BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20180101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181210T090000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181210T090000
DTSTAMP:20260505T092838
CREATED:20181207T112013Z
LAST-MODIFIED:20240202T052319Z
UID:10001643-1544432400-1544432400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სტუდენტური ცხოვრების კვირეული
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით 10-16 დეკემბერს გაიმართება სტუდენტური ცხოვრების კვირეული. ილიაუნის სტუდენტებს ყოველდღიურად შესაძლებლობა ექნებათ\, საკუთარი ინტერესების შესაბამისად მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა ღონისძიებაში. \nკვირეულში აქტიურად მონაწილე სტუდენტები დაჯილდოვდებიან ზამთრის გასვლითი სკოლის საგზურებითა და სხვადასხვა სიმბოლური საჩუქრებით. \n10 დეკემბერი \n\nროგორ გავხდე წარმატებული ფრილანსერი\n\n15:00-17:00 – toptal.com-ის უფროსი მობაილდეველოპერი\, ფრილანსერი ალექსანდრე პატარიძე და უფროსი ვებდეველოპერი\, ფრილანსერი სანდრო დოლიძე სტუდენტებს გაუზიარებენ გამოცდილებას – რატომ გადაწყვიტეს ფრილანსერობა\, როგორ დაიწყეს მუშაობა დისტანციურად\, როგორ შეძლეს შესრულებული სამუშაოს სანაცვლოდ კარგი ანაზღაურების მიღება და\, რაც მთავარია\, საკუთარი ცხოვრების სტილი გახადეს ისეთი\, როგორზეც ოცნებობდნენ. \nE207 \n\nლიტერატურული კლუბი – „მოწითალო და მოშავო“\n\n19:00-20:00 – მწერალი ალექსანდრე ლორთქიფანიძე ისაუბრებს კრებულის „მოწითალო და მოშავო“ შესახებ. „მოწითალო და მოშავო“ ლიტერატურული ექსპერიმენტია და სამ თემატურ ნაწილადაა დაყოფილი.\nდამატებითი ინფორმაციისათვის: https://goo.gl/PXy5Ht \nწიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)  \n  \n\n11 დეკემბერი \n\nჩემპიონატი ბოულინგში (4vs4) – 2018\n\n11:00-16:00 – ბოულინგის შიდაჩემპიონატში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ ილიაუნის სტუდენტებს. თითოეულ გუნდში წევრთა რაოდენობაა 4. ტურნირში მონაწილეობის მსურველი გუნდები უნდა დარეგისტრირდნენ 9 დეკემბრამდე შემდეგ ბმულზე: https://goo.gl/forms/mmNX6vJh44e5cdEN2 . დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ღონისძიების ბმულზე: https://goo.gl/ZxmeAK\nგამარჯვებულ გუნდს გადაეცემა საგზური ილიაუნის ზამთრის სკოლაში. \nბოულინგ ბარი „Ballroom“ (სავაჭრო ცენტრი „გალერია თბილისი”) \n  \n\nილიაუნი – ბათუმის საზღვაო აკადემია\n\n17:00-18:00 – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩართულია სპორტის საუნივერსიტეტო ჩემპიონატებში. ჩვენი ფუტსალის გუნდი ამ სეზონზე საკმაოდ კარგად ასპარეზობს. საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის თასის მერვედფინალში ილიაუნი ბათუმის საზღვაო აკადემიას ხვდება. მატჩის მნიშნელობიდან გამომდინარე გულშემატკივართა მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. გთხოვთ\, მობრძანდეთ და უქომაგოთ ჩვენს გუნდს! \nთბილისის ოლიმპიური სასახლე\, უნივერსიტეტის ქუჩა N15 ა \n\n\nკომიქსები – Stan Lee\n\n18:00-19:30 – სანდრო გვინდაძე\, ილიაუნის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის მაგისტრანტი და მედიაპლატფორმა “ThroughTheNews”-ის კრეატიული მენეჯერი\, ისაუბრებს კომიქსებზე\, როგორც თხრობის ინსტრუმენტზე. ასევე მიმოიხილავს სტენ ლის შემოქმედებას და სხვა საინტერესო საკითხებს. \nახალი სტუდენტური