BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20180101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180510T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180510T170000
DTSTAMP:20260506T124627
CREATED:20180427T103436Z
LAST-MODIFIED:20240202T054338Z
UID:10001875-1525971600-1525971600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სამართლის სკოლის სამაგისტრო პროგრამების ღია კარის დღე
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა მაგისტრობის კანდიდატებისათვის 2018 წლის 10 მაისს საინფორმაციო შეხვედრას გამართავს. შეხვედრაზე დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია. \nრეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: http://bit.ly/lawschool2018 \nრა ინფორმაციას მიიღებთ საინფორმაციო შეხვედრაზე? \nილიაუნის სამართლის სკოლის საინფორმაციო შეხვედრაზე თქვენ შეხვდებით სხვადასხვა სამაგისტრო პროგრამის წარმომადგენლებს და მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას: \n\nრა პროგრამებზე ექნება მიღება 2018 წელს სამართლის სკოლას;\nროგორ უნდა დარეგისტრირდეთ ილიაუნის სამაგისტრო პროგრამებზე;\nროგორ არჩევს ილიაუნის სამართლის სკოლა მაგისტრობის კანდიდატებს;\nრას ისწავლით და ვინ გასწავლით თქვენ მიერ შერჩეულ სამაგისტრო პროგრამებზე;\nრომელი გაცვლითი პროგრამებით შეგიძლიათ სარგებლობა სწავლის განმავლობაში.\n\nშეხვედრის ბოლოს გექნებათ საშუალება\, დასვათ თქვენთვის საინტერესო შეკითხვები და მიიღოთ ამომწურავი პასუხი კომპეტენტური პირებისაგან. \nდრო: 10 მაისი\, 17:00 საათი \nადგილი: წიგნის სახლი ლიგამუსი (მის. ჭავჭავაძის N32\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) \nდასწრება თავისუფალია. \nსაკონტაქტო ინფორმაცია \n☏ 032 2 22 00 09 (301)\n✉ lawfaculty@iliauni.edu.ge \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/samarthlis-skolis-samagistro-programebis-ghia-karis-dghe/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/04/45746.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180510T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180510T180000
DTSTAMP:20260506T124628
CREATED:20180418T113913Z
LAST-MODIFIED:20240202T054333Z
UID:10001874-1525975200-1525975200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ოლივიე დუვილისა და კატრინ სალადენის საჯარო ლექციები
DESCRIPTION:10 მაისს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში დენი დიდროსა და ილიას უნივერსიტეტებს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართება ოლივიე დუვილისა და კატრინ სალადენის საჯარო ლექციები. \nოლივიე დუვილი წაიკითხავს მოხსენებას თემაზე „პარანოია“. \nმომხსენებლის შესახებ \nოლივიე დუვილი არის ფსიქოანალიტიკოსი\, ანთროპოლოგი\, Paris 10-Nanterre-ისა და Paris 7 Denis-Diderot-ს უნივერსიტეტების პროფესორი\, ფსიქიატრიის განვითარების ასოციაციის საპატიო წევრი\, ევროპის ფსიქოანალიტიკური ფონდაციის სამეცნიერო კომიტეტის წევრი\, საფრანგეთის ანთროპოლოგთა ასოციაციის საპატიო წევრი\, 300-ზე მეტი სტატიისა და რამდენიმე წიგნის ავტორი. \nკატრინ სალადენი წაიკითხავს მოხსენებას თემაზე „ფრანსუაზ დოლტო-სხეულის არაცნობიერი ხატი“. \nმომხსენებლის შესახებ \nკატრინ სალადენი არის ფსიქოანალიტიკოსი\, პარიზის ფსიქოანალიტიკური ფორმაციისა და ფროიდიანული კვლევის ასოციაციის წევრი (Espace Analytique)\, რამდენიმე წიგნისა და სტატიის ავტორი\, ბავშვთა ფსიქოანალიტიკოსი პედოფსიქიატრიის სექტორში\, ასოციაცია „მწვანე სახლის თანადამფუძნებელი (თბილისი 2006 წ.) \nდრო: 10 მაისი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზირი N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nსამუშაო ენა: ფრანგული (უზრუნველყოფილი იქნება თანმიმდევრული ქართული თარგმანი) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/olivie-duvilisa-da-katrin-saladenis-sajaro-leqtsiebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/04/45143.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180510T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180510T190000
DTSTAMP:20260506T124628
CREATED:20180420T073751Z
LAST-MODIFIED:20240202T054330Z
UID:10001873-1525978800-1525978800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:გიორგი კეკელიძის რომანის LILOS ANGELES პრეზენტაცია „ლიგამუსში“
