BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20170101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171215T120000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171215T120000
DTSTAMP:20260508T130518
CREATED:20171208T064734Z
LAST-MODIFIED:20240202T055455Z
UID:10002023-1513339200-1513339200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სტუდენტური ცხოვრების ფორუმი
DESCRIPTION:15 დეკემბერს\, 12:00-დან 15:00 საათამდე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში გაიმართება სტუდენტური ცხოვრების ფორუმი – 2017\, რომელზეც წარმოდგენილი იქნებიან ილიაუნის სტუდენტური კლუბები და ცალკეული სამსახურები. \nღონისძიებას გახსნის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი\, პროფესორი გიგა ზედანია. \nდაინტერესებული პირები შეძლებენ ინდივიდუალური კონსულტაციების გავლას ილიაუნის ცალკეულ სამსახურებსა და ფორუმზე წარმოდგენილ კლუბებთან. \n2016-2017 სასწავლო წელს მოქმედი კლუბები დაჯილდოვდებიან სხვადასხვა ნომინაციის მიხედვით. \nღონისძიებაში ილიაუნის 8 სამსახური მიიღებს მონაწილეობას: \n\nსაგარეო ურთიერთობების სამსახური მოგაწვდით უახლეს ინფორმაციას გაცვლითი პროგრამებისა და სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელების შესაძლებლობებზე;\nთეატრით დაინტერესებულ სტუდენტებს შეუძლიათ მიიღონ მეტი ინფორმაცია ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში პირველი\, და ჯერჯერობით ერთადერთი\, პროფესიული თეატრის\, ილიაუნის თეატრის\, შესახებ;\nგანვითარების სამსახური მოგაწვდით ინფორმაციას ინსტიტუციური და კვლევითი განვითარებისთვის დაფინანსების წყაროების მოძიებაზე;\nგაიცნობთ GameLab–ს (კომპიუტერული თამაშების ლაბორატორიას)\, რომელიც ზრუნავს ახალგაზრდა თაობის ჩართულობაზე კომპიუტერული და მობილური თამაშების შექმნის პროცესში და ხელს უწყობს წარმატებული სტუდენტური პროექტების კომერციალიზაციას;\nFabLab–ის სტენდთან გაიგებთ მეტს მომავლის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიასა და ილიაუნის სტუდენტების მიერ ფაბლაბში დაწყებული წარმატებული პროექტების შესახებ;\nილიაუნის ბიბლიოთეკა და წიგნის სახლი „ლიგამუსი“ მოგაწვდით ინფორმაციას სარგებლობის წესებისა და მათი სერვისების შესახებ.\nგაიცნობთ პირველ ქართულ პრეაქსელერატორ „ზუმაუთს”\, რომლის მთავარი ამოცანაა\, დაეხმაროს ქართულ სტარტაპებს გლობალურ აქსელერატორებში მოსახვედრად;\nმუსიკით დაინტერესებულ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ\, გაიცნონ ილიაუნის მუსიკის ცენტრი.\n\nფორუმზე მოსული მონაწილეები გაეცნობიან სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ფუნქციებს და მიიღებენ ინფორმაციას სხვადასხვა მიმართულების შესახებ. \nილიაუნის ცალკეულ სამსახურებთან ერთად ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ 2016-2017 სასწავლო წელს აქტიურად მომუშავე სტუდენტური კლუბები: \n●  ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბი\n●  მომავალ ეკონომისტთა კლუბი Fesc\n●  FESTINA LENTE\n●  მენეჯერთა კლუბი\n●  მარკეტერთა კლუბი\n●  კარიერული წინსვლის აკადემია\n●  რა? სად? როდის?\n●  ფედერალისტთა კლუბი\n●  კულტურის კლუბი\n●  ახალგაზრდა სოციოლოგთა გაერთიანება\n●  ხალხური სიმღერის სტუდენტური კლუბი\n●  E Pluribus Unum\n●  სამოქალაქო აქტივობების კლუბი\n●  სტუდენტური ევროკლუბი\n●  სტუდენტური სასამართლო\n●  ფიზიკისა და ასტრონომიის კლუბი\n●  ისტორიის სტუდენტური კლუბი\n●  საერთაშორისო ურთიერთობების კლუბი\n●  ილიაუნის მკვლევართა კლუბი\n●  პერსონალური ბრენდინგის კლუბი\n●  თავისუფალ მეცნიერთა კლუბი\n●  მარადმწვანე სტუდენტთა კლუბი\n●  ხალხური ცეკვის კლუბი\n●  ილიაუნის ეკომოლაშქრეთა კლუბი\n●  