BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20190101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190413T120000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190413T120000
DTSTAMP:20260504T075229
CREATED:20190404T061143Z
LAST-MODIFIED:20240201T122023Z
UID:10001391-1555156800-1555156800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ტრენინგი \,\,ლიდერობა და კომუნიკაცია“
DESCRIPTION:თუ გსურთ გაიგოთ\, რა გამოარჩევს ლიდერს\, იბადებიან თუ არა ლიდერებად\, კომუნიკაციის რა მეთოდები ამყარებს მათ წარმატებას\, მოდით ტრენინგზე „ლიდერობა და კომუნიკაცია“. ტრენინგს 13 აპრილს\, 12:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ჩაატარებს ოქსფორდის უნივერსიტეტის მაგისტრი ორგანიზაციულ ლიდერშიფში\, ჟურნალისტი და პროდიუსერი ნინო გომართელი. \nღონისძიებაზე დასასწრებად გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა. \nტრენინგის ორგანიზატორია ბიზნესის სკოლის ფინანსური განათლების ცენტრი. \nდრო: 13 აპრილი\, 12:00 საათი \nადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/treningi-lideroba-da-komunikatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/04/51297.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190413T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190413T160000
DTSTAMP:20260504T075229
CREATED:20190410T133259Z
LAST-MODIFIED:20240201T122019Z
UID:10001390-1555171200-1555171200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:DevOps კულტურა და ტექნოლოგიები
DESCRIPTION:13 აპრილს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება შეხვედრა DevOps კულტურა და ტექნოლოგიები.  \nტექნოლოგიების ეპოქაში ეფექტური კონკურენციისთვის\, გამოთვლითი და მონაცემთა შესანახი რესურსების დინამიურად გამოსაყოფად და პროგრამული პროდუქტის სწრაფად შესაქმნელად აუცილებელია ავტომატიზაციის მექანიზმების ეფექტური და გონივრული გამოყენება. ამ მექანიზმების ჩართვა პროგრამული პროდუქტის შექმნისა და დანერგვის პროცესში გულისხმობს ამ პროცესის თავიდან გააზრებას\, რაც ნიშნავს მიკროსერვისების არქიტექტურის კონცეფციის დანერგვას\, კონტეინერიზაციის მიდგომებისა და პროგრამული პროდუქტის ავტომატიზებულად გამართვას\, პროგრამული კოდის ვალიდურობის შემოწმებასა და ინტეგრაციულ ტესტირებას. \nპროგრამული პროდუქტის შექმნისა და დანერგვის ამ ახალ მიდგომებსა და ხელსაწყოებზე ისაუბრებს ვაჟა ფირცხალაიშვილი. ღონისძიებაზე ნაჩვენები იქნება ტექნიკური გადაწყვეტაც (დემო). \nმომხსენებლის შესახებ: \nვაჟა ფირცხალაიშვილი საქართველოს ბანკში DevOps განყოფილების ხელმძღვანელი და DevOpsGeorgia-ს ერთ-ერთი თანადამფუძნებელია. მას აქვს 8-წლიანი გამოცდილება ლინუქსისა და OpenSource აპლიკაციების გაშვებაში\, ადმინისტრირებასა და მონიტორინგში. დაინტერესებულია ავტომატიზაციით\, კონტეინერებისა და მიკროსერვისების არქიტექტურითა და CD/CI (continuous integration and delivery) ტექნოლოგიებით\, ასევე DevOps ის კულტურის პოულარიზაციით საქართველოში. \nორგანიზაციის შესახებ: \nდევოპს ჯორჯია ახლად დაფუძნებული ორგანიზაციაა\, რომელიც მიზნად ისახავს\, ხელი შეუწყოს საქართველოში ღია კოდის პრინციპზე დაფუძნებული ტექნოლოგიების პოპულარიზაციას\, ახალი მიდგომების დანერგვას ტექნოლოგიური წინსვლისთვის ფეხის ასაწყობად\, საზოგადოების ინფორმირებას ავტომატიზაციის\, დევოპს და დატაოპს სიახლეებისა და კონცეფციების შესახებ. \nდევოპს ჯორჯიას დამფუძნებლებმა შარშან ჩაატარეს ორდღიანი კონფერენცია (devopsgeorgia.com)\, რომელმაც გააერთიანა 16 სპიკერი წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიებიდან\, ასევე იმ ორგანიზაციებიდან\, რომლებიც იყენებენ მოწინავე IT ტექნოლოგიებს. კონფერენციის დაახლოებით 1000-მდე მონაწილეს შორის უმრავლესობა ტექნოლოგიური სფეროს წარმატებული სპეციალისტი და მაღალი კლასის პროფესიონალი იყო. \nდევოპს ჯორჯია ასევე მიზნად ისახავს ამ და სხვა ღონისძიებებისა და meetup-ების ჩატარებას\, უპირველეს ყოვლისა\, დევოპს და დატაოპს მიმართულებით\, რაც ტექნოლოგიური სფეროს პროფესიონალებსა და ამ მიმართულებით დაინტერესებულ პირებს საშუალებას მისცემს\, შეისწავლონ და ნახონ ახალი ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობები და პოტენციალი\, ასევე გაეცნონ თანამედროვე პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის\, დანერგვისა და ავტომატიზაციის უახლეს კონცეფციებს. \nდრო: 13 აპრილი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის ქ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/devops-kultura-da-teqnologiebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/04/51432.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190413T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190413T170000
DTSTAMP:20260504T075230
CREATED:20190412T080419Z
LAST-MODIFIED:20240201T122016Z
UID:10001389-1555174800-1555174800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ქართული ენა რიტუალებსა და ყოფაში
DESCRIPTION:13 აპრილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტის ციფრული ჰუმანიტარიის ჯგუფი გამართავს დისკუსიას ქართული ენის ფუნქციური განვითარების თანამედროვე გამოწვევებზე. დისკუსიის მონაწილეები განიხილავენ ქართული ენის დაცვის რიტუალურ და რეალურ პროექტებს\, ისაუბრებენ იმაზე\, როგორ იფართოვებს\, ან თმობს ქართული ისტორიულად დაკანონებულ ფუნქციურ სფეროებს\, რამდენად ხერხდება დღეს უმდიდრესი ქართული ენობრივი მემკვიდრეობის ჩართვა საერთაშორისო კულტურულ\, სალიტერატურო თუ სამეცნიერო მიმოქცევაში\, ან რამდენად არის დღეს ქართული ამ ქვეყნის მოქალაქეობრივი „შეჭიდულობის“ გარანტი\, რამდენად სრულფასოვნად ფუნქციონირებს იგი\, როგორც სახელმწიფო ენა. \nილიაუნის პროფესორი ზაალ ანდრონიკაშვილი ისაუბრებს ქართულენოვანი ლიტერატურული მემკვიდრეობის საერთაშორისო რეპრეზენტაციის უნიკალურ პროექტზე\, რომელიც 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე იყო წარმოდგენილი და რომელსაც თავისი მასშტაბებით ანალოგი არ მოეძებნება. \nილიაუნის მკვლევრები – თამარ კალხიტაშვილი\, რატი გუმაშვილი და არჩილ თაბუკაშვილი ­– განსახილველად წარმოადგენენ საქართველოში დაცული უძველესი ქართული\, ბერძნული\, არამეული\, ებრაული ენობრივი მემკვიდრეობის საერთაშორისო სამეცნიერო და კულტურულ სადისკუსიო სივრცეში\, სამეცნიერო მიმოქცევაში ჩართვისთვის უმნიშვნელოვანეს ციფრულ პროექტებს. \nილიაუნის სტუდენტები\, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტის ციფრული ჰუმანიტარიის კვლევითი ჯგუფის წევრები\, მარგარიტა ავაკიანი და საიდ ჰუსეინოვი ისაუბრებენ იმაზე\, როგორ იქმნება დღეს საქართველოს ციფრული ისტორიის პროექტები და როგორ მუშაობენ ისინი ამ ისტორიაში არაქართულენოვანი მოსახლეობის მიერ შეტანილი წვლილის დოკუმენტირებაზე. \nდისკუსიის მოდერატორი: ნინო დობორჯგინიძე \nდრო: 13 აპრილი\, 17 საათი \nადგილმდებარეობა: A 101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზირი 32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/qarthuli-ena-ritualebsa-da-qhophashi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/04/51447.png
END:VEVENT
END:VCALENDAR