BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20180101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181219T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181219T160000
DTSTAMP:20260505T111647
CREATED:20181218T084325Z
LAST-MODIFIED:20240201T122941Z
UID:10001573-1545235200-1545235200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დოქტორ სიჟბოლტ ნურდას მოხსენება: „ცოცხალი ღირებულებები უნივერსიტეტში“
DESCRIPTION:19 დეკემბერს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ დოქტორი სიჯბოლტ ნოორდა წაიკითხავს მოხსენებას თემაზე: „ცოცხალი ღირებულებები უნივერსიტეტში“. \nდოქტორი სიჯბოლტ ნოორდა ამსტერდამის უნივერსიტეტის ემერიტუსი პრეზიდენტია. წარსულში ჰოლანდიის კვლევითი უნივერსიტეტების ასოციაციის პრეზიდენტი და ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის საბჭოს წევრი იყო. იგი სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტების საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრია; ატარებს ლექციებს და წერს უმაღლესი განათლების საკითხებზე. მუდმივად მიმოიხილავს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ევროპის უმაღლესი განათლების სფეროში. \nვრცელი ბიოგრაფია ხელმისაწვდომია ბმულზე: http://bit.do/eDtwh \nდოქტორი სიჯბოლტ ნოორდა ხელმძღვანელობდა ექსპერტთა ჯგუფს\, რომელიც ჩართული იყოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპილოტე ავტორიზების პროცესში. \nდრო: 19 დეკემბერი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ N33)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/doqtor-sizhbolt-nurdas-mokhseneba-tsotskhali-ghirebulebebi-universitetshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/12/49536.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181219T165800
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181219T165800
DTSTAMP:20260505T111647
CREATED:20181219T125825Z
LAST-MODIFIED:20240201T122939Z
UID:10001572-1545238680-1545238680@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ჰუგო ზინსჰაიმერის იმიტირებული სასამართლო
DESCRIPTION:პროცესის 2019 წლის შეჯიბრებაში სტუდენტთა შესარჩევი ეროვნული კონკურსი \nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) პროექტის მხარდაჭერით აცხადებს სტუდენტთა შესარჩევ ეროვნულ კონკურსს საქართველოს ეროვნული ნაკრების დასაკომპლექტებლად\, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ჰუგო ზინსჰაიმერის იმიტირებული სასამართლო პროცესის მეოთხე საერთაშორისო შეჯიბრებაში (13-15 ივნისი\, 2019\, ჰასელტის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა\, ბელგია). \nშეჯიბრების შესახებ: \nევროპის კავშირის შრომის სამართალში ჰუგო ზინსჰაიმერის იმიტირებული სასამართლო პროცესების ყოველწლიური შეჯიბრება დაარსდა ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენელი სამართლის ხუთი პროფესორის\, მათ შორის ქართველი პროფესორის\, ინიციატივით. იმიტირებული სასამართლო პროცესის ფარგლებში სტუდენტური გუნდები სხვადასხვა ქვეყნიდან ეჯიბრებიან ერთმანეთს ევროპული კავშირის შრომის სამართლის აქტუალურ საკითხზე შედგენილ სიმულაციურ საქმესთან დაკავშირებით. შეჯიბრებას განსჯიან ევროპის მასშტაბით წამყვანი შრომის სამართლის პროფესორები\, პრაქტიკოსი ადვოკატები და მოქმედი მოსამართლეები წევრი-სახელმწიფოებიდან და ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოდან. დეტ. იხ.: http://hsi.uva.nl/en/hs-mcc/hs-mcc.html; https://www.facebook.com/hugosinzheimermcc/. საქართველო არის ევროკავშირის ერთადერთი არაწევრი ქვეყანა\, რომლის ეროვნული ნაკრებიც დაშვებულია ამ შეჯიბრებაზე. აღსანიშნავია\, რომ საქართველოს გუნდი გახდა კასინოს უნივერსიტეტში (იტალია) გამართული 2018 წლის შეჯიბრების გამარჯვებული. \n2019 წლის შეჯიბრების სიმულაციური საქმის თემატიკაა მასობრივი დათხოვნა და სამუშაო დროის რეგულირება. \nმონაწილეობის წინაპირობები: \nსტუდენტთა შესარჩევ ეროვნულ კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში არსებულ აკრედიტებულ უმაღლესი განათლების დაწესებულებათა სამართლის სკოლების მაგისტრატურისა და ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს. როგორც ეროვნული\, ასევე საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის პირობაა\, რომ სტუდენტი არ უნდა იყოს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. \nდაინტერესებულმა სტუდენტმა არაუგვიანეს 2019 წლის 21 იანვრის 18:00 საათისა ელექტრონული ფოსტით მისამართზე lawfaculty@iliauni.edu.ge\, უნდა გამოგზავნოს საკუთარი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე. \nსტუდენტთა ინდივიდუალური შესარჩევი კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს: \n\nწარმოდგენილი რეზიუმესა (CV) და სამოტივაციო წერილის შეფასება;\nჰუგო ზინსჰაიმერის იმიტირებული სასამართლო პროცესის საერთაშორისო შეჯიბრებისა და\, ზოგადად\, ევროპის კავშირის შრომის სამართლის შესახებ ტრენინგი შესარჩევი კონკურსის გასაუბრების ეტაპზე გადასული სტუდენტებისთვის;\nშემდგომ ეტაპზე გადასულ სტუდენტთან ინდივიდუალური გასაუბრება;\nგასაუბრების საფუძველზე ეროვნული კონკურსის ფინალურ ეტაპზე მონაწილეობისათვის 8 სტუდენტის შერჩევა;\nფინალურ ეტაპზე გადასულ 8 სტუდენტს შორის მოსამზადებელი იმიტირებული სასამართლო პროცესის შეჯიბრება ევროპული კავშირის შრომის სამართალში;\n\n– მოსამზადებელი იმიტირებული სასამართლო პროცესის შეჯიბრის შედეგად ინდივიდუალურ საწყისებზე შეფასებული საუკეთესო 4 სტუდენტით საქართველოს ეროვნული ნაკრების დაკომპლექტება.\n\n\n[1] გასაუბრება ჩატარდება მხოლოდ იმ სტუდენტებთან\, რომლებიც წარმოდგენილი რეზიუმესა (CV) და სამოტივაციო წერილის შედეგად წარმატებით გაივლიან შერჩევის პირველ ეტაპს. \n\n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/hugo-zinshaimeris-imitirebuli-sasamarthlo/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/12/49601.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181219T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181219T180000
DTSTAMP:20260505T111647
CREATED:20181218T111125Z
LAST-MODIFIED:20240201T122936Z
UID:10001570-1545242400-1545242400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო ლექცია „არისტოტელეს ქართულენოვანი რეცეფცია“
DESCRIPTION:19 დეკემბერს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თამარ ცოფურაშვილი და ასისტენტ-მკვლევარი ანა ლომაძე წაიკითხავენ მოხსენებას: „არისტოტელეს ქართულენოვანი რეცეფცია“. \nპროექტი გულისხმობს ხელნაწერთა ინსტიტუტში დაცული არისტოტელეს ტექსტის „პერი ჰერმენეიას” ქართულენოვანი კომენტირებული თარგმანის კრიტიკული გამოცემის მომზადებას. არისტოტელეს ამ ტექსტმა (ქართული თარგმანით „განმარტებისათვის“) უმნიშნელოვანესი როლი ითამაშა ენის ფილოსოფიისა და ენის თეორიის განვითარებაში. ფილოსოფიური ტრადიცია იცნობს მასზე შექმნილ არაერთ კომენტარს. აღსანიშნავია ბოეციუსის მიერ დაწერილი „პერი ჰერმენეიას“ ორი კომენტარი. პროექტის ფარგლებში იგეგემება არსებული მანუსკრიპტების საფუძველზე ტექსტის ქართულენოვანი კომენტარის დადგენა და მისი ფილოსოფიური ანალიზი\, რაც დაეფუძნება ქართულენოვანი კომენტარის შედარებას „პერი ჰერმენეიას“ ლათინურენოვან კომენტარებთან. \nდრო: 19 დეკემბერი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის 3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-leqtsia-aristoteles-qarthulenovani-retsephtsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/12/43192.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181219T183000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181219T183000
DTSTAMP:20260505T111647
CREATED:20181218T111753Z
LAST-MODIFIED:20240201T122934Z
UID:10001569-1545244200-1545244200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ასისტენტ-პროფესორ ია შეყრილაძის საჯარო ლექცია „დასავლეთში იმიგრაცია\, აკულტურაცია და კვების დარღვევები“
