BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20190101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190307T130000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190307T130000
DTSTAMP:20260505T064051
CREATED:20190227T120435Z
LAST-MODIFIED:20240201T122528Z
UID:10001491-1551963600-1551963600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კორპორაციული და სამეწარმეო უნარ-ჩვევების ტრენინგი
DESCRIPTION:კორპორაციული და სამეწარმეო უნარ-ჩვევების ტრენინგი\n\nმოკლე აღწერა:\n\nპროგრამის მიზანია განავითაროს სტუდენტების სამეწარმეო უნარ-ჩვევები და ხელი შეუწყოს სტუდენტური საწარმოების შექმნას შემოქმედებით ინდუსტრიებში. პროგრამა განხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ინტენსიური ბიზნეს ბუთ კემპ შეხვედრების სახით. 7 და 8 მარტს\, ნახევარი დღის განმავლობაში\, სტუდენტებს საშუალება ექნებათ პროგრამის ფარგლებში გაეცნონ სტარტაპის შექმნის პრინციპებს და განივითარონ ბიზნესდაგეგმვის\, იდეების გენერაციისა და პიჩინგის უნარ-ჩვევები. \nდრო:\n\n7 მარტი\, 13:00-20:00\n8 მარტი\, 9:00-12:00 \nსამიზნე აუდიტორია: \nსტუდენტები\, რომლებსაც უკვე აქვთ ბიზნესიდეა ან დაინტერესებულები არიან კრეატიულ ინდუსტრიებში სამეწარმეო საქმიანობით. \nამოცანები: \n\nშემოქმედებით ინდუსტრიებში სატარტაპების შესახებ სტუდენტების ცოდნის ამაღლება-განვითარება;\nშემოქმედებით ინდუსტრიებში ბიზნესის დასაწყებად სტუდენტებისთვის საჭირო უნარების განვითარება;\nპროგრამის \,\,შემოქმედებითი ნაპერწკალი” შესახებ ცნობადობის ამაღლება და მეწარმეობის პოპულარიზაცია.\n\nსესია 1. იდეის განვითარება – 7 მარტი\, 2019 \n\n13:00-13:45-ინოვაციაზე დაფუძნებული მეწარმეობა – დავით ჩეჩელაშვილის გაცნობითი ხასიათის სესია თემაზე:„ინოვაციაზე დაფუძნებული მეწარმეობა-ძირითადი საფუძვლები და განვითარება“\n\nგაცნობითი სესიის გარდა პროფესორი გურპრიტ ჯაგპალი იქნება ტრენინგის ძირითადი ხელმძღვანელი. \n\n13:45-15:15 – იდეაცია – სტუდენტები გაეცნობიან კრეატიული აზროვნებისა და იდეათა გენერირების პრინციპებს; განიხილავენ ყოველდღიურ ცხოვრებაში არსებულ პრობლემებს და იფიქრებენ მათი გადაჭრის გზებზე ბიზნეს-სოციალური საწარმოების დახმარებით.\n15:15-17:15 – იდეის განვითარება – სტუდენტები ისწავლიან იდეების ეფექტურად შემოწმებას ფართოდ აპრობირებული ტექნიკების\, მათ შორის\, შემოქმედებითი აზროვნების (design thinking) პრინციპების საშუალებით.\n17:15-17:30 – შესვენება\n17:30-18:45 – ბაზრის გაგება – სტუდენტებს საშუალება ექნებათ მიიღონ პრაქტიკული რჩევები\, თუ როგორ უნდა დაადგინონ\, არის თუ არა ბაზარი მზად მათი იდეებისთვის და არსებობენ თუ არა ბაზარზე მათი პოტენციური მომხმარებლები. Lean Start Up მეთოდოლოგიის საფუძველზე სტუდენტები ისწავლიან კონკურენტის შეფასებისა და პოტენციური მომხმარებლის განსაზღვრის ტექნიკას.\n18:45-20:00 – იდეის ბაზარზე გატანა – ტრენინგის წინა ნაწილიდან გამომდინარე ამ შეხვედრის მთავარი თემა იქნება პრაქტიკული მარკეტინგული ხერხების სტუდენტებისთვის გაცნობა კლიენტების მოსაზიდად და ბიზნესის პროფილის გასაუმჯობესებლად.