROLoG) პროგრამასთან თანამშრომლობით გამართავს გოგა ხატიაშვილის წიგნის „საქართველოს საერთო სასამართლოების მნიშვნელოვანი განმარტებები ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებულ საქმეებზე“ პრეზენტაციას. \nკრებული მომზადებული და გამოცემულია „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ (NCCE) მიერ „აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“\, ACCESS-ის პროექტის ფინანსური მხარდაჭერით. \n„სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ფარგლებში არსებულ კონკურსში ამ საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა შეფასდება 1%-ით. \nმომხსენებლები: ლონდა თოლორაია – შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორი\, ნინა ხატისკაცი – დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის/Network of Centers for Civic Engagement (NCCE) აღმასრულებელი დირექტორი\, გოგა ხატიაშვილი – ავტორი\, შსს-ის ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსი \nმოდერატორი – დეა გოშხეთელიანი\,  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კურსდამთავრებული \nწინამდებარე ნაშრომი ერთ-ერთი პირველი მცდელობაა წარმოაჩინოს საქართველოს საერთო სასამართლოების სამართალწარმოების პრაქტიკა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებულ საქმეებზე. \nნაშრომში თავმოყრილია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საქმეებზე მნიშვნელოვანი სასამართლო გადაწყვეტილებები. ის მოიცავს ამონარიდებს საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ 2016-2018 წლებში ოჯახში ძალადობის საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებებიდან. \nსახელმძღვანელოში თავმოყრილი გადაწყვეტილებები ეხება ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის\, მათ შორის ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ბავშვების\, საქმეებზე გაკეთებულ ზოგად განმარტებებს სასჯელის გამოყენებასა და დანაშაულის კვალიფიკაციასთან დაკავშირებით; აგრეთვე გენდერული დისკრიმინაციის მოტივის განსაზღვრის დადებით ტენდენციებსა და მტკიცებულებების სიმწირის პრობლემატიკას. \nღონისძიებაზე სტუდენტებს დაურიგდებათ ნაშრომის განსაზღვრული რაოდენობა. \n  \nდრო: 16 მაისი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავავაძის გამზ. N32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/krebulis-saqarthvelos-saertho-sasamarthloebis-mnishvnelovani-ganmartebebi-qaltha-mimarth-da-ojakhshi-dzaladobasthan-dakavshirebul-saqmeebze-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/05/51871.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190516T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190516T190000
DTSTAMP:20260503T203126
CREATED:20190215T102741Z
LAST-MODIFIED:20240201T122057Z
UID:10001405-1558033200-1558033200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სამეცნიერო კაფე: „ჩვენი სამყარო“
DESCRIPTION:16 მაისს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი ჯავახიშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ჩვენი სამყარო“. \nმომხსენებელი ისაუბრებს ზოგადად სამყაროს\, როგორც დროითი\, ასევე სივრცითი\, მასშტაბების შესახებ. \nმომხსენებლის შესახებ\nგიორგი ჯავახიშვილმა 1980 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. იმავე წელს მუშაობა დაიწყო აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში. 2007 წლიდან ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. აქვს მრავალწლიანი დაკვირვებითი გამოცდილება. ორჯერ მონაწილეობდა ექსპედიციებში მზის დაბნელებაზე. მისი ინტერესის სფეროა: „ჩვენც და კიდევ ყველაფერი\, რაც ჩვენ ზევით არის”. \nდრო: 16 მაისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ვაკის პარკი\, მედიათეკა \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sametsniero-kaphe-chveni-samqharo/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/02/50459.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190516T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190516T190000
DTSTAMP:20260503T203126
CREATED:20190507T073328Z
LAST-MODIFIED:20240201T121516Z
UID:10001286-1558033200-1558033200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პიანისტ თედო დიაკონიძის კონცერტი
DESCRIPTION:16 მაისს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში გაიმართება ილიაუნის დოქტორანტ-აბიტურის\, თედო დიაკონიძის კონცერტი. პროგრამაშია მოცარტის\, ბეთჰოვენის\, სკრიაბინისა და მუსორგსკის საფორტეპიანო ნაწარმოებები. \nთედო დიაკონიძემ დაამთავრა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი\, ე.წ. ნიჭიერთა ათწლედი\, სადაც ის პედაგოგ ნინო მამრაძესთან სწავლობდა. შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ბაკალავრიატში\, პედაგოგ ლალი სანიკიძის კლასში. 2018 წელს დაამთავრა მაგისტრატურა ციურიხის (შვეიცარია) ხელოვნების უნივერსიტეტში\, პროფესორ ჰანს-იურგენ შტრუბთან. \nთედო საერთაშორისო და რესპუბლიკური კონკურსების ლაურეატია. ამჟამად ის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აბიტურ-დოქტორანტია (ხელმძღვანელი – პროფესორი ნინო მამრაძე). \n  \nდრო: 16 მაისი\, 19: 00 საათი \nადგილმდებარეობა: B201 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/pianist-thedo-diakonidzis-kontserti/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/05/51862.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190516T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190516T190000
DTSTAMP:20260503T203126
CREATED:20190514T060840Z
LAST-MODIFIED:20240201T122055Z
UID:10001403-1558033200-1558033200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ჯემალ ქარჩხაძის ახალი წიგნის „მარტოობის ჩუმი ედემის" პრეზენტაცია
DESCRIPTION:16 მაისს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და ქარჩხაძის გამომცემლობა ჯემალ ქარჩხაძის ახალი წიგნის „მარტოობის ჩუმი ედემის” პრეზენტაციაზე გიწვევთ. \n„მარტოობის ჩუმი ედემი“ მწერლის უბის წიგნაკიდან ამ დრომდე უცნობ ჩანაწერებს\, პუბლიცისტიკასა და მხატვრულ ტექსტებს აერთიანებს.\nპრეზენტაციის მოდერატორი ლევან ბერძენიშვილი იქნება. წიგნის შესახებ ლევან ბრეგაძე\, კახა ჯამბურია\, მამუკა ბერიაშვილი\, დიანა ანფიმიადი\, ზაალ ჩხეიძე და დავით პაიჭაძე ისაუბრებენ. \nმსურველებს წიგნის შეძენა პრეზენტაციის მსვლელობისას შეეძლებათ. \nდრო: 16 მაისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/jemal-qarchkhadzis-akhali-tsignis-martoobis-chumi-edemis-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/05/51984.png
END:VEVENT
END:VCALENDAR