BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20180101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181214T120000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181214T120000
DTSTAMP:20260505T092838
CREATED:20181213T094008Z
LAST-MODIFIED:20240201T123214Z
UID:10001608-1544788800-1544788800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საინფორმაციო შეხვედრა – საყოველთაო დაზღვევა სტუდენტებისთვის და კომპანია ევექსის შემოთავაზება
DESCRIPTION:სტუდენტური ცხოვრების კვირეულის ფარგლებში 14 დეკემბერს\, პარასკევს\, 12:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრას გამართავს სამედიცინო კორპორაცია ევექსის გაყიდვების სამსახურის უფროსი ეკა აბურჯანიძე. \nმომხსენებელი ინფორმაციას მოგაწვდით სტუდენტური საყოველთაო დაზღვევისა და კომპანია ევექსის სტუდენტური პროექტის შესახებ\, რომელიც დამატებით შეღავათებით სარგებლობის საშუალებას მოგცემთ.\nკომპანია ევექსის წარმომადგენლები პრეზენტაციის შემდეგ პროექტში დარეგისტრირებულ სტუდენტებს სიმბოლურ საჩუქრებს გადასცემენ. \nშეხვედრაზე მოსულ სტუმრებს საშუალება ექნებათ\, ადგილზე გაიარონ უფასო დიაგნოსტიკა CO დონის განმსაზღვრელი აპარატის მეშვეობით. \nშეგახსენებთ\, რომ შეხვედრა ტარდება სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული სტუდენტური ცხოვრების კვირეულის ფარგლებში. \nდრო: 14 დეკემბერი\, 12:00 საათი \nადგილმდებარეობა: B 201 აუდიტორია\, ჭავჭავაძის N32\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sainphormatsio-shekhvedra-saqhovelthao-dazghveva-studentebisthvis-da-kompania-eveqsis-shemothavazeba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/12/49426.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181214T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181214T140000
DTSTAMP:20260505T092838
CREATED:20181210T105719Z
LAST-MODIFIED:20240201T123210Z
UID:10001607-1544796000-1544796000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლის სამხრეთ კავკასიაში ვლადიმირ შკოლნიკოვის საჯარო ლექცია
DESCRIPTION:14 დეკემბერს\, 14:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროექტის „ადამიანის უფლებები ყველასათვის” ფარგლებში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი სამხრეთ კავკასიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით გამართულ ლექციათა სერიის დასკვნით სესიაზე გიწვევთ საჯარო ლექციაზე ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ. \nლექცია\, რომელსაც წაიკითხავს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ვლადიმირ შკოლნიკოვი\, ეძღვნება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 70 წლის იუბილეს. \nსესიას გახსნის ევროკავშირის წარმომადგენელი საქართველოში. \nლექციის შემდეგ გაიმართება გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მიერ გამოცხადებული ესეების ყოველწლიური კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება. წელს ესეების კონკურსის თემა იყო „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის გავლენა ადამიანის უფლებათა და ადამიანის უფლებათა სფეროში მოქმედი საერთაშორისო აქტების განვითარებაზე”. \nლექციის დასასრულს მონაწილეებს გადაეცემათ ადამიანის უფლებათა სტატიების კრებული. \nლექციების მიზანია ახალგაზრდებში აამაღლოს ცოდნა ადამიანის უფლებებსა და ადამიანის უფლებათა ინსტიტუტებთან დაკავშირებით. ლექციების სერია დაიწყო 22 ნოემბერს და ჩატარდება სამცხე-ჯავახეთის\, ქუთაისის\, ბათუმის\,ზუგდიდისა და თელავის უნივერსიტეტებში. \n* “სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ფარგლებში არსებულ კონკურსში ამ საჯარო ლექციაში მონაწილეობა შეფასდება 1%-ით. \nდრო: 14 დეკემბერი\, 14:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/gaeros-adamianis-uphlebatha-umaghlesi-komisris-tsarmomadgenlis-samkhreth-kavkasiashi-vladimir-shkolnikovis-sajaro-leqtsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/12/49372.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181214T153000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181214T153000
DTSTAMP:20260505T092838
CREATED:20181203T085217Z
LAST-MODIFIED:20240201T123208Z
UID:10001606-1544801400-1544801400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მასტერკლასი თემაზე: „საკომუნიკაციო მიდგომების გამოყენება უცხო ენის სწავლებისას – პრაქტიკული გამოცდილება"
DESCRIPTION:14 დეკემბერს\, 15.30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში გაიმართება შეხვედრა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელთან\, ბაღდადის მე-2 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელ მანანა კაპეტივაძესთან. \nსტუმარი ჩაატარებს მასტერკლასს თემაზე: „საკომუნიკაციო მიდგომების გამოყენება უცხო ენის სწავლებისას – პრაქტიკული გამოცდილება”. \nდრო: 14 დეკემბერი\, 15.30 საათი \nადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. № 3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/masterklasi-themaze-sakomunikatsio-midgomebis-gamoqheneba-utskho-enis-stsavlebisas-praqtikuli-gamotsdileba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/12/49305.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181214T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181214T160000
DTSTAMP:20260505T092838
CREATED:20181213T091046Z
LAST-MODIFIED:20240201T123203Z
UID:10001605-1544803200-1544803200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სანდრო გაბისონია – ბრენდია ადამიანი?!
