BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20190101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190213T163000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190213T163000
DTSTAMP:20260505T064634
CREATED:20190207T125834Z
LAST-MODIFIED:20240201T122605Z
UID:10001511-1550075400-1550075400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:თვითნასწავლი მხატვრის\, ლევან ჩიკავას გამოფენა იტალიური კულტურის ცენტრში
DESCRIPTION:13 თებერვალს\, 16:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იტალიური კულტურის ცენტრი გიწვევთ ცენტრის ყოფილი სტუდენტის\, თვითნასწავლი მხატვრის\, ლევან ჩიკავას ნახატების გამოფენაზე. საღამოზე სტუდენტები წაიკითხავენ ჯუზეპე უნგარეტის ლექსების საკუთარ თარგმანებს. \nცენტრის კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერტიფიკატები. \nდრო: 13 თებერვალი\, 16:30 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S 501 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. №3) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/thvithnastsavli-mkhatvris-levan-chikavas-gamophena-italiuri-kulturis-tsentrshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/02/50310.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190213T163600
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190213T163600
DTSTAMP:20260505T064634
CREATED:20190213T123609Z
LAST-MODIFIED:20240201T122610Z
UID:10001513-1550075760-1550075760@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:2019 წლის საქართველოს ახალგაზრდა ფიზიკოსთა ტურნირის პირველი ეტაპი
DESCRIPTION:წელს ილიას უნივერსიტეტის უმასპინძლებს ახალგაზრდა ფიზიკოსთა ტურნირის რესპუბლიკურ ეტაპს\, რომელიც მოიცავს შემდეგ ეტაპებს: \n\nშესარჩევი პირველი ტური თებერვალში;\nშესარჩევი მეორე ტური აპრილში (დასახელდებიან ნაკრების კანდიდატები);\nრეიტინგის მიხედვით საუკეთესო სამი გუნდი იბრძოლებს ფინალში (ნაკრების კანდიდატებს დაემატებიან გამარჯვებული გუნდის სტუდენტები);\nშემდეგ გაიმართება ინგლისური ტური (აპრილის ბოლოს-მაისის დასაწყისში)\, რომლის შედეგადაც საბოლოოდ დადგინდება საერთაშორისო ტურნირზე გასამგზავრებელი 5-კაციანი ნაკრების შემადგენლობა.\n\nღონისძიების პირველი ეტაპი გაიმართება 16\, 17\, 23\, 24 თებერვალს. \nრას წარმოადგენს ტურნირი? \nახალგაზრდა ფიზიკოსთა საერთაშორისო ტურნირი (ინგლ. International Young Physicists’ Tournament ან IYPT) — გუნდური შეჯიბრება სკოლის მოსწავლეთა შორის. მოსწავლეები ერთმანეთს ფიზიკის რთული ამოცანების ამოხსნაში\, ამოხსნის შესახებ მოხსენებასა და ამ მოხსენებების სამეცნიერო დისკუსიის დროს დაცვის უნარში ეჯიბრებიან. ფიზიკის ოლიმპიადებისგან განსხვავებით ტურნირის ამოცანების ამოხსნა მონაწილეებისგან რამდენიმეთვიან სერიოზულ ექსპერიმენტულ და თეორიულ კვლევას მოითხოვს\, ამიტომ ამოცანები სასწავლო წლის დასაწყისში ქვეყნდება\, ტურნირი კი სასწავლო წლის ბოლოს იმართება. \nვინ იგონებს სატურნირო ამოცანებს?