სივრცე\, ილიაუნის E კორპუსი\, -1 სართული \n  \n19:30-22:00 – კომიქსების თემის განხილვის შემდეგ გაიმართება ფილმის “The Avengers” (2012) ჩვენება. ფილმმა შეძლო ის\, რაც მანამდე ყველას წარმოუდგენლად მიაჩნდა – მარველის სხვადასხვა სუპერგმირის დიდ ეკრანზე გაერთიანება. სწორედ 2012 წლის შემდეგ დაიწყო კომიქსებზე ფილმების გადაღების ბუმი. “The Avengers”-ის დამსახურებაა მარველის კინემატოგრაფიული სამყაროს არსებობა და განვითარება. თითქმის ყველა გმირი კი სტენ ლის შექმნილია. \nახალი სტუდენტური სივრცე\, ილიაუნის E კორპუსი\, -1 სართული \n\n\n12 დეკემბერი \n\nუნიმარკეტი #ლუკასთვის\n\n12:00-17:00 – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის მთავარ სპეციალისტს\, 23 წლის ლუკა ალიბეგაშვილს\, დაუდგინდა მწვავე ლეიკემია და ესაჭიროება ძვლის ტვინის გადანერგვა\, რომლის ღირებულებაც არის 75000$.\nუნიმარკეტში მონაწილეობა და ნივთების გასაყიდად მოტანა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს. უნიმარკეტიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება ლუკას გამოჯანმრთელებას. \nდეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://goo.gl/dE8wT9 \nA კორპუსის წინ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32); \n\nსამაგიდო თამაშები\n\n14:00-20:00 – ნებისმიერ სტუდენტს შეეძლება მოსვლა და დროის სასიამოვნოდ გატარება. თქვენ მიიღებთ ინფორმაციას იმის შესახებ\, როგორ ავითარებს სამაგიდო თამაშები სტრატეგიულ\, ვერბალურ თუ სხვა უნარებს. ამასთან გექნებათ საშუალება\, ითამაშოთ: \n\ngame of thrones\nepic spell wars\none night\nkemet\nshogun\ncatan\nsabatior\nterra mistica\nwarewolf\navalon\nდა სხვა\n\nახალი სტუდენტური სივრცე\, ილიაუნის E კორპუსი\, -1 სართული \n  \n\n  \n13 დეკემბერი \n\nინტელექტუალური თამაში – Jeopardy\n\n13:00-15:00 – Jeopardy ამერიკული სატელევიზიო ინტელექტუალური თამაშია\, რომელსაც მრავალწლიანი ისტორია აქვს. თვითონ სიტყვა Jeopardy ნიშნავს რისკს; სიტუაციას\, როდესაც ყველაფერი მხოლოდ სუბიექტზეა დამოკიდებული; თანაბარ შანსებს; მომენტს თამაშში\, როდესაც გამარჯვებისა და დამარცხების შანსი ერთი და იგივეა;\nსტუდენტებს საშუალება ექნებათ\, მონაწილეობა მიიღონ ინტელექტუალურ თამაშში\, გამოიჩინონ თავი და მიიღონ სამახსოვრო და ღირებული პრიზები. \nB201 \n\n  \n14 დეკემბერი \n\nGiovanni Morra – ბრენდის ხასიათი\n\n19:00-20:00 – Storytelling\, ანუ ამბის მოყოლის ხელოვნება და ბრენდის პერსონიფიცირება – Giovanni Morra-ს\, მამაკაცის აქსესუარებისა და საჩუქრების ქართული სტარტაპის ავტორებმა მომხმარებელთან საკომუნიკაციო სტრატეგიის საუკეთესო საშუალებად მიიჩნიეს და შექმნეს ბრენდის ვირტუალური სახე – ჯოვანი მორა\, თავისუფალი და უშუალო პერსონაჟი\, რომელიც ყოველთვის გამოხატავს საკუთარ შეხედულებას მისთვის მნიშვნელოვან თემებზე. \nკომპანიის დამფუძნებელი ნათია სვანიძე გესაუბრებათ თემაზე: როგორ გადმოვცეთ ბრენდის ხასიათი. \nახალი სტუდენტური სივრცე\, ილიაუნის E კორპუსი\, -1 სართული \n  \n\nპავლე გაბრიჭიძე – ბრენდის შენება სოციალურ მედიაში\n\n20:00-21:00 – პროექტ “ADS Georgia – კრეატიული სააგენტოები საქართველოში” ფარგლებში Leavingstone-ის სოციალური მედიისა და ციფრული რეკლამის განყოფილების ხელმძღვანელი პავლე გაბრიჭიძე ისაუბრებს ბრენდის შექმნის/შენების სპეციფიკასა და პრინციპებზე სოციალურ მედიაში. \nახალი სტუდენტური სივრცე \n  \n\nCannes Lions – International Festival of Creativity\n\n21:00-21:30 – კანის ლომების საერთაშორისო ფესტივალი ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი მოვლენაა მსოფლიო სარეკლამო სფეროში. ფესტივალი 1954 წელს იღებს სათავეს და ყოველწლიურად ქალაქ კანში ტარდება. პავლე გაბრიჭიძე და ნათია სვანიძე ისაუბრებენ ფესტივალზე\, მის მნიშვნელობასა და საკუთარ გამოცდილებაზე\, რომელიც კონკურსში მონაწილეობის დროს მიიღეს. \nახალი სტუდენტური სივრცე\, ილიაუნის E კორპუსი\, -1 სართული \n  \n\n  \n15 დეკემბერი \n\nსტუდენტური ცხოვრების ფორუმი\n\n12:00-15:00 – ილიაუნის სტუდენტებისათვის იმართება სტუდენტური ცხოვრების ფორუმი\, რომელში მონაწილეობასაც იღებენ ილიაუნის სტრუქტურული ერთეულები და სტუდენტური კლუბები. თუ გსურს\, მიიღო ინფორმაცია იმ სერვისებზე\, რომელთაც ილიაუნი სთავაზობს სტუდენტებს ან/და გაიგო იმ კლუბების შესახებ\, რომლებიც სტუდენტურ ცხოვრებას მრავალფეროვანს ხდის\, აქტიურად ჩაერთო მათ საქმიანობაში და იყო აქტიური სტუდენტი\, მოდი ფორუმზე! \nB201 \n\n\nILIAUNI Startup Market\n\n14:00-17:00 – ილიაუნიში ყოველწლიურად არაერთი სტუდენტი იწყებს საკუთარ სტარტაპს. თუ გსურს\, გაიგო\, რა შესაძლებლობებს გთავაზობთ FABLAB ILIAUNI და პრეაქსელერატორი Zoomout\, რა სახის პროდუქციის დამზადება შეგიძლია და როგორ\, მოდი სტარტაპგამოფენაზე და გაიცანი ილიაუნის სტარტაპერები. \nA კორპუსის შიდა ეზო\, თეატრის წინ \n\n\nილიაუნის თეატრი – ბრაიან ფრილის „თარგმანები”\n\n20:00-21:45 – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური ხელოვნების პროგრამის სადიპლომო სპექტაკლია\, რომელშიც მოქმედება ვითარდება 1833 წელს ირლანდიის პატარა დასახლება ბეილი ბეგში. სპექტაკლში ჟღერს ეზიო ბოსოს\, სებასტიან ზავადსკის\, ჯონათონ ლის მუსიკა და კონსტანტინე ეჯიბაშვილის სპექციალურად ამ სპექტაკლისთვის შექმნილი მუსიკალური თემა.\nსტუდენტური ცხოვრების კვირეულის ფარგლებში სპექტაკლზე დასწრება შეეძლება პირველ 100 დარეგისტრირებულ სტუდენტს. რეგისტრაცია დაიწყება ორშაბათს\, 10 დეკემბერს\, 11:00 საათზე. 30 ბილეთი კი სხვადასხვა აქტივობაში ჩართულ სტუდენტებს გადაეცემათ. \nილიაუნის თეატრი \n\n\n\n16 დეკემბერი \n\nილიაუნი – პსპ\n\n18:00-19:00 – ილიაუნის ნაკრები მონაწილეობას იღებს პროფესიონალური ფუტსალის ლიგა 2-ში. 6 გუნდიდან შემდეგ ეტაპზე გადის პირველი 4 და თითოეული მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია\, ამიტომ მოგიწოდებთ\, ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენს ნაკრებს. აღნიშნულ ლიგაში ილიაუნის 2-დან 1 მოგება აქვს და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილს იკავებს. \nთბილისის ოლიმპიური სასახლე\, უნივერსიტეტის ქუჩა N15 ა \n\n\nსაკონტაქტო ინფორმაცია:\nstudent.affairs@iliauni.edu.ge\n032 2 22 00 09 (270)\, \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/studenturi-tskhovrebis-kvireuli/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/12/49348.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181210T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181210T160000
DTSTAMP:20260505T092838
CREATED:20181203T090219Z
LAST-MODIFIED:20240202T052316Z
UID:10001642-1544457600-1544457600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ღია გაკვეთილი: „ადამიანის უფლებათა გაკვეთილი – სად იწყება ბოლოს და ბოლოს ადამიანის უნივერსალური უფლებები?