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით 10-დან 16 დეკემბრის ჩათვლით სტუდენტური ცხოვრების კვირეული გაიმართება. \nილიაუნის სტუდენტური ცხოვრების კვირეულის ფარგლებში 14 დეკემბერს\, 16:00-18:00 საათზე\, სტუდენტებს ციფრული სააგენტო „მარმელადსის“ კრეატიული დირექტორი სანდრო გაბისონია ესაუბრება თემაზე: „არქეტიპებისა და ავატარების ეფექტური კომუნიკაცია“. \nდრო: 14 დეკემბერი\, 16:00-18:00 საათი \nადგილმდებარეობა: ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5\, ახალი სტუდენტური სივრცე\, ილიაუნის E კორპუსი\, -1 სართული \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sandro-gabisonia-brendia-adamiani/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/12/49424.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181214T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181214T160000
DTSTAMP:20260505T092838
CREATED:20181213T105138Z
LAST-MODIFIED:20240201T123201Z
UID:10001604-1544803200-1544803200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ დაფნე ვიდანეცის ლექცია: „ეკონომიკის ფილოსოფიური საფუძვლები“
DESCRIPTION:14 დეკემბერს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E235 აუდიტორიაში პროფესორი დაფნე ვიდანეცი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ეკონომიკის ფილოსოფიური საფუძვლები“. \nდაფნე ვიდანეცი ბალთაზარის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის სრული პროფესორია; მისი საკვლევი სფეროებია ფილოსოფია\, თეოლოგია\, ეკონომიკა დ აბიზნესის ეთიკა. ამ მიმართულებით პროფესორს გამოქვეყნებული აქვს 6 წიგნი და 50-მდე სამეცნიერო ნაშრომი. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო:14 დეკემბერი\,16:00 საათი \nადგილმდებარეობა: E235 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-daphne-vidanetsis-leqtsia-ekonomikis-philosophiuri-saphudzvlebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/12/49432.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181214T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181214T170000
DTSTAMP:20260505T092838
CREATED:20181212T110220Z
LAST-MODIFIED:20240201T123159Z
UID:10001603-1544806800-1544806800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:გამოფენის „მდგომარეობებს შორის / IN-BETWEEN CONDITIONS“ ტური ილიაუნის სტუდენტებისათვის
DESCRIPTION:14 დეკემბერს\, 17:00 საათზე\, კლუბ KHIDI-ის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში სპეციალურად ილიაუნის სტუდენტებისთვის მოეწყობა საგამოფენო ტური\, სადაც კურატორები თავად გააცნობენ სტუდენტებს გამოფენის „მდგომარეობებს შორის / IN-BETWEEN CONDITIONS“ კონცეფციასა და ნამუშევრებს. \nსაგამოფენო ტური სტუდენტური ცხოვრების კვირეულის ფარგლებში მოეწყობა. \nმონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე: https://bit.ly/2BcPcXP \nმონაწილეობის მიღებას პირველი 25 სტუდენტი შეძლებს. \nტრანსპორტირებას უზრუნველყოფს ილიაუნი. \nგამოფენა „მდგომარეობებს შორის / IN-BETWEEN CONDITIONS“ 7 დეკემბერს გაიხსნა.\nმისი პარტნიორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. \nგამოფენის ფარგლებში მოეწყობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორების საჯარო ლექციები. გამოფენის საორგანიზაციო ნაწილში ჩართულები იქნებიან და სტაჟირებას გაივლიან ილიაუნის სტუდენტები. ასევე სპეციალურად მათთვის პერიოდულად მოეწყობა საგამოფენო ტურები. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/gamophenis-mdgomareobebs-shoris-in-between-conditions-turi-iliaunis-studentebisathvis/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/12/49407.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181214T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181214T170000