გარემოს დაცვის სტუდენტური კლუბი\n●  სტუდენტური თვითმმართველობა \nთითოეული კლუბი სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს და მასში გაწევრიანება ილიაუნის ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია. \nფორუმზე მოსულ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ\, ადგილზე შეავსონ კლუბებში გაწევრიანებისთვის საჭირო სარეგისტრაციო ფორმა. \nფორუმზე დასწრება თავისუფალია! \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/studenturi-tskhovrebis-phorumi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/12/43044.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171215T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171215T180000
DTSTAMP:20260508T130518
CREATED:20171214T063341Z
LAST-MODIFIED:20240202T055453Z
UID:10002022-1513360800-1513360800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო ლექცია:„ამერიკის პოლიტიკური კულტურა ტრამპის ერაში“
DESCRIPTION:15 დეკემბერს\, 18 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში მერსერის უნივერსიტეტის პროფესორი\, დოქტორი კრის გრანტი გამართავს ლექციას თემაზე: „ამერიკის პოლიტიკური კულტურა ტრამპის ერაში“. \nლექციაზე საუბარი იქნება იმ ფაქტორებზე\, რომლებმაც ხელი შეუწყო აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის არჩევას\, ასევე გაიმართება დისკუსია იმის შესახებ\, როგორ გავლენას ახდენს ამერიკის პოლიტიკურ კულტურაზე ტრამპის პრეზიდენტობისას მომხდარი ცვლილებები. \nმომხსენებელი კრის გრანტი გახლავთ მერსერის უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების დეპარტამენტის თავმჯდომარე და პროფესორი. დოქტორის ხარისხი მან მიიღო ჯორჯიის უნივერსიტეტში და მისი ბოლო პუბლიკაცია ეხება თემას: “No Longer Ruled by Rustics: Georgia Politics in the 21st Century.” \nდრო: 15 დეკემბერი\, 18 საათი \nადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n  \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-leqtsia-amerikis-politikuri-kultura-trampis-erashi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/12/43215.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171215T183000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171215T183000
DTSTAMP:20260508T130518
CREATED:20171212T132156Z
LAST-MODIFIED:20240202T055449Z
UID:10002021-1513362600-1513362600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის „ძილ-ღვიძილის ციკლის შემსწავლელი თენგიზ ონიანის ლაბორატორია“ ანგარიში – სამეცნიერო კვირეული ილიაუნიში 2017
DESCRIPTION:15 დეკემბერს\,18:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის „ძილ-ღვიძილის ციკლის შემსწავლელი თენგიზ ონიანის ლაბორატორია“ ასოცირებული პროფესორი ნიკოლოზ ონიანი წაიკითხავს მოხსენებას „აქტიური განრიდების ამოცანის არასრულად დასწავლისას მეხსიერების კვალის შენარჩუნება ვირთაგვებში“. \nნეირომეცნიერებების ერთ-ერთი აქტუალური პრობლემა დასწავლისა და მეხსიერების კვალის კონსოლიდაციის მექანიზმების დადგენაა. ამ თვალსაზრისით ინტერესს იწვევს ე.წ. „კამინის ეფექტი“\, რომელიც აქტიური განრიდების ამოცანის არასრულად დასწავლისას მეხსიერების კვალის შენარჩუნების დინამიკას ასახავს.სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმული მრავალი მოსაზრების მიუხედავად კამინის ეფექტის ბუნება საბოლოოდ დადგენილი არ არის. ჩვენს საკვლევ პრობლემას წარმოადგენდა ვირთაგვებში კამინის ეფექტის მახასიათებლების შესწავლა\, რისთვისაც გამოიყენებოდა აქტიურიგანრიდების ტესტი. კვლევამ აჩვენა\, რომ \n1. კამინის ეფექტი დამოკიდებულია როგორც სეანსებს შორის ინტერვალთა ხანგრძლივობაზე\, ასევე საცდელი ობიექტისათვის წარდგენილ სინჯთა რაოდენობაზე. \n2. კამინის ეფექტის ხანგრძლივობა მცირდება სინჯთა რაოდენობის ზრდასთან ერთად. \n3. ძილის ტოტალური დეპრივაცია იწვევს კამინის ეფექტის ნიველირებას. მიღებული შედეგების ანალიზის საფუძველზე სავარაუდოა\, რომ კამინის ეფექტი\, შესაძლოა\, ასახავდეს მეხსიერების კონსოლიდაციის პროცესის ქცევით გამოვლინებას. \nდრო: 15 დეკემბერი\, 18:30 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის N3/5 \nდასწრება თავისუფალია. \n\n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sametsniero-kvlevithi-tsentris-dzil-ghvidzilis-tsiklis-shemstsavleli-thengiz-onianis-laboratoria-angarishi-sametsniero-kvireuli-iliaunishi-2017/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/12/43191.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171215T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171215T190000
DTSTAMP:20260508T130518
CREATED:20171211T063135Z
LAST-MODIFIED:20240202T055445Z
UID:10002020-1513364400-1513364400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:LECTURA DANTIS /დანტეს წაკითხვა – მორიგი შეხვედრა
DESCRIPTION:15 დეკემბერს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ყოველკვირეული შეხვედრების ციკლის Lectura Dantis ფარგლებში გაიმართება მორიგი შეხვედრა\, სადაც წავიკითხავთ და გავაანალიზებთ მერვე ქებას. \nშეხვედრების ციკლი ეძღვნება დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ ნელსა და დაკვირვებულ წაკითხვა-ანალიზს. \nპროფესორმა ნოდარ ლადარიამ თითქმის დაასრულა ევროპული და მსოფლიო ლიტერატურის ამ უმნიშვნელოვანესი წიგნის ახალი პროზაული თარგმანი და სწორედ ეს\, ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი ქართული ტექსტი გახდება შეხვედრების კითხვისა და განხილვის საგანი. \nშეხვედრების ციკლის მიზანია დანტეს\, როგორც ევროპულ კულტურაზე რეფლექსიის გამორჩეული ობიექტის\, და დანტეს\, როგორც ევროპული კულტურის თვითრეფლექსიის განსაკუთრებული ფიგურის\, ანალიზი\, რათა უკეთ შევძლოთ იმის გაგება\, თუ რა არის ის\, რასაც დღეს ჩვენ ევროპას ვუწოდებთ. \nდრო: 15 დეკემბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ილია ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/lectura-dantis-dantes-tsakithkhva-morigi-shekhvedra-6/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/11/42915.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171215T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171215T190000
DTSTAMP:20260508T130518
CREATED:20171212T133746Z
LAST-MODIFIED:20240202T055440Z
UID:10002019-1513364400-1513364400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის ანგარიში – სამეცნიერო კვირეული ილიაუნიში 2017
DESCRIPTION:15 დეკემბერს\,19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის მკვლევარი თამაზ თოხაძე სამეცნიერო კვირეულის ფარგლებში წაიკითხავს მოხსენებას „უთანხმოების ეპისტემოლოგია“. \nუთანხმოების ეპისტემოლოგია ახალი და დინამიკური მიმართულებაა ანალიზურ ფილოსოფიაში\, რომლის ცენტრში არის კითხვები უთანხმოების ეპისტემოლოგიური ღირებულების შესახებ: რამდენად რაციონალურია კონტროვერსიულ საკითხებზე მყარი პოზიციის დაჭერა? როგორ გავლენას უნდა ახდენდეს უთანხმოება რაციონალური აგენტის რწმენით სისტემაზე? არის თუ არა უთანხმოების ფაქტი მტკიცებულება\, რომ სადავო რწმენა ირაციონალური ან სუბომტიმალურია? \nდრო: 15 დეკემბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის N3/5 \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/savle-tserethlis-philosophiis-institutis-angarishi-sametsniero-kvireuli-iliaunishi-2017/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/12/43192.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171215T193000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171215T193000
