BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20160101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160404T130000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160404T130000
DTSTAMP:20260512T211240
CREATED:20160401T084246Z
LAST-MODIFIED:20240202T070607Z
UID:10002986-1459774800-1459774800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„საქართველოს ბანკის“ დასაქმების ფორუმი
DESCRIPTION:4 აპრილს\, 13:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 407 აუდიტორიში\, ილიაუნის ბიზნესის სკოლის ორგანიზებით\, „მასშტაბური დასაქმების ფორუმის“ ფარგლებში\, „საქართველოს ბანკის“ გაყიდვების სამსახურის უფროსი და sCoolcard-ის პროექტმენეჯერი იწვევს ილიაუნის მეორე\, მესამე\, მეოთხე კურსისა და მაგისტრატურის სტუდენტებს და ახალკურსდამთავრებულებს. \n„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენლები ისაუბრებენ გაყიდვების სფეროში წარმატებული კარიერის შექმნის გამოცდილებაზე და წარმოადგენენ პროექტს – გარეგაყიდვების მენეჯერი (დროებითი სამუშაო)\, რაც გულისხმობს: \n\nმუშაობის დაწყებას გაყიდვების სფეროში წამყვან პროფესიონალებთან;\nსიღრმისეული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების მიღებას და წამყვან ორგანიზაციასთან თანამშრომლობის უნიკალურ შესაძლებლობას;\nსაფუძვლის შექმნას შემდგომი წარმატებული კარიერისთვის.\n\nპროექტის პრეზენტაციის შემდეგ\, დაინტერესებულ კანდიდატებს საშუალება ექნებათ\, ადგილზევე გაიარონ საკონკურსო ეტაპები (ჯგუფური/ინდივიდუალური გასაუბრება). \nდრო: 4 აპრილი\, 13:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E407 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5) \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/saqarthvelos-bankis-dasaqmebis-phorumi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/04/35883.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160404T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160404T150000
DTSTAMP:20260512T211240
CREATED:20160328T122605Z
LAST-MODIFIED:20240202T070606Z
UID:10002984-1459782000-1459782000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კემბრიჯის უნივერსიტეტის ასოცირებული მკვლევრის\, თომას ჰოპკინსის\, საჯარო ლექცია: პოლიტიკური თეორია და მისი ისტორიები
DESCRIPTION:4 აპრილს\, 15:00 საათზე\, ილის სახელმწიფო უნივერსიტეტის წოგნის სახლში „ლიგამუსი“\, ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის მოწვევით\, კემბრიჯის უნივერსიტეტის ასოცირებული მკვლევარი ისტორიასა და პოლიტიკაში\, თომას ჰოპკინსი\, წაიკითხავს საჯარო ლექციას: პოლიტიკური თეორია და მისი ისტორიები. \nრატომ უნდა ვსწავლობდეთ პოლიტიკური აზრის ისტორიას თუ არა იმ იმედით\, რომ ის პოლიტიკის უკეთ გაგებაში დაგვეხმარება? თანამედროვე პოლიტიკური ფილოსოფიის დიდი ნაწილი ვერ უძლებს ცდუნებას\, გამოყენებითი ეთიკის დარგად არ მიიჩნიოს პოლიტიკა. ამგვარი მიდგომის შემთხვევაში\, თეორიის ამოცანად „ნორმების“ იდენტიფიცირება იქცევა; პრაქტიკული პოლიტიკის მიზნად კი – ის\, რომ სამყარო რაც შეიძლება უფრო მეტად შეუსაბამოს თეორიის მიერ შედგენილ პროგრამას. რაც შეეხება პოლიტიკური აზროვნების ისტორიას\, ის მოგვიხმობს\, სკეპტიკური მზერა მივაპყროთ ამ მანევრს. დასაწყისში იყო ქმედება. პოლიტიკური თეორია წინ არ უსწრებს პრაქტიკას\, არამედ თავადაა მისი ერთ-ერთი ფორმა. თეორეტიკოსის მუშაობა პოლიტიკაში ინტერვენციას უდრის; ან\, სულ მცირე\, მცდელობაა ამა თუ იმ საზოგადოებრივ განლაგებასთან დაკავშირებული დისკურსული პრაქტიკების ფორმაცვალების ან გაძლიერებისა. ეს ლექცია გააანალიზებს\, 60-იანი წლებიდან მოყოლებული\, პოლიტიკური აზრის ისტორიის მეთოდოლოგიაში მომხდარ მნიშვნელოვან ცვლილებებს\, განსაკუთრებულ ყურადღებას კი ე. წ. „კემბრიჯის სკოლის“ მიერ ჩატარებულ სამუშაოს დაუთმობს. \nმომხსენებლის შესახებ\nპოლიტიკის ისტორიკოსი თომას ჰოპკინსი (Thomas Hopkins) 2015 წლიდან ასწავლის კემბრიჯის უნივერსიტეტში\, პოლიტიკისა და საერთაშორისო კვლევების კათედრაზე; ამავე დროს კი კემბრიჯის უნივერსიტეტის ქრაისტს-კოლეჯის ასოცირებული წევრია ისტორიისა და პოლიტიკის განხრით. 