BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20170101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170317T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170317T190000
DTSTAMP:20260510T144000
CREATED:20170310T115258Z
LAST-MODIFIED:20240202T062559Z
UID:10002407-1489777200-1489777200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე
DESCRIPTION:21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უერთდება კავშირის „ჩვენი ბავშვები“ და „საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის“ 2017 წლის კამპანიას „ჩემი ხმა საზოგადოებაში“\, რომელიც 15 მარტს დაიწყება და 21 მარტს დასრულდება. \nკამპანიის ფარგლებში\, 17 მარტს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში გაიმართება დაუნის სინდრომის მქონე ახალგაზრდა სპიკერების კონფერენცია\, რომელზეც დასწრება თავისუფალია ფართო საზოგადოებისთვის. \nკონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ გიგო შიუკაშვილი\, ლექსო ფოდიაშვილი\, სესილი ღვინჯილია და ლევან გოცაძე. \nმომხსენებლები ისაუბრებენ საკუთარი საჭიროებების და გამოცდილების შესახებ\, თუ როგორია ქართულ საზოგადოებაში დაუნის სინდრომის მქონე პირთა ყოველდღიურობა\, რა გამოწვევების წინაშე დგანან ისინი და რა სახის ბარიერები ექმნებათ სახელმწიფოსგან. \nკამპანიის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებათა სრული განრიგი: 15-21 მარტი \nდაუნის სინდრომის მქონე ბავშვთა\, მშობელთა და პროფესიონალთა კავშირის „ჩვენი ბავშვები“ და „საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის ეგიდით\, 2017 წელს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები მონაწილეობას მიიღებენ შემდეგ ღონისძიებებში: \n\n15-21 მარტი – „უთვალავი ჭრელი წინდის“ კამპანია;\n15 მარტი – შეხვედრა CSR კლუბთან და ფოტოგადაღება ჭრელი წინდებით;\n17 მარტი – დაუნის სინდრომის მქონე ახალგაზრდა სპიკერების კონფერენცია ილიაუნიში;\n20 მარტი – ვიზიტი პრეზიდენტის სასახლეში და შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან;\n21 მარტი – კონფერენცია „ჩემი ხმა საზოგადოებაში“ ყოფილი პარლამენტის შენობაში;\n21 მარტი – ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია საქართველოს ყველა რეგიონის 17 მუნიციპალიტეტში;\n15-21 მარტი – კამპანია მსოფლიო და ადგილობრივი ვიდეორგოლებით.\n\nკამპანიის შესახებ \nდაუნის სინდრომის მსოფლიო დღის 2017 წლის სლოგანია: ჩემი ხმა საზოგადოებაში – დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს უფლება აქვთ\, გამოთქვან აზრი და იქონიონ ზეგავლენა სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირებასა და განხორციელებაში\, რაც უზრუნველყოფს სრულ ჩართულობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში (My Voice\, MyCommunity – Enabling people with Down syndrome to speak up\, be heard and influence government policy and action\, to be fully included in the community). აღნიშნული სლოგანიდან გამომდინარე\, 2017 წლის კამპანიის მოქმედი პირები იქნებიან თავად დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები\, რომლებიც ისაუბრებენ საკუთარი უფლებების შესახებ. \nსაინფორმაციო კამპანიის მიზანია საზოგადოებაში დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა სრულუფლებიან მოქალაქეებად დამკვიდრება. \nდაუნის სინდრომის მსოფლიო დღის შესახებ \n21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. ის მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში\, მათ შორის საქართველოში 2012 წლიდან აღინიშნება. \nსაერთაშორისო ორგანიზაცია DSI (Down Syndrome International)\, რომლის