BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20150101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20151027T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20151027T160000
DTSTAMP:20260513T132856
CREATED:20151021T101252Z
LAST-MODIFIED:20240202T072835Z
UID:10003338-1445961600-1445961600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:EURAM-ის ვიცეპრეზიდენტის\, ჰანს ლუნდბერგის\, საჯარო ლექცია: „Learning as an entrepreneurial process”
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების დეპარტამენტი\, ტემპუსის პროექტის – LeAGUe (A Network for Developing Lifelong learning in Armenia\, Georgia and Ukraine) – ფარგლებში\, მასპინძლობს EURAM-ის (The European Academy of Management) ვიცეპრეზიდენტს\, ბიზნესისა და ეკონომიკის ფილოსოფიის დოქტორს\, შვედეთის ლინეუსის უნივერსიტეტის ლექტორს ჰანს ლუნდბერგს.\n27 ოქტომბერს\, სამშაბათს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში\, ჰანს ლუნდბერგი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „Learning as an Entrepreneurial Process”\, რომლის მიზანია\, დამსწრე საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია უწყვეტი განათლების და მეწარმეობის მნიშვნელობაზე დღევანდელ მსოფლიოში. \nსაჯარო ლექცია წარიმართება ინგლისურ ენაზე\, თანმიმდევრული ქართული თარგმანით. ლექციის დასასრულს\, აუდიტორიას შესაძლებლობა ექნება\, მიმართოს სპიკერს თემასთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვით.\nდაინტერესების შემთხვევაში\, გთხოვთ\, გაიაროთ ონლაინ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: https://goo.gl/MJOhXZ \nლექციის დრო: 27 ოქტომბერი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. №1) \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/euram-is-vitseprezidentis-hans-lundbergis-sajaro-leqtsia-learning-as-an-entrepreneurial-process/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/10/17358.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20151027T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20151027T170000
DTSTAMP:20260513T132856
CREATED:20151020T075456Z
LAST-MODIFIED:20240202T072831Z
UID:10003335-1445965200-1445965200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ მარიანე შაგის საჯარო ლექცია: “წმინდა მარტინე ტურელი და მეუდაბნოე მამები: გვიანანტიკური სამონასტრო გაჯიბრება”
DESCRIPTION:27 ოქტომბერს\, სამშაბათს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 301 აუდიტორიაში ჩატარდება ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის (Central European University\, Budapest) და ბუდაპეშტის ეოტვოშ ლორანდის უნივერსიტეტის (Eötvös Loránd University) ასოცირებული პროფესორის\, მარიანე შაგის\, საჯარო ლექცია თემაზე: “წმინდა მარტინე ტურელი და მეუდაბნოე მამები: გვიანანტიკური სამონასტრო გაჯიბრება”. \nპროფესორის შესახებ:\nაღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის მარიანე შაგის კვლევები ინტერდისციპლინარულია და მოიცავს ლათინურენოვანი დასავლეთის რელიგიურ\, სოციალურ\, კულტურულ და პოლიტიკურ ისტორიას გვიან ანტიკურობასა და შუა საუკუნეებში. 