2014-2015 წლებში\, ლონდონის უნივერსიტეტში ასწავლიდა პოლიტიკური აზრის ისტორიას. 2011 წელს\, კემბრიჯის უნივერსიტეტის ქრაისტს-კოლეჯში\, ისტორიის დარგში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია (PhD) თემაზე: „სეი და სისმონდი პოლიტიკური ეკონომიის შესახებ რევოლუციის შემდგომ ევროპაში“. 2005-2006 წლებში\, ამავე უნივერსიტეტში სწავლობდა ფილოსოფიის სამაგისტრო პროგრამაზე პოლიტიკური აზრისა და ინტელექტუალური ისტორიის მიმართულებით. \nრჩეული პუბლიკაციები\n\n2015: „მსოფლიო პოლიტიკური ეკონომიკის“ საზღვრები: სმითი\, ლისტი და ვაჭრობით დამყარებული მშვიდობის პარადოქსი“\, წიგნში: ტ. ჰიპლერი; მ. ვეკი (რედ.)\, მშვიდობის პარადოქსი მეცხრამეტე საუკუნის ევროპაში (ოქსფორდი: Oxford University Press\, 2015)\, გვ. 77-91;\n2014: „მსოფლიოს განმგებლობა მეცხრამეტე საუკუნეში“; „საკუთრება და სიღატაკე: თვალთახედვები მეცხრამეტე საუკუნის სოციალურ საკითხთან დაკავშირებით“; „სოციალიზმამდე: პოლიტიკური ეკონომია და სოციალური საკითხი მეცხრამეტე საუკუნის საფრანგეთში“\, წიგნში: მ. კოსკენიემი; ბ. შტრათი (რედ.). ევროპა 1815–1914 წლებში: ერთობის ჩამოყალიბება და მსოფლიოს განმგებლობა (ჰელსინკი: University of Helsinki\, 2014)\, გვ. 33-43\, 84-92\, 93-106;\n2016: სამრეწველო ცივილიზაცია: პოლიტიკური აზრი რევოლუციის შემდგომ საფრანგეთში (მონოგრაფია\, იგეგმება გამოსაცემად 2016 წლის მიწურულს).\n\nდრო: 4 აპრილი\, 15:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ.#32) \nდასწრება თავისუფალია. \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/kembrijis-universitetis-asotsirebuli-mkvlevris-thomas-hopkinsis-sajaro-leqtsia-politikuri-theoria-da-misi-istoriebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/03/35818.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160404T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160404T160000
DTSTAMP:20260512T211240
CREATED:20160401T124816Z
LAST-MODIFIED:20240202T070601Z
UID:10002983-1459785600-1459785600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ნიკოლოზ კუდაშვილის საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან
DESCRIPTION:4 აპრილს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში\, ილიაუნის ბიზნესის სკოლის ინიციატივით\, გაიმართება ჩარლზის უნივერსიტეტის (პრაღა\, ჩეხეთი) უმცროსი მკვლევრისა და PhD კანდიდატის\, ნიკოლოზ კუდაშვილის\, საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან. საინფორმაციო შეხვედრაზე სტუდენტები გაეცნობიან დეტალურ ინფორმაციას ჩარლზის უნივერსიტეტის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების შესახებ. \nდრო: 4 აპრილი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/nikoloz-kudashvilis-sainphormatsio-shekhvedra-studentebthan/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/04/35906.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160404T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160404T170000
DTSTAMP:20260512T211240
CREATED:20160401T092448Z
LAST-MODIFIED:20240202T070557Z
UID:10002982-1459789200-1459789200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს იმიტირებული სასამართლო პროცესი
DESCRIPTION:4 აპრილს\, 17:00 საათზე\, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში\, სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის მოეწყობა იუსტიციის სასწავლო ცენტრის სტუდენტური პროექტის პრეზენტაცია. \nპროექტის სახელწოდება: „ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს იმიტირებული სასამართლო პროცესი“ \nპროექტის მიზანი: ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს საქმიანობისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ასოცირების ხელშეკრულების შესახებ საქართველოს მასშტაბით სტუდენტების ცნობიერების ამაღლება; ასევე\, მატერიალურ-სამართლებრივი და პროცესუალური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება/განვითარება. \nპროექტის