\n\nყოველი სასწავლო წლის დასაწყისში საერთაშორისო საორგანიზაციო კომიტეტი 17 ამოცანას აქვეყნებს. ეს კვლევითი ტიპის ამოცანებია\, რომელთაც საგამოცდო და საოლიმპიადე ამოცანებისგან განსხვავებით რამდენიმე საათში ვერ ამოხსნი. ამოხსნა სრულად რომ ჩაითვალოს\, მოსწავლეებმა მოვლენის თეორიული მოდელის აგების გარდა ექსპერიმენტულად უნდა შეამოწმონ მოდელის სისწორე. ასევე საჭიროა მოვლენის სხვადასხვა პარამეტრზე დამოკიდებულების შესწავლა. ამოცანების ამოხსნისას ინფორმაციის მოპოვებაზე შეზღუდვა არ არსებობს. მოსწავლეებს შეუძლიათ მასალა მოიპოვონ ნებისმიერი ლიტერატურიდან\, დარგის ექსპერტის\, მასწავლებლის ან/და ყოფილ მონაწილეთაგან. შესაბამისად\, ტურნირზე წარმატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გუნდური და ორგანიზებული მუშაობა. \nრას წარმოადგენს ტურნირი:\n\nუშუალოდ ტურნირი რამდენიმე ნაწილისგან შედგება. თითოეულ ნაწილს „ბრძოლას“ უწოდებენ. მონაწილე გუნდები აგროვებენ ქულებს\, შესარჩევი ბრძოლების ბოლოს სამი ყველაზე მაღალქულიანი გუნდი გადის ფინალურ ბრძოლაში. ფინალი კი ტურნირის გამარჯვებულ გუნდს გამოავლენს. \nრა არის ბრძოლა ფიზიკოსთა ტურნირზე?\nტურნირში მონაწილე გუნდები სამ ან ოთხგუნდიან ჯგუფებად იყოფიან. თითოეული მონაწილეობს საერთო ბრძოლაში. ბრძოლის განმავლობაში გუნდების რაოდენობის მიხედვით ტარდება 3 ან 4 ეტაპი. თითოეულ ეტაპზე გუნდებს რიგრიგობით ხვდებათ შემდეგი როლები: \n\nმომხსენებელი\nოპონენტი\nმიმომხილველი\nდამკვირვებელი (მხოლოდ 4-გუნდიან ჯგუფებში)\n\nთითო ეტაპი\, როგორც წესი\, 30-50 წუთს გრძელდება ეტაპებს შორის 5-15 წუთიანი შესვენებებით. ეტაპის დასაწყისში ოპონენტი მომხსენებელს სთავაზობს ერთ-ერთ სატურნირო ამოცანას. \nროდესაც მომხსენებელი დათანხმდება ამოცანაზე\, მას 5 წუთი ეძლევა მოსამზადებლად\, 12 წუთი კი – მოხსენებისთვის. მოხსენების შემდეგ ოპონენტს შეკითხვების დასმის უფლება აქვს. მერე ის აფასებს მომხსენებლის ნამუშევარს და მიუთითებს მის ძლიერსა და სუსტ მხარეებზე. იმართება დისკუსია მომხსენებელსა და ოპონენტს შორის ამოცანის ირგვლივ წამოჭრილი საკითხების შესახებ. ეტაპის დასასრულ მიმომხილველი უსვამს შეკითხვებს როგორც მომხსენებელს\, ისე ოპონენტს. მათზე პასუხების მიღების შემდეგ მიმომხილველი აფასებს როგორც მომხსენებლის\, ასევე ოპონენტის დადებითსა და უარყოფით მხარეებს ამოცანის შესახებ დისკუსიის დროს. ბოლოს მომხსენებელს უფლება აქვს რამდენიმე დასკვნითი შენიშვნა გააკეთოს. \nეტაპის დასრულების შემდეგ ტურნირის ჟიური აფასებს სამივე გუნდის გამოსვლას 1-დან 10-მდე ქულით. \nდამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ტურნირის ვებგვერდზე:\nhttps://www.facebook.com/Georgian-Young-Physicist-Tournament-GYPT-192077921735348/ \n  \nდრო: 16 თებერვალი\, 09:00 -15:00 საათი \nადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის 3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/2019-tslis-saqarthvelos-akhalgazrda-phizikostha-turniris-pirveli-etapi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/02/50375.png
END:VEVENT
END:VCALENDAR