BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20180101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180525T103000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180525T103000
DTSTAMP:20260506T124622
CREATED:20180518T102109Z
LAST-MODIFIED:20240202T053910Z
UID:10001844-1527244200-1527244200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საერთაშორისო კონფერენცია „ძველი კონსტიტუცია ახალი შინაარსით – გამოწვევები საქართველოსა და ნორვეგიაში“
DESCRIPTION:25 მაისს\, 10:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლასთან არსებული კონსტიტუციური კვლევების ცენტრთან თანამშრომლობით გამართავს საერთაშორისო კონფერენციას თემაზე: „ძველი კონსტიტუცია ახალი შინაარსით – გამოწვევები საქართველოსა და ნორვეგიაში”. \nკონფერენციის მიზანია საჯარო განხილვებისთვის საერთო პლატფორმის შექმნა\, სადაც დაინტერესებული მხარეები შედარებითი ანალიზის გზით შეძლებენ\, უკეთესად გაიგონ კანონის უზენაესობის გამოწვევები საქართველოსა და ნორვეგიაში. ამასთან კონფერენცია მიზნად ისახავს ქართველ და ნორვეგიელ იურისტებს შორის პროფესიული კონტაქტების დამყარებასა და შემდგომ განვითარებას. \nმომხსენებლები: \n\nგიორგი გიორგაძე – ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაცია\nგიორგი მელაძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრი\nირაკლი ფორჩხიძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანი\nბარდი ვარსვენდსენი – ნორვეგიის ელჩი აზერბაიჯანსა და საქართველოში\nაზინ ტაჯდინი – სამართლის დოქტორი\, გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის ოფისი – სპეციალური პროცედურების განყოფილება\nგიორგი პაპუაშვილი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი\nანდერს ლოვლი – ასოცირებული პროფესორი\, საჯარო და საერთაშორისო სამართლის დეპარტამენტი\, ოსლოს უნივერსიტეტი\nნიკოლაი ნილანდი – სამართლის დოქტორი\, კოლეგის უნივერსიტეტი სამხრეთ-აღმოსავლეთ ნორვეგია\nდავით დარჩიაშვილი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი\nბარდ ტუსე – ოსლოს უნივერსიტეტი მკვლევარი\nგიორგი მშვენიერაძე – საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა\nგიორგი ჩიტიძე – ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“\nკონსტანტინე ვარძელაშვილი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი\n\nკონფერენცია რამდენიმე სესიად გაიმართება და მომხსენებლები ისაუბრებენ შემდეგ თემებზე: \nკონსტიტუციის შექმნის პროცესი/გამოწვევები:  საერთაშორისო ადამიანის უფლებები\, როგორც კონსტიტუციის გადასინჯვის სტანდარტი;  კონსტიტუციის მიღების პროცესი – გამოწვევები საქართველოსთვის 1921\, 1995 და 2018 წწ;  კონსტიტუციური რეფორმა\, შთაგონებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ხელშეკრულებებით – შეზღუდვები და გამოწვევები;  კონსტიტუცია და შეიარაღებული ძალების გამოყენება;  სახელმწიფო უშიშროება\, კონსტიტუციური რეგულირება; \nსამოქალაქო უფლებები\, მიმდინარე დებატი და გამოწვევები:  კონსტიტუცია და გამოხატვის თავისუფლება/გამოხატვის თავისუფლების ისტორია სკანდინავიურ ქვეყნებში;  გამოხატვის თავისუფლება საქართველოს საერთო სასამართლოებში; გამოხატვის თავისუფლება და გაუმჟღავნებლობის ვალდებულება;  კონსტიტუცია და რელიგია/სამოთხესა და ჯოჯოხეთს შორის: კონსტიტუციური სეკულარიზმისკენ;  რელიგიის მუხლი ახალ კონსტიტუციაში. \nმოდერატორები:  \nგიორგი გიორგაძე – ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაცია \nგიორგი მელაძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრი \nსამუშაო ენა: ქართული (თარგმანი უზრუნველყოფილი იქნება) \nდრო:  25 მაისი\, 10:30 სთ. \nადგილმდებარეობა:  A 101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/saerthashoriso-konpherentsia-dzveli-konstitutsia-akhali-shinaarsith-gamotsvevebi-saqarthvelosa-da-norvegiashi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/05/46448.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180525T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180525T190000
DTSTAMP:20260506T124622
CREATED:20180511T063532Z
LAST-MODIFIED:20240202T053905Z
UID:10001843-1527274800-1527274800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო ლექცია/დისკუსია: რელიგიური მორალი ლიტერატურისა და სამართლის წინააღმდეგ