DTSTAMP:20260505T092838
CREATED:20181213T125037Z
LAST-MODIFIED:20240201T123155Z
UID:10001602-1544806800-1544806800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო ლექცია: „რელიგიური თანასწორობის ახალი საქმეები საკონსტიტუციო სასამართლოში"
DESCRIPTION:14 დეკემბერს\, 17:00-საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: „რელიგიური თანასწორობის ახალი საქმეები საკონსტიტუციო სასამართლოში”. \nმომხსენებლები:\nმაკო ღავთაძე – ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) სამართლებრივი პროგრამის ხელმძღვანელი\nგიორგი ნონიაშვილი – კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მკვლევარი\, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) სამართლებრივი ექსპერტი \n2018 წლის 3 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ რელიგიური გაერთიანებების ორი სარჩელი დააკმაყოფილა. მოსარჩელეების პოზიციით\, საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და სახელმწიფო ქონების შესახებ კანონის ნორმები არღვევდა კონსტიტუციის მე-14 მუხლს (თანასწორობის უფლება) და რელიგიური გაერთიანებებისთვის დისკრიმინაციულ გარემოს ქმნიდა.\nმომხსენებლები ისაუბრებენ ბოლო პერიოდში საკონსტიტუციო სასამართლოში განხილულ საქმეებზე რელიგიური თანასწორობის შესახებ. ასევე რელიგიის თავისუფლების შესახებ მოსალოდნელ საქმეებზე\, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლომ შეიძლება უახლოეს პერიოდში განიხილოს. \n* „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ფარგლებში არსებულ კონკურსში ამ საჯარო ლექციაში მონაწილეობა შეფასდება 1%-ით. \nდრო: 14 დეკემბერი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-leqtsia-religiuri-thanastsorobis-akhali-saqmeebi-sakonstitutsio-sasamarthloshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/12/49449.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181214T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181214T180000
DTSTAMP:20260505T092838
CREATED:20181211T120342Z
LAST-MODIFIED:20240201T123152Z
UID:10001601-1544810400-1544810400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:შეხვედრა კომპანიასთან "ჰოლო" - სტუდენტური ვაკანსიების შესახებ
DESCRIPTION:14 დეკემბერს 18:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაბლაბში გაიმართება კომპანია „ჰოლოსთან“ შეხვედრა. \nკომპანია „ჰოლო“ ეძებს ახალ თანაგუნდელს გაყიდვების მიმართულებით. \nჰოლო არის ინოვაციური მედია პლატფორმა\, რომელიც ჰოლოგრამულ ტექნოლოგიებს იყენებს მარკეტინგული და საინფორმაციო კამპანიებისათვის. ათობით ლოკაციაზე კომპანიებს შეუძლიათ საკუთარი პროდუქტის ან სერვისის ვიზუალიზაცია მოახდინონ მილიონობით პოტენციურ მომხმარებელზე ჰოლოგრამული სახით. \nჰოლოს სერვისებით უკვე სარგებლობენ საქართველოში არსებული წამყვანი კომპანიები. \nშეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენლები დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდიან ვაკანსიის შესახებ. \nშეხვედრაზე დასწრების მსურველებმა შეავსეთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა: https://goo.gl/Q68b49 \nდრო: 14 დეკემბერი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: ფაბლაბი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S კორპუსი\, I სართული. \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/shekhvedra-kompaniasthan-holo-studenturi-vakansiebis-shesakheb/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/12/49401.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181214T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181214T180000
