BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20160101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161215T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161215T170000
DTSTAMP:20260511T124154
CREATED:20161213T064711Z
LAST-MODIFIED:20240202T063838Z
UID:10002585-1481821200-1481821200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიში - დიმიტრი უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტი
DESCRIPTION:15 დეკემბერს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)\, ილიაუნის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიშის ფარგლებში\, სამეცნიერო-კვლევითი პროექტების პრეზენტაციებს წარადგენს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დიმიტრი უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტი.\nგაიმართება 2 სამეცნიერო-კვლევითი პროექტის პრეზენტაცია. \n\nმოხსენებას თემაზე „გარემოს როლი ადრეული ზრდასრულების იდენტობის ფორმირებაში“ წაიკითხავს პროფესორი ნინო ჯავახიშვილი.\n\nანოტაცია\n\nადრეული ზრდასრულობის ცნება შედარებით ახალი კონსტრუქტია განვითარების ფსიქოლოგიაში\, თუმცა\, დღეისათვის უკვე შესწავლილია მისი იდენტობის ფორმირების ძირითადი თავისებურებები\, რომლებიც უნივერსალურია. ამავე დროს\, მკვლევრებმა აღიარეს\, რომ გარემო მნიშვნლოვან გავლენას ახდენს იდენტობის ფორმირებაზე. ჩვენი კვლევები სწორედ გარემოს/კონტექსტის როლის შესწავლის მიმართულებით განხორციელდა\, აღმოჩნდა\, რომ ქართველი ახალგაზრდების იდენტობის ფორმირება გარემოს გამო განსხვავებულად მიმდინარეობს. \n\nმოხსენებას თემაზე „ოჯახის ძალადობის მსხვერპლების ფსიქოლოგიური მორგება“ წაიკითხავს მაკა ლორთქიფანიძე.\n\nანოტაცია \nკვლევები აჩვენებს\, რომ სტრესის განცდა აუარესებს ადამიანის ფსიქოლოგიური მორგების მაჩვენებლებს. ოჯახში ძალადობის მსხვერპლები გამონაკლისი არაა\, ნაჩვენებია\, რომ მათ აქვთ მომატებული შფოთვა და დეპრესია. ჩვენი კვლევის სიახლე ის გახლავთ\, რომ შევისწავლეთ ოჯახში ძალადობის მსხვერპლების მორგების კიდევ ერთი მაჩვენებელი – ცხოვრებით კმაყოფილება; გარდა ამისა\, თავად სტრესორის – ოჯახში ძალადობის სხვადასხვა ფორმა. ოჯახში ძალადობის გავლენა დეპრესიაზე\, შფოთვაზე და ცხოვრებით კმაყოფილებაზე შევისწავლეთ სოციალური მხარდაჭერის ფონზე. \nდრო: 15 დეკემბერი\, 17: 00 საათი\nადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ilias-sakhelmtsipho-universitetis-sametsniero-kvlevithi-saqmianobis-angarishi-dimitri-uznadzis-phsiqologiis-instituti/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/12/38967.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161215T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161215T180000
DTSTAMP:20260511T124154
CREATED:20161213T064011Z
LAST-MODIFIED:20240202T063413Z
UID:10002516-1481824800-1481824800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიში - შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი
DESCRIPTION:15 დეკემბერს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)\, ილიაუნის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიშის ფარგლებში\, სამეცნიერო-კვლევითი პროექტების პრეზენტაციებს წარადგენს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი.\nგაიმართება 3 სამეცნიერო-კვლევითი პროექტის პრეზენტაცია. \n\nმოხსენებას თემებზე „ებრაული იდენტობა საქართველოში და გლობალიზაციის დასაწყისი“ და „ქართველ იძულებით გადაადგილებულ პირთა ჩახშული ხმა და სოციალური ინტეგრაციის დილემები“ წაიკითხავს პროფესორი ნინო ფირცხალავა.\n\nანოტაცია\n\n„ებრაული იდენტობა საქართველოში და გლობალიზაციის დასაწყისი“ – ნინო ფირცხალავასა და ლალი გულედანის კვლევა  მხოლოდ ერთი ასპექტია იმ კომპლექსური კვლევისა\, რომელიც XIX-XX საუკუნეთა მიჯნის (fin de siècle) თბილისის\, როგორც მულტიეთნიკური და მულტიკულტურული ქალაქის\, ფენომენის შესწავლას გულისხმობს. ამ პრობლემის საფუძვლიანად განხილვისას შეუძლებელია კვლევის შემოფარგვლა მხოლოდ „ქართველ ებრაელთა“  იდენტობის გარკვევით. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია მრავალეროვანი თბილისის სხვა ეთნიკური ჯგუფების კულტურული\, რელიგიური და ლინგვისტური თვალსაზრისით შესწავლა\, რაც\, თავის მხრივ\, ინტერდისციპლინური კვლევის აუცილებლობას გულისხმობს.  