BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20170101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170318T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170318T160000
DTSTAMP:20260510T093812
CREATED:20170317T141433Z
LAST-MODIFIED:20240202T062553Z
UID:10002405-1489852800-1489852800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ღია სივრცე საქართველოს საბჭოთა ისტორიის გააზრებისთვის - შეხვედრა SOVLAB-ის თავისუფალი სასწავლო-პრაქტიკული კურსის ფარგლებში
DESCRIPTION:„საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია“ (SOVLAB)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით\, იწყებს თავისუფალ სასწავლო-პრაქტიკულ კურსს – „ღია სივრცე საქართველოს საბჭოთა ისტორიის გააზრებისთვის“\, რომელში მონაწილეობის მიღებაც შეუძლიათ მსმენელებს 18 წლის ასაკიდან. \n18 მარტს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება პირველი საინფორმაციო-გაცნობითი შეხვედრა\, რომელზეც პროექტის ხელმძღვანელები მსმენელებს გააცნობენ კურსის მიზნებსა და ამოცანებს; დაიგეგმება პრაქტიკული მეცადინეობების პრინციპები. შეხვედრის მეორე ნაწილში მომხსენებლები\, დავით ჯიშკარიანი და ირაკლი ხვადაგიანი\, წაიკითხავენ სალექციო კურსის პირველ ლექციას უახლესი ისტორიის შესწავლის პრობლემატიკაზე და მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის სოციალური და პოლიტიკური პროცესების მნიშვნელობაზე. \nკურსის შესახებ \n„საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ თავისუფალი სასწავლო-პრაქტიკული კურსის სალექციო თემები მიმოიხილავს მე-19 საუკუნის ბოლოდან მე-20 საუკუნის 90-იან წლებამდე მიმდინარე სოციალურ და პოლიტიკურ პროცესებს\, კერძოდ: \n\nერის ფორმირება და სამოქალაქო კულტურის განვითარება;\nსოციალური მოძრაობები და პოლიტიკური პარტიების წარმოშობა;\nპირველი რესპუბლიკა და საქართველოს ევროპული განვითარების პროექტი;\nსაბჭოთა ოკუპაცია და წინააღმდეგობის მოძრაობა;\nსაბჭოთა ნაციონალური პოლიტიკა;\nურბანიზაცია და ინდუსტრიალიზაცია;\nცვლილებები არქიტექტურასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში;\nსტალინის კულტის ჩამოყალიბება და შემდგომი დესტალინიზაცია;\nცივი ომი და საბჭოთა „კეთილდღეობის სახელმწიფო“;\nსაბჭოთა სახელმწიფოს დასასრული და ტრანზიციის ეტაპი.\n\nკომბინირებული\, ინტერდისციპლინურ მიდგომებსა და სამეცნიერო კვლევებზე დამყარებული ინტენსიური სასწავლო კურსის ხანგრძლივობაა 8 თვე – მარტიდან ნოემბრის ჩათვლით. მსმენელები აქტიურად იქნებიან ჩაბმული როგორც კვლევით\, ასევე საველე-პრაქტიკულ სამუშაოებში. ყოველი თემატური ლექციის დასრულების შემდეგ\, დაგეგმილია გასვლითი ლექციები\, ისტორიული ადგილების ნახვა როგორც თბილისში\, ისე საქართველოს სხვადასხვა მხარეში. \nკურსის მიმდინარეობისას სტუდენტებს საშუალება ექნებათ\, მოუსმინონ მოწვეულ ლექტორებს\, რომლებიც კურსის თემების სიღრმისეული კვლევის გამოცდილებას გაუზიარებენ მსმენელებს და დისკუსიაში ჩაებმებიან. \nკურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი. \nლექციები ჩატარდება შაბათობით. ხანგრძლივობა – 3 საათი.\nკურსი ხორციელდება სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის (DVV International) ფინანსური მხარდაჭერით. \nდრო: 18 მარტი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. #1)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ghia-sivrtse-saqarthvelos-sabtchotha-istoriis-gaazrebisthvis-shekhvedra-sovlab-is-thavisuphali-sastsavlo-praqtikuli-kursis-pharglebshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/03/39676.png
END:VEVENT
END:VCALENDAR