DTSTAMP:20260505T092838
CREATED:20181212T141731Z
LAST-MODIFIED:20240201T123148Z
UID:10001600-1544810400-1544810400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სოფი ვილი ილიაუნიში
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით 10-დან 16 დეკემბრის ჩათვლით სტუდენტური ცხოვრების კვირეული გაიმართება. \nსტუდენტური ცხოვრების კვირეულის ფარგლებში 14 დეკემბერს\, 18:00 საათზე\, სტუდენტებს ექნებათ საშუალება შეხვდნენ ქართველ მუსიკოსს\, სოფი ვილის (Sophie Villy). ქართველი მუსიკოსი საქმიანობს უკრაინასა და აშშ-ში. სოფი ვილი ქართული\, ფრანგული და უკრაინული ფილმებისათვის შექმნილი მუსიკის ავტორია. მომღერალი სტუდენტებს ესაუბრება თავის კარიერაზე\, გაუზიარებს გამოცდილებას და უპასუხებს მათ შეკითხვებს. \nდრო: 14 დეკემბერი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5\, ახალი სტუდენტური სივრცე\, ილიაუნის E კორპუსი\, -1 სართული \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sophi-vili-iliaunishi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/12/49414.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181214T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181214T180000
DTSTAMP:20260505T092838
CREATED:20181214T114834Z
LAST-MODIFIED:20240201T123146Z
UID:10001599-1544810400-1544810400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ დავით თარხნიშვილის საჯარო ლექცია: „სიცოცხლის ბარკოდინგი – ერთობლივი ქართულ-გერმანული ინიციატივა და მისი კავშირი ეკოლოგიის ინსტიტუტში მიმდინარე კვლევებთან“
DESCRIPTION:14 დეკემბერს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტის პროფესორი დავით თარხნიშვილი წაიკითხავს ლექციას თემაზე: „სიცოცხლის ბარკოდინგი – ერთობლივი ქართულ-გერმანული ინიციატივა და მისი კავშირი ეკოლოგიის ინსტიტუტში მიმდინარე კვლევებთან“. \nდრო: 14 დეკემბერი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის 3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-davith-tharkhnishvilis-sajaro-leqtsia-sitsotskhlis-barkodingi-erthoblivi-qarthul-germanuli-initsiativa-da-misi-kavshiri-ekologiis-institutshi-mimdinare-kvlevebthan/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/12/43055.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181214T183000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181214T183000
DTSTAMP:20260505T092839
CREATED:20181213T110843Z
LAST-MODIFIED:20240201T123143Z
UID:10001598-1544812200-1544812200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მერაბ სვანაძის ლექცია: „თერმოდრეკადობის თეორიის ამოცანები სამგვარი ფოროვნობის სტრუქტურის მქონე მასალებისათვის“
DESCRIPTION:14 დეკემბერს\, 18:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფუნდამენტური და ინტერდისციპლინარული მათემატიკური კვლევების ინსტიტუტის პროფესორი მერაბ სვანაძე წაიკითხავს ლექციას თემაზე: „თერმოდრეკადობის თეორიის ამოცანები სამგვარი ფოროვნობის სტრუქტურის მქონე მასალებისათვის“. \nმოხსენება ეხება სამგვარი ფოროვნობის სტრუქტურის მქონე მასალების თერმოდრეკადობის თეორიის მდგრადი რხევის გამოკვლეულ ამოცანებსა და მიღებულ შედეგებს\, ესენია: \n\nაიგო სამგვარი ფოროვნობის სტრუქტურის მქონე მასალების თერმოდრეკადობის თეორიის მათემატიკური მოდელი და ამ მოდელის მდგრადი რხევის განტოლებათა სისტემის ფუნდამენტური ამონახსნი ელემენტარული ფუნქციების საშუალებით. ამასთან დადგინდა ამ ამონახსნის ძირითადი თვისებები;\nმიღებულია მდგრადი რხევის განტოლებათა სისტემის ზოგადი ამონახსნის წარმოდგენის ფორმულები;\nაიგო გრინის ფორმულები და დადგინდა რეგულარული ვექტორის უსასრულობაში ქრობის პირობები (გამოსხივების პირობები);\nდამტკიცდა მდგრადი რხევის