BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20180101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181126T090000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181126T090000
DTSTAMP:20260506T081930
CREATED:20181024T110903Z
LAST-MODIFIED:20240202T052659Z
UID:10001677-1543222800-1543222800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ინტენსიური კურსი „ომიკების მონაცემთა ინტეგრაცია“
DESCRIPTION:„მულტი-ომიკების“ მონაცემთა ანალიზის ორდღიანი ინტენსიური კურსის „ომიკების მონაცემთა ინტეგრაცია“ – თბილისი\,2018 ფარგლებში უცხოელი ინსტრუქტორები წარმოგვიდგენენ მაღალი წარმადობის ბიოლოგიურ მონაცემთა ანალიზის\, ვიზუალიზაციისა და ინტეგრაციის პრაქტიკულ მაგალითებს  სტატისტიკური პროგრამირების R ენის გამოყენებით. კურსი ფოკუსირებული იქნება ტრანსკრიპტომიკის (RNA-seq)\, მეთილაციის (Methy-seq) და ქრომატინის შეღწევადობის (ATAC-seq) მონაცემებზე. \nკურსი ითვალისწინებს რამდენიმე პრაქტიკულ სემინარს\, რომელთა ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან მონაცემთა ანალიზთან დაკავშირებულ რეალურ სირთულეებს. პროგრამის ბოლოს მონაწილეები შეძლებენ ცალკეული „ომიკების“ მონაცემთა საბაზისო ანალიზს და ეცოდინებათ კონკრეტული ტიპის „ომიკების“ ინტეგრაციული ანალიზის ძირითადი სტრატეგიები. \n„ომიკების“ ტექნოლოგიები საშუალებას გვაძლევს\, ვიკვლიოთ უჯრედული მექანიზმები\, რომლებიც საფუძვლად უდევს ბიოლოგიურ პროცესებს. „ომიკების“ მონაცემების დამუშავებამ მნიშვნელოვანი გარდატეხა შეიტანა ბიოლოგიასა და ბიომედიცინაში\, კერძოდ\, ხელი შეუწყო ახალი დარგების\, მათ შორის ზუსტი მედიცინის\, განვითარებას. \nინსტრუქტორები \n• დავიდ გომეზ კაბრერო\, ტრანსლაციური ბიოინფორმატიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი\, ნავარაბიომედი\, პამპლონა\, ესპანეთი\n• ნურია პლანელ პიკოლა\, ბიოინფორმატიკოსი\, ტრანსლაციური ბიოინფორმატიკის დეპარტამენტი\, ნავარაბიომედი\, პამპლონა\, ესპანეთი\n• ვინჩენცო ლაგანი\, ასოცირებული პროფესორი ბიოინფორმატიკის მიმართულებით\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, საქართველო \nმოთხოვნები\nრეკომენდებულია შემდეგი წინაპირობების დაცვა: \n• ძირითადი უჯრედული პროცესების ცოდნა: რნმ-ის ტრანსკრიფცია და ეპიგენეტიკური მექანიზმები. მოსამზადებელი მასალები ხელმისაწვდომი იქნება არაბიოლოგიური განათლების მქონე მონაწილეებისათვის.\n• პროგრამირების (სასურველია R პროგრამის) საფუძვლების ცოდნა. პროგრამირების უნარ-ჩვევების არმქონე მონაწილეები შეძლებენ კურსის ძირითადი კონცეპტების გაგებას. პრაქტიკულ სემინარებზე მონაწილეობისათვის სასურველია R სტატისტიკური პროგრამირების ენის საფუძვლების გაცნობა\, რაც შესაძლებელია DataCamp–ის უფასო ოთხსაათიან სემინარზე. \nმონაწილეებს თან უნდა ჰქონდეთ ლეპტოპები. \n„ომიკების“ მონაცემთა ინტეგრაცია – თბილისი\, 2018: ღონისძიება-ანალოგი \n„ომიკების“ მონაცემთა ინტეგრაცია – თბილისი\, 2018 წარმოადგენს შემდეგი თაობის თანმიმდევრულობისა (NGS) და მონაცემთა ინტეგრაციის თემაზე STATegra პროექტის ფარგლებში ორგანიზებული კურსის ანალოგს\, რომელიც ჩატარდება მიმდინარე წლის 24–28 სექტემბერს ნავარაბიომედში. \nEspurna2K–ის ანალოგი ღონისძიებები ითვალისწინებს მაღალი დონის საგანმანათლებლო ინიციატივების გავრცელებას ისეთ ცენტრებში\, სადაც მსგავსი ინიციატივები არ ხორციელდება. ამ ღონისძიებების მიზანია სპეციფიკური საკითხების შესახებ ცოდნის გავრცელება\, ეფექტური პროცესების სტიმულირება და მდგრადი და დამოუკიდებლად განვითარებადი სამეცნიერო ჯგუფების ჩამოყალიბების ხელშეწყობა. \nდრო: 26–27 ნოემბერი\, 2018 წელი \nადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია ( ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nკურსი უფასოა. \nრეგისტრაცია: კანდიდატები უნდა დარეგისტრირდნენ ელექტრონული ფორმის საშუალებით არა უგვიანეს 2018 წლის 18 ნოემბრისა. მონაწილეების შერჩევისას უპირატესობა მიენიჭებათ იმ კანდიდატებს\, რომელთა პროფილი უფრო მეტად შეესაბამება კურსის მოთხოვნებს. \nკონტაქტი: contact@espurna2k.org \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/intensiuri-kursi-omikebis-monatsemtha-integratsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/10/48946.