BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20150101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20151225T120000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20151225T120000
DTSTAMP:20260513T030914
CREATED:20151222T092618Z
LAST-MODIFIED:20240202T071447Z
UID:10003101-1451044800-1451044800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ თამარ გურჩიანის საჯარო ლექცია: ვის სჯერა ადამიანის უფლებების?
DESCRIPTION:25 დეკემბერს\, 12:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 205 აუდიტორიაში\, არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობა“ გიწვევთ ილიაუნის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორის\, თამარ გურჩიანის\, საჯარო ლექციაზე: “ვის სჯერა ადამიანის უფლებების?” \nლექცია ჩატარდება პროექტის – “გენდერისა და სექსუალობის საკითხებზე სტუდენტების მგრძნობელობის გაზრდა” – ფარგლებში\, კანადის მთავრობის ადგილობრივი ინიციატივების მხარდამჭერი ფონდის ხელშეწყობით. \nლექციაზე განხილული იქნება ადამიანის უფლებათა ორთოდოქსიის საკითხი – ადამიანის უფლებები\, როგორც თანამედროვეობის სეკულარული რელიგია. ვის და რატომ სჯერა ან\, საერთოდ\, შეიძლება თუ არა გვჯეროდეს ადამიანის უფლებების? ლექციაზე აქცენტი გაკეთდება ადამიანის უფლებათა კრიტიკაზე ადამიანის უფლებათა სხვადასხვა სკოლის პერსპექტივიდან; განხილული იქნება მარი ბენედიქტე დემბორის ნაშრომი “ვის სჯერა ადამიანის უფლებების?” და პასუხი გაეცემა ნაშრომში დასმულ მნიშვნელოვან კითხვას: რატომ არ აქვს ადამიანის უფლებებს ეთიკური ავტორიტეტი მაშინ\, როდესაც ის პოლიტიკურად ასეთი დომინანტურია? \nპროექტი – “გენდერისა და სექსუალობის საკითხებზე სტუდენტების მგრძნობელობის გაზრდა” – მიზნად ისახავს ადამიანის უფლებების სწავლების\, ტოლერანტული საზოგადოების მშენებლობისა და ლიბერალური ღირებულებების განმტკიცებისთვის სტუდენტთა ინფორმირებას გენდერისა და სექსუალობის საკითხებში და ამ მხრივ მათი ცნობიერების ამაღლებას. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია აღნიშნულ თემატიკაზე საჯარო ლექციების საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში ჩატარება. \nდრო: 25 დეკემბერი\, 12:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 205 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-thamar-gurchianis-sajaro-leqtsia-vis-sjera-adamianis-uphlebebis/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/12/33141.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20151225T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20151225T180000
DTSTAMP:20260513T030914
CREATED:20151222T081610Z
LAST-MODIFIED:20241122T110919Z
UID:10003100-1451066400-1451066400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:შვეიცარიელი ქართველოლოგის\, თომას ჰოიზერმანის\, საჯარო ლექცია: გრიგოლ რობაქიძე ავანგარდიზმისა და კონსერვატიზმის მიჯნაზე
DESCRIPTION:25 დეკემბერს\, პარასკევს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში\, ცნობილი შვეიცარიელი ქართველოლოგი\, პიანისტი და მუსიკათმცოდნე\, თომას ჰოიზერმანი (Thomas Häusermann) წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: “გრიგოლ რობაქიძე ავანგარდიზმისა და კონსერვატიზმის მიჯნაზე”. \nლექციის დასრულების შემდეგ ბატონ თომას ჰოიზერმანს მიენიჭება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება. \nთომას ჰოიზერმანის შესახებ \nთომას ჰოიზერმანი დაიბადა 1947 წლის 31 მარტს შვეიცარიაში\, ქალაქ ციურიხში. დაწყებითი განათლება მშობლიურ ქალაქშივე მიიღო. შემდეგ ლიტერატურულ გიმნაზიაში გადავიდა\, სადაც შეისწავლა ლათინური\, ფრანგული და ძველბერძნული ენები. მოგვიანებით მშობლებმა ინგლისში გაგზავნეს ინგლისური ენის სასწავლებლად\, თუმცა შვეიცარიაში დაბრუნებულმა თომასმა გერმანისტიკის ფაკულტეტი არჩია. ლექციების კურსმა რუსული\, განსაკუთრებით კი ოსიპ მანდელშტამის პოეზიის შესახებ\, რუსული ენის შესწავლა გადააწყვეტინა. 1972 წელს\, სტუდენტური გაცვლითი პროგრამის ფარგლებში\, თომას ჰოიზერმანი ლენინგრადს ესტუმრა\, საიდანაც 2 კვირით საქართველოშიც ჩამოვიდა. ეს მისი პირველი ვიზიტი იყო ჩვენს ქვეყანაში. ვეებერთელა და ცივი ლენინგრადისგან განსხვავებით\, სიცოცხლით აღსავსე\, მჩქეფარე თბილისმა მასზე მომაჯადოებელი შთაბეჭდილება მოახდინა. 1991 წელს თომას ჰოიზერმანი\, „შვეიცარიის მასწავლებელთა გაერთიანებასთან“ ერთად\, უკვე მეორედ ესტუმრა საქართველოს და პირველად სწორედ მაშინ მოისმინა ტრადიციული ქართული ხალხური სიმღერა ახლად დაარსებულ ანსამბლ „გეორგიკას“ შესრულებით. ქართული სიმღერის ორიგინალურმა და თვითმყოფადმა ხასიათმა უმალ მიიპყრო მისი\, როგორც მუსიკათმცოდნის\, ყურადღება\, რის გამოც ანსამბლის შვეიცარიაში ტურნეზე მიწვევა და შვეიცარიელი მსმენელის ქართული მუსიკის თავისებურებით დაინტერესება გადაწყვიტა. თომას ჰოიზერმანმა მიზნად დაისახა ქართული ხალხური სიმღერის მეცნიერულად შესწავლა. ამ მიზნით\, 1994-95 წლებში კიდევ ერთხელ და ამჯერად უკვე ერთი წლით ესტუმრა საქართველოს. \nის დღემდე კითხულობს ლექციების კურსს ფოლკლორის საკითხებზე შვეიცარიასა და გერმანიაში; გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომი ქართული ხალხური მუსიკის შესახებ; გამოსცა ქართული ხალხური სიმღერების არაერთი კომპაქტ-დისკი (CD); ასევე\, დაინტერესებულია ქართული ლიტერატურის კვლევით. ის ავტორია მონოგრაფიისა “Amor Feti” (“ბედისწერის სიყვარული”) – გრ. რობაქიძის დრამები. \nბატონ თომას ჰოიზერმანს მრავალმხრივი საქმიანობისა და აქტიურობისთვის რამდენიმე ჯილდო აქვს მიღებული. საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით\, თომას ჰოიზერმანი 2013 წელს ღირსების ორდენითა და საქართველოს მოქალაქეობით დაჯილდოვდა. \nთომას ჰოიზერმანის ვრცელი ბიოგრაფია იხილეთ აქ. \nპუბლიკაციების სრული სია იხილეთ აქ. \nთომას ჰოიზერმანის საჯარო ლექცია წარიმართება ქართულ ენაზე. \nდრო: 25 დეკემბერი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. #1) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/shveitsarieli-qarthvelologis-thomas-hoizermanis-sajaro-leqtsia-grigol-robaqidze-avangardizmisa-da-konservatizmis-mijnaze/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/12/33127.png
END:VEVENT
END:VCALENDAR