შიგა და გარე სასაზღვრო ამოცანების რეგულარული (კლასიკური) ამონახსნების ერთადერთობის თეორემები;\nაიგო მარტივი ფენის\, ორმაგი ფენისა და მოცულობითი პოტენციალები და დადგინდა მათი თვისებები;\n\nდრო: 14 დეკემბერი\, 18:30 საათი \nადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის 3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/merab-svanadzis-leqtsia-thermodrekadobis-theoriis-amotsanebi-samgvari-phorovnobis-struqturis-mqone-masalebisathvis/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/12/43190.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181214T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181214T190000
DTSTAMP:20260505T092839
CREATED:20181212T102812Z
LAST-MODIFIED:20240201T123140Z
UID:10001597-1544814000-1544814000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:Giovanni Morra – ბრენდის ხასიათი
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით 10-დან 16 დეკემბრის ჩათვლით სტუდენტური ცხოვრების კვირეული გაიმართება. \nილიაუნის სტუდენტური ცხოვრების კვირეულის ფარგლებში 14 დეკემბერს\, 19:00-20:00 საათზე\, სტუდენტებს შეხვდება Giovanni Morra-ს დამფუძნებელი ნათია სვანიძე თემაზე: „როგორ გადმოვცეთ ბრენდის ხასიათი“. \nStorytelling\, ანუ ამბის მოყოლის ხელოვნება და ბრენდის პერსონიფიცირება – Giovanni Morra-ს\, მამაკაცის აქსესუარებისა და საჩუქრების ქართული სტარტაპის\, ავტორებმა მომხმარებელთან საკომუნიკაციო სტრატეგიის საუკეთესო საშუალებად მიიჩნიეს და შექმნეს ბრენდის ვირტუალური სახე – ჯოვანი მორა\, თავისუფალი და უშუალო პერსონაჟი\, რომელიც ყოველთვის გამოხატავს საკუთარ შეხედულებას მნიშვნელოვან თემებზე. \nდრო: 14 დეკემბერი\, 19:00-20:00 საათი \nადგილმდებარეობა: ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5\, ახალი სტუდენტური სივრცე\, ილიაუნის E კორპუსი\, -1 სართული \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/giovanni-morra-brendis-khasiathi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/12/49404.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181214T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181214T190000
DTSTAMP:20260505T092839
CREATED:20181213T111450Z
LAST-MODIFIED:20240201T123139Z
UID:10001596-1544814000-1544814000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ელენე ჟურავლოვას  ლექცია: „სიგმა-1 რეცეპტორი\, როგორც ნერვული უჯრედის აქტივობის რეგულატორი“
DESCRIPTION:14 დეკემბერს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ქიმიური ბიოლოგიის ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი ელენე ჟურავლოვა წაიკითხავს მოხსენებას „სიგმა-1 რეცეპტორი\, როგორც ნერვული უჯრედის აქტივობის რეგულატორი“. \nსიგმა-1 რეცეპტორი (σ1R)\, ჩაპერონული ცილა\, მემბრანული და მიტოქონდრიული პროცესების ერთგვარ კოორდინატორს წარმოადგენს. σ1R რეცეპტრორები მაღალი ხარისხით ექსპრესირდებიან ცენტრალურ ნერვულ სისტემაში და მათი აქტივაცია ასტიმულირებს ნეირომოდულაციასა და ნეიროპროტექციას\, მაგალითად\, ალცჰეიმერის დაავადების (AD) in vitro და in vivo მოდელებში. მეცნიერებმა ნახეს\, რომ NMDA გლუტამატის რეცეპტორის NR2A ფენოტიპის რეცეპტორების ექსპრესიის მატებას თან ახლავს სიგმა-1 რეცეპტორის დისოციაცია ამ კომპლექსიდან\, ხოლო NR2B-ის ფენოტიპის რეცეპტორთან – nNOS ცილა-ცილოვანი ურთიერთობის გაძლიერება\, რაც საფუძვლად უდევს სიგმა-ნაერთების ნეიროპროტექტორულ ეფექტს. დადგინდა\, რომ უჯრედშიდა სიგმა-რეცეპტორი ფიზიკურად ურთიერთქმედებს მიტოქონდრიაში ლოკალიზებულ მცირე G-ცილა Rac-თან\, იწვევს მის აქტივაციას და ჟანგბადის თავისუფალი რადიკალების ფორმირებას. განსხვავებულად მოქმედებს სიგმა-რეცეპტორი პლაზმურ მემბრანაში ლოკალიზებულ Rac-თან\, რადგან ამ შემთხვევაში\, იგი განაპირობებს ოქსიდაციური პროცესების შენელებას. Rac/სიგმას ურთიერთობის საპირისპირო ეფექტები განპირობებულია Rac-ის დაღმავალი სამიზნე მოლეკულების სხვადასხვაობით პლაზმურ მემბრანაში და მიტოქონდრიებში. გარდა ამისა\, σ1R აქტივობას მიტოქონდრიაში ინგ-იანგ ეფექტი აქვს\, რომელიც ახდენს ROS პროდუქციის\, როგორც ფიზიოლოგიური სიგნალის\, მატებას\, პათოლოგიურ (Aβ-ით გამოწვეულ) პირობებში კი შესამჩნევ ანტი-ოქსიდანტურ აქტივობას ამჟღავნებს.  