BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20180101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180607T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180607T150000
DTSTAMP:20260506T114924
CREATED:20180531T075422Z
LAST-MODIFIED:20240202T053756Z
UID:10001822-1528383600-1528383600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საერთაშორისო ექსპერტის კამელია ბულატის ვორკშოპი - ბიზნეს-ასოციაციების მნიშვნელობა და მათი განვითარება
DESCRIPTION:7 ივნისს\, 15:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ USAID-ის პროექტის G4G-ის მოწვევით და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ორგანიზებით Center for International Private Enterprise (CIPE)-ის ექსპერტი კამელია ბულატი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ჩაატარებს ვორკშოპს თემაზე „ბიზნეს-ასოციაციების მნიშვნელობა და მათი განვითარება“. \nვორკშოპის თემატიკა \nმომხსენებელი ისაუბრებს ბიზნეს-ასოციაციების როლზე; მათი მუშაობის სპეციფიკასა და მახასიათებლებზე\, რომლებიც ამ ტიპის ორგანიზაციებს საჯარო უწყებებისა და კერძო კომპანიებისგან განასხვავებს; ბიზნეს-ასოციაციების საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე; ბიზნეს-ასოციაციის დაფუძნების შესაძლებლობებსა და პროცედურებზე. \nმომხსენებლის შესახებ \nკამელია ბულატი არის Center for International Private Enterprise (CIPE)-ის ექსპერტი და ამავე ორგანიზაციის მიერ დაფუძნებული „ორგანიზაციული მენეჯმენტის რეგიონული ცენტრის“ RCOM (რუმინეთი) აღმასრულებელი დირექტორი. \nმას აქვს მსოფლიოს მასშტაბით სამოქალაქო საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფთან (ბიზნეს-ასოციაციები; დამსაქმებელთა ორგანიზაციები; სავაჭრო პალატები; ქალთა წარმომადგელობები და ა. შ.) მუშაობის 15-წლიანი გამოცდილება. \nფლობს Open University (UK)-ის მაგისტრის ხარისხს ბიზნესის ადმინისტრირებაში. \n\n მომხსენებლის ვრცელი ბიოგრაფია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/2kDIceZ\n\nროგორ დავესწრო ვორკშოპს? \nდასწრება შეუძლია ვორკშოპის თემატიკით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს. დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია (ადგილები შეზღუდულია და უპირატესობა მიენიჭებათ იმ აპლიკანტებს\, რომლებიც უფრო ადრე დარეგისტრირდებიან). \n\n რეგისტრაციის ბოლო ვადა 2018 წლის 5 ივნისი.\n რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://bit.ly/2J0wcyI\n\nდრო: 7 ივნისი\, 15:00 საათი; \nვორკშოპის ხანგრძლივობა: 2 საათი \nსამუშაო ენა: ინგლისური \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზირი #32 \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/saerthashoriso-eqspertis-kamelia-bulatis-vorkshopi-biznes-asotsiatsiebis-mnishvneloba-da-mathi-ganvithareba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/05/46987.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180607T193000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180607T193000
DTSTAMP:20260506T114924
CREATED:20180604T080013Z
LAST-MODIFIED:20240202T053753Z
UID:10001821-1528399800-1528399800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში: მწერალსა და მთარგმნელ მიხეილ ანთაძესთან შეხვედრა
DESCRIPTION:7 ივნისს\, 19:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა გეპატიჟებათ მწერალსა და მთარგმნელ მიხეილ ანთაძესთან შეხვედრაზე. სტუმარი ჟოზე სარამაგუს რომანების – „კაენი“ და „იესოს სახარება“ შესახებ ისაუბრებს. \nავტორის შესახებ \nჟოზე სარამაგუს (1922-2010) ნამდვილი გვარია დე სუზა. ის პორტუგალიის სოფელ აზინაგაში\, გლეხის ოჯახში დაიბადა და მოგვიანებით ოჯახთან ერთად ლისაბონში გადავიდა საცხოვრებლად. ტექნიკური სასწავლებლის დასრულების შემდეგ მუშაობდა ავტოშემკეთებლად\, შემდეგ თარჯიმნობა სცადა და ერთხანს ჟურნალისტიც იყო.\nსარამაგუმ წერა 58 წლის ასაკში დაიწყო. ის არაერთი რომანის\, პოემის\, ზღაპრისა და სხვა ლიტერატურული ნაწარმოების ავტორია. მისი ყველაზე ცნობილი რომანი „იესოს სახარება“ 1991 წელს გამოიცა და სწრაფად მოუტანა ავტორს აღიარება. ამ ერთი შეხედვით სკანდალურ ნაწარმოებში აღწერილია იესოს დაბადება\, ბავშვობა და სიყმაწვილე – გზა მისი ადამიანობიდან გაღმერთებამდე. \n„იესოს სახარების“ შესახებ \n„იესოს სახარებას“ მალევე მოჰყვა არაერთგვაროვანი შეფასება. ვატიკანმა ნაწარმოებს „მკრეხელური“ უწოდა\, მწერალი კი კანონიკურ სახარებათა პაროდიის დაწერისთვის მწვალებლად შერაცხა. თუმცა\, იყო სხვაგვარი აზრიც – ლისაბონის კარდინალის სიტყვით\, „არ არსებობს გონიერი მორწმუნე\, რომელიც ამ რომანით არ აღფრთოვანდება”.\nასეა თუ ისე\, „იესოს სახარებამ“ განსაკუთრებული როლი შეასრულა ავტორის ბიოგრაფიაში და სწორედ მისი გამოქვეყნების შემდეგ გახდა სარამაგუ პირველი პორტუგალიურენოვანი მწერალი\, რომელსაც ნობელის პრემია მიანიჭეს ლიტერატურაში. \n„კაენის“ შესახებ \nსარამაგუს ბოლო რომანი „კაენი“ ძველი აღთქმის „რემეიქია“. ნაწარმოების სიუჟეტური ქარგა ადამიანის შექმნასა და წარღვნას შორისაა მოქცეული\, ხოლო მთავარ გმირად ღმერთის დაუცხრომელი ოპონენტი კაენი გვევლინება. ძმის მკვლელი კაენი უმისამართოდ დაეხეტება ბიბლიურ გზებზე\, ხვდება იობს\, აბრაამს\, ნოესა და კაცობრიობის სხვა პატრიარქებს\, ხედავს და ამტკიცებს მამაზეციერის უსამართლობასა თუ სისასტიკეს\, ებრძვის მის დიქტატურასა და ავტორიტარიზმს\, საბოლოოდ იმარჯვებს კიდეც. ეს საინტერესო\, ემოციური\, ირონიით აღსავსე ტექსტი მწერლის შემოქმედების ბრწყინვალე დამაგვირგვინებელი აკორდია. \nდრო: 7 ივნისი\, 19:30 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-literaturul-klubshi-mtseralsa-da-mthargmnel-mikheil-anthadzesthan-shekhvedra/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/06/47060.png
END:VEVENT
END:VCALENDAR