BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20170101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171115T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171115T170000
DTSTAMP:20260508T134447
CREATED:20171113T124523Z
LAST-MODIFIED:20240202T055921Z
UID:10002078-1510765200-1510765200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სტარტაპ მარკეტი – გლობალური მეწარმეობის კვირეული ილიაუნიში
DESCRIPTION:15 ნოემბერს\, 17:00 საათზე\, გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლისა და ილიაუნის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის ორგანიზებით\, გაიმართება სტარტაპ მარკეტი\, სადაც წარმოდგენილი იქნება ფაბლაბ ილიაუნიში შექმნილი სხვადასხვა სტარტაპი: \nFully • ფული \nFully • ფული წარმოადგენს ნატურალური ტყავის ხელნაკეთი საფულეების ბრენდს. \nFully • ფულის საფულე არის ნივთი\, რომელიც ყოველთვის ყველასგან გამოგარჩევთ\, რადგან ის ხელნაკეთია და უმაღლესი ხარისხის ტყავისგან მზადდება. \nFully • ფულის საფულის დიზაინისა და ფერის შეცვლა მომხმარებელსაც შეუძლია\, რაც მას მეტად ინდივიდუალურსა და ინდივიდუალურ გემოვნებაზე მორგებულს ხდის. \nMood \nMood Eyewear არის ხელნაკეთი ხის სათვალეების ბრენდი. დაარსდა 2017 წლის გაზაფხულზე. ჩვენ ვამზადებთ სხვადასხვა ძვირფასი ხის ჯიშისგან ინდივიდუალურად\, კლიენტზე მორგებულ სათვალეს. ჩვენს მომსახურებაში ასევე შედის სასურველი გრავირება სათვალესა და მის ჩასადებ ყუთზე. \nHandy  \nჰენდი ქმნის ქალისა და მამაკაცის ხელნაკეთ მაჯის საათებს ნატურალური ტყავისა და ხის სინთეზით. \nLight group \nlight group სტარტაპ კომპანია უკვე თითქმის სამი წელია\, რაც ჩამოაყალიბდა. ნივთებს ორი ადამიანი ვამზადებთ. ჩვენ ვაწარმოებთ ბლოკნოტებს\, სანათებს\, ჩანთებს\, სხვადასხვა საკანცელარიო ნივთებსა და აქსესუარებს. ძირითადად ვმუშაობთ ხის მასალაზე\, თუმცა\, შეკვეთებიდან გამომდინარე\, ვიყენებთ ორგანულ მინასაც. ნივთებს ვყიდით საიტებით\, განთავსებული გვაქვს თბილისში რამდენიმე მაღაზიაში. \nმემორი  \nმემორი არის სტარტაპი\, რომელიც ქართული წარმოების ტყავისგან სამახსოვრო აქსესუარებს ქმნის. \nსტარტაპ მარკეტზე სტუმრებს საშუალება ექნებათ\, გაეცნონ სტარტაპების მიერ შექმნილ პროდუქციას და შეიძინონ სტარტაპების მიერ შექმნილი პროდუქტები. \nდრო: 15 ნოემბერი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიაუნის თეატრის ფოიე (ი.ჭავჭავაძის გამზ. ნ32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/startap-marketi-globaluri-metsarmeobis-kvireuli-iliaunishi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/11/42837.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171115T183000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171115T183000
DTSTAMP:20260508T134447
CREATED:20171103T131052Z
LAST-MODIFIED:20240202T055917Z
UID:10002077-1510770600-1510770600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ღამე თეატრში – გლობალური მეწარმეობის კვირეული ილიაუნიში
DESCRIPTION:15 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ლექტორები – სანდრო ასათიანი\, გიორგი ისაკაძე\, კახა მაღრაძე\, ნინო პატარაია\, გიორგი პაპავა\, ნინო სუბელიანი\, გიორგი ქადაგიძე და ნატალია შელეგია – გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში 30-წუთიან მოხსენებებს წაიკითხავენ ილიაუნის თეატრის სცენაზე. \n\nგანრიგი \n18:30-18:40 – გახსნა \n18:40-19:10 – გიორგი ქადაგიძე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა\nთემა: „ინოვაციები თანამედროვე მსოფლიოში“ \n19:10-19:40 – გიორგი პაპავა\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა\nთემა: „ინოვაციების როლი ეკონომიკის განვითარებაში“ \n19:40-20:10 – სანდრო ასათიანი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა\nთემა: „სტარტაპ კულტურა“ \n20:10-20:40 – ნატალია შელეგია\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა\nთემა: „სტარტაპ მარკეტინგი“ \n20:40-21:10 – ნინო პატარაია\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა\nთემა: „უნივერსიტეტის როლი მეწარმეობის განვითარებაში“ \n21:10-21:40 – კახა მაღრაძე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა\nთემა: „კომუნიკაციის როლი“ \n21:40-22:30 – ნინო სუბელიანი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა\nთემა: „ვლაპარაკობთ თუ არა ერთ ენაზე“; „ეს რომ მცოდნოდა…“ \n22:30-23:00 – გიორგი ისაკაძე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა\nთემა: „მედიის როლი მეწარმეობის ხელშეწყობის კუთხით“ \n23:00 – 23:30 – ფურშეტი \n\nმომხსენებლების შესახებ \nგიორგი ქადაგიძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის პროფესორია. 2009-2016 წლებში იგი იყო საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარე და ბანკის პრეზიდენტი; სხვადასხვა წლებში მუშაობდა სააუდიტორო-საკონსულტაციო ფირმა „იუ-ბისი-ინტერნეიშენალში“\, საქართველოს სახალხო ბანკში; იყო თბილისის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი და საქართველოს გენერალური პროკურატურის ეკონომიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი. 2009 წლამდე ხელმძღვანელობდა საქართველოს ფინანსური მონიტორინგისა და საფინანსო ზედამხედველობის სამსახურებს. \nსანდრო ასათიანი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის პროფესორი\, ჯეოლაბის ერთ-ერთი დამფუძნებელი\, პირველი ქართულენოვანი სოციალური მედიის სახელმძღვანელოს ავტორი და თანაავტორია წიგნებისა: „ახალი მედია ჟურნალისტებისათვის“\, „ვიდეო ადვოკატირება“ და სხვ. პროექტები: Online.iliauni.edu.ge; saba.com.ge; cybergala.me; kavshirebi.ge და სხვ. \nნატალია შელეგია  არის  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის პროფესორი\, კულტურის კვლევის დოქტორი\, ფლობს New England College-ის მაგისტრის ხარისხს ბიზნესის ადმინისტრირებაში. 2009-2013 წლებში იყო საქართველოს ეროვნული მუზეუმის კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; 2004-2009 წლებში მუშაობდა მარკეტინგისა და გაყიდვების სპეციალისტად საქართველოს ბანკში\, ქართუ ბანკში\, ტექს ჯგუფში და სარკე ქონსალთინგში\, ფორბსის ბლოგერი. \nნინო პატარაია  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანი\, პროფესორია. 2014 წლიდან ასწავლის სალექციო კურსს ინოვაციურ მენეჯმენტში. ნინო პატარაია ფლობს University of Tampere-ს მაგისტრის ხარისხს მენეჯმენტსა და ადმინისტრირების მეცნიერებებში. 2008-2010 წლებში სწავლობდა University of Oslo-ში\, University of Tampere-სა და University of Aveiro-ში უმაღლესი განათლების პოლიტიკა/ადმინისტრირება/მართვისა და ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით. 2014 წელს მოიპოვა Glasgow Caledonian University-ის  (Glasgow\, UK) დოქტორის ხარისხი.  მისი ავტორობითა და თანაავტორობით გამოქვეყნებულია არაერთი სტატია საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში\, ხოლო მისი კვლევის შედეგები წარდგენილი იყო მრავალ საერთაშორისო კონფერენციასა და სიმპოზიუმზე. \nკახა მაღრაძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მოწვეული ლექტორი\, პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია ჯეპრას უფროსი კონსულტანტი და კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერია. 2007 წლიდან დღემდე არის ივენთ მენეჯმენტისა და პიარის კურსის ლექტორი თბილისის პიარსკოლაში. კახა მაღრაძეს განხორციელებული აქვს 30-ზე მეტი ქართული და საერთაშორისო ორგანიზაციის პიარ და საკომუნიკაციო კამპანიები. არის ავტორი საჯარო მოხელეთა სამაგიდო წიგნისა „სტარტეგიული დაგეგმარება წარმატებული საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის“. \nნინო სუბელიანი  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მოწვეული ლექტორი\, პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია ჯეპრას უფროსი კონსულტანტი და პროექტების მენეჯერია; მას განათლება მიღებული აქვს ნიდერლანდების მარკეტინგის ინსტიტუტში და ფლობს პრაქტიკოსი მარკეტოლოგის ორმაგ დიპლომს NIMA –  A level (Netherlands Institute of Marketing) და EMSQ-ს (European Marketing Confederation).  