BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20190101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190411T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190411T170000
DTSTAMP:20260504T075159
CREATED:20190401T135835Z
LAST-MODIFIED:20240201T122046Z
UID:10001399-1555002000-1555002000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პოლიტიკის კვლევის მეთოდების შესახებ პოლონელ ავტორთა კრებულის პრეზენტაცია
DESCRIPTION:11 აპრილს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ გაიმართება პოლონელ ავტორთა კრებულის „პოლიტიკური კვლევების მეთოდოლოგია“ პრეზენტაცია\, რომელიც საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს აქტიური მხარდაჭერით ითარგმნა ქართულ ენაზე. \nპუბლიკაციაში წარმოდგენილია მეთოდოლოგიური ცოდნისა და „ტექნიკური დახმარების“ ერთგვარი მიმოხილვა\, რომელიც შეიძლება განსაკუთრებით სასარგებლო აღმოჩნდეს პოლიტიკის მეცნიერებების სფეროში მოღვაწე და ამ სფეროთი დაინტერესებული პირებისთვის.\nპრეზენტაციას დაესწრება პოლონეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩი და ზემოაღნიშნული პუბლიკაციის ავტორები – რომან ბაკერი და მარია ვინცლავსკა. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 11 აპრილი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/politikis-kvlevis-methodebis-shesakheb-polonel-avtortha-krebulis-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/04/51244.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190411T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190411T190000
DTSTAMP:20260504T075159
CREATED:20190215T075517Z
LAST-MODIFIED:20240201T122044Z
UID:10001398-1555009200-1555009200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სამეცნიერო კაფე: „ეთნობიოლოგია: კვლევები საქართველოსა და მეგამრავალფეროვნების ქვეყნებში“
DESCRIPTION:11 აპრილს\, 19:00 საათზე\, ვაკის მედიათეკაში პროფესორი ზაზა (ზაალ) კიკვიძე წაიკითხავს საჯარო ლექციას „ეთნობიოლოგია: კვლევები საქართველოსა და მეგამრავალფეროვნების ქვეყნებში“. \nთემის მოკლე აღწერა \nეთნობიოლოგია\, შეიძლება ითქვას\, ახლა ყალიბდება\, როგორც დამოუკიდებელი მიმართულება. მისი სამი მთავარი შემადგენელი ნაწილია ეთნობოტანიკა\, ეთნოზოოლოგია და ეთნოეკოლოგია. წინსართი „ეთნო“ ამ შემთხვევაში მიუთითებს\, რომ კვლევები უპირატესად ეთნოგრაფიული მეთოდებით სრულდება\, თუმცა მათემატიკური\, სტატისტიკური\, ფიზიკური\, ქიმიური და ბიოლოგიური მეთოდების გამოყენებაც ხშირად ხდება საჭირო.\nეთნობიოლოგია ეფუძნება ახლებურ მიდგომებს ადამიანსა და ბუნებას შორის არსებულ ურთიერთობათა მიმართ: კერძოდ\, ესაა დებულება\, რომ ადამიანისა და ბუნების გაყოფა არ შეიძლება\, არამედ ბუნებრივი ეკოსისტემები და მათში მცხოვრებ ადამიანთა საზოგადოება უნდა შეისწავლებოდეს ერთად\, როგორც ერთი მთლიანობა.\nამავე დროს\, ეთნობიოლოგია აღიარებს ბუნებისა და მისი ბინადარი ცოცხალი არსებების წარუვალ კულტურულ მნიშვნელობას და ესაა კიდეც ეთნობიოლოგიის მთავარი მიზანი: შეისწავლოს მცენარეების\, ცხოველების და ეკოსისტემების როლი ჩვენს ყოფასა და კულტურაში. ეს შესაძლებელი ხდება კიდევ ერთი ახალი ცნების საფუძველზე\, რომელსაც „ტრადიციული ეკოლოგიური ცოდნა“ ეწოდება.\nეთნობიოლოგიას კარგად გამოკვეთილი გამოყენებითი პოტენციალი აქვს\, რომელსაც ვხედავთ მდგრად ტურიზმში\, კატასტროფების მენეჯმენტში\, ორგანულ ფერმერობაში და სხვ. საქართველოში ეთნობიოლოგიური კვლევების ძლიერი ტრადიციები ყალიბდება\, რასაც ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის მაღალი ბიოლოგიური და კულტურული მრავალფეროვნება. ასევე პერსპექტიულია კვლევები დედამიწის სხვა რეგიონებში\, რომლებიც განსაკუთრებული ბიოლოგიური და კულტურული მრავალფეროვნებით გამოირჩევა: ასეთია\, მაგალითად\, მალაის არქიპელაგი. \nმომხსენებლის შესახებ\n\nზაზა კიკვიძემ 1978 წელს დაამთავრა თსუ-ის ბიოლოგიის ფაკულტეტი.\n1978-1986 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიის ინსტიტუტში\, 1987-1998 წწ. – საქართველოს მეცნიერებათ აკადემიის ბოტანიკის ინსტიტუტში; 1998-2003 წლებში – ჩიბას უნივერსიტეტის ბიოლოგიის გაყოფილებაში (იაპონია);\n2003-2007 წლებში მუშაობდა ესპანეთის სამეცნიერო საბჭოს კვლევითი ინსტიტუტში;\n2007-2012 წწ. კი – ტოკიოს უნივერსიტეტის გარემოს შესწავლის ინსტიტუტში;\n2012 წლიდან მუშაობს ილიაუნის ეკოლოგიის ინსტიტუტში;\n2016 წლიდან – ილიაუნის სოციო-ეკოლოგიისა და ეთნობიოლოგიის ინსტიტუტში.