BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20160101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160222T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160222T140000
DTSTAMP:20260512T172858
CREATED:20160215T071522Z
LAST-MODIFIED:20240202T071018Z
UID:10003054-1456149600-1456149600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საქართველოს პირველი რესპუბლიკის კონსტიტუციის მიღების დღისადმი მიძღვნილი საჯარო ლექცია-დისკუსია
DESCRIPTION:22 თებერვალს\, 14:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება საქართველოს პირველი რესპუბლიკის კონსტიტუციის მიღების დღისადმი მიძღვნილი საჯარო ლექცია-დისკუსია და ფოტოგამოფენა\, რომელსაც საქართველოს საკონტიტუციო სასამართლო წარმოადგენს. \nღონისძიებას გახსნის ილიას სახელწიფო უნივერსიტეტის რექტორი\, პროფესორი გიგა ზედანია. მოხსენებებს წაიკითხავენ ილიაუნის პროფესორები და მოწვეული ლექტორები: გიორგი პაპუაშვილი\, ემზარ ჯგერენაია და ნინო დობორჯგინიძე. \nსაქართველოს პირველი რესპუბლიკის კონსტიტუცია აღნიშნული დროის მკვლევრებისთვის ასოცირდება ევროპულ სამართლებრივ ტრადიციებთან\, თანასწორობის\, თავისუფლებისა და სეკულარული სახელმწიფოს დამფუძნებელ პროგრესულ ნორმებთან. 1921 წლის კონსტიტუცია კონსტიტუციების მიღების პირველი ტალღის ნაწილია და იმავე დროსაა შექმნილი\, როცა იწერებოდა: ავსტრიის\, ფინეთის\, გერმანიის (ვაიმარის რესპუბლიკა)\, ბალტიის ქვეყნების კონსტიტუციები. კონსტიტუციამ მხოლოდ ერთი დღე იარსება და შეუძლებელია გავარკვიოთ\, თუ რამდენ ხანს დარჩებოდა უცვლელად\, რომ არა რუსული ოკუპაცია. ამისდა მიუხედავად\, დოკუმენტის გამოკვლევა მნიშვნელოვანი გამოწვევაა\, რადგან დამოუკიდებლობის სამწლიანი პერიოდის დროს არსებული საჯარო დებატების და იდეების საინტერესო მემატიანედ რჩება. \nლექციათა განრიგი და თემატიკა: \n \nმომხსენებელი: გიორგი პაპუაშვილი\nთემა: საქართველოს პირველი რესპუბლიკის კონსტიტუციის შინაარსის სამართლებრივი ანალიზი\nანოტაცია: მოხსენება შეეხება კონსტიტუციის ძირითადი პრინციპებისა და ნორმების მიმოხილვას. \nმომხსენებელი: ემზარ ჯგერენაია\nთემა: პირველი რესპუბლიკა და მისი კონსტიტუცია – ბარიერები ამ მოკლე და მშფოთვარე ისტორიის გასაგებად და წყაროები მისი რეკონსტრუქციისათვის\nანოტაცია: საბჭოთა პოლიტიკური კონიუნქტურის გამო\, საქართველოს პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების ერთი მონაკვეთი – საქართველოს პირველი რესპუბლიკა – დავიწყებას და ცალმხრივ იდეოლოგიურ ფალსიფიკაციას იყო დაქვემდებარებული. ქართველმა საბჭოთა ადამიანმა ძალიან ცოტა რამ იცოდა საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის არცთუ ხანგრძლივ\, მაგრამ უაღრესად საინტერესო ისტორიაზე.\nრა იცის თანამედროვე ქართველმა პირველი რესპუბლიკისა და მისი კონსტიტუციის შესახებ? შევძელით თუ არა ყველა ბარიერის მოშლა ამ მოკლე და მშფოთვარე ისტორიის გასაგებად? რა ბარიერებია ეს? სად და როგორ უნდა ვეძებოთ წყაროები ამ ისტორიის რეკონსტრუქციისათვის? \nმომხსენებელი: ნინო დობორჯგინიძე\nთემა: ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტის ციფრული ჰუმანიტარიის კვლევითი ჯგუფის მიერ მომზადებული პროექტი: საქართველოს პირველი რესპუბლიკის პროსოპოგრაფიული ბაზა და სოციალური კლასტერების ანალიზი\nანოტაცია: მოხსენება შეეხება ზემოაღნიშნულ ბაზაში დოკუმენტირებული მასალის მიხედვით\, ნეტვორკ-ანალიზატორის საშუალებით\, პირველი კონსტიტუციის შექმნაში მონაწილე სოციალურ ჯგუფებსა და პარტიათა ქსელს და მათ პოზიციას სხვადასხვა საკითხთან მიმართებაში კონსტიტუციაზე მუშაობის პროცესში.  \nდრო: 22 თებერვალი\, 14:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჭავჭავაძის გამზ. #32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/saqarthvelos-pirveli-respublikis-konstitutsiis-mighebis-dghisadmi-midzghvnili-sajaro-leqtsia-diskusia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/02/34977.png
END:VEVENT
END:VCALENDAR