BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20180101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180606T130000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180606T130000
DTSTAMP:20260506T124541
CREATED:20180605T121442Z
LAST-MODIFIED:20240202T053808Z
UID:10001827-1528290000-1528290000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საინფორმაციო/საჯარო ლექციათა სერია – „ნაფიც მსაჯულთა სასამართლო რეფორმა საქართველოში”
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული კონსტიტუციური კვლევების ცენტრისა და სოციალური კვლევების ლაბორატორიის ორგანიზებით\, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში\, 2018 წლის 28 მაისიდან 6 ივნისის ჩათვლით მიმდინარეობს საინფორმაციო/საჯარო შეხვედრები თემაზე: „ნაფიც მსაჯულთა სასამართლო რეფორმა საქართველოში”. ლექციათა სერია ტარდება საქართველოს 7 ქალაქში\, სადაც ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სისტემა მოქმედებს. აღნიშნული კამპანიით შესაძლებლობა ეძლევა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს\, მიიღოს ინფორმაცია ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე. \nლექციათა ციკლის დასკვნითი ეტაპი გაიმართება ქ. თბილისში\, 6 ივნისს\, 13:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში (მის.: ჭავჭავაძის გამზ. N32). \nმომხსენებელი: \nგიორგი მელაძე – კონსტიტუციური კვლევების ცენტრის დირექტორი\, სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი\, პროექტის მკვლევარი \nდასწრება თავისუფალია \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sainphormatsio-sajaro-leqtsiatha-seria-naphits-msajultha-sasamarthlo-rephorma-saqarthveloshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/06/47118.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180606T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180606T190000
DTSTAMP:20260506T124542
CREATED:20180515T094228Z
LAST-MODIFIED:20240202T053806Z
UID:10001825-1528311600-1528311600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ ელის უოტერსტონის საჯარო ლექცია „ბნელ დროში: სოციალურად აქტიური მეცნიერების ძალა და დაპირება“
DESCRIPTION:6 ივნისს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება დოქტორ ელის უოტერსტონის საჯარო ლექცია „ბნელ დროში: სოციალურად აქტიური მეცნიერების ძალა და დაპირება“. \nმომხსნებელი ისაუბრებს დღევანდელ პოლიტიკურად დაძაბულ კონტექსტში თანამედროვე კრიტიკული მეცნიერების შესაძლებლობების შესახებ. აშშ-ის პერსპექტივიდან განიხილავს მოძრაობას\, რომელიც მეცნიერების კრიტიკულად გამოყენებისა და საჯარო ცხოვრებაში ჩართვისკენაა მიმართული და მეცნიერებაში ხედავს თანამედროვე სამყაროში საყოველთაოდ გავრცელებულ ძალადობასთან დაპირისპირებისა და მდგომარეობის გარდაქმნის საშუალებას. \nმომხსენებლის შესახებ \nელის უოტერსტონი არის კულტურის ანთროპოლოგიისა და გენდერის მკვლევარი. ის სწავლობს სტრუქტურული და სისტემური ძალადობისა და უთანასწორობის შედეგებს. მეცნიერის კვლევის საგანია სიღარიბე აშშ-ის დიდ ქალაქებში და მასთან დაკავშირებული პოლიტიკის საკითხები: გაღატაკება\, უსახლკარობა\, ნივთიერებების გამოყენება\, ჯანმრთელობა\, სოციალური დახმარება\, მიგრაცია და სხვ. მისი ბოლო პროექტი ფოკუსირებულია პოლიტიკური ძალადობის\, ეთნიკური და რელიგიური კონფლიქტის\, იძულებითი გადაადგილებისა და ტრანსნაციონალიზმის\, ხსოვნის\, დიასპორის\, კულტურული ტრავმისა და იდენტობის ფორმირების