BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20190101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190116T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190116T140000
DTSTAMP:20260505T141608
CREATED:20190115T064805Z
LAST-MODIFIED:20240201T122841Z
UID:10001552-1547647200-1547647200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის აკადემიური პერსონალისა და მასწავლებელთა განვითარების ცენტრის პრეზენტაცია
DESCRIPTION:16 იანვარს\, 14:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის აკადემიური პერსონალისა და მასწავლებელთა განვითარების ცენტრის პრეზენტაცია გაიმართება. \nცენტრის მიზანია უნივერსიტეტში აკადემიური სწავლების ხარისხის გაზრდა\, აკადემიური პერსონალისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების შესაძლებლობების უზრუნველყოფა. ცენტრი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალსა და მასწავლებლებს მისცემს შესაძლებლობას დაეუფლონ სწავლა/სწავლების ინოვაციურ ხერხებს\, რაც ხელს შეუწყობს სწავლის შედეგების გაუმჯობესებას. \nილიაუნის აკადემიური პერსონალისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი ERASMUS+-ის პროგრამის ინსტიტუციური განვითარების პროექტის PRINTeL “Change in Classroom: Promoting Innovative Teaching & Learning to Enhance Student Learning Experience in Eastern Partnership Countries” ფარგლებში შეიქმნა. \nპროექტის ფარგლებში 2018 წლის სექტემბერში შეირჩა 15 აკადემიური პერსონალი/მოწვეული მასწავლებელი\, რომლებმაც ევროპელი პარტნიორების მიერ შემოთავაზებული ტრენერთა მომზადების 5-დღიანი ტრენინგები (TOT) გაიარეს გრაცის\, ლუვენის\, პორტოს\, ლინკოპინგისა და ბარსელონის უნივერსიტეტებში. \nამჟამად ტრენერები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს/სწავლებაში ჩართულ პირებს შესთავაზებენ 5 ტრენინგკურსს შემდეგი მიმართულებებით: \n\nაქტიური სწავლება საინფორმაციო/საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით (ტრენერები: თინათინ ჭინჭარაული – მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორი; ნატა მეფარიშვილი – მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი; მარიამ დალაქიშვილი – ბიზნესის სკოლის ასისტენტ-პროფესორი);\nაქტიური სწავლება შებრუნებული სწავლების პრინციპით (ტრენერები: ლევან ცაგარელი – მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორი; თამარ გურჩიანი – სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი; დავით მაისურაძე – სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი);\nჰიბრიდული/შერეული სწავლა/სწავლება (ტრენერები: არჩილ აბაშიძე – მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი; ელენე ჟურავლიოვა – საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და საინჟინრო ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი; გიგა ხოსიტაშვილი – მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის მოწვეული მასწავლებელი);\nგაძლიერებული სწავლება საინფორმაციო/საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით\, მობილური სწავლება თამაშის ელემენტების გამოყენებით (ტრენერები: ნანა დიხამინჯია – საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და საინჟინრო ფაკულტეტის პროფესორი; თამარ მაღალაშვილი – ბიზნესის სკოლის ასოცირებული პროფესორი; დიანა ხიდეშელი – ბიზნესის სკოლის მოწვეული მასწავლებელი);\nვიდეოსწავლება\, როგორც სწავლების საშუალება მასწავლებელთა და სტუდენტთათვის\, ვიდეოლექციების საკლასო ოთახში გამოყენებით (ტრენერები: რესან ქიქავა – ბიზნესის სკოლის ასისტენტ-პროფესორი; ალექსანდრე ერგეშიძე – ბიზნესის სკოლის ასისტენტ-პროფესორი; ნამი სურგულაძე – ბიზნესის სკოლის მოწვეული მასწავლებელი).\n\nპრეზენტაციას გახსნიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგა ზედანია და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი ქეთევან გრიგოლია. შემდეგ ტრენერები აუდიტორიას გააცნობენ დაგეგმილი ტრენინგების შინაარსსა და სტრუქტურას. \nდრო: 16 იანვარი\, 14:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ილია ჭავჭავაძის გამზირი N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n2019 წელი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-akademiuri-personalisa-da-mastsavlebeltha-ganvitharebis-tsentris-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/01/49840.png
END:VEVENT
END:VCALENDAR