DTSTAMP:20260508T130518
CREATED:20171213T064752Z
LAST-MODIFIED:20240202T055437Z
UID:10002018-1513366200-1513366200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დიმიტრი უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის ანგარიში – სამეცნიერო კვირეული ილიაუნიში 2017
DESCRIPTION:15 დეკემბერს\,19:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დიმიტრი უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის ასოცირებული მკვლევარი ირინა ვარდანაშვილი სამეცნიერო კვირეულის ფარგლებში წაიკითხავს მოხსენებას: „წინარწმენის მრავალფეროვანი ბუნება“. \nწინარწმენას მრავალფეროვანი ბუნება აქვს – ის დამოკიდებულია არა მხოლოდ იმაზე\, თუ ვის აქვს ეს წინარწმენა\, არამედ იმაზეც\, ადამიანი ვის მიმართ განიცდის წინარწმენას. ეს ფართო პოსტულატი გავამდიდრეთ ჩვენ მიერ ჩატარებული უახლესი კვლევებით 528 და 611 სტუდენტიან შერჩევებზე\, რომელშიც წინარწმენა ბოგარდუსის სოციალური დისტანციის სკალის მოდიფიცირებული ვარიანტით გავზომეთ. ამან საშუალება მოგვცა\, გამოგვეყო წინარწმენის მინიმუმ ორი\, მეტად და ნაკლებად სენსიტიური ფორმა. მათი რაოდენობა იზრდება სხვადასხვა სამიზნე ჯგუფისადმი დამოკიდებულების მიხედვით. წინარწმენის ცნების ასეთმა დაშლამ ასევე საშუალება მოგვცა\, გაგვეცა პასუხი კითხვებზე\, რომლებიც ამჟამად დებატების საგანია\, ესენია:რა როლს თამაშობს გენდერული სხვაობები წინარწმენაში\, რა როლს თამაშობს რელიგიურობა და მისი სხვადასხვა ასპექტი წინარწმენაში. \nდრო: 15 დეკემბერი\, 19:30 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის N3/5 \nდასწრება თავისუფალია. \n\n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/dimitri-uznadzis-phsiqologiis-institutis-angarishi-sametsniero-kvireuli-iliaunishi-2017/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/12/43196.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171215T200000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171215T200000
DTSTAMP:20260508T130518
CREATED:20171214T074058Z
LAST-MODIFIED:20240202T055432Z
UID:10002017-1513368000-1513368000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ფლორიან ზელერის „სიმართლე“ – პრემიერა ილიაუნის თეატრში
DESCRIPTION:15\, 16 და 17 დეკემბერს\, 20:00 საათზე\, ილიაუნის თეატრი მიმდინარე სეზონის მეორე პრემიერას ითამაშებს. \n„სიმართლე“ თანამედროვე ფრანგი დრამატურგის ფლორიან ზელერის პიესაა\, რომელიც სპეციალურად ილიაუნის თეატრისათვის შორენა ციცაგმა თარგმნა. არაერთი თეატრალური პრემიისა და ჯილდოს მფლობელი ახალგაზრდა ფრანგი დრამატურგის ნაწარმოები საქართველოში პირველად ითარგმნა და დაიდგა. \nსპექტაკლზე რეჟისორმა ნინო ბურდულმა იმუშავა მსახიობებთან – ანა მატუაშვილთან\, ანა ნიკოლაშვილთან\, ჯანო იზორიასთან\, ბაჩო ჩაჩიბაიასა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური ხელოვნების პროგრამის სტუდენტებთან ერთად. სპექტაკლის მხატვრები გოგი ალექსი მესხიშვილის დიზაინის სკოლის კურსდამთავრებულები შოთიკო ბაგალიშვილი და ნუცა ჭყონია არიან. \nსპექტაკლი დაიდგა ქალაქ თბილისის მერიის ფინანსური ხელშეწყობით. \nდრო: 15\, 16\, 17 დეკემბერი\, 20:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიაუნის თეატრი (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/phlorian-zeleris-simarthle-premiera-iliaunis-theatrshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/12/43216.png
END:VEVENT
END:VCALENDAR