\n\nსესია 2. ბიზნესის განვითარება – 8 მარტი\, 2019 \n\n9:00-10:30 – დაფინანსება – პრაქტიკული აქტივობების საშუალებით სტუდენტებს საშუალება ექნებათ შეაფასონ იდეის ფინანსური მხარე და სარგებლიანობა. ამასთან მოიძიონ პოტენციური დაფინანსების წყაროები იდეის რეალიზებისა და განვითარებისთვის.\n10:30- 11:00 – ინტელექტუალური საკუთრება – სტუდენტები გაეცნობიან ინტელექტუალური საკუთრების ძირითადი პრინციპებს; ისინი ასევე მიიღებენ ინფორმაციას მომავალი საქმიანობისთვის აუცილებელი ადგილობრივი რესურსების შესახებ.\n\nსესიას გაუძღვება ილიას სახელმწიფო  უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ოფისის ლიცენზირებისა და პატენტირების სპეციალისტი თეონა ბებია. \n\n11:00-12:00 – იდეის პიჩინგი – სტუდენტები იმუშავებენ ერთწუთიან \,\,Elevator” პიჩებზე\, რომელიც ზუსტად უნდა გამოხატავდეს და ხსნიდეს იდეის არსს. სტუდენტები პიჩებს მცირე ჯგუფებში პრაქტიკულად წარმოადგენენ და ერთმანეთს უკუკავშირით გაუზიარებენ საკუთარ მოსაზრებებს.\n\n\nსამუშაო ენა: ინგლისური \n\nტრენინგზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს – https://bit.ly/2TpVSxf\n\nრეგისტრაციის ვადა: 6 მარტი\, 18:00 \n\n\nხელმძღვანელების შესახებ\n\nპროფესორი გურპრიტ ჯაგპალი\nოლდრიჯის კორპორაციული და სამეწარმეო ინსტიტუტის პროფესორი და დირექტორი \n(ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი): უმაღლესი განათლების მართვა\, MBA (ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი)\, MSc (მეცნიერების მაგისტრი): უძრავი ქონების მართვა\, BA (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრი; წარჩინებით)\, MBTI-ის სერტიფიცირებული სპეციალისტი;ILM-ის სერტიფიკატი \nგურპრიტი არის ოლდრიჯის კორპორაციული და სამეწარმეო ინსტიტუტის პროფესორი და დირექტორი. ოლდრიჯის აღნიშნულ ინსტიტუტს მოწინავე ადგილი უკავია სამეწარმეო განათლებაში. იგი მუდმივად ცდილობს ახალი თაობის მეწარმეთა მხარდაჭერას ეკონომიკის შემდგომი განვითარებისთვის. \nუფრო ადრე გურპრიტი London South Bank University-ის კვლევის\, მეწარმეობისა და ინოვაციის მიმართულებას ხელმძღვანელობდა. ასევე იყო South Bank University EnterprisesLtd-ის მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელი\, რომელშიც მის მთავარ მოვალეობას London South Bank University-ის კვლევისა და მეწარმეობის სფეროში სტრატეგიული და ყოველდღიური საქმიანობის წარმართვა წარმოადგენდა.\nგურპრიტმა\, როგორც ინსპირაციულმა\, გარდაქმნის სულისკვეთებით აღსავსე და სტრატეგიული ხედვის მქონე დირექტორმა\, რომელსაც განათლება სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში აქვს მიღებული\, წარმატებით დააფუძნა და განავითარა არაერთი საწარმოსა და კომპანიის მხარდაჭერის ცენტრები და ხელი შეუწყო მათ დაკავშირებას ადგილობრივ წარმოებასთან.\nმის პროფესიულ სფეროებს განეკუთვნება: კვლევების მხარდაჭერა; ცოდნის გადაცემა; სამეწარმეო უნარები; მეწარმეობა; ინოვაცია; პერსონალურ განვითარებასთან დაკავშირებით კონსულტირება; მართვის სფეროში კონსულტირება; მენტორინგი; პროექტის მართვა; კომერციული ქონება და ბიზნესის განვითარება.