DESCRIPTION:სად იწყება\, ბოლოს და ბოლოს\, ადამიანის უნივერსალური უფლებები? მცირე ადგილებში\, ჩვენი სახლების სიახლოვეს – ისე ახლოს და ისეთ პატარა ადგილებში\, მსოფლიოს ვერც ერთ რუკაზე რომ ვერ მოიძებნება. მაგრამ ცალკეული ადამიანისთვის ეს მთელი სამყაროა; უბანი\, რომელშიც იგი ცხოვრობს; სკოლა ან კოლეჯი\, რომელშიც სწავლობს; ქარხანა\, ფერმა ან დაწესებულება\, სადაც მუშაობს. სწორედ ასეთ ადგილებში ეძიებს კაცი\, ქალი თუ ბავშვი თანაბარ სამართლიანობას\, თანაბარ შესაძლებლობებს\, თანაბარ ღირსებას დისკრიმინაციის გარეშე. თუ ამ უფლებებს აქ არ ენიჭება საკმარისი მნიშვნელობა\, მაშინ არც სხვაგან მიენიჭება. თუ მოქალაქეებმა შეთანხმებული ქმედებით არ განამყარეს ეს უფლებები თავიანთ სახლებთან ახლოს\, მაშინ პროგრესის მოლოდინი დიდ სამყაროშიც ამაო იქნება.\nელენორა რუზველტი \n„ადამიანის უფლებათა გაკვეთილი – ბოლოს და ბოლოს\, სად იწყება ადამიანის უნივერსალური უფლებები?“ ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის ფარგლებში სპეციალურად სკოლის მოსწავლეებისთვის დაგეგმილი ღონისძიებაა\, რომლის მიზანიც მათთვის ადამიანის ძირითადი უფლებების გაცნობაა. \nღონისძიებაზე მოსწავლეები შეძლებენ სამართლის სკოლის სტუდენტებთან ერთად განიხლონ ადამიანის სიცოცხლის\, თავისუფალი გადაადგილების\, სიტყვის თავისუფლების\, განათლებისა და სხვა ძირითადი უფლებები\, ისაუბრონ მათი დაცვის მნიშვნელობასა და დაცვის საშუალებებზე\, დასვან მათთვის საინტერესო შეკითხვები და ჩაერთონ დისკუსიაში. \nღონისძიება 10 დეკემბერს\, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს\, გაიმართება.\nღონისძიების დასასრულს მონაწილეები შეძლებენ ნახონ მურალი (კედლის მხატვრობა) ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის ავტორის\, ელენორ რუზველტის გამოსახულებით\, რომელიც ილიაუნისა და არასამთავრობო ორგანიზაცია Truth Hounds-ის თანამშრომლობით ილიაუნის ერთ-ერთ კედელზე მოიხატა\, და გაიგონ უფრო მეტი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციაზე\, რომელსაც 2018 წელს 70 წელი უსრულდება.\nმათ ასევე დაურიგდებათ ჩანთები ამავე მურალის გამოსახულებით. \nთემები და სპიკერები: \nსიცოცხლის უფლება – თამარ კაპანაძე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულების მკვლევარი; \nგანათლების უფლება – მარიამ მელქაძე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულების მკვლევარი; \nსიტყვის თავისუფლება – ნანო ლიპარტია\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო სამართლისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი; \nრა უნდა ვიცოდეთ ჩვენს უფლებებზე პოლიციასთან ურთიერთობისას – მარიამ ჯიქია\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო სამართლისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი; \nადამიანები შეზღუდული შესაძლებლობებით – ხათუნა ცენტერაძე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო სამართლისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი; \nადამიანის ძირითადი უფლებები სასკოლო პროგრამის ლიტერატურულ ნაწარმოებებში – ფოკი ფაჩულია\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო სამართლისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი; \nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორები: თამარ გურჩიანი და ვახუშტი მენაბდე \n  \nდრო:10 დეკემბერი\, 16:00-18:00 საათი \nადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის N32) \nღონისძიებაზე დასწრებას მოსწავლეების გარდა შეძლებენ დაინტერესებული სტუდენტებიც. ამისთვის საჭიროა სტუდენტებმა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა.\n \n*სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ფარგლებში არსებულ კონკურსში ამ საჯარო ლექციაში მონაწილეობა შეფასდება 1%-ით. \nადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული ყოველწლიურად დეკემბერში იმართება. მისი მიზანი სტუდენტებსა და ახალგაზრდებში ადამიანის უფლებებების პრობლემური საკითხების შესახებ ცოდნის გავრცელება და უნივერსიტეტების თანამშრომლობის გზით ადამიანის უფლებების სამართლის შესახებ იდეათა და მოსაზრებათა აქტიური ურთიერთგაცვლაა. \nდამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ კვირეულის სრული განრიგი. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ghia-gakvethili-adamianis-uphlebatha-gakvethili-sad-itsqheba-bolos-da-bolos-adamianis-universaluri-uphlebebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/12/49340.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181210T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181210T160000
DTSTAMP:20260505T092838
CREATED:20181205T065818Z
LAST-MODIFIED:20240202T052312Z
UID:10001640-1544457600-1544457600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საუბრები ადამიანის უფლებებზე: თანასწორობა მნიშვნელოვანია
DESCRIPTION:10 დეკემბერს\, ორშაბათს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 დარბაზში ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში სახალხო დამცველის აპარატთან ერთად ადამიანის უფლებების დღის აღსანიშნავად გამართავს საჯარო შეხვედრას „საუბრები ადამიანის უფლებებზე: თანასწორობა მნიშვნელოვანია“. \nთანასწორობა\, მრავალფეროვნება და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა განხილული იქნება სხვადასხვა ჭრილში\, მათ შორის: ლიტერატურის\, ფსიქოლოგიის\, კინემატოგრაფიის და ახალგაზრდული აქტივიზმის კონტექსტში.\nშეხვედრას გახსნის საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე.\nმოდერატორი – სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია. \nმღვდელი გიორგი წეროძე ისაუბრებს თანასწორობის ცნებაზე ქრისტიანულ კონტექსტში; ლიტერატურათმცოდნე დავით გორგილაძე განიხილავს\, როგორაა წარმოდგენილი თანასწორობა და მრავალფეროვნება ქართულ ლიტერატურაში; კინომცოდნე თეო ხატიაშვილის მოხსნება შეეხება ქართულ და მსოფლიო კინემატოგრაფიაში არსებულ სიძულვილის ენასა და სტერეოტიპებს\, როგორ შეიძლება კინემატოგრაფში სიძულვილის ენის დაძლევა; ფსიქოლოგი მაია ცირამუა კონკრეტულად მიმოიხილავს დისკრიმინაციის ფსიქოლოგიურ ასპექტებს\, მის გამოწვევ ფაქტორებს და მასთან ბრძოლის ინტრუმენტებს; ქობულეთის მე-5 საჯარო სკოლის დირექტორი ნარგიზ ჯინჭარაძე მოჰყვება თავის ისტორიას – როგორ შეუწყო ხელი ბოშა ბავშვების ინტეგრაციას ქართულ გარემოში; კამპანიის „არა სიძულვილის ენას“ აქტივისტი მარია ანდრეევა ისაუბრებს თავის გამოცდილებასა და ახალგაზრდების როლზე სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლაში. \nღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ჟურნალისტები\, სტუდენტები\, სამოქალაქო საზოგადოება და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. მათ შესაძლებლობა ექნებათ\, გაუზიარონ მოსაზრებები აუდიტორიას ადამიანის უფლებების\, თანასწორობისა და მრავალფეროვნების შესახებ\, ასევე დატოვონ წერილობითი მესიჯები სპეციალურად შექმნილ ადამიანის უფლებების კედელზე. \nსაკონტაქტო პირი: ნათია ქანთარია\, ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.