DESCRIPTION:10 მაისს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა გეპატიჟებათ გიორგი კეკელიძის რომანის LILOS ANGELES პრეზენტაციაზე. \nგრიგოლი და მარიამი გურიის პატარა ქალაქში ცხოვრობენ 90-იან წლებში და ერთ დანგრეულ სკოლაში სწავლობენ. ირგვლივ  გაჭირვება\, სიკვდილი და  უიმედობაა. გრიგოლს უყვარს აჭარიდან გადმოსახლებული მარიამი\, მარიამსაც უყვარს ბიჭი… \nორივე გულუბრყვილოდ ოცნებობს მომავალზე\, გრიგოლი – მარიამის ცოლად შერთვაზე\, მარიამი კი\, თავისი აზრით\, ლამაზ\, ფერად სამყაროზე – ლილოს ბაზრობაზე\, რომელიც მისთვის ახალ ცხოვრებაში შესასვლელი კარი უნდა გახდეს. \nრომანი LILOS ANGELES გიორგი კეკელიძის ბოლო წიგნია\, მას პრეზენტაციაზე ავტორი წარადგენს. \nმკითხველი უკვე კარგად იცნობს ქართველ პოეტს\, პროზაიკოსსა და ესეისტს\, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორს\, გიორგი კეკელიძეს. იგი     პრემია „საბასა“ და არაერთი     სხვა პრემიისა და ჯილდოს ლაურეატია. \nდრო: 10 მაისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი.ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/giorgi-kekelidzis-romanis-lilos-angeles-prezentatsia-ligamusshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/04/45156.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180510T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180510T190000
DTSTAMP:20260506T124628
CREATED:20180507T104154Z
LAST-MODIFIED:20240202T054328Z
UID:10001872-1525978800-1525978800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში: პეტერ ვაისის პიესის „მარატ-სადის“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია
DESCRIPTION:10 მაისს\, 19:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურული კლუბის ორგანიზებით გაიმართება პეტერ ვაისის განთქმული პიესის „მარატ-სადის“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია. პიესა თარგმნა ჯემალ ჭელიძემ და გამოსცა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობამ. \nწიგნის წარდგინებაში მონაწილეობას მიიღებენ ლაშა ბუღაძე\, გიგა ზედანია\, გიორგი მაისურაძე და ნინო ფირცხალავა. \nწიგნის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ილიაუნის თეატრის ფოიეში გაიმართება სპექტაკლის „მარატ-სადი“ პრემიერა\, რომელიც ახალგაზრდა რეჟისორის\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური ხელოვნების პროგრამის დრამის რეჟისურის მიმართულების კურსდამთავრებულის\, საბა ასლამაზიშვილის დებიუტია. \nსპექტაკლის შესახებ ვრცელი ინფორმაცია იხილეთ აქ. \nდრო: 10 მაისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ილია ჭავჭავაძის გამზირი #32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-literaturul-klubshi-peter-vaisis-piesis-marat-sadis-qarthuli-thargmanis-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/05/45896.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180510T200000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180510T200000
DTSTAMP:20260506T124628
CREATED:20180430T082817Z
LAST-MODIFIED:20240202T054323Z
UID:10001871-1525982400-1525982400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მაჯდა ტაფრა ვლაჰოვიკის საჯარო ლექცია „ეთიკა/კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა (CSR)\, მარკეტინგი და რეკლამა“
DESCRIPTION:10 მაისს\, 20:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 406 აუდიტორიაში პროფესორი მაჯდა ტაფრა ვლაჰოვიკი (გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი\, ბალთაზარი\, ხორვატია) წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ეთიკა/კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა (CSR)\, მარკეტინგი და რეკლამა“. \nლექციის მიზანია მარკეტინგსა და რეკლამასთან დაკავშირებულ ეთიკურ საკითხებზე აქცენტის გაკეთება და ისეთი საკითხების განხილვა\, როგორებიცაა მწვანე მარკეტინგი და კავშირი მარკეტინგსა და სოციალურ მედიას შორის\, ასევე რა როლი ენიჭება მარკეტინგსა და რეკლამას მომხმარებლებისა და სხვა აქციონერებისთვის;  ბიზნესის მიზანი\, საერთო ღირებულებები\, სოციალური მეწარმეობა და სოციალური ინოვაცია. \nლექცია საშუალებას მოგცემთ\, თვალი გადაავლოთ ეკონომიკურ მოძღვრებათა ისტორიას დაწყებულს ადამ სმიტით\, მილტონ ფრიდმანითა და მაიკლ პორტერით. \nისეთი საკითხების განხილვამ\, როგორებიცაა სოციალური მეწარმეობა\, მიკროფინანსები\, ადამიანთა უფლებები\, შიმშილი და სიღარიბე\, უნდა შექმნას სხვადასხვა შეხედულება კორპორაციების როლზე და აქციონერთა საჭიროებების დაკმაყოფილებაზე. \nმომხსენებლის შესახებ \nმაჯდა ტაფრა