\nგურპრიტი ასევე მართავს უძრავი ქონების საკუთარ კომპანიას\, რომელიც ქონების ყიდვითა და გაქირავებით\, ასევე რეკონსტრუქციის პროექტების მართვით არის დაკავებული. \nდავით ჩეჩელაშვილი \nდავით ჩეჩელაშვილს\, მეწარმეს\, 1999 წლიდან უკავია რამდენიმე სტრატეგიული და ბიზნესის განვითარებაზე პასუხისმგებელი პოზიცია უმაღლესი ტექნოლოგიების მწარმოებელ საწარმოებში. მისი გამოცდილება ეფუძნება უმთავრესად ისეთი დისციპლინების ცოდნას\, როგორებიცაა: იმერციული ვიზუალიზაცია\, VR/AR\, 3D სტერეოსისტემების მარკეტინგულ ინდუსტრიებში დანერგვა\, როგორც საცალო ისე საგანმანათლებლო სფეროებში.\nდავით ჩეჩელაშვილი კომპანია NEUR Optics-ისა და iZ3D-ის ერთ-ერთი დამაარსებელია.\nროგორც სტრატეგიული აღმასრულებელი\, იგი განსაზღვრავს სტრატეგიულ მიმართულებებს X6D კომპანიაში\, რომელიც ცნობილია\, როგორც DBA XPAND\, ისევე როგორც NEUR Optics-ისა და iZ3D-ში. აქვს გამოცდილება საცალო სავაჭრო წარმომადგენლობის\, სადისტრიბუციო არხებისა და სტრატეგიული პარტნიორობის შექმნაში როგორც მცირე( X6D\, Neurok\, iZ3D) ისე მსხვილი კომპანიებისთვის(MicroAge\, Deloitte & Touche\, Renaissance Capital).\n2014 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ოფისის მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების სპეციალისტია\, ასევე არის პორტუგალიის სტარტაპ ბრაგასა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მენტორი. ამასთან მუდმივად უწევს კონსულტაციას სტარტაპებს. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/korporatsiuli-da-sametsarmeo-unar-chvevebis-treningi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/02/50615.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190307T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190307T190000
DTSTAMP:20260505T064052
CREATED:20190215T074248Z
LAST-MODIFIED:20240201T122525Z
UID:10001490-1551985200-1551985200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სამეცნიერო კაფე: „როგორ შევიმეცნებთ სამყაროს: მითი და რეალობა“
DESCRIPTION:7 მარტს\, 19:00 საათზე\, ვაკის მედიათეკაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თინათინ კახნიაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „როგორ შევიმეცნებთ სამყაროს: მითი და რეალობა“. \nთემის მოკლე აღწერა\n\nსაიდან აითვლება სამყაროს დასაწყისი? უსასრულოა სამყარო თუ სასრული? უსაზღვროა სამყარო თუ შემოსაზღვრული? რა ვიცით სამყაროს დასასრულზე? – ამ კითხვებზე პასუხის გაცემას კაცობრიობა ცივილიზაციის გარიჟრაჟიდან ცდილობს და დღესაც არაერთი ამოუხსნელი გამოცანის წინაშე დგას. მომხსენებელი ისაუბრებს\, რა მეთოდებით შეისწავლიან დღეს სამყაროს და რა მიღწევები გვაქვს – იქნება ეს მსხვილმასშტაბიანი სტრუქტურისა თუ მიკროტალღოვანი ფონის ზეზუსტი დაკვირვებები.\nსამი წლის წინ ასტრონომიაში ახალი ერა დაიწყო\, კერძოდ\, დეტექტირებული იყო გრავიტაციული ტალღები. როცა ადრეული (პირველადი) გრავიტაციული ტალღების დამზერა მოხდება\, მეცნიერები შეძლებენ არათუ ადრეული\, არამედ ახლად შობილი სამყაროს სურათის აღდგენას. \nმომხსენებლის შესახებ \nთინათინ კახნიაშვილმა წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი თეორიული ფიზიკის სპეციალობით. სადიპლომო ნაშრომი „გრავიტაციული არამდგრადობის ყალიბრულად ინვარიანტული თეორია“ ვლადიმერ ლუკაშის ხელმძღვანელობით დაიცვა კოსმოსური კვლევების ინსტიტუტში (მოსკოვი\, რუსეთი); 1984 წელს სწავლა განაგრძო კოსმოსური კვლევების ინსტიტუტში. 