BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20190101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190425T110000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190425T110000
DTSTAMP:20260504T085456
CREATED:20190416T062510Z
LAST-MODIFIED:20240201T121842Z
UID:10001353-1556190000-1556190000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საერთაშორისო ფსიქოტრავმატოლოგიური კონფერენცია „ტრავმა და საზოგადოება“
DESCRIPTION:25-26 აპრილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ნატალია ზაზაშვილის სახელობის ყოველწლიური საერთაშორისო ფსიქოტრავმატოლოგიური კონფერენცია „ტრავმა და საზოგადოება“. კონფერენციის თემაა „პროფესიული სტანდარტები და მტკიცებულებაზე დაფუძნებული მიდგომები“. ღონისძიებაზე ყურადღება დაეთმობა შემდეგ საკითხებს: ტრავმის მკურნალობისა და პრევენციის მტკიცებულებაზე დაფუძნებული გზამკვლევი\, პროფესიული ეთიკის დაცვის ინსტიტუციური მექანიზმები და სხვ. \nკონფერენციის ორგანიზატორები არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქიკური ჯანმრთელობის რესურსცენტრი და ილიაუნის ადიქტოლოგიის ინსტიტუტი\, ასევე  საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოება\, საქართველოს წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი\, ფონდი „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი“ და კავშირი ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ „საფარი“. \nკონფერენციაზე ვორკშოპებს ჩაატარებენ ევროპის ტრავმული სტრესის კვლევის საზოგადოების ყოფილი პრეზიდენტი\, ამჟამად კარდიფის უნივერსიტეტის პროფესორი ჯონათან ბისონი და გერმანულენოვანი ქვეყნების ტრავმული სტრესის კვლევის საზოგადოების ყოფილი პრეზიდენტი\, ამჟამად ჰამბურგის ეპენდორფის კლინიკის პროფესორი ჯულია შელოგი. \n\nსამუშაო ენები: ქართული\, ინგლისური \nდრო: 25-26 აპრილი\, 11:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/saerthashoriso-phsiqotravmatologiuri-konpherentsia-travma-da-sazogadoeba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/04/51544.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190425T150700
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190425T150700
DTSTAMP:20260504T085456
CREATED:20190425T110713Z
LAST-MODIFIED:20240201T121838Z
UID:10001352-1556204820-1556204820@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროექტის „შეფასების მექანიზმები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ახლებური სასწავლო გარემოს ჩამოსაყალიბებლად“ ტრენინგ-სესიები
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ERASMUS+ პროგრამის ინსტიტუციური განვითარების პროექტის –შეფასების მექანიზმები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ახლებური სასწავლო გარემოს ჩამოსაყალიბებლად (ASSET -Assessment Tools for new learning environments in higher education institutions) –ფარგლებში გთავაზობთ შემდეგ ტრენინგ-სესიებს: \n\nღია ციფრული სამკერდე ნიშნები\n\nღია სამკერდე ნიშნები ფართოდ გამოიყენება ტალინის უნივერსიტეტში\, როგორც ახალი ტრენდი საგანმანათლებლო ტექნოლოგიებში. ეს ინსტრუმენტი წარმოადგენს შეფასების ახალ საშუალებას. მრავალი პედაგოგის აზრით\, ღია ციფრულ სამკერდე ნიშნებს უდიდესი პოტენციალი აქვს\, ხელი შეუწყოს სტუდენტის სწავლას და შეცვალოს სწავლის მიღწევების აღიარება\, რათა შეფასება და მიღწევები უფრო თვალშისაცემი გახდეს და აღიარებულ იქნას ინსტიტუციის ფარგლებს გარეთ. \nსესია გაიმართება 2019 წლის 15 მაისს\, 14:00-დან 16:00 საათამდე E102 აუდიტორიაში. \nრეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: http://bit.ly/2DxWOpP \n  \n\n\nკრიტიკული მეგობრის მიდგომა \n\n\nკრიტიკული მეგობარი კომპლექსური\, ინტეგრირებული მიდგომაა\, დაფუძნებული სწავლების კონსტრუქტივისტულ პრინციპებსა და რეფლექსიურ პრაქტიკაზე. იგი ემყარება ურთიერთსწავლებას\, თანამშრომლობასა და გამოწვევებისადმი მზაობას. ასეთი მიდგომა ფართოდ გამოიყენება წარმატებული დასავლური ქვეყნების საგანმანათლებლო სისტემებში და  ეფექტური გზაა\, რომელიც ფოკუსირებულია მასწავლებლებსა და სტუდენტებს\, ასევე თავად სტუდენტებს შორის ეფექტური უკუკავშირის გზით პროფესიული განვითარებისკენ. \nსესია გაიმართება 2019 წლის 15 მაისს\, 11:00-დან 13:00 საათამდე E207 აუდიტორიაში. \nრეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: http://bit.ly/2UW7SI3 \n  \n\n\nურთიერთშეფასება/რეფლექსიური დღიური \n\n\nურთიერთშეფასება არის პროცესი\, როდესაც სტუდენტები აფასებენ სტუდენტებს.  