მიღებული შედეგების საფუძველზე შეიძლება დასკვნის გამოტანა\, რომ სიგმა-1 რეცეპტორი უჯრედულ კომპარტმენტებს შორის ტრანსლოკაციის გზით ახდენს ნერვული უჯრედის სასიგნალო პროცესებისს და მისი მეტაბოლიზმის მოდულირებას\, რომლის მოლეკულური მექანიზმი განსხვავებულია უჯრედის მგდომარეობიდან (ფიზიოლოგიური თუ პათოლოგიური) გამომდინარე. სიგმა ნაერთების ნეიროპროტექციული მოქმედების გამო ისახება ამ ნაერთთა პრევენციულ მედიცინაში გამოყენების პერსპექტივა. \nდრო: 14 დეკემბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის 3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/elene-zhuravlovas-leqtsia-sigma-1-retseptori-rogorts-nervuli-ujredis-aqtivobis-regulatori/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/12/43186.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181214T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181214T190000
DTSTAMP:20260505T092839
CREATED:20181213T132820Z
LAST-MODIFIED:20240201T123134Z
UID:10001595-1544814000-1544814000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:LECTURA DANTIS /დანტეს წაკითხვა – ოცდამერვე ქება
DESCRIPTION:14 დეკემბერს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ყოველკვირეული შეხვედრების ციკლის Lectura Dantis ფარგლებში გაიმართება შეხვედრა\, სადაც წავიკითხავთ და გავაანალიზებთ ოცდამერვე ქებას. \nშეხვედრების ციკლი ეძღვნება დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ ნელსა და დაკვირვებულ წაკითხვა-ანალიზს. \nპროფესორმა ნოდარ ლადარიამ თითქმის დაასრულა ევროპული და მსოფლიო ლიტერატურის ამ უმნიშვნელოვანესი წიგნის ახალი პროზაული თარგმანი და სწორედ ეს\, ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი ქართული ტექსტი გახდება შეხვედრების კითხვისა და განხილვის საგანი. \nშეხვედრების ციკლის მიზანია დანტეს\, როგორც ევროპულ კულტურაზე რეფლექსიის გამორჩეული ობიექტის\, და დანტეს\, როგორც ევროპული კულტურის თვითრეფლექსიის განსაკუთრებული ფიგურის\, ანალიზი\, რათა უკეთ შევძლოთ იმის გაგება\, თუ რა არის ის\, რასაც დღეს ჩვენ ევროპას ვუწოდებთ. \nდრო: 14 დეკემბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ილია ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/lectura-dantis-dantes-tsakithkhva-otsdamerve-qeba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/02/43723.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181214T193000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181214T193000
DTSTAMP:20260505T092839
CREATED:20181213T111807Z
LAST-MODIFIED:20240201T123132Z
UID:10001594-1544815800-1544815800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ რევაზ სოლომონიას ლექცია: „პრედისპოზიცია და მეხსიერება მხედველობითი იმპრინტინგის დროს: მიკრო-რნმ-ები და მათი სამიზნე ცილები“