1988 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „გრავიტაციული არამდგრადობის განვითარება ადრეულ სამყაროში“.\n1988 წლიდან მუშაობს ევგენი ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში.\n1999 წელს ლებედევის სახ. ფიზიკის ინსტიტუტის თეორიული ფიზიკის განყოფილებაში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „რელიქტური ფონის ფორმირება და სამყაროს მსხვილმასშტაბოვანი სტრუქტურა“ და მიენიჭა ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. 2002 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის სამეცნიერო საბჭოზე და მიენიჭა მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი.\nმუშაობდა მეცნიერ-მკვლევრად საერთაშორისო ცენტრებში (ICTP & SISSA\, Italy\, CCPP\, NYU) და მოწვეულ პროფესორად აშშ-ის\, კანადისა და ევროპის უნივერსიტეტებში (Rutgers\, Kansas State University\, Carnegie Mellon University\, Geneva University\, Laurentian University).\n2008 წლიდან მუშაობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჯერ ასოცირებულ პროფესორად\, 2011 წლიდან კი – პროფესორად. \nდრო: 7 მარტი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ვაკის პარკი\, მედიათეკა \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sametsniero-kaphe-rogor-shevimetsnebth-samqharos-mithi-da-realoba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/02/50388.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190307T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190307T190000
DTSTAMP:20260505T064052
CREATED:20190306T112904Z
LAST-MODIFIED:20240201T122522Z
UID:10001489-1551985200-1551985200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მარიო ვარგას ლიოსას რომანის „ბოლო ჟამის ომი“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია
DESCRIPTION:7 მარტს\, 19:00-ზე\, წიგნის სახლ „ლიგამუსში“ გაიმართება მარიო ვარგას ლიოსას რომანის „ბოლო ჟამის ომი“ პრეზენტაცია. რომანზე\, მის ისტორიულ კონტექსტებსა და პარალელებზე გურამ დოჩანაშვილის რომანთან „სამოსელი პირველი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგა ზედანია და წიგნის მთარგმნელი დოდო ყვავილაშვილი ისაუბრებენ. \nნობელის პრემიის ლაურეატის\, ცნობილი პერუელი მწერლის\, მარიო ვარგას ლიოსას რომანი აღწერს ტრაგიკულ და მრავალმხრივ საინტერესო ისტორიულ მოვლენას\, რომელიც XIX საუკუნის ბოლოს განვითარდა ბრაზილიის მთავრობასა და რელიგიურ თემს შორის. ეს კონფლიქტი მსოფლიო ისტორიაში „კანუდოსის ომის“ სახელითაა ცნობილი და დღემდე იდუმალების საბურველი მოსავს. \nდრო: 7 მარტი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. №32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/mario-vargas-liosas-romanis-bolo-zhamis-omi-qarthuli-thargmanis-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/03/50670.png
END:VEVENT
END:VCALENDAR