BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20180101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180414T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180414T170000
DTSTAMP:20260507T072913
CREATED:20180413T112823Z
LAST-MODIFIED:20240202T054545Z
UID:10001911-1523725200-1523725200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სახელმწიფო ენის 100 წლის იუბილე: ქართული ენის მომავალი ტექნოლოგიებისა და გლობალიზაციის ეპოქაში
DESCRIPTION:14 აპრილს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) და მობილური და ვებაპლიკაციების ლაბორატორია „ჯეოლაბი“ გეპატიჟებათ დისკუსიაზე: „სახელმწიფო ენის 100 წლის იუბილე: ქართული ენის მომავალი ტექნოლოგიებისა და გლობალიზაციის ეპოქაში“. \nმომხსენებლები სხვადასხვა პერსპექტივიდან წარმოაჩენენ დისკუსიის მთავარ პრობლემას: რამდენად გააზრებული აქვს დღეს საზოგადოებას\, ერთი მხრივ\, პასუხისმგებლობა ქართულის\, როგორც ჩვენი სოციალური და საზოგადოებრივი ცხოვრების უკლებლივ ყველა სფეროს ოფიციალური ენის\, მიმართ და რამდენად ენაცვლება ამ მნიშვნელოვან პასუხისმგებლობას ქართული ენისადმი პატივისცემის ტრადიცია\, რომელსაც 14 აპრილის ისტორიული მოვლენით ჩაეყარა საფუძველი. \nსადისკუსიო პრობლემის პერსპექტივიდან მომხსენებლები ისაუბრებენ შემდეგ საკითხებზე: \n\nდამწერლობა\, როგორც კომუნიკაციის სახე და ქართული დამწერლობა თანამედროვე ტექნოლოგიებში. ახალი ინიციატივები და პროექტები დამწერლობის შენარჩუნებისა და განვითარებისთვის;\nქართული და საქართველოში დაცული უცხოენოვანი (ურარტული\, არამეული\, ებრაული\, ბერძნული და ა.შ.) ტექსტური მემკვიდრეობა ციფრულ ეპოქაში;\nროგორ ვითარდება მსოფლიო ბუნებრივი ენის მოდელირების თვალსაზრისით\, ქართული ენის მოდელირება და მისი საჭიროება ტექნოლოგიურ ეპოქაში;\nქართულენოვანი რობოტები/ბოტები და მათი მნიშვნელობა საკომუნიკაციო სივრცეში;\nქართულენოვანი ციფრული საგანმანათლებლო რესურსები ხარისხიანი განათლების მისაღებად.\n\nდისკუსიაში წარმოდგენილი იქნება საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი ფაქტები 1918 წლის ისტორიული მოვლენებიდან\, კერძოდ\, სკოლებისა და სასწავლებლების გაეროვნების დადგენილება\, რომელიც 1918 წელს გამოქვეყნდა და რომლითაც კანონიერი არსებობა დაიწყო ქართულმა\, როგორც სახელმწიფო ენამ. \nდისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ: სანდრო ასათიანი\, ნინო დობორჯგინიძე\, გიორგი ვახტანგიშვილი\, თამარ კალხიტაშვილი\, ირინა ლობჟანიძე\, აკაკი რაზმაძე\, ზურა ჯიშკარიანი. \nდრო: 14 აპრილი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. ნ32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sakhelmtsipho-enis-100-tslis-iubile-qarthuli-enis-momavali-teqnologiebisa-da-globalizatsiis-epoqashi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/04/45063.png
END:VEVENT
END:VCALENDAR