BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20170101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170612T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170612T170000
DTSTAMP:20260510T020822
CREATED:20170607T085731Z
LAST-MODIFIED:20240202T061411Z
UID:10002237-1497286800-1497286800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ  ქრისტიან  კიორნერის  საჯარო ლექცია
DESCRIPTION:2017 წლის 12 ივნისს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიაუნის სამეცნიერო კაფეს ორგანიზებით პროფესორი ქრისტიან კიორნერი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: “Explaining the climatic range limits of plant species” („მცენარეთა კლიმატური არეალის საზღვრების დახასიათება“). \nმომხსენებლის შესახებ: ქრისტიან კიორნერი (Christian Körner) ინსბრუკის მაღალმთის ეკოლოგიის ცნობილი სკოლის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელია. იგი 1949 წელს დაიბადა ქ. ზალცბურგში (ავსტრია). სადოქტორო დისერტაცია მაღალმთის მცენარეთა ეკოლოგიის საკითხებზე ქ.ინსბრუკში ცნობილი ფიტოეკოლოგის\, ვალტერ ლარხერის ხელმძღვანელობით დაიცვა. ქრისტიან კიორნერი 1989 წლამდე ინსბრუკის უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტში მოღვაწეობდა.1989 წელს მიიღო ბოტანიკის პროფესორის წოდება და მუშაობა განაგრძო ბაზელის (შვეიცარია) უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობაზე. 2015 წლიდან იგი ემერიტუს-პროფესორია. ქრისტიან კიორნერი  400-ზე მეტი სამეცნიერო სტატიისა და რამდენიმე წიგნის ავტორია. იგი იყო ჟურნალ “Science”-ის სარედაქციო საბჭოს წევრი. ამჟამად არის ჟურნალების – “Oekologia” და “Alpine Botany” – რედაქტორი; რამდენიმე ქვეყნის მეცნიერებათა აკადემიების წევრი. 40 წელია\,  აქტიურად თანამშრომლობს ქართველ კოლეგებთან – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბოტანიკის ინსტიტუტის მეცნიერებთან. მისი წიგნი “Alpine Plant Life: Functional plant ecology” 2008 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა ქართულ ენაზე გამოსცა. 2015 წელს ქრისტიან კიორნერი აირჩიეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად. \nთემის დასახელება: “Explaining the climatic range limits of plant species” („მცენარეთა კლიმატური არეალის საზღვრების დახასიათება“). \nთემის მოკლე აღწერა: მოხსენება შეეხება თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემას – კლიმატის გლობალური ცვლილების ეკოლოგიურ პერსპექტივებს. კერძოდ\, მის გავლენას სახეობათა სივრცითი განაწილების (ჰიფსომეტრულ და ექსპოზიციურ გრადიენტებზე) თავისებურებებზე. \nლექციის ენა: ინგლისური \nდრო: 12 ივნისი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ.წერეთლის ქ. N1)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-qristian-kiorneris-sajaro-leqtsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/06/40773.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170612T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170612T190000
DTSTAMP:20260510T020822
CREATED:20170605T095029Z
LAST-MODIFIED:20240202T061406Z
UID:10002236-1497294000-1497294000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ თენგიზ ვერულავას  საჯარო ლექცია: „ჯანმრთელობის სოციალური დაზღვევის 10 პარადიგმა“
DESCRIPTION:2017 წლის 12 ივნისს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში გაიმართება შეხვედრა მედიცინის აკადემიურ დოქტორთან\, პროფესორ თენგიზ ვერულავასთან. \nსაუბარი შეეხება ჯანმრთელობის სოციალური  დაზღვევის დანერგვის თავისებურებებს\, განსაკუთრებით ისეთი განვითარებადი\, გარდამავალი ქვეყნების მაგალითზე\, როგორიც საქართველოა. კერძოდ: \nრამდენად უწყობს ხელს ჯანმრთელობის სოციალური დაზღვევა ჯანმრთელობის სისტემის მიზნებს? \nრამდენად საჭიროებს დამატებით დაფინანსებას და მხარდაჭერას სახელმწიფოს მხრიდან? \nრამდენად შესაძლებელია შემოსავლების შეგროვების