BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20190101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190321T110000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190321T110000
DTSTAMP:20260505T091705
CREATED:20190315T103225Z
LAST-MODIFIED:20240201T122343Z
UID:10001459-1553166000-1553166000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მესამე ინტერდისციპლინური დისკუსია ხელოვნური ინტელექტის შესახებ ილიაუნიში
DESCRIPTION:21 მარტს\, 11:00 საათზე\, ილიაუნის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კორპორაციული და კომერციული სამართლის ცენტრი უმასპინძლებს მესამე ინტერდისციპლინურ დისკუსიას ხელოვნურ ინტელექტზე. \nდისკუსიის სპიკერები იქნებიან როგორც ადგილობრივი\, ასევე საერთაშორისო ექსპერტები.\nშეხვედრაზე გამომსვლელები ისაუბრებენ ხელოვნურ ინტელექტსა და დასაქმებას შორის კავშირზე\, ხელოვნური ინტელექტის როლზე საწარმოთა შეძენისა და შერწყმის პროცესის დროს სათანადო წინდახედულების განხორციელებისას\, პერსონალურ მონაცემთა დაცვასა და\, ზოგადად\, ხელოვნური ინტელექტის სამართლებრივი რეგულირების საკითხებზე. ამავე დროს სპიკერები განიხილავენ ხელოვნური ინტელექტის მზარდ როლს იურიდიული სერვისების მიწოდების სფეროში. \n\nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 11:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/mesame-interdistsiplinuri-diskusia-khelovnuri-inteleqtis-shesakheb-iliaunishi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/03/50878.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190321T130000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190321T130000
DTSTAMP:20260505T091705
CREATED:20190311T101900Z
LAST-MODIFIED:20240202T102102Z
UID:10001468-1553173200-1553173200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საზოგადოებასთან ურთიერთობის\, მარკეტინგისა და მედიის სფეროს დასაქმების ფორუმი
DESCRIPTION:2019 წლის მარტში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება მარი ბურდულის სახელობის დასაქმების თვე\, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია პროფილური დასაქმების ფორუმები სხვადასხვა მიმართულებით და დასაქმებასთან დაკავშირებული ღონისძიებები\, ვორკშოპები და შეხვედრები. \nდასაქმების თვის ფარგლებში დაგეგმილ ფორუმებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებისმიერი საფეხურის\, კურსისა და მიმართულების სტუდენტებს\, ასევე კურსდამთავრებულებს. \n21 მარტს\, 13:00-დან 16:00 საათამდე\, ილიაუნის E კორპუსის სტუდენტურ სივრცეში გაიმართება საზოგადოებასთან ურთიერთობის\, მარკეტინგისა და მედიის სფეროს დასაქმების ფორუმი\, რომელშიც დამსაქმებლის სტატუსით წარმოდგენილი იქნებიან შემდეგი ორგანიზაციები: \n\nტელეკომპანია „იმედი“\n\nვაკანსიები: სტაჟირება დასაქმების პერსპექტივით – ჟურნალისტი\, ოპერატორი\, გრაფიკული დიზაინერი\, მემონტაჟე\, ხმის რეჟისორი და ა. შ. \nვაკანსიები საინტერესოა შესაბამისი მიმართულების სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის. \n\nრუსთავი 2\n\nვაკანსიები: სხვადასხვა მიმართულებით სტაჟირება \nვაკანსიები საინტერესოა შესაბამისი მიმართულების სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის. \n\n„პალიტრა“ მედიაჰოლდინგი\n\nვაკანსიები: გაყიდვები\, მარკეტინგი\, მედია\, დიზაინერი \nვაკანსიები საინტერესოა III და IV კურსის საბაკალავრო\, სამაგისტრო საფეხურების სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის. \n\nჟურნალი The FINANCIAL\n\nვაკანსიები: ბიზნესრეპორტიორი\, ანალიტიკოსი\, ჟურნალისტი \nვაკანსიები საინტერესოა III და IV კურსის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურების სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის. \n\n„ჯეპრა“ – პიარი და მარკეტინგული კომუნიკაციები\n\nვაკანსიები: პიარი\, მარკეტინგი\, მედიამენეჯერი \nვაკანსიები საინტერესოა III და IV კურსის საბაკალავრო\, სამაგისტრო\, სადოქტორო საფეხურების სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის. \n\nტელემარკეტინგული კომპანია MG-Capital\n\nვაკანსიები: გაყიდვები\, მარკეტინგი\, ტელემარკეტინგი \nვაკანსიები საინტერესოა საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურების სტუდენტებისთვის. \n\nმარკეტინგული კომპანია „ბროწეული“\n\nვაკანსიები: მარკეტინგისა და