\n1993 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ბოტანიკის ინსტიტუტში. \nდრო: 11 აპრილი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ვაკის პარკი\, მედიათეკა \nდასწრება თავისუფალია. \n  \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sametsniero-kaphe-ethnobiologia-kvlevebi-saqarthvelosa-da-megamravalpherovnebis-qveqhnebshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/02/50433.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190411T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190411T190000
DTSTAMP:20260504T075159
CREATED:20190405T075817Z
LAST-MODIFIED:20240201T122043Z
UID:10001397-1555009200-1555009200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში: ჯენიფერ იგანის რომანის „დაუნდობელი არამზადების სტუმრობა“ პრეზენტაცია
DESCRIPTION:11 აპრილს 19:00 საათზე\, ილიაუნის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და გამომცემლობა „არეტე“ გეპატიჟებათ ჯენიფერ იგანის რომანის „დაუნდობელი არამზადების სტუმრობა“ პრეზენტაციაზე. \nწიგნს მთარგმნელი თამარ სუხიშვილი და ფილოლოგი ლევან ბერძენიშვილი წარადგენენ. \n„ერთხელ ბრუკლინის წიგნის ფესტივალზე აღმოვჩნდი. მოულოდნელად ჰომეროსულმა ხარხარმა ერთი კუთხისკენ მიმახედა: ხალხს ახალგაზრდა ქალი აცინებდა და თვითონაც ვერ იკავებდა თავს. ასე გავიცანი ჯენიფერ იგანი\, რომელიც თურმე\, დიდი ხანია\, უყვარს ამერიკას. \nჯერ „ციტადელი“ წავიკითხე\, შემდეგ – „დაუნდობელი არამზადების სტუმრობა“. ეს წიგნი ”ჩაწერილია “\, როგორც მუსიკალური ალბომი\, მასში ერთმანეთს სიმღერებივით მიჰყვება ამბები. ცამეტი ამბავია და უამრავი პერსონაჟი. მთავარ როლს პანკ-როკი ასრულებს\, რომელიც მუდმივად აღწევს გმირების ცხოვრებაში\, ზოგიერთისთვის კი მოწოდებაც ხდება. \nწარუმატებელი ბასისტისგან დაიბადება წარმატებული პროდუსერი\, ხოლო კლეპტომანისგან – მოსიყვარულე ცოლი და დედა\, ამ ორ ფიგურას ელვარე პერსონაჟების მთელი თანავარსკლავედი გაანათებს. რომანში მეფობს მუსიკა და სიყვარული\, დიდება და სიღარიბე\, ნარკოტიკები და ღალატი. \nდაიწყებ ამ საოცარ წიგნს და ვერ მოსწყდები\, მიხვდები\, რომ ცხოვრება ყველას ერთნაირად არ გვექცევა\, მაგრამ ყველანი ვცდილობთ\, გავუძლოთ დროს და შევინარჩუნოთ საკუთარი თავის იმედი. იმასაც ჩაწვდები\, რომ ცხოვრება რაღაც უფრო მეტია\, ვიდრე კეთილდღეობა\, მსოფლიო სახელი ან ამერიკული ოცნება.“ \nლევან ბერძენიშვილი \n\nდრო: 11 აპრილი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-literaturul-klubshi-jenipher-iganis-romanis-daundobeli-aramzadebis-stumroba-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/04/51320.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190411T200000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190411T200000
DTSTAMP:20260504T075159
CREATED:20190405T134003Z
LAST-MODIFIED:20240201T122037Z
UID:10001396-1555012800-1555012800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:თეოდორ დრეიერის ფილმის „მრისხანების დღე“ ჩვენება და დისკუსია
DESCRIPTION:11 აპრილს\, ხუთშაბათს\, 20:00 საათზე\, ილიაუნის A101 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური კინოკლუბი “CinExpress” წარმოგიდგენთ დანიელი რეჟისორის\, კარლ თეოდორ დრეიერის ფილმს „მრისხანების დღე“ (1943). \nღონისძიების სტუმარია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი მაისურაძე. \nმოქმედება მე-17 საუკუნეში მიმდინარეობს. ახალგაზრდა ქალს ხნიერი ქმრის შვილი უყვარდება… \nჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია.\nრეჟისორი – კარლ თეოდორ დრეიერი\nხანგრძლივობა: 1 საათი\, 50 წუთი\nგახმოვანება: ორიგინალი ინგლისური სუბტიტრებით \n  \nდრო: 20:00 საათი \nადგილმდებარეობა: A101აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n  \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/theodor-dreieris-philmis-mriskhanebis-dghe-chveneba-da-diskusia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/04/51575.png
END:VEVENT
END:VCALENDAR