BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20160101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160601T090000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160601T090000
DTSTAMP:20260512T013206
CREATED:20160527T130214Z
LAST-MODIFIED:20240202T065222Z
UID:10002794-1464771600-1464771600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საერთაშორისო კონფერენცია: „მეხსიერება და იდენტობა პოსტსაბჭოთა სივრცეში: საქართველო და კავკასია აღმოსავლეთ ევროპის კონტექსტში“
DESCRIPTION:1-2 ივნისს\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია: „მეხსიერება და იდენტობა პოსტსაბჭოთა სივრცეში: საქართველო და კავკასია აღმოსავლეთ ევროპის კონტექსტში“. \nკონფერენციის ორგანიზატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეხსიერების კვლევების ცენტრი კავკასიაში (MSCC). კონფერენცია ჩატარდება კავკასიის შვეიცარიული აკადემიური ქსელის (ASCN)\, ხსოვნის და სოლიდარობის ევროპული ქსელისა (ENRS) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) თანამონაწილეობით. \nკავკასია შეიძლება დახასიათდეს\, როგორც განსხვავებული კულტურების და ცივილიზაციათა მიჯნა და გზაჯვარედინი. სხვადასხვა ერის\, ეთნიკური ჯგუფის\, რელიგიისა და კულტურის თანაარსებობა ასევე განსხვავებული\, ხშირად მკვეთრად დაყოფილი\, მნემონიკური ერთობების არსებობაზე მიუთითებს\, რადგან კოლექტიური მეხსიერება ეთნიკური თუ კულტურული იდენტობის მნიშვნელოვანი მარკერია. მიუხედავად იმისა\, რომ ამჟამად მრავალი მიმდინარე პრობლემა მეხსიერების პოლიტიკის შედეგია\, მისი კვლევა საქართველოსა და კავკასიაში ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა. \nკონფერენცია მიზნად ისახავს მეხსიერების\, იდენტობისა და პოლიტიკის ძირითადი ელემენტების ანალიზს საქართველოს\, კავკასიისა და პოსტსოციალისტური სივრცის კონტექსტში. ვიმედოვნებთ\, რომ საფუძველი ჩაეყრება რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობას იმ მეცნიერთა შორის\, რომლებიც მოღვაწეობენ ამ კომპლექსურ და ფართო აკადემიურ სფეროში. კონფერენციაში მონაწილეობენ ამერიკელი\, პოლონელი\, აზერბაიჯანელი\, სომეხი და ქართველი მეცნიერები. \nკონფერენცია ეხმიანება პრობლემათა ფართო სპექტრს\, რაც\, ყველაფერთან ერთად\, მეტ სინათლეს მოჰფენს მეხსიერების ფენომენის უნიკალურ და უნივერსალურ თვისებებს თანამედროვე საქართველოში\, კავკასიასა და ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. კონფერენცია მოიცავს შემდეგ თემებს: \n\nმეხსიერების პოლიტიკა ისტორიულ პერსპექტივაში: მეხსიერების პოლიტიკის ისტორიული ფორმები საქართველოსა და კავკასიაში;\nსაბჭოთა და პოსტსაბჭოთა მეხსიერების პოლიტიკა ტოტალიტარული და იმპერიული მემკვიდრეობის ფარგლებში;\nმეხსიერების ადგილები და გარემო საქართველოსა და კავკასიაში;\nკოლექტიური მეხსიერება და კოლექტიური ამნეზია: კოლექტიური ამნეზია\, როგორც დავიწყების აქტი და სოციალური ერთობის მიღწევის საშუალება?\nმეხსიერება მშვიდობისა და შერიგების პროცესში;\n\nკონფერენციის სრული პროგრამა იხილეთ თანდართულ ფაილში. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო და ადგილმდებარეობა: \n1-ლი ივნისი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32) \n2 ივნისი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/saerthashoriso-konpherentsia-mekhsiereba-da-identoba-postsabtchotha-sivrtseshi-saqarthvelo-da-kavkasia-aghmosavleth-evropis-konteqstshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/05/36750.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160601T130000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160601T130000