\nელფოსტა: natia.kantaria@coe.int;\nტელეფონი: +995 555 633543; \nღონისძიება „საუბრები ადამინის უფლებებზე: თანასწორობა მნიშვნელოვანია“ ორგანიზებულია თანამშრომლობის პროექტის „ბრძოლა დისკრიმინაციის\, სიძულვილის დანაშაულის და სიძულვილის ენის წინააღმდეგ საქართველოში“ ფარგლებში\, რომელიც ხორციელდება ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის მიხედვით საქართველოში. \nსამუშაო ენები: ქართული და ინგლისური (უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი) \nდრო: 10 დეკემბერი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: B201 დარბაზი (ი. ჭავჭავაძის გამზირი N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/saubrebi-adamianis-uphlebebze-thanastsoroba-mnishvnelovania/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/12/49330.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181210T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181210T170000
DTSTAMP:20260505T092838
CREATED:20181206T163323Z
LAST-MODIFIED:20240201T123255Z
UID:10001624-1544461200-1544461200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სტუდენტური კონფერენცია „საკონსტიტუციო მართლმსაჯულების როლი სამართლის განვითარებაში“
DESCRIPTION:10 დეკემბერს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში ილიაუნის ფედერალისტთა კლუბი სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრთან თანამშრომლობით მართავს სტუდენტურ კონფერენციას თემაზე: „საკონსტიტუციო მართლმსაჯულების როლი სამართლის განვითარებაში“. \nკონფერენციას გახსნის ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენელი საქართველოში\, აშშ-ის საელჩოს მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში მაიკ გრანტი.\n\nკონფერენცის პირველი ნაწილი დაეთმობა შემდეგ საკითხებს: \n\nამერიკის დამფუძნებელი მამების მოღვაწეობა და პირველი კონსტიტუციის შექმნა;\nსაკონსტიტუციო მართლმსაჯულების იდეის დაბადება – მერბერი მედისონის წინააღმდეგ;\nსაკონსტიტუციო მართლმსაჯულების დამკვიდრება საქართველოში – ისტორიული კონტექსტი და მოქმედი მართლმსაჯულების სიტემა.\n\nმეორე ნაწილი კი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საკუთარ გადაწყვეტილებებში (1996-2017 წლები) მნიშვნელოვანი სამართლებრივი ტერმინების განმარტებების პრეზენტაციას დაეთმობა. \nკონფერენციაზე მოხსენებებით წარდგებიან ილიაუნის ფედერალისტთა კლუბის წევრები: მურად შუბითიძე\, ლევან ოსაძე\, ბარბარე მაჭარაშვილი\, მარიამ ხურცილავა\, მაია თოდუა\, თათა ლუაშვილი\, ანუკი ლუაშვილი\, მარიამ ხონელიძე\, ნინო ბორაშვილი\, ხატია სიხარულიძე\, მარიამ სხილაძე\, მარიამ ფორჩხიძე\, გიორგი რურუა\, გალაქტიონ ფახურიძე. \nკონფერენციას მოდერირებას გაუწევენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის თანამშრომლები: ცენტრის დირექტორი გიორგი მელაძე და ცენტრის მკვლევარი გიორგი მუმლაძე. \n* „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ფარგლებში არსებულ კონკურსში აღნიშნულ სტუდენტურ კონფერენციაში მონაწილეობა შეფასდება 2%-ით\, დასწრება კი – 1%-ით. \nდრო: 10 დეკემბერი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ი.ჭავჭავაძის გამზ.: N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/studenturi-konpherentsia-sakonstitutsio-marthlmsajulebis-roli-samarthlis-ganvitharebashi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181210T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181210T170000