DESCRIPTION:14 დეკემბერს\, 19:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში გაიმართება ქიმიური ბიოლოგიის ინსტიტუტის პროფესორ რევაზ სოლომონიას ლექცია თემაზე: „პრედისპოზიცია და მეხსიერება მხედველობითი იმპრინტინგის დროს: მიკრო-რნმ-ები და მათი სამიზნე ცილები“ \nწიწილებში მხედველობითი იმპრინტინგის დასწავლის პროცესისა და მეხსიერების ჩამოყალიბების შემდეგ უამრავი სპეციფიკური მოლეკულური განსხვავება აღინიშნება დასწავლის ხარისხის მიხედვით და\, მით უმეტეს\, საკოტროლო ცხოველებთან შედარებით. ყველა ეს აღწერილი განსხვავება დასწავლის შედეგია. თუმცა შეიძლება იყოს გარკვეული მოლეკულები\, რომელთა მიხედვით განსხვავება დასწავლის შედეგს კი არ წარმოადგენს არამედ მათი წინასწარი დონე განსაზღვრავს დასწავლის უნარს/სიძლიერეს. მიკრო-რნმ-ების პროფილირებამ და სხვა ანალიზმა გამოავლინა ერთი ასეთი მათგანი\, კერძოდ\, მიკრო-რნმ-130b-3p. \nდრო: 14 დეკემბერი\, 19:30 საათი \nადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის 3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-revaz-solomonias-leqtsia-predispozitsia-da-mekhsiereba-mkhedvelobithi-imprintingis-dros-mikro-rnm-ebi-da-mathi-samizne-tsilebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/12/43186.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181214T200000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181214T200000
DTSTAMP:20260505T092839
CREATED:20181212T135105Z
LAST-MODIFIED:20240201T123129Z
UID:10001593-1544817600-1544817600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ბრენდის შენება სოციალურ მედიაში
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით 10-დან 16 დეკემბრის ჩათვლით სტუდენტური ცხოვრების კვირეული გაიმართება. \nილიაუნის სტუდენტური ცხოვრების კვირეულის ფარგლებში 14 დეკემბერს\, 20:00-21:00 საათზე\, პროექტ „ADS Georgia – კრეატიული სააგენტოები საქართველოში“ ფარგლებში Leavingstone-ის სოციალური მედიისა და ციფრული რეკლამის განყოფილების ხელმძღვანელი პავლე გაბრიჭიძე შეხვდება სტუდენტებს და ისაუბრებს ბრენდის შექმნის/შენების სპეციფიკასა და პრინციპებზე სოციალურ მედიაში. \nდრო: 14 დეკემბერი\, 20:00-21:00 საათი \nადგილმდებარეობა: ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5\, ახალი სტუდენტური სივრცე\, ილიაუნის E კორპუსი\, -1 სართული \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/brendis-sheneba-sotsialur-mediashi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/12/49413.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181214T210000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181214T210000
DTSTAMP:20260505T092839
CREATED:20181212T103722Z
LAST-MODIFIED:20240201T123126Z
UID:10001592-1544821200-1544821200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:Cannes Lions - International Festival of Creativity
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით 10-დან 16 დეკემბრის ჩათვლით სტუდენტური ცხოვრების კვირეული გაიმართება. \nილიაუნის სტუდენტური ცხოვრების კვირეულის ფარგლებში 14 დეკემბერს\, 21:00-21:30 საათზე\, Leavingstone-ისსოციალური მედიისა და ციფრული რეკლამის განყოფილების ხელმძღვანელი პავლე გაბრიჭიძე და Giovanni Morra-ს დამფუძნებელი ნათია სვანიძე ისაუბრებენ კანის ლომების საერთაშორისო ფესტივალზე\, მის მნიშვნელობასა და საკუთარ გამოცდილებაზე\, რომელიც კონკურსში მონაწილეობის დროს მიიღეს. \nკანის ლომების საერთაშორისო ფესტივალი ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი მოვლენაა მსოფლიო სარეკლამო სფეროში. ფესტივალი 1954 წელს იღებს სათავეს და ყოველწლიურად ქალაქ კანში ტარდება. \nდრო: 14 დეკემბერი\, 21:00-21:30 საათი \nადგილი: ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5\, ახალი სტუდენტური სივრცე\, ილიაუნის E კორპუსი\, -1 სართული \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/cannes-lions-international-festival-of-creativity/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/12/49405.png
END:VEVENT
END:VCALENDAR