BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20150101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20151103T154200
DTEND;TZID=Asia/Dubai:20151103T154200
DTSTAMP:20260513T185435
CREATED:20151103T114212Z
LAST-MODIFIED:20240202T072725Z
UID:10003315-1446565320-1446565320@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ერაზმუს მუნდუსის გაცვლითი პროექტის შემაჯამებელი კონფერენცია
DESCRIPTION:2015 წლის 3-5 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს მუნდუსის მეორე აქტივობის პროექტის – Mobilities for Innovation and Development (MID) – შემაჯამებელ კონფერენციას ერაზმუს მუნდუსის მეორე აქტივობის პროექტთან – Whole Europe Beyond Borders (WEBB) – თანამშრომლობით\, რომლის კოორდინატორია ბოლონიის უნივერსიტეტი (იტალია). კონფერენცია ჩატარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი ორგანიზებით. შეხვედრას გაუძღვებიან ორი პროექტის კონსორციუმის წევრი უნივერსიტეტების წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნიდან. \nკონფერენციის ძირითადი მიზანია უმაღლესი განათლების სფეროში ინოვაციისა და განვითარებისთვის საერთაშორისო მობილობების\, სტუდენტთა და პროფესორთა გაცვლების მნიშვნელობის ხაზგასმა. ღონისძიებაზე განხილული იქნება გაცვლითი პროექტების შედეგად მიღებული გამოცდილების გავლენა სტუდენტებისა და უნივერსიტეტის თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაზე\, ასევე\, საერთაშორისო მობილობისა და თანამშრომლობის პროექტებში უნივერსიტეტების მონაწილეობის მნიშვნელობა ინოვაციისა და განვითარების ხელშეწყობისათვის. \nერაზმუს მუნდუსის მეორე აქტივობის პროექტი – Mobilities for Innovation and Development (MID) – ტურკუს უნივერსიტეტის (ფინეთი) კოორდინირებით ხორციელდება 2012 წლიდან. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი პროექტში ჩართული ერთადერთი ქართული უმაღლესი სასწავლო დაწესებულებაა. MID-ის ფარგლებში 2012-2016 სასწავლო წლებში განხორციელდა 30-მდე მობილობა კონსორციუმის წევრ ევროპულ უნივერსიტეტებში როგორც სტუდენტებისათვის\, ისე უნივერსიტეტის თანამშრომლებისთვის. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/erazmus-mundusis-gatsvlithi-proeqtis-shemajamebeli-konpherentsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20151103T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20151103T180000
DTSTAMP:20260513T185435
CREATED:20151030T122432Z
LAST-MODIFIED:20240202T072608Z
UID:10003297-1446573600-1446573600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საკონსულტაციო შეხვედრა მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების 2015 წლის კონკურსში მონაწილეობის მსურველებთან
DESCRIPTION:3 ნოემბერს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში გაიმართება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენელთა საკონსულტაციო შეხვედრა მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებთან. შეხვედრის ფარგლებში\, მომხსენებლები მიზნობრივ აუდიტორიას განუმარტავენ ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის პირობებსა და წესს. \nმაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების დასაფინანსებლად გრანტების გაცემის მიზანია მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული მაგისტრანტების სამაგისტრო ნაშრომის ფარგლებში სამეცნიერო კვლევების ხარისხის გაზრდის\, აკადემიური დონის ამაღლებისა და კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა\, ასევე\, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის გაუმჯობესების\, სწავლის პროცესში კვლევის ინტეგრაციისა და თემატური და/ან ინტერდისციპლინური მიმართულებით კვლევითი აქტივობის განვითარების ხელშეწყობა. \nკონკურსში მონაწილეობა შეუძლია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ\, სტუდენტის აქტიური სტატუსის მქონე საქართველოს მოქალაქეს. გრანტის მიღების პერიოდში მაგისტრანტი უნდა იყოს მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დამამთავრებელი ან დამამთავრებლის წინა სემესტრის სტუდენტი. \nსაკონკურსო პროექტის ხანგრძლივობა შეიძლება იყოს 4-10 თვე\, ფონდიდან მოთხოვნილი ჯამური ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 6 000 ლარს. \nკონკურსის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ფონდის ვებგვერდზე \nდრო: 3 ნოემბერი\, 18:00 საათი\nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. №32) \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sakonsultatsio-shekhvedra-magistranttha-sastsavlo-kvlevithi-proeqtebis-grantith-daphinansebis-2015-tslis-konkursshi-monatsileobis-msurvelebthan/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/10/17632.jpg
END:VEVENT
END:VCALENDAR