BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20150101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20151208T154200
DTEND;TZID=Asia/Dubai:20151208T154200
DTSTAMP:20260513T025932
CREATED:20151208T114256Z
LAST-MODIFIED:20240202T071921Z
UID:10003156-1449589320-1449589320@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ფილოსოფიის ასოცირებული პროფესორის\, მათიო რენოს\, საჯარო ლექციები
DESCRIPTION:18 და 21 დეკემბერს\, 14:00-დან 17:00 საათამდე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში\, ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით\, პარი 8 ვენსენ სენ-დენის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ასოცირებული პროფესორი\, მათიო რენო\, წაიკითხავს საჯარო ლექციებს. \nმათიო რენოს შესახებ\nფილოსოფიის ასოცირებული პროფესორის\, მათიო რენოს\, აკადემიური ინტერესები მოიცავს პოლიტიკურ ფილოსოფიას\, თანამედროვე ფილოსოფიას\, კოლონიალურ ისტორიასა და პოსტკოლონიურ კვლევებს. მას გამოქვეყნებული აქვს შემდეგი წიგნები: \n\n „ფრანც ფანონი. ანტიკოლონიალიზმიდან პოსტკოლონიურ კრიტიკამდე“ (Éditions Amsterdam\, Paris\, 2011)\n „ჯონ ლოკის ამერიკა: ევროპული ფილოსოფიის კოლონიური ექსპანსია (Éditions Amsterdam\, Paris\, 2014).\n „ს.ლ.რ. ჯეიმსი: „შავკანიანი პლატონის“ რევოლუციური ცხოვრება“ (La Découverte\, 2016).\n\nლექციათა განრიგი და თემატიკა\n18 დეკემბერი\, 14:00 საათი\n“ჯონ ლოკის ამერიკა: ევროპული ფილოსოფიის კოლონიალური ექსპანსია” \nაბსოლუტიზმის თავგამოდებული მოწინააღმდეგე\, რელიგიური ტოლერანტობის დამცველი და ლიბერალიზმის დამფუძნებელი მამა ჯონ ლოკი (1632-1704) ევროპული პოლიტიკური აზროვნების ისტორიის კანონიკური ფიგურაა. თავისი ფილოსოფიური ნაღვაწი მან იმ პოლიტიკური ბრძოლების გულში გამოჭედა\, რომლებმაც XVII საუკუნის მიწურულის ინგლისი შეარყია და 1688 წლის რევოლუცია მოიტანა. თუმცა\, ნაკლებადაა ცნობილი ის\, რომ ლოკს\, ამავე დროს\, ძალიან ნაყოფიერი კოლონიური კარიერა ჰქონდა და ამერიკაში ინგლისური ექსპანსიის სამსახურში იდგა. მისი ფილოსოფია იმ ისტორიის საწყისი მომენტია\, რომლის დროსაც ერთმანეთში გადაიხლართა ლიბერალიზმი და კოლონიალიზმი\, სახელმწიფო აღმშენებლობა და იმპერიული მოწყობის წესი. მისი ფილოსოფიის მაგალითზე ის მჭიდრო მიმართებაც წარმოჩნდება\, რომლითაც ეპისტემოლოგია და პოლიტიკა დაუკავშირდა ერთმანეთს ახალი სამყაროს აღმოჩენის შემდეგ. ამ მოხსენების მიზანი იქნება\, აჩვენოს აღმოცენება შემეცნების გეოპოლიტიკისა\, რომელსაც ჯერაც არ დაუკარგავს ძალა. \n21 დეკემბერი\, 14:00 საათი\n“მუსლიმური კომუნიზმის იდეა: მირსაიდ სულთან გალიევი (1892-1940)” \nლექციაში მიმოხილული იქნება ძირითადი ნიშნები მუსლიმური კომუნიზმისა\, რომელიც 1917-დან 1928 წლამდე განვითარდა\, ანუ\, მისი ძირითადი შემოქმედისა და თეორეტიკოსის\, „თათარი ბოლშევიკის“\, მირსაიდ სულთან გალიევის დაპატიმრებამდე. თუმცა ეს გამოცდილება სცილდება აღნიშნულ თარიღს და „მუსლიმური კომუნიზმის“ მოაზრება თუ გადააზრება მხოლოდ ისტორიული ცნობისმოყვარეობის საკითხი არ არის: ის გვეხმარება\, პრობლემატიზება მოვახდინოთ თანამედროვე პოსტკოლონიური კრიტიკის თეორიული დილემებისა (ხანდახან კი აპორიებისა) და\, ამავე