კულტურათაშორის კვლევაზე. \nპროფესორი უოტერსტონი იყო ღია საზოგადოების ინსტიტუტის საერთაშორისო მკვლევარი (2012-2015) და რედაქტორი (მაია ბარქაიასთან ერთად) წიგნისა „გენდერი საქართველოში: ფემინისტური პერსპექტივები სამხრეთ კავკასიაში კულტურის\, ერის და ისტორიის შესახებ“ (Gender in Georgia: Feminist Perspectives on Culture\, Nation and History in the South Caucasus\, Berghahn Books: 2017). ის არის ექვსი წიგნის ავტორი\, მათ შორისაა: „მამაჩემი ომები: საუკუნის მიგრაცია\, მეხსიერება და ძალადობა“\, ინტიმური ეთნოგრაფია ინოვაციური ეთნოგრაფიების რუთლიჯის სერიაში (My Father’s Wars: Migration\, Memory and the Violence of a Century an intimate ethnography in the Routledge Series on Innovative Ethnographies) და „სიყვარული\, მწუხარება და მრისხანება“\, ქალაქ ნიუ იორკში ქალებისა და უსახლკარობის კვლევა (Love\, Sorrow and Rage). \nპროფესორი უოტერსტონი არის ჯონ ჯეის კოლეჯის ფონდის სამეურვეო საბჭოს წევრი და ჯონ ჯეის კოლეჯ ვერას სასტიპენდიო პროგრამის თანადირექტორი. \n2015-2017 წლებში ელის უოტერსტონი იყო ამერიკის ანთროპოლოგიური ასოციაციის (AAA) პრეზიდენტი. ასევე რედაქტორი სამეცნიერო ჟურნალისა „ჩრდილოამერიკული დიალოგი“ (North American Dialogue) და დამფუძნებელი რედაქტორი ამერიკის ანთროპოლოგიური ასოციაციის საჯარო ჟურნალისა „ღია ანთროპოლოგია“ (Open Anthropology). ამჟამად ის მხატვარ-ანთროპოლოგ შარლოტ ჰოლანდსთან ერთად მუშაობს გრაფიკული დოკუმენტური წიგნის შექმნაზე\, რომელიც დაფუძნებულია მის 2017 წლის საპრეზიდენტო მიმართვაზე „ოთხი ამბავი\, გლოვა და დასტური“ (Four Stories\, A Lament\, and an Affirmation). \nელის უოტერსტონს აქვს კულტურის ანთროპოლოგიის დოქტორის ხარისხი ნიუ იორკის ქალაქის უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამიდან და ანთროპოლოგიის მაგისტრის ხარისხი კოლუმბიის უნივერსიტეტიდან. \nლექცია დასრულდება ელის უოტერსტონისთვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორობის მინიჭების ცერემონიით. \nდრო: 6 ივნისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-elis-uoterstonis-sajaro-leqtsia-bnel-droshi-sotsialurad-aqtiuri-metsnierebis-dzala-da-dapireba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/05/46336.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180606T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180606T190000
DTSTAMP:20260506T124542
CREATED:20180529T103012Z
LAST-MODIFIED:20240202T053803Z
UID:10001824-1528311600-1528311600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„ხალხი ლარი ფლინტის წინააღმდეგ“ – კინოჩვენება და დისკუსია ილიაუნიში
DESCRIPTION:6 ივნისს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა კინოკლუბი უმასპინძლებს კინოჩვენებას და დისკუსიას. \nწარმოგიდგენთ მილოშ ფორმანის ბიოგრაფიულ ფილმს „ხალხი ლარი ფლინტის წინააღმდეგ“. ფილმში აღწერილია 1980-იან წლებში აშშ-ში მიმდინარე მოვლენები. \nგამოხატვის თავისუფლებასა და სხვა ღირებულებათა შორის კონფლიქტი აქტუალობას არ კარგავს ჩვენს რეალობაშიც. კომპანია „აიისას” მიმართ სასამართლოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ\, რომლითაც კომპანია დაჯარიმდა რელიგიური მორალის შეურაცხყოფის გამო\, აქტიური დისკუსია გამოიწვია. განსხვავებულ შეფასებებს იწვევს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მიერ სატელევიზიო ეთერში გაკეთებული კომენტარები. პარალელურად\, საქართველოს პარლამენტში წარდგენილია არაერთი საკანონმდებლო ინივიატივა\, რომელთა