BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20190101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190123T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190123T180000
DTSTAMP:20260505T141607
CREATED:20190122T120608Z
LAST-MODIFIED:20240201T122830Z
UID:10001547-1548266400-1548266400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ პაულო ქეჩიმის სემინარები
DESCRIPTION:23 იანვარს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება პროფესორ პაულო ქეჩიმის სემინარი თემაზე: „ხე-ტყის კონსტრუქციების ხანძარმედეგი სისტემა (ხე-ტყისთვის ხანძრის მახასიათებელი თვისებები და ხე-ტყის ურთიერთკავშირი; ხე-ტყისა და მათი კავშირების რიცხვითი მოდელირება ხანძრის დროს)“.\n\n25 იანვარს\, 18:00 საათზე გაიმართება სემინარი: „მცირე კონსტრუქციებისთვის პრობლემის გადაჭრის გზები ხანძრის შემთხვევაში. სწავლისა და სწავლების მეთოდები კონსტრუქციულ კურსებში“. \nმომხსენებლის შესახებ\n\nპაულო ბ. ქეჩიმი 22 წლის განმავლობაში ავერიეს უნივერსიტეტის (პორტუგალია) სამოქალაქო ინჟინერიის დეპარტამენტის პროფესორია. ის არის 5 წიგნის\, ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებული სტატიების ავტორი\, ასევე 2 წიგნის/საკონფერენციო ნაშრომის რედაქტორი. პაულა ბ. კოჩიმი დასრულებული და მიმდინარე სადოქტორო და სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელია; აგრეთვე ევროპის რამოდენიმე დაფინანსებული პროექტის მონაწილე\, ეროვნული და საერთაშორისო კონფერენციის სამეცნიერო კომისიის წევრი.\nმისი კვლევითი სფეროებია: სამშენებლო კონსტრუქციების ოპტიმიზაცია\, კონსტრუქციული გაანგარიშებისთვის პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება\, წინასწარ დატვირთვაზე გაანგარიშებული ჩამოსხმული გადახურვის ფილები; ბეტონის სექციები; სვეტები; ჯებირების წინასწარი დიზაინი; კონსტრუქციების გაანგარიშება სეისმური საქმიანობისთვის; ხიდების კონსტრუქციები; ხისა და შუშის ნაგებობები. \nლექციის ენა: ინგლისური \nდრო: 23 იანვარი\, 25 იანვარი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. N1)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-paulo-qechimis-seminarebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/01/49895.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190123T183000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190123T183000
DTSTAMP:20260505T141607
CREATED:20190109T084326Z
LAST-MODIFIED:20240201T122828Z
UID:10001546-1548268200-1548268200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო ლექცია „ლიტერატურა და ანტისემიტიზმი ევროპაში მეორე მსოფლიო ომის პერიოდში“
DESCRIPTION:23 იანვარს\, 18:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი გიწვევთ შედარებითი ლიტერატურის საღამოზე. \nინსტიტუტის წევრი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ათინათ მამაცაშვილი შეაჯამებს გასულ წლებში სორბონისა და ექსი-მარსელის უნივერსიტეტებში ჩატარებული კვლევის შედეგებს და წაიკითხავს ლექციას თემაზე: ლიტერატურა და ანტისემიტიზმი ევროპაში მეორე მსოფლიო ომის პერიოდში. \nლექცია მიეძღვნება მწერლობის დაპირისპირებას ნაცისტურ რეჟიმთან და მის ანტისემიტურ იდეოლოგიასთან. მომხსენებელი განიხილავს\, რა ფორმით ხდება ანტისემიტური კლიშეებისა და კანონების დაგმობა იმ მწერლების/ინტელექტუალების ტექსტებში\, რომლებიც 1930-იანი წლებიდან დაუპირისპირდა ჰიტლერის რეჟიმს. როდესაც ვიქტორ კლემპერერი ნაცისტურ დეფილეს აღწერს\, იგი ამბობს\, რომ სწორედ ეს უკანასკნელი და კონკრეტულად კი მისი განუყოფელი ელემენტი – მედაფდაფე\, რომელიც მიუძღვის და „ერთიან სხეულად“ აქცევს აღლუმის წევრებს\, გახდება მისთვის „პირველი შეხვედრა“ ნაციონალ-სოციალიზმთან. ჩანს პარალელები ამგვარად გააზრებული მედაფდაფის ფიგურასა და გიუნტერ გრასის ცნობილ რომანს შორის (თუნუქის დოლი)\, რომლის ეკრანიზაციაც ფოლკერ შლონდორფს ეკუთვნის. საინტერესოა\, რომ სწორედ ნაცისტური აღლუმი წარმოჩნდება ფრანგი მწერლის\, ანდრე შამსონის რომანის (დამარცხებულთა წელი\, 1934) იმ ძირითად ქვაკუთხედად\, რომელიც 1934 წელს წინასწარ განჭვრეტს რეჟიმის ადამიანის მოძულე იდეოლოგიის განხორციელებას. 1939 წელს ჟან-პოლ სარტრი ფაშიზმის საშიშროებას ფრანგულ საზოგადოებაში ნაციონალისტურ-ანტისემიტური ჯგუფური იდენტობის გამოხატვაში ხედავს (კედელი\, 1939). 1943 წელს მაქს ჟაკობი ადამიანი-კიბორჩხალას ავტოპორტრეტს შექმნის\, რომელსაც გულზე ებრაელების მარკირების ყვითელი ვარსკვლავი აქვს მიმაგრებული და რომელიც ნუსბაუმის ცნობილი ტილოს „ავტოპორტრეტი ებრაული პასპორტით“ (1943) მხატვრულ პარალელს იხმობს. \n  \nდრო: 23 იანვარი\, 18:30 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n  \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-leqtsia-literatura-da-antisemitizmi-evropashi-meore-msophlio-omis-periodshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/01/49874.png
END:VEVENT
END:VCALENDAR