BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20180101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180511T142100
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180511T142100
DTSTAMP:20260506T124622
CREATED:20180511T102103Z
LAST-MODIFIED:20240202T054314Z
UID:10001869-1526048460-1526048460@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სამოქალაქო განათლებაში მოსამზადებელი უფასო კურსი აბიტურიენტებისათვის
DESCRIPTION:2018 წლის მაის-ივნისში ილიაუნის სამართლის სკოლა აბიტურიენტებისათვის ჩაატარებს სამოქალაქო განათლების უფასო მოსამზადებელ კურსს. კურსს გაუძღვება სამართლის სკოლის აკადემიური პერსონალი. \nმოსამზადებელი კურსი განკუთვნილია აბიტურიენტებისათვის\, რომლებიც საბაზისო დონეზე ფლობენ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სამოქალაქო განათლების საგამოცდო მასალას და საჭიროებენ ამ მიმართულებით ცოდნის გაღრმავებასა და გამოცდების ჩაბარების ტექნიკებში დახელოვნებას. \nკურსის ხანგრძლივობა და განრიგი: კურსი დაიწყება 26 მაისს და დასრულდება 24 ივნისს\, მეცადინეობები ჩატარდება შაბათ-კვირას. \n\nI კვირა\n\n26 მაისი – 16:00-17:00 საათი ლექცია\n27 მაისი – 15:00-17:00 საათი სემინარი\n\n\n\nთემა: პიროვნება და საზოგადოება; მრავალფეროვანი გარემო და მშვიდობიანი თანაარსებობა; კონფლიქტი და მშვიდობის მშენებლობა \n\nII კვირა\n\n2 ივნისი – 16:00-17:00 საათი ლექცია\n3 ივნისი – 15:00-17:00 საათი სემინარი\n\n\n\nთემა: სახელმწიფო და სამართალი; დემოკრატიის არსი და მისი ძირითადი ინსტრუმენტები; \n\nIII კვირა\n\n9 ივნისი – 16:00-17:00 საათი ლექცია\n10 ივნისი – 15:00-17:00 საათი სემინარი\n\n\n\nთემა: ადამიანის უფლებები და თავისუფლებები; სამოქალაქო საზოგადოება და მონაწილეობა; მოქალაქეობა; \n\nIV კვირა\n\n16 ივნისი – 16:00-17:00 საათი ლექცია\n17 ივნისი – 15:00-17:00 საათი სემინარი\n\n\n\nთემა: მდგრადი განვითარება; ეკონომიკა \nმონაწილეობის პირობები \nკურსის გასავლელად საჭიროა მარტივი სარეგისტრაციო ფორმის შევსება. რეგისტრაციის პროცესის დასრულებისთანავე ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ და მოგაწვდით კურსთან დაკავშირებულ დეტალურ ინფორმაციას. \nრეგისტრაციის ბოლო ვადა: 2018 წლის 20 მაისი \nსარეგისტრაციო ფორმა: http://bit.ly/lawprep2018 \nკურსის გავლის შესაძლებლობა მიეცემა 100 აბიტურიენტს. უპირატესობა მიენიჭებათ აბიტურიენტებს\, რომლებიც პირველი შეავსებენ სარეგისტრაციო ფორმას. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/samoqalaqo-ganathlebashi-mosamzadebeli-uphaso-kursi-abiturientebisathvis/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180511T142200
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180511T142200
DTSTAMP:20260506T124622
CREATED:20180511T102225Z
LAST-MODIFIED:20240202T054309Z
UID:10001868-1526048520-1526048520@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სამართლის სკოლის სასტიპენდიო კონკურსი აბიტურიენტებისათვის
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა 24 ივნისს სამართლის მიმართულებით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის სასტიპენდიო კონკურსს ჩაატარებს. \nკონკურსის მონაწილე წარმატებული აბიტურიენტები საინტერესო პრიზებით დაჯილდოვდებიან\, ხოლო კონკურსის გამარჯვებულები მიიღებენ ილიაუნის სამართლის სკოლის 1000-ლარიან სასტიპენდიო ვაუჩერს. \nვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობა? \nკონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ აბიტურიენტს\, რომელიც 2018 წელს აბარებს ერთიან ეროვნული გამოცდებს. \nროგორ მივიღო კონკურსში მონაწილეობა? \nკონკურსში მონაწილეობისათვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია. შეავსე მარტივი სარეგისტრაციო ფორმა არაუგვიანეს 15 ივნისისა და ჩვენ დაგიკავშირდებით. \nსარეგისტრაციო ფორმა: http://bit.ly/lawcompetition \nკონკურსის განრიგი და ფორმატი \nდრო: 24 ივნისი\, 15:00 საათი \nხანგრძლივობა: 1\, 5 საათი \nფორმატი: კონკურსი ჩატარდება ტესტირების ფორმატში. ტესტი მოიცავს 30 დახურულ (4 სავარაუდო პასუხით) და ერთ ღია შეკითხვას. ტესტის მიზანია\, შეაფასოს აბიტურიენტების ცოდნა სამოქალაქო განათლებაში. \nტესტის სწორი პასუხები/შეფასების სქემა და პირველადი შედეგები აბიტურიენტების საიდენტიფიკაციო კოდის მითითებით გამოქვეყნდება არაუგვიანეს 30 ივნისისა. \nსააპელაციო განაცხადი ელექტრონული ფორმით მიიღება შედეგების გამოქვეყნებიდან 3 სამუშაო დღეში ელფოსტის მისამართზე: info@iliauni.edu.ge . \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსი\, \nილია ჭავჭავაძის გამზირი N32 \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/samarthlis-skolis-sastipendio-konkursi-abiturientebisathvis/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180511T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180511T190000