მიზანია რელიგიური მოტივით გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა. \nფილმი მთავარი პერსონაჟის\, ლარი ფლინტის\, ცხოვრების აღწერით გვაჩვენებს ღირებულებათა შორის კონფლიქტს. ძალზე საინტერესო სანახავია\, რა ბრძოლები გაიარა ერთმა ადამიანმა გამოხატვის თავისუფლების დაცვის გზაზე. აშშ-ის უზენაესი სასამართლოს 1988 წელს მიღებული გადაწყვეტილება საქმეზე „ფლინტი ფოლუელის წინააღმდეგ“ ამ ფილმის გადაღების საფუძველი და უმნიშვნელოვანესი პრეცედენტია ამერიკულ და მთელი მსოფლიოს იურისპრუდენციაში. \nილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა კინოკლუბი სამართლის სკოლის სტუდენტების ინიციატივით შექმნილი სივრცეა\, სადაც იმართება კინოჩვენებები და დისკუსიები ადამიანის უფლებების თემაზე. გიწვევთ\, მოვლენების კვალდაკვალ ვიმსჯელოთ და შევაფასოთ\, სად ვართ და რა შეიძლება გაკეთდეს?! \nფილმის ენა: ქართული \nმომხსენებელები: თამარ კორძაია – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი\, ნანა ერაძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტი \nმოდერატორი: ანა ებანოიძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტი \nდრო: 6 ივნისი\, 19:00-21:00 საათი \nადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზირი N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/khalkhi-lari-phlintis-tsinaaghmdeg-kinochveneba-da-diskusia-iliaunishi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/05/46946.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180606T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180606T190000
DTSTAMP:20260506T124542
CREATED:20180606T103542Z
LAST-MODIFIED:20240202T053758Z
UID:10001823-1528311600-1528311600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ ფრანსის სიერას საჯარო ლექცია „საერთაშორისო პერსპექტივიდან დანახული კატალონიის კონფლიქტი“
DESCRIPTION:6 ივნისს\, ოთხშაბათს\, 19:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის C315 აუდიტორიაში გაიმართება ბარსელონის ავტონომიური უნივერსიტეტის (UAB) პროფესორის\, ფრანსის სიერას საჯარო ლექცია თემაზე: „საერთაშორისო პერსპექტივიდან დანახული კატალონიის კონფლიქტი“. \nმომხსენებელი საერთაშორისო ჭრილში განიხილავს ისეთ საკითხებს\, როგორებიცაა: ესპანეთის გაყოფა\, კატალონიური პროექტი\, 2017 წლის ოქტომბრის მოვლენები\, ესპანური სამართლებრივი და პოლიტიკური ასპექტების გავლენა კატალონიურ კონფლიქტზე და ა. შ. პროფესორი ასევე ისაუბრებს აღნიშნული მოვლენების გავლენაზე საერთაშორისო წესრიგსა და თვითგამორკვევის უფლებაზე და შეაფასებს ამჟამინდელი და ყოფილი მმართველობის პოლიტიკის სუსტსა და ძლიერ მხარეებს. \nპროფესორ ფრანსის სიერას საკვლევი სფეროები მოიცავს ევროპისმცოდნეობასა და ეთნიკურ კონფლიქტებს აღმოსავლეთ ევროპაში\, რომელზეც მას გამოქვეყნებული აქვს არაერთი წიგნი და სტატია. \nდრო: 6 ივნისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: C315აუდიტორია (გ.წერეთლის ქ. N1)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \nდამატებითი შეკითხვებით მიმართეთ:\nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების სამსახურს\nელფოსტა: erasmusplus@iliauni.edu.ge\nტელ.: (995 322) 220009 – 367 (ext) \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-phransis-sieras-sajaro-leqtsia-saerthashoriso-perspeqtividan-danakhuli-kataloniis-konphliqti/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/06/47178.png
END:VEVENT
END:VCALENDAR