გაყიდვების მიმართულებით \nვაკანსიები საინტერესოა III და IV კურსის საბაკალავრო საფეხურების სტუდენტებისთვის. \nდასაქმების ფორუმზე შესაძლებლობა გექნებათ შეხვდეთ თითოეული ორგანიზაციის წარმომადგენელს\, მიიღოთ ინფორმაცია ვაკანსიების შესახებ და გაიაროთ პირველადი გასაუბრება. \nდრო: 21 მარტი\, 13:00-დან 16:00 საათამდე \nადგილმდებარეობა: E კორპუსის სტუდენტური სივრცე (ქ. ჩოლოყაშვილის ⅗)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასაქმების თვის ფარგლებში დაგეგმილი სხვა ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://goo.gl/hqV6kH \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sazogadoebasthan-urthierthobis-marketingisa-da-mediis-spheros-dasaqmebis-phorumi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/03/50678.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190321T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190321T150000
DTSTAMP:20260505T091705
CREATED:20190320T120014Z
LAST-MODIFIED:20240201T122341Z
UID:10001458-1553180400-1553180400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ ჟაკ გოდიეს საჯარო ლექცია „სახალხო ამბოხის თემა ფრანგულ ლიტერატურაში"
DESCRIPTION:21 მარტს\, ხუთშაბათს\, 15:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ფრანკოფონიის დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ფრანგი პროფესორი\, ლიტერატურის სპეციალისტი ჟაკ გოდიე უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორებისათვის წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე “Quelques révoltes populaires dans la littérature française” („სახალხო ამბოხის თემა ფრანგულ ლიტერატურაში”). \nსამუშაო ენა: ფრანგული (უზრუნველყოფილი იქნება ქართული თარგმანი) \nდრო: 21 მარტი\, 15:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-zhak-godies-sajaro-leqtsia-sakhalkho-ambokhis-thema-phrangul-literaturashi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/03/51010.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190321T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190321T190000
DTSTAMP:20260505T091705
CREATED:20190215T074753Z
LAST-MODIFIED:20240201T122339Z
UID:10001457-1553194800-1553194800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სამეცნიერო კაფე: „როგორ ამოვიცნოთ და გამოვიყენოთ სისტემები ჩვენ გარშემო“
DESCRIPTION:21 მარტს\, 19:00 საათზე\, ვაკის მედიათეკაში პროფესორი მურმან მარგველაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „როგორ ამოვიცნოთ და გამოვიყენოთ სისტემები ჩვენ გარშემო“. \nთემის მოკლე აღწერა\n\nდაკვირვებული თვალი ადვილად დაინახავს\, რომ ჩვენ სისტემებში ვცხოვრობთ. ჩვენი სხეული\, კლასი\, ფეხბურთის გუნდი\, დედამიწის ატმოსფერო\, უნივერსიტეტი\, ბინის გათბობის სისტემა\, ტყე და ა. შ. სისტემებია\, რომლებიც\, მათი სტრუქტურიდან გამომდინარე\, სხვადასხვანაირად იქცევიან. მომხსნებელი განიხილავს რამდენიმე უმარტივესი სისტემის ტიპურ ყოფაქცევას და ეცდება ასეთი სისტემების ამოცნობას ჩვენ გარშემო ყოველდღიურ ცხოვრებაში. სისტემებით აზროვნება ადამიანებს ეხმარება\, უფრო სრულყოფილი ხედვა ჩამოიყალიბონ ბუნების\, პოლიტიკის\, ეკონომიკის\, საზოგადოებრივი ცხოვრების მრავალ სფეროში და გარშემო ცოტათი მეტი დაინახონ\, ვიდრე აქამდე ხედავდნენ. \nმომხსენებლის შესახებ \nმურმან მარგველაშვილი\, ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი\, ენერგეტიკისა და მდგრადი განვითარების ინსტიტუტის დირექტორი\, ანალიტიკური ცენტრის „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ ენერგეტიკული კვლევების დირექტორი და საერთაშორისო კონსულტანტია.\nგანათლებით ფიზიკოს-თეორეტიკოსი 2080-2095 წლებში მუშაობდა მაღალი ენერგიების ფიზიკის მიმართულებით; გამოქვეყნებული აქვს 20-მდე სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო გამოცემებში. 1995 წლიდან მონაწილეობდა ენერგეტიკის სექტორის ინფრასტრუქტურულ\, ინსტიტუციურ\, საკანონმდებლო და კომერციალიზაციის პროექტებში. 2007 წლიდან ანალიტიკური ცენტრის WEG დირექტორია და ხელმძღვანელობს ენერგეტიკულ კვლევებს ენერგეტიკული უსაფრთხოების\, მდგრადი ენერგეტიკის განვითარების\, ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის სფეროებში. გამოქვეყნებული აქვს მრავალი ანალიტიკური სტატია და ანგარიში. \nროგორც საერთაშორისო ექსპერტი და კონსულტანტი\, მონაწილეობს ევროკავშირისა და საერთაშორისო დონორების პროექტებში საქართველოში\, ევროპასა და ცენტრალურ აზიაში.