DTSTAMP:20260512T013206
CREATED:20160523T072800Z
LAST-MODIFIED:20240202T065219Z
UID:10002793-1464786000-1464786000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:EANET TALKS სერიის ფარგლებში - მაკა სამუშიას საჯარო ლექცია
DESCRIPTION:1-ლ ივნისს\, 13:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში\, ილიაუნის ბიზნესის სკოლის ორგანიზებით\, პროექტის – EANET TALKS – ფარგლებში\, მეწარმე კურსდამთავრებულთა ცენტრის წევრი\, მაკა სამუშია\, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: სტუდენტი და კარიერა\, როგორ მივაღწიე წარმატებას. \nდრო: 1-ლი ივნისი\, 13:00 საათი \nადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/eanet-talks-seriis-pharglebshi-maka-samushias-sajaro-leqtsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/05/36630.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160601T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160601T140000
DTSTAMP:20260512T013206
CREATED:20160527T133748Z
LAST-MODIFIED:20240202T065218Z
UID:10002792-1464789600-1464789600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ ელზბიეტა მათინიას საჯარო ლექცია - დევნილები და საჯარო სივრცე: იმედის ინფრასტრუქტურა
DESCRIPTION:1-ლ ივნისს\, ოთხშაბათს\, 14:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“\, საერთაშორისო კონფერენციის – „მეხსიერება და იდენტობა პოსტსაბჭოთა სივრცეში: საქართველო და კავკასია აღმოსავლეთ ევროპის კონტექსტში“ – ფარგლებში\, სოციოლოგიის პროფესორი\, ელზბიეტა მათინია წაიკითხავს საჯარო ლექციას: „დევნილები და საჯარო სივრცე: იმედის ინფრასტრუქტურა“. \nმომხსენებლის შესახებ\nელზბიეტა მათინია არის სოციოლოგიის პროფესორი და „ნიუ სქულის“ (ნიუ-იორკი) დემოკრატიის შესწავლის ტრანსრეგიონალური ცენტრის დირექტორი. მისი კვლევები პოლიტიკის სოციოლოგიასა და ხელოვნებაში ეხება დემოკრატიულ ტრანზიციას აღმოსავლეთ ევროპასა და მის გარეთ\, ასევე ახალ ევროპაში სასაზღვრო ზოლის კონცეფციასა და ძალადობის მემკვიდრეობის მქონე ახალ დემოკრატიებს. მისი ბოლო ორი წიგნი ერთობლივად განიხილავს პოლიტიკის სცენას\, საშემსრულებლო ხელოვნებასა და სამოქალაქო აქტიურობას. „შემზარავი ერა“ (Yale University Press\, 2014) წარმოაჩენს პოსტრევოლუციურ დიალოგს ევროპის ცნობილ დისიდენტებს შორის (დრამატურგი და ჩეხეთის პრეზიდენტი ვაცლავ ჰაველი და პოლონელი პოლიტიკური მოაზროვნე ადამ მიხნიკი). წიგნში “საშემსრულებლო დემოკრატია” (Paradigm\, 2009) მათინია იკვლევს პოლიტიკური ცხოვრების იმ პოტენციალს\, რომელიც მოუხელთებელია მკვლევრებისათვის – იმ შთაგონებული მოქალაქეებისთვის\, რომლებიც დემოკრატიის დაკანონებას ესწრაფვიან. ავტორი თავად არის საბჭოთა სისტემის კოლაფსის წინარე პერიოდში პოლონეთში საზოგადოებრივი სივრცის ჩამოყალიბების პროცესის მოწმე და ცდილობს იპოვოს დრამატული პერფორმანსის პირობები და ადგილი სამოქალაქო ცხოვრებაში. \nსამუშაო ენა: ინგლისური\nდრო: 1-ლი ივნისი\, 14:00 საათი\nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჭავჭავაძის გამზ. #32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-elzbieta-mathinias-sajaro-leqtsia-devnilebi-da-sajaro-sivrtse-imedis-inphrastruqtura/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/05/36752.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160601T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160601T190000