თანატოლების მიერ შეფასებისას სტუდენტებს უძლიერდებათ გაკვეთილის სწავლის მიზნებისა და წარმატების კრიტერიუმების გაგება\, რაც\, თავის მხრივ\, ეხმარება მათ საკუთარი სწავლის შეფასებაში. მთავარი გამოწვევა\, რომელსაც ASSET ექსპერტები აწყდებიან\, შეფასების ამ ინსტრუმენტის დიდ კლასებში გამოყენებაა. აღნიშნული ნაშრომის მიზანია განახლებული ურთიერთშეფასების ინსტრუმენტების შეთვაზება\, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელი იქნება პრაქტიკულ სასწავლო გარემოში დიდ კლასებში როგორც ისრაელში\, ისე საქართველოში. \nრეფლექსიური დღიურების მიზნებია სასწავლო პროცესზე დაკვირვებისა და რეფლექსიის ასახვა. სწავლაზე რეაგირების ჩანაწერების ძირითადი სარგებელი მდგომარეობს ისეთი გარემოს შექმნაში\, რომელშიც სტუდენტები თავისუფლად გამოხატავენ თავიანთ წუხილებს და ექსპერიმენტებს ატარებენ სწავლის პროცესში. მიზანი სტუდენტების წახალისებაა\, რათა აღმოაჩინონ და გააზიარონ საკუთარი აზრები და დაფიქრდენენ ჯგუფურ მუშაობაზე\, და არა პრაქტიკაში აქამდე გამოყენებულ ინდივიდუალურ მიდგომებზე. \nსესია გაიმართება 2019 წლის 15 მაისს\, 14:00-დან 16:00 საათამდე E207 აუდიტორიაში. \nრეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: http://bit.ly/2Ps7Phj \n  \n\n\nკონცეპტუალური რუკები (CoMa) \n\n\nკონცეპტუალური რუკები (CoMa) ცოდნის ვიზუალურად გადმოცემის საშუალებას გვაძლევს. პროცესი\, ერთი მხრივ\, გვეხმარება ინფორმაციის სტურუქტურირებასა და ორგანიზებაში და\, მეორე მხრივ\, მათ შორის კონცეპტუალური კავშირების დამყარებაში. სასწავლო პროცესში კონცეპტუალური რუკების გამოყენება ლექტორს საშუალებას აძლევს შეაფასოს\, თუ როგორ უკავშირებენ სტუდენტები შესწავლილ მასალას კურსის საერთო მიზანს. ტრენინგზე შემთავაზებული იქნება კონცეპტუალური რუკების ტექნოლოგიური პლატფორმები და შეფასების მეთოდები. \nსესია გაიმართება 2019 წლის 15 მაისს\, 11:00-დან 13:00 საათამდე E102 აუდიტორიაში. \nრეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: http://bit.ly/2Zyaqej \n  \n\n\nსოციოემოციური უნარების შეფასება \n\n\nსოციოემოციური უნარებს\, როგორც წესი\, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არ ასწავლიან და არც რომელიმე საგნის სწავლებაში შედის. ASSET – პროექტის წევრთა გარკვეულ ჯგუფმა მოამზადა განმავითარებელი შეფასების აღნიშნული ინსტრუმენტი\, რომელიც სტუდენტის მიერ მართული პროცესია\, მაგრამ აფასებს ორივე – სტუდენტიც და მასწავლებელიც. \nსესია გაიმართება 2019 წლის 15 მაისს\, 11:00-დან 13:00 საათამდე F303 აუდიტორიაში. \nრეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: http://bit.ly/2DzvzeH \n  \nსამუშაო ენა: ინგლისური \n\nსაკონტაქტო პირები: \nბიზნესის\, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის განათლების სკოლის დირექტორი – სოფიო ლობჟანიძე –sopiko_lobjanidze@iliauni.edu.ge\nტელ.: 599 54 06 22; \nადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის თანაშემწე ნინო დუჩიძე – nino.duchidze@iliauni.edu.ge\,\nტელ.: 599 89 96 69. \nგისურვებთ წარმატებას. \n\n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/proeqtis-shephasebis-meqanizmebi-umaghles-saganmanathleblo-datsesebulebebshi-akhleburi-sastsavlo-garemos-chamosaqhalibeblad-trening-sesiebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/04/51783.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190425T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190425T160000
DTSTAMP:20260504T085456
CREATED:20190422T121615Z
LAST-MODIFIED:20240201T121835Z
UID:10001350-1556208000-1556208000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დისკუსია თემაზე: „სად გადის ზღვარი პირადი ცხოვრების დაცვასა და გამოხატვის თავისუფლებას შორის?"
