BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20150101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20151229T162900
DTEND;TZID=Asia/Dubai:20151229T162900
DTSTAMP:20260512T212029
CREATED:20151229T122928Z
LAST-MODIFIED:20240202T071421Z
UID:10003095-1451406540-1451406540@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ზამთრის სკოლა „ფილოსოფია და სოციალური თეორია ფაშიზმის პირისპირ“
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებითა და ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“  დაფინანსებით\, 2016 წლის 26 თებერვლიდან 6 მარტამდე\, თელავში გაიმართება ზამთრის სკოლა. \nზამთრის სკოლის თემაა: ფილოსოფია და სოციალური თეორია ფაშიზმის პირისპირ. \nმოკლე აღწერა: \nსკოლაში განიხილება შემდეგი საკითხები: როგორ აისახა ფაშიზმის გამოცდილება ინტელექტუალთა შორის\, რომლებიც მომსწრენი იყვნენ ევროპაში ფაშისტური და ნაცისტური რეჟიმების აღზევებისა? რა გამოხმაურება ჰპოვა ამგვარმა პროცესებმა უფრო გვიანდელ თეორეტიკოსთა ნააზრევში? \nშევეცდებით\, ფაშიზმის თეორიის ჭრილში გავიაზროთ და შევაფასოთ როგორც საქართველოში განვითარებული სოციალურ-პოლიტიკური პროცესები\, ისე თანამედროვე სამყაროსათვის უაღრესად საჭირბოროტო თემები\, როგორებიცაა: მიგრანტების პრობლემატიკა და მზარდი ნაციონალიზმი. \nაკადემიური პერსონალი: \nსკოლაში ლექცია-სემინარებს ჩაატარებენ ევროპასა და საქართველოში მოღვაწე პროფესორები და დოცენტები ფილოსოფიისა და სოციალური თეორიის დარგებში. \nმონაწილეობის პირობები: \nკონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისში არსებული უნივერსიტეტების\, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის\, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველა საფეხურის სტუდენტებს. \nზამთრის სკოლის მონაწილეები შეირჩევიან ესეების კონკურსის საფუძველზე. \nკონკურსში მონაწილეობის მისაღებად\, გთხოვთ\, 2016 წლის 17 იანვრის ჩათვლით\, ელექტრონულ მისამართზე summerphilo@iliauni.edu.ge გამოგვიგზავნოთ თქვენი ბიოგრაფია (CV) და ესე (არაუმეტეს 2 გვერდისა) თემაზე: „როგორ შეგვიძლია განვსაზღვროთ ფაშიზმი და შემოიფარგლება თუ არა ის კონკრეტული ისტორიული პერიოდით?“ \nსტუდენტები\, რომლებიც წარმატებით გაივლიან შესარჩევ კონკურსს\, მოიპოვებენ სრულ დაფინანსებას ზამთრის სკოლაში მონაწილეობისათვის. \nლექცია–სემინარების მსვლელობა: \nსკოლაში ლექცია-სემინარები ჩატარდება გერმანულ\, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე\, თანმიმდევრული ქართული თარგმანის თანხლებით. \nსკოლა მოიცავს სრულ 7 სასწავლო დღეს (შუალედში ერთი საექსკურსიო დღით). \nუცხოელი პროფესორების ლექცია-სემინარების საშუალო ხანგრძლივობა (შუალედში შესვენების ჩათვლით) იქნება 3 საათი; ქართულენოვანი ლექცია-სემინარების საშუალო ხანგრძლივობა – 2 საათი. \nსაკითხავი მასალა: \nსკოლაში მონაწილეობის მისაღებად შერჩეულ სტუდენტებს სკოლის დაწყებამდე დაურიგდებათ რიდერები\, რომლებშიც მოცემული იქნება თითოეულ სემინარზე განსახილველი პირველადი ტექსტები. \nზამთრის სკოლის აკადემიურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, ფინანსურ მხარდაჭერას კი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად\, უზრუნველყოფს ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/zamthris-skola-philosophia-da-sotsialuri-theoria-phashizmis-pirispir/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/12/34115.png
END:VEVENT
END:VCALENDAR