DTSTAMP:20260505T092838
CREATED:20181207T064821Z
LAST-MODIFIED:20240201T123252Z
UID:10001623-1544461200-1544461200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სტუდენტური კონფერენცია „საკონსტიტუციო მართლმსაჯულების როლი სამართლის განვითარებაში“
DESCRIPTION:10 დეკემბერს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში ილიაუნის ფედერალისტთა კლუბი სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრთან თანამშრომლობით მართავს სტუდენტურ კონფერენციას თემაზე: „საკონსტიტუციო მართლმსაჯულების როლი სამართლის განვითარებაში“. \nკონფერენციას გახსნის ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენელი საქართველოში\, აშშ-ის საელჩოს მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში მაიკ გრანტი. \nკონფერენცის პირველი ნაწილი დაეთმობა შემდეგ საკითხებს: \n\nამერიკის დამფუძნებელი მამების მოღვაწეობა და პირველი კონსტიტუციის შექმნა;\nსაკონსტიტუციო მართლმსაჯულების იდეის დაბადება – მერბერი მედისონის წინააღმდეგ;\nსაკონსტიტუციო მართლმსაჯულების დამკვიდრება საქართველოში – ისტორიული კონტექსტი და მოქმედი მართლმსაჯულების სიტემა.\n\nმეორე ნაწილი კი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საკუთარ გადაწყვეტილებებში (1996-2017 წლები) მნიშვნელოვანი სამართლებრივი ტერმინების განმარტებების პრეზენტაციას დაეთმობა. \nკონფერენციაზე მოხსენებებით წარდგებიან ილიაუნის ფედერალისტთა კლუბის წევრები: მურად შუბითიძე\, ლევან ოსაძე\, ბარბარე მაჭარაშვილი\, მარიამ ხურცილავა\, მაია თოდუა\, თათა ლუაშვილი\, ანუკი ლუაშვილი\, მარიამ ხონელიძე\, ნინო ბორაშვილი\, ხატია სიხარულიძე\, მარიამ სხილაძე\, მარიამ ფორჩხიძე\, გიორგი რურუა\, გალაქტიონ ფახურიძე. \nკონფერენციას მოდერირებას გაუწევენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის თანამშრომლები: ცენტრის დირექტორი გიორგი მელაძე და ცენტრის მკვლევარი გიორგი მუმლაძე. \n„სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ფარგლებში არსებულ კონკურსში აღნიშნულ სტუდენტურ კონფერენციაში მონაწილეობა შეფასდება 2%-ით\, დასწრება კი – 1%-ით. \nდრო:10 დეკემბერი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/studenturi-konpherentsia-sakonstitutsio-marthlmsajulebis-roli-samarthlis-ganvitharebashi-2/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/12/49345.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181210T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181210T170000
DTSTAMP:20260505T092838
CREATED:20181207T135411Z
LAST-MODIFIED:20240202T052310Z
UID:10001639-1544461200-1544461200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო ლექცია თემაზე: \,\,ცხოველთა კეთილდღეობა და უფლებები“