DTSTAMP:20260506T124622
CREATED:20180508T061029Z
LAST-MODIFIED:20240202T054305Z
UID:10001867-1526065200-1526065200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:LECTURA DANTIS /დანტეს წაკითხვა – მეოცე ქება
DESCRIPTION:11 მაისს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ყოველკვირეული შეხვედრების ციკლის Lectura Dantis ფარგლებში გაიმართება მორიგი შეხვედრა\, სადაც წავიკითხავთ და გავაანალიზებთ მეოცე ქებას. \nშეხვედრების ციკლი ეძღვნება დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ ნელსა და დაკვირვებულ წაკითხვა-ანალიზს. \nპროფესორმა ნოდარ ლადარიამ თითქმის დაასრულა ევროპული და მსოფლიო ლიტერატურის ამ უმნიშვნელოვანესი წიგნის ახალი პროზაული თარგმანი და სწორედ ეს\, ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი ქართული ტექსტი გახდება შეხვედრების კითხვისა და განხილვის საგანი. \nშეხვედრების ციკლის მიზანია დანტეს\, როგორც ევროპულ კულტურაზე რეფლექსიის გამორჩეული ობიექტის\, და დანტეს\, როგორც ევროპული კულტურის თვითრეფლექსიის განსაკუთრებული ფიგურის\, ანალიზი\, რათა უკეთ შევძლოთ იმის გაგება\, თუ რა არის ის\, რასაც დღეს ჩვენ ევროპას ვუწოდებთ. \nდრო: 11 მაისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ილია ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/lectura-dantis-dantes-tsakithkhva-meotse-qeba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/05/45904.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180511T200000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180511T200000
DTSTAMP:20260506T124622
CREATED:20180430T082959Z
LAST-MODIFIED:20240202T054302Z
UID:10001866-1526068800-1526068800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მაჯდა ტაფრა ვლაჰოვიკის საჯარო ლექცია „აქციონერები და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა“
DESCRIPTION:11 მაისს\, 20:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 405 აუდიტორიაში პროფესორი მაჯდა ტაფრა ვლაჰოვიკი (გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი\, ბალთაზარი\, ხორვატია) წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „აქციონერები და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა“. \nლექციის მიზანია\, სტუდენტებს უჩვენოს ურთიერთკავშირი სააქციო თეორიასა და კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობას შორის ეთიკური გადაწყვეტილებების მიღებისას. მომხსენებელი გაგაცნობთ ცნებებს იმის საჩვენებლად\, თუ ვის აქვს პირადი ინტერესი კომპანიაში და ზოგად წარმოდგენას შეგიქმნით იმასთან დაკავშირებით\, თუ რა პასუხისმგებლობა აკისრია ფირმას აღნიშნული ინტერესების დაკმაყოფილებაში. ასევე განიხილავს\, თუ როგორ უნდა გადაჭრან ფირმებმა ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საკითხები. \n მომხსენებლის შესახებ \nმაჯდა ტაფრა ვლაჰოვიკი არის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის პროფესორი. მას აქვს საერთაშორისო ორგანიზაციების მართვის უმაღლეს ეშელონებში მუშაობის თხუთმეტწლიანი გამოცდილება – ორგანიზაციულ კომუნიკაციის\, ურთიერთობების მართვის\, საზოგადოებრივ საქმეების\, განათლების\, კორპორაციულ-სოციალურ პასუხისმგებლობასა და მართვის სფეროებში. ოც წელზე მეტი ხნის გამოცდილება კომუნიკაციის სფეროში\, ტრეინინგსა და უნარების გაძლიერებაში; ასევე რაოდენობრივი კვლევის წარმოების გამოცდილება; პროგრამების შეფასების კომპეტენცია\, გამოცდილება ფანდრაიზინგსა და მდგრადობის ანგარიშგებაში. \nამჟამად ასწავლის ბიზნესეთიკასა და კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობას\, ბიზნეს და კორპორაციულ კომუნიკაციას\, კრიზისის მართვას. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 11 მაისი\, 20:00 საათი \nადგილმდებარეობა: E 405 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/majda-taphra-vlahovikis-sajaro-leqtsia-aqtsionerebi-da-korporatsiuli-sotsialuri-pasukhismgebloba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/04/45355.png
END:VEVENT
END:VCALENDAR