პროცედურების განხორციელება ტექნიკურად? \nრამდენად ხელმისაწვდომია ფიზიკური და ინტელექტუალური რესურსები ჯანმრთელობის სოციალური დაზღვევის სისტემის დასანერგად? \nრა სარგებელი შეიძლება ჰქონდეთ მათ\, ვინც ჯანმრთელობის სოციალური დაზღვევით სარგებლობს? \nჯანმრთელობის სოციალური დაზღვევის სისტემის ტექნიკური განხორციელების შესაძლებლობა და ფინანსური სიცოცხლისუნარიანობა რამდენად არის დამოკიდებული სადაზღვევო მოცვის სიღრმეზე\, სიგანესა და სიმაღლეზე? \nჯანმრთელობის სოციალური დაზღვევის სისტემა როგორ ახორციელებს ჯანმრთელობის სერვისების შეძენას ან  გაწევას? \nჯანმრთელობის სოციალური დაზღვევის სისტემა როგორ ახდენს სადაზღვევო შენატანებისა და სავარაუდო სუბსიდირებული შემოსავლების დაბალანსებას დაზღვეულთა ჯანმრთელობის დაზღვევისა და  ადმინისტრაციულ ხარჯებთან. \nშეხვედრის ორგანიზატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯანდაცვისა და დაზღვევის ინსტიტუტი. \nდრო: 12 ივნისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა:  E207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-thengiz-verulavas-sajaro-leqtsia-janmrthelobis-sotsialuri-dazghvevis-10-paradigma/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/06/40723.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170612T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170612T190000
DTSTAMP:20260510T020822
CREATED:20170605T135733Z
LAST-MODIFIED:20240202T061400Z
UID:10002234-1497294000-1497294000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კონსტანზა კუროს საჯარო ლექცია: ''From Goods to Emotions: The Transformation of Supra as an Informal Practice''
DESCRIPTION:12 ივნისს\, 19:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის დოქტორის\, კონსტანზა კუროს (Costanza Curro)\, საჯარო ლექცია. \nკონსტანზა კუროს გამოქვეყნებული აქვს არაერთი სამეცნიერო პუბლიკაცია ქართული სუფრის\, მასპინძლობის თემატიკაზე. \nლექციის თემა: From Goods to Emotions: The Transformation of Supra as an Informal Pravtice \nთემის აღწერა: არაოფიციალურ ეკონომიკურ პრაქტიკას ხშირად გაიაზრებენ\, როგორც შეგუების სტრატეგიას\, რომელიც სოციალურ აქტორებს საშუალებას აძლევს\, აიტანონ ოფიციალური სისტემის ნაკლოვანებები. ამ პრაქტიკამ სოციალური და პოსტსოციალური საზოგადოებების  მოქალაქეებისათვის საქონელი და მომსახურება ხელმისაწვდომი გახადა; ამის შედეგად დაგეგმილი  ეკონომიკა\, პოლიტიკური კონტროლი\, მოგვიანებით კი სოციალურ-ეკონომიკური „შოკი“\, რომელიც ამ ცვლილებამ მოიტანა\, უცხო გახდა. აღნიშნული პრეზენტაცია აანალიზებს ქართული სუფრის ტრადიციას არაოფიციალური ეკონომიკის ჩარჩოებში. სუფრა (საზეიმო სადილი/ვახშამი) მიჩნეულია ტრადიციული სტუმართმოყვარეობის მთავარ ელემენტად. პრეზენტაცია შესაბამის ლიტერატურასა და ეთნოგრაფიულ მონაცემებზე დაყრდნობით განიხილავს სუფრის\, როგორც არაოფიციალური გაცვლა-გამოცვლის პრაქტიკის\, როლს\, რაც მატერიალური და არამატერიალური საგნების ბრუნვის საშუალებას იძლევა. სოციალური კავშირების დამყარებითა და ერთობლივ ვალდებულებაზე დაფუძნებული ურთიერთობების აგებით სუფრაში ჩართულობამ\, მიუხედავად სისტემის ნაკლისა და შეზღუდვებისა\, ადამიანებს საშუალება მისცა 1990-იანი წლების საბჭოთა კავშირში გაეძლოთ\, ხაზს ვუსვამთ\, რომ 2000-2010 წწ-ის ნეოლიბერალური რეფორმებით დაწყებული\, სუფრის\, როგორც შეეგუების სტრატეგიის როლი\, ნაკლებად აქტუალური გახდა\, მაგრამ მაინც გვგონია\, რომ სუფრა კვლავ რჩება უკმარობის განცდის (განსაკუთრებით ემოციური ხასიათის უკმარისობათა) შევსების მთავარ საშუალებად. \nკონსტანზა კუროს ვრცელი ბიოგრაფია იხილეთ აქ. \nდრო: 12 ივნისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/konstanza-kuros-sajaro-leqtsia-from-goods-to-emotions-the-transformation-of-supra-as-an-informal-practice/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/06/40747.png
END:VEVENT
END:VCALENDAR