1999-2003 წლებში იგი იყო უნგრეთის კულტურული ინსტიტუტის აკადემიური დირექტორი პარიზში. სხვადასხვა დროს კითხულობდა ლექციებს პარიზის\, პუატიეს\, ტურის (საფრანგეთი)\, ტურკუს (ფინეთი) და ვარშავის (პოლონეთი) უნივერსიტეტებში; არის საზაფხულო სკოლის ორგანიზატორი ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტსა და რომის უნგრულ აკადემიაში; უნგრეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაწესებული ფრანკოის (Fraknói) პრემიის 2006 წლის ლაურეატი; უნგრეთის პატრისტიკული ასოციაციის ფუძემდებელი და ნაციონალური კორესპონდენტი; აგრეთვე Lectio Divina (Bakonybél Saint Mauritius Abbey- L’Harmattan Budapest) სერიის რედაქტორი და Hungarian Historical Review-სა და Communio International Catholic Review-ს სარედაქციო საბჭოს წევრი.\nმარიანე შაგის გამოცემული აქვს მონოგრაფიები: Martyrs and Poems: The Cult of the Saints in Rome under Damasus\, A. D. 366-384 [მოწამენი და პოემები: წმინდანთა კულტი დამასის დროს (366-384)] და Saint Martin of Tours: Asceticism and Power in Late Antiquity [წმინდა მარტინე ტურელი: ასკეტიზმი და ძალაუფლება შუა საუკუნეებში]. \nლექციის შესახებ:\nასკეტთა შორის გაჯიბრება არ იყოს ახალი გვიან ანტიკურ პერიოდში არც ეგვიპტური უდაბნოსთვის\, არც კაპადოკიისათვის და არც რომაული საგვარეულო მონასტრებისა თუ განათლებული ქრისტიანულ ელიტისათვის\, რომლის წიაღშიაც მოხდა ასკეტ გმირთა – მაგ.\, ანტონი ეგვიპტელის\, პავლე თებელისა თუ მარტინე ტურელის – გასაოცარი ღვაწლის დაფიქსირება და შემდგომი გავრცელება რომის იმპერიაში. თავისებურებით ხასიათდება ლათინური მონასტიციზმის დაფუძნების შესახებ ტექსტებში ასახული გაჯიბრება დასავლელ და აღმოსავლელ ასკეტთა შორის.\nლექციაში განხილული იქნება მონასტიკური გაჯიბრების კომპლექსური სტრატეგიების ძირითადი მაგალითის – სულპიციუს სევერუსის (Sulpicius Severus; 363-420 წწ.) ნაშრომის\, ”დიალოგები მარტინეს სათნოების შესახებ” (Gallus\, or Dialogues on the Virtues of Martin) – ლიტერატურული ამბიციები და ქვეტექსტი.\nეს ნაშრომი მიზნად ისახავს\, თვალნათლივ წარმოაჩინოს გალების მონასტიციზმის უპირატესობა ეგვიპტურ მონასტიციზმზე. სულპიციუსი არა მხოლოდ ათავსებს გალიას ერთ რიგში კაპადოკიასთან\, ჩრდილოეთ იტალიასთან\, პალესტინასა და ეგვიპტესთან\, როგორც კიდევ ერთ რეგიონს\, სადაც უდაბნო ზეციურ ქალაქად გადაიქცა\, არამედ სახავს გალიას\, როგორც მოდელს აღმოსავლეთის ასკეტთათვის\, რომლებიც რჩევას დასავლეთის ასკეტებს ეკითხებიან. ტექსტის თანახმად\, უდაბნოში მამები მხოლოდ ერთ წიგნს\, სულპიციუსის ”მარტინეს ცხოვრებას” კითხულობდნენ და ავტორს ხმამაღლა ევედრებოდნენ გაგრძელების დაწერას!\nGallus-ში წმინდა მარტინე არა მხოლოდ პლატონს აღემატება სიბრძნით და კიპრიანეს მარტვილობის სურვილით\, არამედ მისი ასკეტიკური სწრაფვაც აღემატება ანტონისა და პახომის სწრაფვას\, მიუხედავად მისი გარკვეულწილად „დარღვეული“ საეპისკოპოსო ცხოვრების წესისა. არანაკლები თავგადადებით სულპიციუსი ცდილობს წარმოადგინოს საკუთარი თავი\, როგორც ახალი ყაიდის ქრისტიანი მწერალი\, რომელიც პირად თუ საეკლესიო მიღწევათაგან დამოუკიდებლად ასრულებს ასკეტური ქარიზმის ავტორიტატული მედიატორის როლს. მეუდაბნოე მამათა მხარდაჭერა ვრცელდება არა მხოლოდ მარტენეზე\, არამედ სულპიციუსზეც\, ვინაიდან სწორედ მის მიერ მარტინეს შესახებ დაწერილი მტკიცებულებაა მოთხოვნადი. რა დასკვნების გამოტანა შეიძლება კონკრეტული ჰაგიოგრაფიული ტექსტის წმინდა სტატუსისა და\, ზოგადად\, სამონასტრო წიგნიერების შესახებ? სწორედ ამ საკითხის გაშუქებას ისახავს ლექცია მიზნად. \nდრო: 27 ოქტომბერი\, 17:00 საათი\nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 301 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5) \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-mariane-shagis-sajaro-leqtsia-tsminda-martine-tureli-da-meudabnoe-mamebi-gvianantikuri-samonastro-gajibreba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/10/17345.png
END:VEVENT
END:VCALENDAR