დროს\, იმ პოლიტიკური დებატებისა (ხშირ შემთხვევაში კი კონფლიქტებისა)\, რომლებიც ისლამოფობიის საკითხების ირგვლივ ვითარდება და მღელვარება შეაქვს ანტირასიზმის ველში. \nლექციები ჩატარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში (გ. წერეთლის ქ. №1) \nლექციებზე დასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/philosophiis-asotsirebuli-prophesoris-mathio-renos-sajaro-leqtsiebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/12/32034.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20151208T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20151208T190000
DTSTAMP:20260513T025932
CREATED:20151203T124610Z
LAST-MODIFIED:20240202T071821Z
UID:10003152-1449601200-1449601200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის სამეცნიერო კაფეში: პროფესორ ივანე მურუსიძის საჯარო ლექცია: კომპიუტერული სისტემები „ექსაფლოპის“ ზღურბლზე
DESCRIPTION:8 დეკემბერს\, სამშაბათს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში “ლიგამუსი” ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთან\, ივანე მურუსიძესთან. \nსაუბრის თემა: კომპიუტერული სისტემები „ექსაფლოპის“ ზღურბლზე \nსუპერკომპიუტერები – უმაღლესი წარმადობის კომპიუტერული სისტემები – სულ უფრო მეტად განსაზღვრავს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების რიტმს. ჩვენ მათზე ვართ დამოკიდებული\, როდესაც ვეძებთ და ვაანალიზებთ ინფორმაციას ინტერნეტში\, ვიყენებთ ტელეკომუნიკაციის საშუალებებს. იშვიათად ნახავთ მაღალბიუჯეტიან ფილმს სუპერკომპიუტერით შექმნილი სპეცეფექტების გარეშე. კიდევ უფრო დიდია მათი როლი სამეცნიერო\, ტექნოლოგიურ და ინდუსტრიულ პროგრესში\, რაც გლობალურად აისახება სოციალურ ცხოვრებაზე. მე-20 საუკუნის 80-იანი წლების სუპერკომპიუტერები წამში მილიარდ ოპერაციას ასრულებდნენ. თანამედროვე სუპერკომპიუტერებმა ამ მაჩვენებელს მილიონჯერ და მეტად გადააჭარბეს. ეს განვითარება შედეგია უწყვეტი ტექნოლოგიური პროგრესისა\, რაც სტაბილურად გრძელდებოდა ბოლო ათწლეულების განმავლობაში. დღეს დგას ამოცანა ახალი თაობის სუპერსისტემის შექმნისა\, რომელსაც შეეძლება წამში 1018\, ანუ კვინტილიონი (მილიარდჯერ მილიარდი) ოპერაციის შესრულება. ეს ე.წ. „ექსაფლოპური“ სისტემა სერიოზული გამოწვევის წინაშე აყენებს როგორც არსებულ აპარატულ ტექნოლოგიას\, ისე სუპერკომპიუტერის არქიტექტურას და პროგრამულ საშუალებებს. რამდენად შორს ვართ დღეს „ექსაფლოპური“ წარმადობის მანქანისგან? მიღწეულია თუ არა ფიზიკური ზღვარი\, რომლის შემდგომ სტაბილური პროგრესი არსებული ტექნოლოგიის ფარგლებში შეუძლებელია გახდება? არის თუ არა ალტერნატიული გზები? მოხსენება შეეხება ამ და მასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს უახლესი პერსპექტივის შუქზე. \nდრო: 8 დეკემბერი\, 19:00 საათი\nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი “ლიგამუსი” (ჭავჭავაძის გამზ. #32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-sametsniero-kapheshi-prophesor-ivane-murusidzis-sajaro-leqtsia-kompiuteruli-sistemebi-eqsaphlopis-zghurblze/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/12/30144.png
END:VEVENT
END:VCALENDAR