DTSTAMP:20260512T013206
CREATED:20160524T065538Z
LAST-MODIFIED:20240202T065216Z
UID:10002791-1464807600-1464807600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ბესო კაჭარავას საჯარო ლექცია: ხმის დიზაინერი vs სამყარო: როგორ ვიშოვოთ ფული საყვარელი საქმით
DESCRIPTION:1-ლ ივნისს\, ოთხშაბათს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრის ფოიეში\, ილიაუნის მუსიკის ცენტრის ინიციატივით\, გაიმართება ილიაუნისა და Vancouver Film School-ის კურსდამთავრებულის\, ბესო კაჭარავას\, საჯარო ლექცია: „ხმის დიზაინერი vs სამყარო: როგორ ვიშოვოთ ფული საყვარელი საქმით.“ \nმომხსენებლის შესახებ \nბესო კაჭარავა ხმის დიზაინერია და ფილმის ხმის პოსტპროდუქციასა და ვიდეოთამაშებზე მუშაობს. მან თბილისში დააარსა საკუთარი პოსტპროდუქციის სტუდია. უმუშევია არაერთ ფილმზე\, სატელევიზიო შოუზე\, ანიმაციაზე\, სარეკლამო რგოლსა თუ ვიდეოთამაშზე. მისი მომსახურება მოიცავს ხმის სერვისების მთელ სპექტრს ვიზუალური მედიისთვის. ბესო\, საკუთარ კომპანიაში დასაქმებულ 10-კაციან ჯგუფთან ერთად\, GDS-ისა და სხვა ქართული კომპანიების გარდა\, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის თამაშების თუ კინოპროდუქციის წარმომადგენლებთანაც თანამშრომლობს. \nდრო: 1-ლი ივნისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრის ფოიე (ჭავჭავაძის გამზ. #32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/beso-katcharavas-sajaro-leqtsia-khmis-dizaineri-vs-samqharo-rogor-vishovoth-phuli-saqhvareli-saqmith/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/05/36714.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160601T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160601T190000
DTSTAMP:20260512T013206
CREATED:20160527T135445Z
LAST-MODIFIED:20240202T065215Z
UID:10002790-1464807600-1464807600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:შოთა პაპავას საჯარო ლექცია: ძიგა ვერტოვის „მსოფლიოს მეექვსე ნაწილის“ ცენტრალური იმპერიული ღერძი
DESCRIPTION:1-ლ ივნისს\, ოთხშაბათს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში\, ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით\, გაიმართება კალიფორნიის უნივერსიტეტის დოქტორანტის\, შოთა პაპავას\, საჯარო ლექცია: ძიგა ვერტოვის „მსოფლიოს მეექვსე ნაწილის“ ცენტრალური იმპერიული ღერძი. \nდოკუმენტური კინოს ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი რეჟისორის\, ძიგა ვერტოვის\, 1926 წლის ფილმს\, „მსოფლიოს მეექვსე ნაწილს“\, ძირითადად აღიქვამენ\, როგორც 20-იანი წლების ავანგარდისტული კინოს ნიმუშს\, რომელსაც ეთნოგრაფიული მზერა და ექსპლორაციული სულისკვეთება ამოძრავებს – სულისკვეთება რომელიც საბჭოთა კავშირის „უსაზღვრობის“ (необъя́тность) პრობლემას ეჭიდება. მომხსენებელი შეეცდება\, წარმოაჩინოს ფილმის ნაკლებად შესამჩნევი მოტივი\, რომლის მიხედვითაც ფილმის წაკითხვა დაპყრობის (освое́ние) პრინციპის ლოგიკიდან გამომდინარე ხდება შესაძლებელი\, რაც მნიშვნელოვან შეკითხვებს წარმოშობს 20-30-იანი წლების საბჭოთა ხელოვნების მსგავსება/განსხვავებაზე. \nდრო: 1-ლი ივნისი\, 19:00 საათი\nადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჭავჭავაძის გამზ. #32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/shotha-papavas-sajaro-leqtsia-dziga-vertovis-msophlios-meeqvse-natsilis-tsentraluri-imperiuli-gherdzi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/05/36754.png
END:VEVENT
END:VCALENDAR