წევრიცაა კავშირი „ჩვენი ბავშვები“\, ყოველწლიურად განსაზღვრავს მსოფლიო სლოგანებს\, ამ სლოგანის გარშემო გაეროს შტაბბინაში ატარებს კონფერენციას და აკეთებს მსოფლიო ვიდეორგოლს. უთვალავი წინდის („Lot`s of Socks“) ტრადიცია კი\, რომლის მიზანიც მასობრივი სოლიდარობის ორიგინალურად გამოხატვაა\, უკვე მეოთხე წელს ითვლის. \nდაუნის სინდრომის მსოფლიო დღის დაწესება გამოწვეულია დაუნის სინდრომის მქონე პირთა მიმართ არსებული სტიგმებითა და სტერეოტიპებით მთელს მსოფლიოში. საზოგადოების მხრიდან სტიგმები და გაუცხოება კი განსაკუთრებით მწვავედ იგრძნობა საქართველოში. \nორგანიზატორთა შესახებ \nარასამთავრობო ორგანიზაცია დაუნის სინდრომის მქონე ბავშვთა მშობელთა და პროფესიონალთა კავშირი „ჩვენი ბავშვები“ 2006 წელს\, დაუნის სინდრომის მქონე ბავშვთა მშობლებისა და თემაზე მომუშავე პროფესიონალების მიერ დაფუძნდა და\, დონორ ადგილობრივ თუ საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით\, არაერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტი განახორციელა . \nარასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია“ 2017 წლის 16 იანვარს დაფუძნდა კავშირის „ჩვენი ბავშვები“\, ლიდერი მშობლებისა და დაუნის სინდრომის მქონე ზრდასრულების მიერ. ორგანიზაცია საქმიანობს მთელი საქართველოს მასშტაბით\, ხელს უწყობს რეგიონალური ფილიალების დაფუძნებას/განვითარებას\, წარმოაჩენს დაუნის სინდრომის თემაში არსებულ საკითხებსა თუ გამოწვევებს ადგილობრივ და საერთაშორისო მასშტაბით. \nკონფერენციის დრო: 17 მარტი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/daunis-sindromis-msophlio-dghe/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/03/39592.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170317T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170317T190000
DTSTAMP:20260510T144000
CREATED:20170315T105212Z
LAST-MODIFIED:20240202T062557Z
UID:10002406-1489777200-1489777200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის „ფორბსის“ კლუბში: თინათინ რუხაძის საჯარო ლექცია
DESCRIPTION:17 მარტს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E405 („ფორბსის“) აუდიტორიაში ილიაუნის „ფორბსის“ კლუბის მორიგი შეხვედრა გაიმართება. \nსაჯარო ლექციას წაიკითხავს ერიქსონის საერთაშორისო ინსტიტუტის პროფესიონალი ქოუჩი და ტრენერი\, თინათინ რუხაძე. \nლექციის თემა: წარმატების 7 განზომილება. \nსაჯარო ლექციაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები: \n\nრა არის წარმატება\, როგორ ვზომავთ მას?\nრატომ ხდება\, რომ მსგავსი სოციალურ და ეკონომიკური პირობების მიუხედავად\, ერთნი აღწევენ წარმატებას\, მეორენი კი ვერა?\nრა პიროვნული თვისებები განაპირობებს ადამიანის წარმატებას?\nრას ნიშნავს „წარმატების 7 განზომილება“?\n\nმომხსენებლის შესახებ \nთინათინ რუხაძე არის ფსიქოლოგი\, ერიქსონის საერთაშორისო ინსტიტუტის პროფესიონალი ქოუჩი და ტრენერი\, ბიზნეს-ლიდერი და მენეჯერი 20-წლიანი გამოცდილებით. ამასთან\, არის „გროუინის“ (GROWIN) თანადამფუძნებელი\, „ეისითის“ (ACT) თანადამფუძნებელი და გენერალური დირექტორი\, ბიზნესასოციაციის – „ქალები მომავლისთვის“ (Women For Tomorrow) – თანადამფუძნებელი და თავმჯდომარე. \n დრო: 17 მარტი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: E 405 („ფორბსის“) აუდიტორია (ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n2017 წელი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-phorbsis-klubshi-thinathin-rukhadzis-sajaro-leqtsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/03/39624.png
END:VEVENT
END:VCALENDAR