BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20160101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160301T120500
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160301T120500
DTSTAMP:20260512T125250
CREATED:20160301T080500Z
LAST-MODIFIED:20240202T070955Z
UID:10003044-1456833900-1456833900@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროექტი ილიაუნი+ ილიაუნის პირველი და მეორე კურსის სტუდენტებისთვის
DESCRIPTION:„შენი საინტერესო ცხოვრება იწყება აქ“ \nგაქვს დრო და სურვილი\, 2016 წლის გაზაფხულის სემესტრში უკეთ გაიცნო უნივერსიტეტი და უფრო აქტიურად ჩაერთო საუნივერსიტეტო ცხოვრებაში? ბევრ საინტერესო პროექტში მიიღო მონაწილეობა? შეიძინო ახალი მეგობრები და გამოცდილება? გაიმრავალფეროვნო ინტერესები? \nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი გაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას\, გახდე პროექტ ილიაუნი+-ის მონაწილე და შენი საუნივერსიტეტო ცხოვრება უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გახადო. \nპროექტის აღწერა \nპროექტი ილიაუნი+ მიზნად ისახავს საუნივერსიტეტო და სოციალურ ცხოვრებაში სტუდენტების ჩართულობის გაზრდას. კონკურსის წესით შეირჩევა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის პირველი და მეორე კურსის 50 სტუდენტი\, რომლებიც გაზაფხულის სემესტრში მრავალ საინტერესო პროექტში მიიღებენ მონაწილეობას. \nპროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების არასრული სია  \n\nსაგაზაფხულო სკოლები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რეგიონალურ სასწავლო ცენტრებში;\nსაჯარო ლექციები თანამედროვე საზოგადოებისა და კულტურის საინტერესო ასპექტების შესახებ;\nვიზიტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში;\nვიზიტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტში;\nშეხვედრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევრებთან\, საინტერესო კვლევების გაცნობა;\nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლაბორატორიების დათვალიერება;\nვიზიტი ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში;\nვიზიტი ოკუპაციის მუზეუმში;\nვიზიტი პრეზიდენტის რეზიდენციაში;\nვიზიტი ეროვნულ ბანკში;\nმონაწილეობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევართა მიერ დაგეგმილ საველე გასვლებში;\nვიზიტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ყაზბეგის სასწავლო ცენტრში.\n\nდეტალურ განრიგს შერჩეული კანდიდატები მიიღებენ ელექტრონულ მისამართზე. მონაწილეებს შეეძლებათ საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით დარეგისტრირდნენ ამა თუ იმ ღონისძიებაზე. პროექტის დასასრულს\, სავალდებულოა მისი შეფასება წერილობით\, რის შემდეგაც მონაწილეები დაჯილდოვდებიან დამადასტურებელი სერტიფიკატებით. \nკონკურსში მონაწილეობის პირობები  \nთუ ხარ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო საფეხურის პირველი ან მეორე კურსის სტუდენტი და გსურს გახდე პროექტ ილიაუნი+-ის მონაწილე\, მაშინ შეავსე სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა (მისი ყველა ველი) არაუგვიანეს 2016 წლის 10 მარტისა და დაელოდე ჩვენს პასუხს. \n\nსარეგისტრაციო ფორმა\n\nგაითვალისწინე\, რომ პროექტის 50 მონაწილე შეირჩევა სწორედ სარეგისტრაციო ფორმაში მითითებული ინფორმაციის საფუძველზე. \nრატომ უნდა მივიღო მონაწილეობა პროექტში: \n\nმიიღებ საინტერესო გამოცდილებას და გაიფართოებ ინტერესთა სფეროს;\nგაიცნობ და დაუმეგობრდები განსხვავებული გამოცდილებისა და ინტერესების მქონე ადამიანებს;\nარაფორმალურ გარემოში შეხვდები ლექტორებს და შენთვის საინტერესო საკითხებზე მიიღებ ინფორმაციას;\nსიღრმისეულად გაიცნობ უნივერსიტეტს\, რა შესაძლებლობებს გთავაზობს ის\, რაც დაგეხმარება კიდევ უფრო საინტერესო გახადო შენი სტუდენტური ცხოვრება და გახდე წარმატებული.\n\nსაკონტაქტო ინფორმაცია:  \n☏ 2 29 47 11\n✉student.service@iliauni.edu.ge\nFacebook page \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/proeqti-iliauni-iliaunis-pirveli-da-meore-kursis-studentebisthvis/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/03/35141.png
END:VEVENT
END:VCALENDAR