თბილისის\, როგორც მრავალეროვანი და მრავალენოვანი ფენომენის\, შესწავლა გულისხმობს მულტიკულტურულობის საკითხის განხილვას ქალაქის სემიოტიკის შუქზე იმის გათვალისწინებით\, თუ რა ფუნქციონალობას იძენს ამ კონტექსტში თბილისის ესა თუ ის უბანი და რას წარმოადგენს ის მარკერები\, რომლებიც ამ მულტიკულტურულობის განმსაზღვრელია. კვლევა ხორციელდება ფოლკსვაგენის ფონდთან თანამშრომლობით.\n„წარსულში მომწყვდეულნი: ქართველ იძულებით გადაადგილებულ პირთა ჩახშული ხმა და სოციალური ინტეგრაციის დილემები“ – მალხაზ თორიასა და ნინო ფირცხალავას კვლევის მიზანია სიმბოლური და პოლიტიკური ფაქტორების ურთიერთმიმართების კვლევა\, რომლებიც ახშობს ან სუსტად წარმოაჩენს დევნილების მოთხოვნებს. თავის მხრივ\, ეს ფაქტორები ხელს უშლის მათ ინტეგრაციას ქართულ საზოგადოებაში და განსაზღვრავს მათ მარგინალურ პოზიციას. კერძოდ\, საკვლევი ამოცანები ორ დიდი საკითხის გარშემო დავაჯგუფეთ:\n1.სიმბოლური დონე: „სამშობლოს“ ნოსტალგიური გახსენება\, კოლექტიური ტრავმა და მსხვერპლის ნარატივები როგორც „სოციალური ჩაკეტილობის“ მიზეზები;\n2.პოლიტიკური დონე: ხელისუფლების (ცენტრალური და ლოკალური; აფხაზეთის დევნილი ხელისუფლება და ე.წ. სამხრეთ-ოსეთის ადმინისტრაცია; დევნილთა სამინისტრო) და არასამთავრობო ორგანიზაციების (რომლებიც დევნილთა პრობლემებით არიან დაკავებული) საქმიანობა. კვლევა ხორციელდება ნორვეგიის საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტთან თანამშრომლობით. \n\nმოხსენებას თემაზე „რომანტიკული ნაციონალიზმის ფორმირება საქართველოში და ქართული ლიტერატურა; კულტურული ფიგურების საკრალიზაცია და “დიდი უკვდავები“ წაიკითხავს პროფესორი ბელა წიფურია.\n\nანოტაცია\n\nკვლევის ჰიპოთეზა გულისხმობს\, რომ საქართველოში მოდერნული ტიპის ნაციონალური ცნობიერება სახეს იძენდა ევროპულ ერებში მე-19 საუკუნეში ნაციონალიზმის ფორმირების ერთიანი ლოგიკისა და ტენდენციების შესაბამისად. იმ ფონზე\, რომ ევროპის ერები ამ პერიოდში ქმნიდნენ ერ-სახელმწიფოებს\, ხოლო არაერთი ერის იდენტობის ფორმირება მიმდინარეობდა ევროპის დიდი იმპერიების ფარგლებში\, საქართველოს მაგალითიც ცხადყოფს მოდერნული ეპოქის ერთიანი ტენდენციის არსებობას. ამასთან\, არაერთ ქვეყანაში\, მათ შორის საქართველოშიც\, განმსაზღვრელია ლიტერატურის როლი ნაციონალიზმის იდეის და ნაციონალური იდენტობის\, საბოლოოდ კი ერი-სახელმწიფოს ფორმირებაში. კვლევა ხორციელდება ამსტერდამის უნივერსიტეტისა და სლოვენიის მეცნიერებათა და ხელოვნების აკადემიის ლიტერატურისა და ლიტერატურის კვლევების ინსტიტუტის მკვლევარებთან თანამშრომლობით. \nდრო: 15 დეკემბერი\, 18: 00 საათი\nადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ilias-sakhelmtsipho-universitetis-sametsniero-kvlevithi-saqmianobis-angarishi-shedarebithi-literaturis-instituti/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/12/38968.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161215T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161215T190000
DTSTAMP:20260511T124154
CREATED:20161209T100600Z
LAST-MODIFIED:20240202T063410Z
UID:10002514-1481828400-1481828400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„საცდელი ნომერი“ - უმბერტო ეკოს რომანის პრეზენტაცია ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში
DESCRIPTION:15 დეკემბერს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გამომცემლობა „დიოგენე“ და ილიაუნის ლიტერატურული კლუბი გიწვევთ უმბერტო ეკოს რომანის პრეზენტაციაზე. \n„საცდელი ნომერი“ ცნობილი იტალიელი მწერლისა და მეცნიერის\, უმბერტო ეკოს (1932-2016) ბოლო რომანია\, რომელიც ავტორის გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე გამოვიდა. \nმილანში აპირებენ გაზეთის გამოცემას\, რომელიც მის დამფინანსებელ მედიამაგნატს სერიოზულ გავლენას მოუპოვებს. საცდელმა ნომერმა ცხადი უნდა გახადოს\, რომ ამ გაზეთს შეუძლია საფინანსო და პოლიტიკურ წრეებს პრობლემები შეუქმნას. ნომრის მზადების კვალდაკვალ წიგნში რამდენიმე ამბავი ვითარდება: სასიყვარულო თავგადასავალი\, ჟურნალისტის მკვლელობა\, ბენიტო მუსოლინის აღსასრულისა და მოკავშირეთა სპეცსამსახურების საიდუმლო ისტორია… \nწიგნი დარეჯან კიკოლიაშვილმა თარგმნა და გამომცემლობა „დიოგენემ“ გამოსცა სერიით ET CETERA. \nწიგნს მთარგმნელი დარეჯან კიკოლიაშვილი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი\, მთარგმნელი ნოდარ ლადარია წარადგენენ. \nდრო: 15 დეკემბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/satsdeli-nomeri-umberto-ekos-romanis-prezentatsia-iliaunis-literaturul-klubshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/12/38932.png
END:VEVENT
END:VCALENDAR