2001 წლიდან მოყოლებული ნინო მუშაობდა\, როგორც კვლევით და საკონსულტაციო\, ასევე არასამთავრობო და ბიზნესსექტორში პროექტების მართვისა და მარკეტინგული კომუნიკაციების მიმართულებით. მისი კარიერული განვითარება მარკეტინგსა და PR-ში დაიწყო  „საზოგადოებრივი აზრის კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტში“\, კომპანია IPM-ში. 2007 წლიდან მუშაობდა „ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსის“ კომუნიკაციების მენეჯერის თანამდებობაზე. \nგიორგი ისაკაძე  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის პროფესორი\, Forbes Georgias-ს მთავარი რედაქტორი და სატელევიზიო გადაცემების  – „საქმიანი დილა“ და „ბიზნესკონტრაქტი“ ავტორია;  2009 წლიდან დღემდე არის შპს „თაჩ მედიას“ მმართველი პარტნიორი და შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ ხელმძღვანელი; 2009 წელს მან დააფუძნა საქართველოს ბიზნესასოციაცია და იყო მისი პირველი ვიცე-პრეზიდენტი; 2007 წლიდან დღემდე  შპს „ჯორჯიან შუგა მენეჯმენტის“ გენერალური დირექტორია; 2005 წლიდან დღემდე არის საინვესტიციო კომპანია „ლოგოს“ გენერალური დირექტორი; 2004-2008 წლებში კი იყო საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაციის აღმასრულებელი დირექტორი. \nდრო: 15 ნოემბერი\, 18:30-23:30 \nადგილმდებარეობა: ილიაუნის თეატრი (ილია ჭავჭავაძის გამზირი #32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ghame-theatrshi-globaluri-metsarmeobis-kvireuli-iliaunishi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/11/42754.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171115T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171115T190000
DTSTAMP:20260508T134447
CREATED:20171110T103103Z
LAST-MODIFIED:20240202T055915Z
UID:10002076-1510772400-1510772400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში – შეხვედრა მთარგმნელ მაია ბადრიძესთან
DESCRIPTION:15 ნოემბერს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ გეპატიჟებით მთარგმნელ მაია ბადრიძესთან შეხვედრაზე\, რომელიც ვ. გ. ზებალდის რომანის „ემიგრანტები“ შესახებ ისაუბრებს. \nრომანი მაია ბადრიძემ თარგმნა და „დიოგენემ“ გამოსცა. \n„შესაძლებელია თუ არა\, ჩვენს დროშიც შეიქმნას დიდი ლიტერატურა“? – ეს კითხვა სიუზენ ზონტაგმა დასვა თავის ესეში და იქვე დასძინა\, რომ პასუხად ვ. გ.ზებალდის შემოქმედება გამოდგებოდა. დღეს უკვე მსოფლიო მნიშვნელობის მწერლად აღიარებულ ვ. გ. ზებალდს აკადემიური წრის გარდა არავინ იცნობდა. მან ცხოვრების დიდი ნაწილი ინგლისში გაატარა\, სადაც გერმანულ ლიტერატურას ასწავლიდა უნივერსიტეტში. ზებალდი ორმოცს იყო გადაცილებული\, როცა მისი წიგნები გამოქვეყნდა. მწერლის მოღვაწეობა ხანმოკლე აღმოჩნდა – 2001 წელს 57 წლის ასაკში ის ავტოკატასტროფაში დაიღუპა. \nზებალდის ყველა ტექსტში მნიშვნელოვანია გახსენებისა და მეხსიერების ფუნქციის ანალიზი\, რომელსაც ის ტრავმული ადამიანების მაგალითზე იკვლევს. მის ტექსტებს თან სდევს მელანქოლიური ტონი. მწერალი მკაცრად აკრიტიკებდა მამების თაობას\, ომის მოვლენებსა და ჰოლოკოსტზე მათ დუმილს ისევე\, როგორც მოკავშირე ძალების მიერ საჰაერო ომის დროს გერმანული ქალაქების განადგურებას და ლიტერატურისა თუ საზოგადოების დუმილს. \nდრო: 15 ნოემბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-literaturul-klubshi-shekhvedra-mthargmnel-maia-badridzesthan-2/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/11/42824.png
END:VEVENT
END:VCALENDAR