BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20170101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170503T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170503T150000
DTSTAMP:20260510T131120
CREATED:20170427T055820Z
LAST-MODIFIED:20240202T062047Z
UID:10002328-1493823600-1493823600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ როლფ შტაინინგერის საჯარო ლექცია: „ახალი ფაქტები ცივი ომის შესახებ“
DESCRIPTION:3 მაისს\, 15:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში ინსბრუკის უნივერსიტეტის (ავსტრია) პროფესორი\, როლფ შტაინინგერი\, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ახალი ფაქტები ცივი ომის შესახებ“. \nსაჯარო ლექცია ჩატარდება გამოფენის – „ცივი ომი: მიზეზები\, ისტორია\, შედეგები “ – ფარგლებში. გამოფენა\, კონრად ადეუნაურის ფონდის\, გერმანიის სოციალისტური ერთიანობის პარტიის დიქტატურის შემსწავლელი ფედერალური ფონდისა და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის (SovLab) ერთობლივი ორგანიზებით\, გაიმართება 2 მაისს\, 18:30 საათზე\, ფაბრიკა ჰოსტელში (ე. ნინოშვილის ქ. #8). \nმომხსენებლის შესახებ \nუახლესი ისტორიის მკვლევარი\, პროფესორი როლფ შტაინინგერი\, დაიბადა 1942 წელს\, ქალაქ პლეტენბერგში (გერმანია). ინგლისურ ენას\, ლიტერატურასა და ისტორიას დაეუფლა მარბურგის\, გოტინგენის\, მიუნხენის\, ლანჩესტერისა და კარდიფის უნივერსიტეტებში; 1971 წელს მოიპოვა დოქტორის ხარისხი\, 1980 წელს გახდა ჰანოვერის (გერმანია) უნივერსიტეტის პროფესორი\, ხოლო 1983 წელს მოღვაწეობას შეუდგა ინსბრუკის (ავსტრია) უნივერსიტეტში; იგი ინსბრუკის თანამედროვე ისტორიის ინსტიტუტის ხელმძღვანელია 1984 წლიდან. პროფესორ შტაინინგერის ნაშრომები\, ძირითადად\, ეხება ომისშემდგომი გერმანიის\, ავსტრალიისა და სამხრეთ ტაიროლის ისტორიას. \n1995 წლიდან შტაინინგერი ევროგაერთიანების ინიციატივით შექმნილ საგანმანათლებლო პროგრამას – Jean Monnet Programme – ხელმძღვანელობს; \nამავე დროს\, არის ახალი ორლეანის უნივერსიტეტის ეიზენჰაუერის ამერიკანისტიკის ცენტრის საბჭოს მთავარი წევრი და ევროპული საზოგადოების კვლევების ასოციაციის (ECSA) აღმასრულებელი კომიტეტის წევრი. სხვადასხვა დროს როლფ შტაინინგერი მოწვეული პროფესორის სტატუსით მუშაობდა ჰანოის\, საიგონისა და კეიპტაუნის უნივერსიტეტებში. \nლექციის ენა: ინგლისური \nლექციის დრო: 3 მაისი\, 15:00 საათი \nადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-rolph-shtainingeris-sajaro-leqtsia-akhali-phaqtebi-tsivi-omis-shesakheb/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/04/40279.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170503T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170503T150000
DTSTAMP:20260510T131121
CREATED:20170502T090928Z
LAST-MODIFIED:20240202T062046Z
UID:10002327-1493823600-1493823600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის დებატების კლუბში: საჯარო დებატები ევროპულ დღეებთან დაკავშირებით
DESCRIPTION:3 მაისს\, 15:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტთან არსებული დებატების კლუბი გამართავს პირველ საჩვენებელ საჯარო დებატებს ევროპულ დღეებთან დაკავშირებით. \nსაჯარო დებატები ევროინტეგრაციის თემაზე დებატების კლუბის ღონისძიებათა სერიის ერთ-ერთი აქტივობაა\, რაც სხვადასხვა მნიშვნელოვანი თემისა და პრობლემური საკითხის საზოგადოებრივ სივრცეში განხილვას ემსახურება. სადისკუსიო თემა შერჩეულია მისი აქტუალობიდან გამომდინარე და ეძღვნება ევროპის დღეებს საქართველოში. \nღონისძიებაზე მოწვეულ სტუმართა შორის იქნებიან: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და ყოფილი და მოქმედი მოდებატე სტუდენტები. \nდებატების კლუბის შესახებ \nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ინიციატივით\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიქმნა დებატების კლუბი\, რომლის წევრების შერჩევა მოხდა კონკურსის წესით. კლუბის წევრებისთვის მთელი წლის განმავლობაში კვირაში ერთხელ\, ტრენინგებს ატარებენ „საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის“ ტრენერ-კონსულტანტები. კლუბის წევრი სტუდენტები გამოირჩევიან მაღალი მოტივაციით\, რაზეც მეტყველებს მათი აქტიურობა და მაღალი ჩართულობა დებატების კლუბის აქტივობებში. \nდრო: 3 მაისი\, 15:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-debatebis-klubshi-sajaro-debatebi-evropul-dgheebthan-dakavshirebith/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/05/40301.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170503T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170503T190000
DTSTAMP:20260510T131121
CREATED:20170427T060114Z
LAST-MODIFIED:20240202T062043Z
UID:10002326-1493838000-1493838000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„მეტისმეტად ხმაურიანი მარტოობა“ - ბოჰუმილ ჰრაბალის რომანის პრეზენტაცია ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში
DESCRIPTION:3 მაისს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და გამომცემლობა „დიოგენე“ გიწვევთ ბოჰუმილ ჰრაბალის რომანის პრეზენტაციაზე. \nწიგნი – სახელწოდებით\, „მეტისმეტად ხმაურიანი მარტოობა“ – ჩეხურიდან სულხან მუხიგულაშვილმა თარგმნა და სერიაში – „დიოგენეს ბიბლიოთეკა“ – გამოვიდა. \nპრეზენტაციაზე წიგნს მთარგმნელი წარადგენს. \nწიგნის შესახებ \nპატარა ადამიანი და მისი უკიდეგანო სამყარო\, რეალობის კომიკურობა და უკიდურესი ტრაგიზმი – ეს დიდი ჩეხი მწერლის\, ბოჰუმილ ჰრაბალის (1914-1997)\, საყვარელი თემებია\, რომელთაც ავტორი ამ პატარა\, მაგრამ მის შემოქმედებაში უმნიშვნელოვანეს რომანში კიდევ ერთხელ უბრუნდება. ამბის მთხრობელი მაკულატურის მწნეხელი ჰანტაა\, რომელიც თავის Love-story-ს ჰყვება\, თუმცა „მეტისმეტად ხმაურიანი მარტოობის“ მთავარი გმირის გამორჩევა რთულია: ყველა პერსონაჟი – მზეთუნახავი მანჩინკა\, ბოშა ქალები\, ახალგაზრდა მუშები ფერად-ფერადი ხელთათმანებით თუ ჰანტას რკინიგზელი ბიძა\, რომელიც ხეხილის ბაღში\, ვაგონეტზე შემომდგარა – მწერლისთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია. \nდრო: 3 მაისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/metismetad-khmauriani-martooba-bohumil-hrabalis-romanis-prezentatsia-iliaunis-literaturul-klubshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/04/40277.png
END:VEVENT
END:VCALENDAR