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინიციატივით მიმდინარეობს საჯარო ლექციების კურსი: „ყველაფერი შინაური ცხოველების შესახებ“. \n10 დეკემბერს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ცხოველთა უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ცხოველთა უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე თინათინ ჭავჭანიძე წაიკითხავს ამ კურსის მეექვსე ლექციას თემაზე: \,\,ცხოველთა კეთილდღეობა და უფლებები“. \nლექციის ძირითადი თემებია: \n\nცხოველთა უფლებების საერთაშორისო დღე\, მისი მნიშვნელობა და ამ მოძრაობის ისტორია;\nრა განსხვავებაა ცხოველთა უფლებებისთვის ბრძოლასა და კეთილდღეობისთვის ბრძოლას შორის;\nცხოველთა უფლებების დეკლარაცია\, ევროპული კონვენციები\, აქტივიზმის მიღწევები;\nვეგეტარიანიზმისა და ვეგანიზმის მნიშვნელობა კლიმატის ცვლილებებში.\n\nლექციების კურსი 13 ლექციას მოიცავს. კურსის დასრულების შემდეგ მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცემათ. \nდრო: 10 დეკემბერი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. N1)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-leqtsia-themaze-tskhoveltha-kethildgheoba-da-uphlebebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/12/49350.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181210T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181210T190000
DTSTAMP:20260505T092838
CREATED:20181205T074421Z
LAST-MODIFIED:20240201T123250Z
UID:10001622-1544468400-1544468400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში: შეხვედრა მწერალ ალექსანდრე ლორთქიფანიძესთან
DESCRIPTION:10 დეკემბერს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი გეპატიჟებათ მწერალ ალექსანდრე ლორთქიფანიძესთან შეხვედრაზე. \nალექსანდრე ლორთქიფანიძე ისაუბრებს კრებულის „მოწითალო და მოშავო“ შესახებ. „მოწითალო და მოშავო“ლიტერატურული ექსპერიმენტია. წიგნი სამ თემატურ ნაწილადაა გაყოფილი: „მოწითალო“\, პოემა პროზაული ჩანართებით\, აღწერს პოეტის ამაღელვებელ\, საინტერესო შთაბეჭდილებებით სავსე მოგზაურობას იტალიაში. ნაწარმოებში ერთმანეთს ერწყმის წარსული იტალია რომის მემკვიდრეობით\, რომელზეც თანამედროვე ევროპული ცივილიზაცია დაშენდა\, და ულტრათანამედროვე\, ბრენდებითა და ტურისტებით სავსე ქალაქები. ორივე იტალიის ქუჩებში იტალიის დიდებულ გმირებთან ერთად გამუდმებით ვხვდებით განსხვავებული ეპოქებიდან და სივრცეებიდან მოსულ ადამიანებს\, მათ შორის ეგნატე ნინოშვილს\, რომელიც\, ერთი შეხედვით\, თითქოს არაფერ შუაშია\, მაგრამ სინამდვილეში ამ ნაწარმოებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს; „და“ მხოლოდ ერთი ლექსია და ერთგვარი ამოვარდნაა მთლიანი კრებულიდან\, განსხვავებული ლირიული ხასიათით ის თითქოს ცალკე დგას და ამოსუნთქვის საშუალებას აძლევს მკითხველს\, თან\, ამავე დროს\, ორ ნაწილს ერთმანეთთან აკავშირებს; „მოშავო“ ლექსების კრებულია\, რომელიც ქართული რეალობისა და ავტორის პირადი განცდების ასახვას წარმოადგენს. ყოველ ლექსს აქვს ერთი საერთო ნიშანი – უდიდესი გულწრფელობა\, რომლითაც ალექსანდრე ლორთქიფანიძე ჰყვება ხან საკუთარ\, ხან სახელოვან ადამიანთა\, ხანაც უბრალო მოკვდავთა სულისშემძვრელ ამბებს. \nდრო: 10 დეკემბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n  \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-literaturul-klubshi-shekhvedra-mtseral-aleqsandre-lorthqiphanidzesthan/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/12/49352.png
END:VEVENT
END:VCALENDAR