BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20180101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181203T131200
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181203T131200
DTSTAMP:20260505T164934
CREATED:20181203T091223Z
LAST-MODIFIED:20240202T052432Z
UID:10001663-1543842720-1543842720@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანის უფლებებისა და საკონსტიტუციო სამართლის კლინიკის გახსნა
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანის უფლებებისა და საკონსტიტუციო სამართლის კლინიკა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (USAID/PROLoG) პროგრამის თანამშრომლობის ფარგლებში შეიქმნა. \nკლინიკა 2018-2019 სასწავლო წლიდან ფუნქციონირებს და მისი მთავარი მისია სამართლებრივი ცოდნის შექმნა\, გადაცემა\, გამოყენება\, სტუდენტებისთვის საკონსტიტუციო სამართლისა და ადამიანის უფლებების სფეროში სწავლების თეორიული\, პრაქტიკული და საადვოკატო უნარ-ჩვევების გამომუშავება\, იურიდიული აზროვნების განვითარება და ღირებულებების ჩამოყალიბებაა. \nკლინიკა ორი მიმართულებით მუშაობს\, ესენია: ადამიანის უფლებები და საკონსტიტუციო სამართალი. მისი მიზანია\, გააღრმაოს სტუდენტებში ადამიანის უფლებების\, როგორც უზენაესი ღირებულებების\, პატივისცემა და ხელი შეუწყოს საკოსტიტუციო სამართლისა და ადამიანის უფლებების სფეროში სამართალწარმოების განვითარებას. \nკლინიკა ფოკუსირებულია საკონსტიტუციო სამართლისა და ადამიანის უფლებების სფეროში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და სოციალურად დაუცველი\, დისკრიმინაციის ან/და ძალადობის მსხვერპლი მოქალაქეების საქმეების სამართალწარმოებაზე. \nკლინიკის საქმიანობის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მაგისტრანტები და მომავალში საბაკალავრო საფეხურის დამამთავრებელი კურსის სტუდენტები\, რომლებსაც გავლილი აქვთ სავალდებულო ორიენტაცია\, აკადემიური კურსის პარალელურად\, კვალიფიციური იურისტების მეთვალყურეობით გასცემენ უფასო იურიდიულ კონსულტაციას\, ამზადებენ იურიდიულ დოკუმენტებს სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის\, აწარმოებენ საქმეებს\, როგორც ადმინისტრაციულ ორგანოებში\, ასევე საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოებში. \n11 დეკემბერს კლინიკა ოფიციალურად გაიხსნება და დაინტერესებულ პირებს მიაწვდის ინფორმაციას სამომავლო საქმიანობის\, მუშაობის პრინციპების\, გეგმებისა და მიმდინარე საქმეების შესახებ. \nღონისძიებას დაესწრებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგა ზედანია\, სამართლის სკოლის დეკანი ირაკლი ფორჩხიძე\, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ პროგრამის წარმომადგენლები. \nდრო: 11 დეკემბერი\, 17:00-18:00 საათი \nადგილმდებარეობა: ადამიანის უფლებებისა და საკონსტიტუციო სამართლისა კლინიკა (A410)\, ი. ჭავჭავაძის გამზირი N32. \nადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული ყოველწლიურად დეკემბერში იმართება. მისი მიზანი სტუდენტებსა და ახალგაზრდებში ადამიანის უფლებებების პრობლემური საკითხების შესახებ ცოდნის გავრცელება და უნივერსიტეტების თანამშრომლობის გზით ადამიანის უფლებების სამართლის შესახებ იდეათა და მოსაზრებათა აქტიური ურთიერთგაცვლაა. \nდამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ კვირეულის სრული განრიგი. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ilias-sakhelmtsipho-universitetis-adamianis-uphlebebisa-da-sakonstitutsio-samarthlis-klinikis-gakhsna/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/12/49324.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181203T133300
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181203T133300
DTSTAMP:20260505T164934
CREATED:20181203T093334Z
LAST-MODIFIED:20240202T052429Z
UID:10001662-1543843980-1543843980@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის ჩემპიონატი მკლავჭიდში