DESCRIPTION:25 მაისს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტო (USAID)-ს მიერ დაფინანსებულ პროგრამასთან „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID/PROLoG) თანამშრომლობით\, რომელსაც ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი\, მართავენ საჯარო ლექცია/დისკუსიას თემაზე: რელიგიური მორალი ლიტერატურისა და სამართლის წინააღმდეგ. \nლექციას წაიკითხავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი\, მწერალი ლევან ბერძენიშვილი. \nმომხსენებელი ისაუბრებს გამოხატვის თავისუფლებისა და რელიგიური მორალის დაპირისპირებაზე. მსოფლიო ლიტერატურის პირველი დიდი შედევრების – „გილგამეშის“ „ილიადის“\, „ოდისეის“\, ესქილესეული „მიჯაჭვული პრომეთევსის“ მაგალითებზე. \nამ დაპირისპირების შუქზე განხილული იქნებიან პერსონაჟები: გილგამეში და ენქიდუ\, ღმერთების დაჭრა „ილიადაში“ დიომედესის მიერ. აგრეთვე პრომეთევსის და ზევსის კამათი ღმერთებისა და ადამიანების დანიშნულებაზე\, პრომეთევსი როგორც რელიგიური დისიდენტი\, რომელიც გამოხატვისათვის ისჯება. \nდისკუსიის მოდერატორი:  \nთამარ გურჩიანი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი\, ადამიანის უფლებათა მიმართულების ხელმძღვანელი. \nდრო: 25 მაისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-leqtsia-diskusia-religiuri-morali-literaturisa-da-samarthlis-tsinaaghmdeg/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/05/46599.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180525T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180525T190000
DTSTAMP:20260506T124622
CREATED:20180516T112553Z
LAST-MODIFIED:20240202T053904Z
UID:10001842-1527274800-1527274800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სადისკუსიო შეხვედრა: „დამოუკიდებლობა მეხსიერებასა და ისტორიაში“
DESCRIPTION:25 მაისს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ „ASCN ალუმნი ქსელი“ და ილიაუნის ფილოსოფოსთა სტუდენტური კლუბი გიწვევთ სადისკუსიო შეხვედრაზე: „დამოუკიდებლობა ისტორიასა და მეხსიერებაში“. \nგასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოდან აქტიურად იწყება პირველი რესპუბლიკის ისტორიის განხილვა. მის მიერ მოპოვებული და მალევე დაკარგული დამოუკიდებლობა ახალ ინტერპრეტაციას იძენს\, რომელიც საბჭოთა სოციალისტური ბრძოლის ნარატივის საპირწონედ ახალ\, ეროვნული დამოუკიდებლობის დრამატულ ნარატივს აფუძნებს. თუმცა გარკვეული მიზეზებით პირველი რესპუბლიკის ფენომენი მშრალ ფორმულებამდე იქნა დაყვანილიმ რომელთა შორისაც დამოუკიდებლობა და შემდგომ საბჭოთა ოკუპაცია განსაკუთრებულ ადგილს იკავებს\, ხოლო სახელმწიფოს დემოკრატიული ადმინისტრირების\, ეთნიკური მრავალფეროვნებისა და მრავალი სხვა საკითხი ფართო ინტერესის მიღმა დარჩა. \nრას ვივიწყებთ და რა გვახსოვს? \nმომხსენებლები \nირაკლი ხვადაგიანი (საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი\, ილიას უნივერსიტეტის დოქტორანტი) –  დამოუკიდებლობის იდეის ტრანსფორმაცია თეორიასა და პრაქტიკაში: რა გზა გაიარა ქართულმა პოლიტიკურმა აზრმა 1918 წლამდე. როგორ გახდა შესაძლებელი სრულ დამოუკიდებლობაზე ღია საუბარი და მოქმედება. რამ განსაზღვრა პირველი რესპუბლიკის პრეცედენტის შექმნა. \nლუკა ნახუცრიშვილი (ფილოსოფიის ასოცირებული პროფესორი) – რას ნიშნავს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა\, როგორც ფორმა და რა არის ის შინაარსი\, რითიც ეს ფორმა “ივსება“? რა ხედვა ჰქონდათ ამის თაობაზე წამყვან ქართველ სოციალ-დემოკრატებს? ისტორიის რანაირ გაგებას ეფუძნებოდნენ ისინი და როგორ ზემოქმედებდა მათი ეს ისტორიულ-ფილოსოფიური მსოფლმხედველობა მათ კონკრეტულ პოლიტიკურ მოქმედებაზე? რა ბარიერები უდგას წინ დღეს მცდელობას\, აწმყოში სამოქმედოდ გამოსადეგ ცოცხალ მემკვიდრეობად იქცეს ასი წლის წინანდელი დემოკრატიული და იდეური ბრძოლის გამოცდილება? \nკონსტანტინე ლადარია (კულტურის კვლევების პროგრამის დოქტორანტი) – 26 მაისი\, როგორც თარიღი და მეხსიერება თანამედროვე საქართველოში: რა წინააღმდეგობრივი და ურთიერთშემავსებელი ნარატივებია დაკავშირებული თარიღთან\, როდესაც აღინიშნება „საქართველოს დამოუკიდებლობის დღე“? რა ფარული დაპირისპირებები არსებობს მე-20 საუკუნის ორ – 1918 და 1991 წლების –დამოუკიდებლობას შორის? \nშეხვედრას მოდერაციას გაუწევს პროფ. თამარ ცოფურაშვილი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი). \nდრო: 25 მაისი\, 19:00 \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“; ი. ჭავჭავაძის გამზირი N32 \nდასწრება თავისუფალია. \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sadiskusio-shekhvedra-damoukidebloba-mekhsierebasa-da-istoriashi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/05/46432.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180525T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180525T190000
DTSTAMP:20260506T124622
CREATED:20180523T064619Z
LAST-MODIFIED:20240202T053901Z
UID:10001841-1527274800-1527274800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კომუნიკაციის\, ენისა და მეტყველების სამაგისტრო პროგრამის ღია კარის დღე
DESCRIPTION:25 მაისს\, 19:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A206 აუდიტორიაში გაიმართება კომუნიკაციის\, ენისა და მეტყველების სამაგისტრო პროგრამის ღია კარის დღე. \nშეხვედრაზე პროგრამის ხელმძღვანელები დაინტერესებულ პირებს გააცნობენ პროგრამის შინაარსს\, მის მოთხოვნებს\, შემდგომი დასაქმების პერსპექტივებს. \nდრო: 25 მაისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: A206  (ი. ჭავჭავაძის გამზირი N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/komunikatsiis-enisa-da-metqhvelebis-samagistro-programis-ghia-karis-dghe/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/05/46505.png
END:VEVENT
END:VCALENDAR