\n2016 წლიდან ჩამოაყალიბა და ავითარებს მდგრადი ენერგეტიკის მართვის სამაგისტრო პროგრამას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. კითხულობს ლექციებს ენერგეტიკული სისტემების\, ენერგეტიკული პოლიტიკის\, მდგადი განვითარების და სისტემური ხედვების მიმართულებით. ავითარებს სისტემებით აზროვნების მიმართულებას და მის გამოყენებას საჯარო პოლიტიკის პრაქტიკულ საკითხებში. \nდრო: 21 მარტი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ვაკის პარკი\, მედიათეკა \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sametsniero-kaphe-rogor-amovitsnoth-da-gamoviqhenoth-sistemebi-chven-garshemo/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/02/50389.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190321T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190321T190000
DTSTAMP:20260505T091705
CREATED:20190315T134040Z
LAST-MODIFIED:20240201T122309Z
UID:10001456-1553194800-1553194800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:შეხვედრა მთარგმნელ თამარ კვიჟინაძესთან
DESCRIPTION:21 მარტს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი გეპატიჟებათ თამარ კვიჟინაძესთან შეხვედრაზე.\nმთარგმნელი ისაუბრებს საკუთარ გამოცდილებაზე\, პროფესიულ უნარ-ჩვევებზე\, თარგმნის პროცესზე და მის თანმდევ სირთულეებსა და გამოწვევებზე. \nთამარ კვიჟინაძეს ნორვეგიული ენიდან თარგმნილი აქვს შემდეგი ნაწარმოებები: კნუტ ჰამსუნის „მისტერიები“\, ერლენდ ლუს „დოპლერი“ და „ნაივური სუპერი“\, კარლ უვე კნაუსგორის „ჩემი ბრძოლა“ და სხვ. \nდრო: 21 მარტი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭვაჭავაძის გამზ.N32)\, ილიას სახელწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/shekhvedra-mthargmnel-thamar-kvizhinadzesthan/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/03/50879.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190321T193000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190321T193000
DTSTAMP:20260505T091705
CREATED:20190315T103829Z
LAST-MODIFIED:20240201T122306Z
UID:10001455-1553196600-1553196600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ერიკ რომერის ფილმის „გაზაფხულის ზღაპარი“ ჩვენება და დისკუსია
DESCRIPTION:21 მარტს\, ხუთშაბათს\, 19:30 საათზე\, ილიაუნის A101 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური კინოკლუბი “CinExpress” წარმოგიდგენთ ფრანგული ახალი ტალღის რეჟისორის\, ერიკ რომერის ფილმს „გაზაფხულის ზღაპარი“ (1990 წ.). \nღონისძიების სტუმარია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გოგი გვახარია\, რომელიც რეჟისორსა და მის შემოქმედებაზე ისაუბრებს. \nჟანა ფილოსოფიის ლექტორია\, რომელიც წვეულებაზე სტუდენტ ნატაშას გაიცნობს. ისინი დამეგობრდებიან და ნატაშა ჟანას მამის სახლში დარჩენას შესთავაზებს… \nჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია. \n„ფილმი რეკონსტრუქციაა\, სამყაროს ინტერპრეტაცია. და მაინც\, ყველა სხვა ხელოვნებისგან გამსხვავებით\, კინო – სწორედ ესაა მისი პარადოქსი – ერთადერთია\, რომელიც შექმნილ რეალობას იმდენად მნიშვნელოვანს ხდის\, ზოგჯერ მასში სრულიად უჩინარდება თვით სამყაროს ინტერპრეტაციის ასპექტიც. სხვა სიტყვებით რომ ვთქვა\, სწორედ ესაა ლუმიერების პირველი ფილმების სასწაულიც. შთაბეჭდილება\, რომ ეს ფილმები სამყაროს განსხვავებული თვალითა და აღფრთოვანებით დაგვანახვებს\, როგორც პასკალი ამბობს\, როცა ორიგინალებიც ვერ აღგვაფრთოვანებდნენ. ადამიანების სეირნობა ქუჩაზე\, ბავშვების თამაში\, მატარებლის დაბრუნება – ყველაფერი ეს ბანალური იყო.\nთუ მას არ აღმოუჩენია მშვენიერება სამყაროში\, როგორ შეძლებს ის სამყაროს სურათებში ასახოს? როგორ შეძლებს\, აღაფრთოვანებდეს ცხოვრების ეს იმიტაცია\, თუ თვითონ არ უყვარს ცხოვრება”\, – ერიკ რომერი. \nნაჩვენები იქნება ორიგინალი ინგლისური სუბტიტრებით \nფეისბუქ გვერდი\n\nფეისბუქ ღონისძიება \nდრო: 21 მარტი\, 19:30 საათი \nადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/erik-romeris-philmis-gazaphkhulis-zghapari-chveneba-da-diskusia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/03/50877.png
END:VEVENT
END:VCALENDAR