DESCRIPTION:ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად დაგვანახა\, რომ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უზრუნველსაყოფად არსებული სისხლის სამართლებრივი გარანტიები გამოხატვის თავისუფლებით დაცულ სფეროში არაპროპორციულ ჩარევას წარმოადგენს. \nსისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის დისპოზიცია დანაშაულის გამოძიებაზე პასუხისმგებელ ორგანოებს აღჭურავს განუსაზღვრელი უფლებამოსილებით\, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მოპოვება-შენახვა-გავრცელებაზე სისხლის სამართლებრივ პასუხისგება გაავრცელონ ისეთ შემთხვევებზეც\, როცა ბრალდებული პირები პირად მიმოწერებში მიღებული ვიდეოს შინაარსზე ინფორმირებულნი არ იყვნენ და არც მართლსაწინააღმდეგო განზრახვით მოქმედებდნენ. \nაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილია სარჩელი „ანი აროშაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”.\n25 აპრილს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A409 აუდიტორიაში გაიმართება სტუდენტური დისკუსია თემაზე: „სად გადის ზღვარი პირადი ცხოვრების დაცვასა და გამოხატვის თავისუფლებას შორის?” \nმომხსენებელი\, კონსტიტუციონალისტი გიორგი ჩიტიძე\, ისაუბრებს პრობლემის არსსა და აქტუალობაზე\, რის შემდეგაც იქნება სტუდენტებისა და დაინტერესებული პირთა შეხედულებების გაცნობა. \n„სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ფარგლებში არსებულ კონკურსში ამ საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა შეფასდება 1%-ით. \nღონისძიების მოდერატორი: სამართლის სკოლის მე-2 კურსის სტუდენტი მაია თოდუა. \nღონისძიების ორგანიზატორია კონსტიტუციური კვლევების ცენტრი. \nდრო: 25 აპრილი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: A409 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/diskusia-themaze-sad-gadis-zghvari-piradi-tskhovrebis-datsvasa-da-gamokhatvis-thavisuphlebas-shoris/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190425T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190425T190000
DTSTAMP:20260504T085456
CREATED:20190215T080006Z
LAST-MODIFIED:20240201T121833Z
UID:10001348-1556218800-1556218800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სამეცნიერო კაფე: „სამყაროს განჯადოების“ ლიტერატურული მოდელი“
DESCRIPTION:25 აპრილს\, 19:00 საათზე\, ვაკის მედიათეკაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნინო ფირცხალავა წაიკითხავს საჯარო ლექციას „სამყაროს განჯადოების“ ლიტერატურული მოდელი (ნოვალისიდან მაქს ფრიშამდე)“. \nთემის მოკლე აღწერა \nევროპული განმანათლებლობის ძირეული პროგრამის გენერალური ხაზის არსს „სამყაროს განჯადოება“ წარმოადგენს\, რაც\, პირველ რიგში\, მითოსის მოკვდინება/მოსპობაში მდგომარეობს. ეს კი იმთავითვე გულისხმობს გონიერების სახელითა და რაციონალური აზროვნების მეშვეობით პროგრესის შემაფერხებელი ყველა დაბრკოლების განადგურებას. ამ ტენდენციამ მოიტანა ზუსტი მეცნიერებებისა და საბუნებისმეტყველო დარგებისადმი მანამდე არნახული\, განსაკუთრებული ინტერესი\, ასევე მათემატიკის\, რიცხვის აბსოლუტური კულტი. სწორედ ამ გადასახედიდან ხდებოდა კულტურის ისტორიის გადაფასება. გადამწყვეტ მომენტად კი რჩებოდა მითოსის დანგრევა. ძალიან საინტერესოა\, თუ როგორ პასუხობს ამ გამოწვევას ხელოვნება და\, პირველ რიგში\, ლიტერატურა. ამიტომაც სასურველი იქნებოდა\, ამ პროცესის წარმოდგენა სხვადასხვა ეპოქის ლიტერატურული ტექსტების მაგალითზე\, ვინაიდან განსხვავებულ ეპოქას პასუხის განსხვავებული ფორმა და სტილი მოაქვს:\nნოვალისის „სუმბული და ვარდკოკორი“ და ე. თ. ა. ჰოფმანის „პატარა ცახესი“ იმის ნიმუშია\, როგორ პასუხობს ადრეული თუ გვიანი რომანტიზმი ლიტერატურული ზღაპრის მეშვეობით ამ გამოწვევას. მოგვიანებით\, მეოცე საუკუნის დასაწყისში\, ჰოფმანსტალის „წერილი“ ენობრივი სკეფსის კონტექსტში ცდილობს მოუძებნოს ახსნა განმანათლებლური რაციონალიზმის რადიკალიზმს. მაქს ფრიშისეული „Homo Faber“-ი კი პოსტმოდერნის ეპოქის ადამიანის პოზიციიდან რეაგირებს მკაცრი რაციონალიზმის მიერ მითოსის განადგურების მცდელობაზე.