ვლაჰოვიკი არის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის პროფესორი. მას აქვს საერთაშორისო ორგანიზაციების მართვის უმაღლეს ეშელონებში მუშაობის თხუთმეტწლიანი გამოცდილება – ორგანიზაციულ კომუნიკაციის\, ურთიერთობების მართვის\, საზოგადოებრივ საქმეების\, განათლების\, კორპორაციულ-სოციალურ პასუხისმგებლობასა და მართვის სფეროებში. ოც წელზე მეტი ხნის გამოცდილება კომუნიკაციის სფეროში\, ტრეინინგსა და უნარების გაძლიერებაში; ასევე რაოდენობრივი კვლევის წარმოების გამოცდილება; პროგრამების შეფასების კომპეტენცია\, გამოცდილება ფანდრაიზინგსა და მდგრადობის ანგარიშგებაში. \nამჟამად ასწავლის ბიზნესეთიკასა და კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობას\, ბიზნეს და კორპორაციულ კომუნიკაციას\, კრიზისის მართვას. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 10 მაისი\, 20:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 406 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/majda-taphra-vlahovikis-sajaro-leqtsia-ethika-korporatsiuli-sotsialuri-pasukhismgebloba-csr-marketingi-da-reklama/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/04/45355.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180510T200000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180510T200000
DTSTAMP:20260506T124628
CREATED:20180507T105710Z
LAST-MODIFIED:20240202T054320Z
UID:10001870-1525982400-1525982400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პრემიერა ილიაუნის თეატრში – სპექტაკლი „მარატ-სადი“
DESCRIPTION:10\, 11 და 12 მაისს\, 20:00 საათზე\, ილიაუნის თეატრი პრემიერას ითამაშებს. სპექტაკლი „მარატ-სადი“\, პეტერ ვაისის პიესის მიხედვით\, თეატრის ფოიეში გაიმართება. \nსპექტაკლი ახალგაზრდა რეჟისორ საბა ასლამაზიშვილის დებიუტია. მან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური ხელოვნების პროგრამა დრამის რეჟისურის მიმართულებით დაამთავრა. პიესაზე მან იმუშავა ამავე პროგრამის სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ერთად\, რომელთაც პარტნიორობას გამოცდილი\, ცნობილი მსახიობები – ბაჩო ჩაჩიბაია\, ამირან ქაჩიაბაია ანი იმნაძე – უწევენ. \nაღსანიშნავია\, რომ ახალგაზრდა რეჟისორის სადებიუტო ნამუშევარი ქალაქ თბილისის მერიის ფინანსური ხელშეწყობით დაიდგა. \n„ჟან-პოლ მარატის დევნა და მკვლელობა\, შარანტონის თავშესაფრის მსახიობთა მიერ დადგმული მარკიზ დე სადის ხელმძღვანელობით“ – ასე ჰქვია პიესას\, რომელსაც მოკლედ „მარატ-სადს“ უწოდებენ. მოქმედება საგიჟეთში ხდება\, სადაც მარკიზ დე სადი პაციენტების მონაწილეობით სპექტაკლს დადგამს. \nშესაძლებელია კი სრული თანასწორობის მიღწევა რევოლუციის საშუალებით? არის რევოლუცია გზა\, რომელიც ბედნიერებას მოგვანიჭებს\, თანასწორებს გაგვხდის და სურვილებს დაგვიკმაყოფილებს? სწორედ ამ კითხვებზე ეძებს პასუხს მარკიზ დე სადი საკუთარი ექსპერიმენტული სპექტაკლის მეშვეობით და შედეგი\, რომელსაც ის მიიღებს\, საკმაოდ მოულოდნელია. \nახალგაზრდა დამწყები რეჟისორიც ზემოხსენებული პასუხების ძიებაშია. მანაც ექსპერიმენტის გზა აირჩია – სპექტაკლი არა თეატრალურ დარბაზში\, არამედ ფოიეში თამაშდება. \n10 მაისს\, პრემიერამდე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება პიესის სრული თარგმანის პრეზენტაცია. წიგნი\, რომელიც ჯემალ ჭელიძემ თარგმნა\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობაში დაიბეჭდა. წიგნის წარდგენაში მონაწილეობას მიიღებენ ლაშა ბუღაძე\, გიგა ზედანია\, გიორგი მაისურაძე და ნინო ფირცხალავა. \nვრცლად წიგნის პრეზენტაციის შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ… \n„მარატ-სადი“\nპეტერ ვაისის მიხედვით \nრეჟისორი საბა ასლამაზიშვილი\nმხატვარი თეო კუხიანიძე\nსპექტაკლისთვის მუსიკა სპეციალურად დაწერა კონსტანტინე ეჯიბაშვილმა.\nსპექტაკლში გამოყენებულია ჯემალჭელიძის თარგმანი \nმონაწილეობენ: \n\nგაგა არაბული\nპაატა ბაბლუანი\nმარიამ ბალახაძე\nელენე დაბრუნდაშვილი\nკონსტანტინე ეჯიბაშვილი\nჯანო ვალიშვილი\nვლადიმერ ვაშაკიძე\nანდრია ვაჭრიძე\nლიკა ზარნაძე\nშოთა თორდია\nანი იმნაძე\nთორნიკე კაკულია\nგიორგი მაქაძე\nამირან ქაჩიბაია\nანი შურღაია\nბაჩო ჩაჩიბაია\n\nსპექტაკლის ხანგრძლივობა: 1 საათი და 50 წუთი \nდამატებითი ინფორმაციისთვის: www.iliaunitheatre.ge \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/premiera-iliaunis-theatrshi-speqtakli-marat-sadi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/05/45901.png
END:VEVENT
END:VCALENDAR