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181126T100000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181126T100000
DTSTAMP:20260506T081930
CREATED:20181122T093402Z
LAST-MODIFIED:20240202T052656Z
UID:10001676-1543226400-1543226400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ტრენინგი „ეფექტური კომუნიკაციის ძალა“
DESCRIPTION:26 ნოემბერს\, 10:00-დან 13:00 საათამდე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში სამართლის სკოლის ინიციატივით გაიმართება ტრენინგი „ეფექტური კომუნიკაციის ძალა“ სამართლის სკოლის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტების ახალი ნაკადისთვის. \nტრენინგი მოიცავს შემდეგ თემებს: \n\nეფექტური პრეზენტაციის ჩატარება;\nშედეგზე ორიენტირებული შეხვედრის წარმართვა;\nწაკითხვადი ტექსტის წერა.\n\nტრენინგს ჩაატარებს ანდრო გიგაური\, არასამთავრობო ორგანიზაცია „არაძალადობრივი კომუნიკაციის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი და ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის სკოლის მაგისტრი. \nტრენინგში მონაწილეობას მიიღებს პირველი 40 სტუდენტი\, რომლებიც გაივლიან რეგისტრაციას შემდეგ ბმულზე. \n* „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ფარგლებში არსებულ კონკურსში ამ ტრენინგის გავლა შეფასდება 1%-ით. \nდრო: 26 ნოემბერი\, 10:00-13:00 საათი \nადგილმდებარეობა: აუდიტორია A 101 (ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/treningi-epheqturi-komunikatsiis-dzala-3/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/11/49102.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181126T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181126T190000
DTSTAMP:20260506T081930
CREATED:20181122T092340Z
LAST-MODIFIED:20240202T052653Z
UID:10001675-1543258800-1543258800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო ლექცია: გოეთე და ნიცშე
DESCRIPTION:26 ნოემბერს\, 19:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი გიწვევთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის\, გერმანისტის კოკა ბრეგაძის ლექციაზე: „გოეთე და ნიცშე” \nმოხსენებაში საუბარი იქნება „ზარატუსტრას“ არაერთ ინტერტექსტუალურ მიმართებაზე გოეთეს „ფაუსტისადმი“ და იმ პოლემიკაზე\, რომელსაც ნიცშე უმართავს გოეთეს და მის „ფაუსტს“. \nნიცშეს ფილოსოფიურ შემოქმედებაში\, კერძოდ\, მის „ასე იტყოდა ზარატუსტრაში“\, მრავალი ინტერტექსტუალური შრეა. მაგრამ ნიცშეს ტექსტში უმთავრეს ინტერტექსტუალურ შრეს ქმნის გოეთეს „ფაუსტისადმი“ მიმართება. ამ თვალსაზრისით ისიც საკმარისია\, რომ\, დიდი ალბათობით\, ნიცშემ თავის „ზეკაცის“ (“Übermensch”) კონცეპტისათვის ინსპირაცია სწორედ „ფაუსტიდან“ მიიღო და თავად ტერმინ „ზეკაცს“ სწორედ გოეთეს „ფაუსტს“ დაესესხა – „ზეკაცის“ ტერმინი ნიცშეს ორიგინალური მიგნება კი არ იყო\, არამედ მან ეს სიტყვა პირდაპირ გოეთეს ტექსტიდან აიღო\, თუმცა მას სხვა შინაარსი შესძინა. \nდრო: 26 ნოემბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ილია ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-leqtsia-goethe-da-nitsshe/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/11/49234.png
END:VEVENT
END:VCALENDAR