BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20190101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190506T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190506T150000
DTSTAMP:20260504T000835
CREATED:20190501T103533Z
LAST-MODIFIED:20240201T121750Z
UID:10001331-1557154800-1557154800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საინფორმაციო შეხვედრა –  Employment Shuttle
DESCRIPTION:ორგანიზაცია Action Against Hunger პროგრამის „მოწყვლადი იძულებით გადაადგილებული პირებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური ჩართულობის ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში (EPIC)“ ფარგლებში ახორციელებს პროექტს Employment Shuttle. \nპროექტი 5-თვიანი დასაქმების პროგრამაა სამუშაოს მაძიებელი ადგილობრივი და დევნილი მოსახლეობისთვის\, რომელიც ხორციელდება თბილისში\, მარნეულში\, ფოთსა და ზუგდიდში. \nდასაქმების პროგრამის ფარგლებში მონაწილეებს ჩაუტარდებათ ტრენინგები შემდეგ საკითხებზე: \n\nCV/რეზიუმესა და სამოტივაციო წერილის შედგენა;\nგუნდური მუშაობა;\nეფექტური კომუნიკაცია;\nპრეზენტაციისა და გასაუბრების ტექნიკები;\nსოციალური ქსელები სამუშაოს მაძიებელთათვის;\nდროის მართვა;\nემოციური ინტელექტი;\nმოტივაცია;\nპერსონალური ბრენდი.\n\nთითოეულ ქალაქში ტრენინგებისთვის შეირჩევა 25 მონაწილე. \n6 მაისს\, 15:00 საათზე\, E207 აუდიტორიაში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა დასაქმების პროგრამის Employment Shuttle შესახებ. \nშეხვედრას გაუძღვება თბილისის მასშტაბით პროექტის Employment Shuttle კოორდინატორი. \nსაინფორმაციო შეხვედრა საინტერესო იქნება დევნილისა და სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის. \nდასწრების მსურველებმა შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა: http://bit.do/eQ9aL  \nდრო: 6 მაისი\,ორშაბათი\, 15:00 საათი \nადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია\, ილიაუნი\, ქ. ჩოლოყაშვილის N3/5 \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sainphormatsio-shekhvedra-employment-shuttle/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/05/51812.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190506T150600
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190506T150600
DTSTAMP:20260504T000835
CREATED:20190506T110624Z
LAST-MODIFIED:20240201T121641Z
UID:10001328-1557155160-1557155160@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:რელიგიის საკითხების სოციო-პოლიტიკური და კულტურული განზომილება საქართველოში
DESCRIPTION:რელიგიის საკითხების სოციო-პოლიტიკური და კულტურული განზომილება საქართველოში \nთბილისი\, 14-15  ნოემბერი\, 2019 \nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით აცხადებს განაცხადების მიღებას კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად. კონფერენციის თემაა  „რელიგიის საკითხების სოციო-პოლიტიკური და კულტურული განზომილება საქართველოში“. \nრელიგია მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოს უახლეს ისტორიაში. რელიგია გადაჯაჭვულია მთელ რიგ პოლიტიკურ და  საზოგადოებრივ საკითხებთან\, როგორებიცაა: კულტურა\, განათლება\, ნაციონალიზმი\, სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობა\, რელიგიის თავისუფლება და ა. შ. თანამედროვეობაში რელიგიურ სურათს ხშირად განსაზღვრავს ისტორიული გამოცდილება\, პოლიტიკური პროცესები\, სოციალური და კულტურული ფაქტორები. საქართველოში რელიგიური ველი მრავალფეროვანია და წარმოადგენს მდიდარი კულტურისა და ტრადიციების არსებობის წყაროს. ამიტომ  რელიგიასთან დაკავშირებული საკითხები მულტიპერსპექტიულ შესწავლას მოითხოვს. კონფერენცია მიზნად ისახავს\, თავი მოუყაროს რელიგიის თემაზე არსებულ მეცნიერულ ცოდნას\, ხელი შეუწყოს სხვადასხვა დარგში რელიგიის შესახებ მომზადებული უახლეს კვლევათა პოპულარიზაციასა და აკადემიურ სფეროში რელიგიის თემაზე დისკუსიას. \nკონფერენციის მიზანია რელიგიასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა სხვადასხვა დისციპლინის პერსპექტივიდან (სოციოლოგია\, ანთროპოლოგია\, თეოლოგია\, ისტორია\, პოლიტიკური მეცნიერებები\, რელიგიის კვლევები\, ფილოლოგია\, ეთნოლოგია და ა.შ.). \nკონფერენციის მოხსენებების კრებული ქართულ და ინგლისურ ენებზე დაიბეჭდება 2020 წლის გაზაფხულზე.  \nკონფერენციის ჩატარების თარიღი: 2019 წლის 14-15 ნოემბერი. \nკონფერენციის სესიები დაყოფილია ოთხი ისტორიული პერიოდის მიხედვით და არ არის შინაარსობრივად შეზღუდული. თითოეული სესიის მოხსენებების თემები შეიძლება წარმოადგენდეს რელიგიის განსხვავებული ასპექტის შესწავლის მაგალითს. \nკონფერენციის სესიების ზოგადი თემატიკა: \n\n\nრელიგიის საკითხები საქართველოში რუსეთის იმპერიის მმართველობის დროს (1801-1917 წწ) – ისტორიული მოვლენების თანამედროვე პერსპექტივა; \n\n\nრელიგია\, პირველი რესპუბლიკა და „მოდერნის გარიჟრაჟი“ – სოციალურ-პოლიტიკური ცვლილებების ზეგავლენა რელიგიის სურათზე საქართველოში; \n\n\nრელიგია  საბჭოთა საქართველოში – „რელიგიასთან ბრძოლა“\, კოლაბორაციონიზმი და რელიგიურობის ფორმების ტრანსფორმაცია; \n\n\nრელიგია და რელიგიურობა დამოუკიდებელ საქართველოში – რელიგიური ველის ამბივალენტური სურათი. \n\n\nგთხოვთ\, აბსტრაქტი ქართულ და ინგლისურ ენაზე (მაქსიმუმ 250 სიტყვა) გამოგზავნოთ შემდეგ მისამართზე:religion-conference2019@iliauni.edu.ge \nაბსტრაქტების მიღების ბოლო ვადაა 30 ივლისი. \n2019 წელი \n\n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/religiis-sakithkhebis-sotsio-politikuri-da-kulturuli-ganzomileba-saqarthveloshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/05/51977.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190506T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190506T190000
DTSTAMP:20260504T000835
CREATED:20190501T091753Z
LAST-MODIFIED:20240201T121642Z
UID:10001329-1557169200-1557169200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო ლექცია „საქართველოს ცენტრალური ბანკის პოლიტიკური ეკონომია წარსულისა და აწმყოს გასაყარზე“
DESCRIPTION:6 მაისს\, ორშაბათს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ დოქტორანტი ია ერაძე წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „საქართველოს ცენტრალური ბანკის პოლიტიკური ეკონომია წარსულისა და აწმყოს გასაყარზე“. \nღონისძიების მოდერატორი: დრ. ლელა რეხვიაშვილი \nმოხსენების მოკლე აღწერა \nცენტრალურ ბანკს მისი დასაბამიდანვე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ერი-სახელმწიფოებისა და ეროვნული თვითშეგნების ჩამოყალიბებაში. ეროვნული ბანკის იდეა მიბმული იყო და არის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გატარებასთან\, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხედვასა და ეროვნული ფულის სიძლიერესთან.   განხილვები ცენტრალური ბანკის არსისა და მისიის შესახებ დღემდე მნიშვნელობას არ კარგავს\, გლობალურმა ფინანსურმა კრიზისმა კი ამ საკითხის აქტუალურობა კიდევ ერთხელ წინ წამოსწია. \nცენტრალური ბანკის ქართულ კონტექსტში განხილვა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ეკონომიკური სიდუხჭირის და დასუსტებული ეროვნული ვალუტის ფონზე\, რადგან მისი მოწყობის პოლიტიკურ-ეკონომიური ანალიზი საინტერესო დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა მთელ რიგ საკითხებზე – სახელმწიფოსა და სახელმწიფოებრიობის აღქმაზე\, პოლიტიკისა და ეკონომიკის ერთმანეთთან მიმართებაზე\, საზოგადოების ინტერესების მიმართ მთავრობის დამოკიდებულებასა და ასევე სახელმწიფოს პოზიციაზე საერთაშორისო მონეტარული სისტემის იერარქიაში. სწორედ ამიტომ\, მოხსენების მიზანია განიხილოს ცენტრალური ბანკი ისტორიულ და თეორიულ ჭრილში\, ერთმანეთთან დააკავშიროს აკადემიური და პოლიტიკური დებატი და გამოკვეთოს დღევანდელ ეროვნულ ბანკთან დაკავშირებული ცენტრალური საკითხები. ამიტომ მომხსნებელი ჯერ საქართველოს პირველი რესპუბლიკის სახელმწიფო ბანკის პოლიტიკურ ეკონომიას შეეხება\, შემდეგ კი დღევანდელი ეროვნული ბანკის მოწყობის ფორმასა და ფუნქციას განიხილავს. დღეს\, როცა ასე წარმატებით მიმდინარეობს ცენტრალური ბანკების დეპოლიტიზაციისა და ღირებულებებისგან დაცლის პროცესი\, წარსული გამოცდილებებისა და დებატების გაცოცხლება პოლიტიკურ მნიშვნელობას იძენს. სწორედ ამ გზით შეიძლება\, ერთი მხრივ\, წარსულის უკეთ შესწავლა\, მეორე მხრივ კი\, აწმყოში გაბატონებული ნორმების ეჭვქვეშ დაყენება ან სულაც მათი დამსხვრევა. \nმომხსენებლის შესახებ \nია ერაძე კასელის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტის დოქტორანტია. მისი სადოქტორო დისერტაციის თემაა „დოლარიზაციის ისტერია ქართული სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების კვალდაკვალ (ხელმძღვანელი: პროფ. ქრისტოფ შერერი)“. კასელის უნივერსიტეტის პოლიტიკური ეკონომიის მაგისტრი და თსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრია. \nI.L.A. (Imperiale Produktions- & Lebensweisen: Ausbeutungsstrukturen im 21. Jahrhundert) კოლექტივის წევრი და თანაავტორია: I.L.A. Kollektiv (2017) Auf Kosten Anderer? Wie die Imperiale Lebensweise ein gutes Leben für Alle verhindert. Oekom Verlag. München \nდრო: 6 მაისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-leqtsia-saqarthvelos-tsentraluri-bankis-politikuri-ekonomia-tsarsulisa-da-atsmqhos-gasaqharze/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/05/51803.png
END:VEVENT
END:VCALENDAR