მონაწილეები: საქართველოში ავტორიზებული უნივერსიტეტების სამართლის სკოლის/იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის/მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისგან შემდგარი გუნდები. \nგუნდის წევრების რაოდენობა: 2-4. \nმონაწილე გუნდების თითოეულ წევრს გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატი\, გამარჯვებული გუნდი დაჯილდოვდება. \nპრეზენტაციის დრო: 4 აპრილი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი (სანდრო ეულის ქუჩა #3ა) \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/evrokavshiris-marthlmsajulebis-sasamarthlos-imitirebuli-sasamarthlo-protsesi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160404T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160404T190000
DTSTAMP:20260512T211240
CREATED:20160329T135909Z
LAST-MODIFIED:20240202T070553Z
UID:10002981-1459796400-1459796400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის პრეზენტაცია
DESCRIPTION:4 აპრილს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გიწვევთ მასწავლებლის მომზადების ერთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამის პრეზენტაციაზე. \nაღნიშნულ პროგრამაზე მსურველთა ჩარიცხვა იწარმოებს 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან. პროგრამა ხორციელდება დამოუკიდებლად\, ჩარიცხვის უფლება კი აქვთ ბაკალავრის\, მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებს. \nმასწავლებლის მომზადების ერთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. \nმოქმედი კანონმდებლობის თანახმად\, მათთვის\, ვისაც არ აქვს მასწავლებლის საბაკალავრო\, სამაგისტრო ან მასთან გათანაბრებული კვალიფიკაცია\, პროგრამის წარმატებით გავლა  ერთადერთი გზაა მასწავლებლის პროფესიის მისაღებად. \nპროგრამაზე ჩარიცხვისა და პროგრამის შინაარსის შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას მიიღებთ ღია კარის დღეზე. \nდრო: 4 აპრილი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5) \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/mastsavleblis-momzadebis-saganmanathleblo-programis-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/03/35859.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160404T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160404T190000
DTSTAMP:20260512T211240
CREATED:20160403T100900Z
LAST-MODIFIED:20240202T070548Z
UID:10002980-1459796400-1459796400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ჰანს ულრიხ გუმბრეხტის საჯარო ლექცია
DESCRIPTION:4 აპრილს\, ორშაბათს\, 19.00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში პროფესორი ჰანს ულრიხ გუმბრეხტი წაიკითხავს საჯარო ლექციას “განმანათლებლობიდან წამოსული კრიტიკის არა-განმანათლებლური ტონი: დიდრო\, ლიხტენბერგი\, გოია და მოცარტი”. \nჰანს ულრიხ გუმბრეხტი დღეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი ლიტერატურათმცოდნე და კულტურის თეორეტიკოსია. ის არის სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი\, როგორც ფრანგული\, ესპანური\, გერმანული და პორტუგალიური ლიტერატურის\, ისე ევროპული ფილოსოფიური ტრადიციის მცოდნე და სპეციალისტი\, რომელსაც ეკუთვნის წიგნები: “ფილოლოგიის ძალა”\, “1926. ცხოვრება დროის ზღვარზე”\, “ათლეტური მშვენიერების ქება”\, “დიდი რომანისტების ცხოვრება და სიკვდილი”. “დასწრებულობის წარმოება” და სხვა მრავალ ენაზე თარგმნილი ნაშრომები. \nლექცია ტარდება ლექციათა ციკლის ფარგლებში “კრიზისი და კრიტიკა”\, რომელსაც მხარს უჭერს პროგრამა „კავკასიის შვეიცარიული აკადემიური ქსელი“. \nდრო: 4 აპრილი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: აუდიტორია A 101\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი  \nსამუშაო ენა: ინგლისური (უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/hans-ulrikh-gumbrekhtis-sajaro-leqtsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/04/35907.png
END:VEVENT
END:VCALENDAR