\nგანსახილველი ლიტერატურული ტექსტების შემთხვევაში\, ალბათ\, ერთმნიშვნელოვნად შეიძლება იმის თქმა\, რომ აქ მითოსის ჯადოს აყრასა და განადგურებაზე ან თუნდაც მისი გრძნეულების შებოჭვაზე საუბარი თითქმის შეუძლებელია. საქმე ის არის\, რომ აქ მითოსისადმი განმანათლებლობის ლამის უკიდურესობამდე მისულ შიშს თავად ხელოვნება პასუხობს მისივე ენით და ქმნის სამყაროს საკუთარ წარმოსახვით კულტურულ მოდელს\, რომელსაც ის რაციონალიზმის დიქტატურას უპირისპირებს. სწორედ ამაში მდგომარეობს ხელოვნების მეშვეობით გადააზრებული და წარმოსახული მითოსისა და განმანათლებლობის წინააღმდეგობრივი ურთიერთმიმართება. \n მომხსენებლის შესახებ\n\nნინო ფირცხალავა 1976-1980 წლებში სწავლობდა ფრიდრიხ შილერის იენის უნივერსიტეტში.\n1984 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია: „ანტიკურობის რეცეფციის პრობლემა თანამედროვე ევროპულ დრამატურგიაში“\, 1994 წელს – სადოქტორო დისერტაცია: „სამყაროსა და კულტურის მოდელი თომას მანის შემოქმედებაში მისი კუტურფილოსოფიური იდეების შუქზე“.\n2010 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორია.\n2006-2010 წლებში იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უცხო ენათა ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანი\, პროფესორი; 2005-2006 წლებში – ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი; 1986-2006 წლებში – თსუ ისტორიის ფაკულტეტის კულტურის ისტორიის კათედრის პროფესორი.\n1994-1998 წლებში ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ავსტრიის საელჩოს კულტურის ინსტიტუტის გერმანულენოვანი ლიტერატურის პედაგოგად მუშაობდა.\n1996-1998 წლებში იყო თეირანის თავისუფალი უნივერსიტეტის დოქტორანტთა ჯგუფის\nსამეცნიერო ხელმძღვანელი. \nდრო: 25 აპრილი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ვაკის პარკი\, მედიათეკა \nდასწრება თავისუფალია. \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sametsniero-kaphe-samqharos-ganjadoebis-literaturuli-modeli/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/02/50457.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190425T200000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190425T200000
DTSTAMP:20260504T085456
CREATED:20190422T091130Z
LAST-MODIFIED:20240201T121829Z
UID:10001347-1556222400-1556222400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:"ნორმან ჯუისონის ფილმის „იესო ქრისტე სუპერვარსკვლავი“ ჩვენება და დისკუსია"
DESCRIPTION:25 აპრილს\, ხუთშაბათს\, 20:00 საათზე\, ილიაუნის A101 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური კინოკლუბი CinExpress წარმოგიდგენთ ნორმან ჯუისონის ფილმს „იესო ქრისტე სუპერვარსკვლავი“.\nეს არის მუსიკალური დრამა\, რომელიც იესო ქრისტეს ბოლო კვირებზე მოგვითხრობს. \nჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია \nრეჟისორი: ნორმან ჯუისონი \nწელი: 1973 \nხანგრძლივობა: 1 საათი\, 46 წუთი \nგახმოვანება: ორიგინალი\, ინგლისური სუბტიტრებით \nდრო: 25 აპრილი\, 20:00 საათი \nადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/norman-juisonis-philmis-ieso-qriste-supervarskvlavi-chveneba-da-diskusia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/04/51681.png
END:VEVENT
END:VCALENDAR