DESCRIPTION:16 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართება შიდა საუნივერსიტეტო ჩემპიონატი მკლავჭიდში შემდეგ წონით კატეგორიებში: 60\, 70\, 80\, 80+ კგ. მარჯვენა და მარცხენა ხელით ცალ-ცალკე. წონაში დაშვება– 3 კგ. \nმონაწილეთააწონადაკენჭისყრაგაიმართებაღონისძიებისჩატარებისადგილზეშეჯიბრებისდაწყებამდე 1 საათითადრე.\nტურნირში მონაწილეობის უფლება აქვთ ილიაუნის სტუდენტებს.\nგამარჯვებულებს გადაეცემათ შესაბამისი მედლები და სიგელები. \nდაინტერესების შემთხვევაში\, გთხოვთ\, შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა. \nრეგისტრაციის ბოლო ვადაა 2018წლის 14 დეკემბერი. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-chempionati-mklavtchidshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/12/49307.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181203T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181203T180000
DTSTAMP:20260505T164934
CREATED:20181130T064553Z
LAST-MODIFIED:20240202T052426Z
UID:10001661-1543860000-1543860000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ჰომო-საპიენს საპიენსები საქართველოს ტერიტორიაზე გაცილებით ადრე გამოჩნდნენ – ახალი აღმოჩენები ზემო იმერეთის ორთვალა კლდის მღვიმეში
DESCRIPTION:3 დეკემბერს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ზემო იმერეთის ორთვალას კლდის მღვიმეში ილიაუნის არქეოლოგების ჯგუფის ახალი აღმოჩენების პრეზენტაცია. \nზემო იმერეთის ორთვალა კლდის ერთ-ერთი მღვიმური სადგომის თანამედროვე მეთოდებით კვლევისას ილიაუნის არქეოლოგთა ჯგუფმა პროფესორ ნიკოლოზ თუშაბრამიშვილის ხელმძღვანელობით აღმოაჩინა ჰომო-საპიენს საპიენსების ნაშთები ნეანდეტალელების ნაშთებთან ერთად. მეცნიერების აზრით\, ეს ნიშნავს\, რომ ჰომო-საპიენს საპიენსები საქართველოს ტერიტორიასა და\, ზოგადად\, რეგიონში გაცილებით ადრე გამოჩნდნენ\, ვიდრე ეს ოდესმე ვინმეს უვარაუდია. \nამასთან დადგინდა\, რომ ჰომო-საპიენს საპიენსები იყენებდნენ ისეთივე ქვის იარაღების დამზადების შუა პალეოლითურ\, მუსტიერულ ტექნოლოგიას\, როგორსაც ნეანდერტალელები. \nორთვალა კლდეში\, 43 000 წლის წინანდელ ფენაში\, მკვლევრების კიდევ ერთი მოულოდნელი აღმოჩენაა მაკაკას ნაშთი\, რომელიც\, მეცნიერთა აზრით\, მიუთითებს იმ ფაქტზე\, რომ საქართველოს პალეოეკოლოგია თავიდან არის შესასწავლი. \nდრო: 3 დეკემბერი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზირი N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/homo-sapiens-sapiensebi-saqarthvelos-teritoriaze-gatsilebith-adre-gamochndnen-akhali-aghmochenebi-zemo-imerethis-orthvala-kldis-mghvimeshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/11/49273.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181203T193000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181203T193000
DTSTAMP:20260505T164934
CREATED:20181127T080339Z
LAST-MODIFIED:20240202T052424Z
UID:10001660-1543865400-1543865400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში: კრებულის „ძილისპირული ამბები მეამბოხე გოგონებისთვის“ პრეზენტაცია
DESCRIPTION:3 დეკემბერს\, 19:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი გიწვევთ წიგნის „ძილისპირული ამბები მეამბოხე გოგონებისთვის“ პრეზენტაციაზე. \nძილისპირული ამბები მეამბოხე გოგონებისთვის ზღაპრებად მოთხრობილი ბიოგრაფიების კრებულია\, რომელიც 100 განსაკუთრებული ქალის ისტორიას აერთიანებს. წიგნი გაფორმებულია 60 სხვადასხვა ქალი მხატვრის მიერ. შთამბეჭდავი ილუსტრაციები და პატარა მკითხველებისთვის გასაგები ენით მოთხრობილი საინტერესო ამბები ნებისმიერ ბავშვსა თუ მშობელს მოხიბლავს.\nწიგნს მთარგმნელი სალომე ბენიძე წარადგენს\, ხოლო მოდერატორი ნესტან კვინიკაძე იქნება. \nდრო: 3 დეკემბერი\, 19:30 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-literaturul-klubshi-krebulis-dzilispiruli-ambebi-meambokhe-gogonebisthvis-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/11/49264.png
END:VEVENT
END:VCALENDAR