DESCRIPTION:19 დეკემბერს\, 18:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი ია შეყრილაძე წაიკითხავს საჯარო ლექციას: „დასავლეთში იმიგრაცია\, აკულტურაცია და კვების დარღვევები“. \nკვლევის მიზანია დასავლეთში იმიგრაციას\, აკულტურაციასა და არაჯანსაღ კვებით პატერნებს შორის კავშირის დადგენა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთში მცხოვრებ ქართველ ქალთა აკულტურაციის გარემოებების\, სტრატეგიებისა და კვებითი მახასიათებლების შესწავლით. იმიგრაციისა და აკულტურაციის ინდივიდუალური გამოცდილება პიროვნების ფსიქოლოგიური კეთილდღეობის მნიშვნელოვან პრედიქტორად განიხილება. მიჩნეულია\, რომ კულტურა გავლენას ახდენს კვებით აშლილობებზე\, ხოლო დასავლურ კულტურასთან აკულტურაცია დაკავშირებულია არაჯანსაღი კვების გაზრდილ რისკთან. კვლევა ჩატარდა 506 რესპონდენტზე: მათგან 253 ცხოვრობდა საზღვარგარეთ და 253 – საქართველოში. შედეგების თანახმად\, დასავლურ ქვეყანაში ხანგრძლივი ცხოვრება და აკულტურაცია მცირედით ზრდის კვებითი აშლილობის რისკს. ამასთან ინტეგრაციის სტრატეგია ასოცირდება ყველაზე ჯანსაღ კვებით პატერნებთან\, ხოლო სეპარაციისა და მარგინალიზაციის სტრატეგიები კი – ყველაზე არაჯანსაღ კვებით ტენდენციებთან. \nარაჯანსაღი კვება დაკავშირებულია საწყისი კულტურის ორიენტაციასთან და არა მასპინძელი კულტურის ორიენტაციასთან. ამგვარად\, უცხო დასავლურ ქვეყანაში ცხოვრებისას მასპინძელი კულტურის სუსტი ორიენტაცია წარმოადგენს არაჯანსაღი კვებითი პატერნების პრედიქტორს. \nდრო: 19 დეკემბერი\, 18:30 საათი \nადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის 3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/asistent-prophesor-ia-sheqhriladzis-sajaro-leqtsia-dasavlethshi-imigratsia-akulturatsia-da-kvebis-darghvevebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/12/43196.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181219T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181219T190000
DTSTAMP:20260505T111647
CREATED:20181218T112539Z
LAST-MODIFIED:20240201T122930Z
UID:10001568-1545246000-1545246000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ ქეთევან მაყაშვილის საჯარო ლექცია „საქმიანობის საკვანძო უნარების ფსიქოლოგიური აბილიტაცია უფროსკლასელებში“
DESCRIPTION:19 დეკემბერს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ქეთევან მაყაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „საქმიანობის საკვანძო უნარების ფსიქოლოგიური აბილიტაცია უფროსკლასელებში“. \nკვლევითი პროექტი „მოსწავლეთა საორიენტაციო და მოსამზადებელი კურსის“ საპილოტე პროგრამის ნაწილია\, რომელიც ფოკუსირებულია საქმიანობის საკვანძო უნარების გაძლიერებაზე. პროექტი მომზადებულია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის მიერ\, UNDP-ისა და ბერნის (შვეიცარია) კონფლიქტების მოგვარებისა და მითოდრამის ინსტიტუტის მხარდაჭერით. \nკვლევის მიზანს წარმოადგენდა აღნიშნული მიმართულებით იმ აბილიტაციური მეთოდოლოგიის ეფექტიანობის შეფასება\, რომელსაც საფუძვლად უდევს შვეიცარიის საგანმანათლებლო\, ასევე ბავშვთა და მოზარდთა კონსულტირების სისტემაში ფართოდ დანერგილი მეთოდი „მითოდრამა“ (ავტორი – პროფ. ალან გუგენბუჰლი). მოზარდის პიროვნულ სტრუქტურებზე სიღრმისეულად მოქმედი ეს ჰოლისტური მეთოდი რელევანტურია დ. უზნაძის განწყობის თეორიის პოზიციიდანაც და საინტერესოა\, როგორც პედაგოგიური პრაქტიკის ოპტიმიზაციის კუთხით\, ისე ფსიქოლოგიის ფუნდამენტურ საკითხებთან მიმართებაში. \nპროექტი განხორციელდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორ ქართულ-შვეიცარიული ორგანიზაცია „ნერგის“ ფსიქოლოგების მიერ მოწვეული მკვლევრების ჩართვით. კვლევის შედეგები პროფესიული მომზადების კუთხით მოზარდებთან მუშაობის საგულისხმო ტენდენციებს ავლენს. \nდრო: 19 დეკემბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის 3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-qethevan-maqhashvilis-sajaro-leqtsia-saqmianobis-sakvandzo-unarebis-phsiqologiuri-abilitatsia-uphrosklaselebshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/12/43198.png
END:VEVENT
END:VCALENDAR