BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20150101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150603T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150603T140000
DTSTAMP:20260613T103722
CREATED:20150602T072700Z
LAST-MODIFIED:20240202T073249Z
UID:10003432-1433340000-1433340000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის ბიზნესის სკოლა - სტუდენტური ვაკანსია სადაზღვევო კომპანიაში ”იმედი L”
DESCRIPTION:3 ივნისს\, 14:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 406 აუდიტორიაში\, ილიაუნის ბიზნესის სკოლის ორგანიზებით\, სადაზღვევო კომპანია ”იმედი L” ბიზნესის სკოლის სტუდენტებს შესთავაზებს ვაკანსიას გაყიდვების აგენტის თანამდებობაზე (გარეგაყიდვების მიმართულებით). სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა\, გაიარონ სადაზღვევო საქმიანობის შემსწავლელი კურსი და დასაქმდნენ სადაზღვევო ბაზარზე ლიდერ კომპანიაში. სადაზღვევო აგენტის ყოველთვიური ანაზღაურება მოიცავს ფიქსირებულ ხელფასს\, საკომისიოსა და დამატებით თანხას. \nდრო: 3 ივნისი\, 14:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 406 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5) \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-biznesis-skola-studenturi-vakansia-sadazghvevo-kompaniashi-imedi-l/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/06/12670.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150603T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150603T190000
DTSTAMP:20260613T103722
CREATED:20150527T125606Z
LAST-MODIFIED:20240202T073246Z
UID:10003431-1433358000-1433358000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მარინე ტარასაშვილის საჯარო ლექცია: ”მწვანე სახლი” - ფსიქოანალიტიკური სივრცე ბავშვებისათვის. თეორიული წანამძღვრებისა და შედეგების მიმოხილვა
DESCRIPTION:3 ივნისს 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში  ”ლიგამუსი”\,  შეხვედრების სერიის – „ფსიქოანალიზი საუნივერსიტეტო სივრცეში“ – ფარგლებში\, ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტი გიწვევთ საჯარო ლექციაზე – „მწვანე სახლი” – ფსიქოანალიტიკური სივრცე ბავშვებისათვის. თეორიული წანამძღვრებისა და შედეგების მიმოხილვა“. \nბავშვთა ფსიქოანალიზს\, ისევე\, როგორც ზოგადად ფსიქოანალიზს\, საუკუნოვანი ისტორია აქვს და ფროიდიდან იღებს სათავეს. „ბავშვი არის ზრდასრულის მამა“\, – ამბობდა ფროიდი\, რადგან მიიჩნევდა\, რომ ადრეული ბავშვობის პერიოდი\, ის ფსიქო-ემოციური\, ოჯახური და სოციალური გარემო\, რომელშიც ბავშვი იზრდება\, ადამიანის ფსიქიკურ სტრუქტურას თავიდანვე აყალიბებს და სხვებთან თუ საკუთარ თავთან ურთიერთობის ფუნდამენტს ქმნის. \nბავშვთა ფსიქოანალიზი ფროიდის შემდეგაც განვითარდა. დაგროვდა კლინიკური მასალა\, შეიქმნა კონკრეტული მეთოდიკები. გაიხსნა დაწესებულებები\, სადაც ფსიქოანალიზს\, როგორც თერაპიას\, სხვადასხვა დარღვევის მქონე ბავშვებთან იყენებენ წარმატებით. \n„მწვანე სახლიც“ ფსიქოანალიზის წიაღში დაბადებული ერთ-ერთი დაწესებულებაა. \nრა არის „მწვანე სახლი“\, რატომ შეიქმნა\, რა თეორიულ წანამძღვრებს ეფუძნება და რა პრაქტიკული ღირებულება აქვს – ამაზე\, ბავშვთა ფსიქოანალიზზე\, მის ისტორიაზე\, შესაძლებლობებზე\, მეცნიერულ საფუძვლებსა და პრაქტიკულ შედეგებზე ისაუბრებს ფსიქოლოგი\, ”მწვანე სახლის” დამფუძნებელი და ხელმძღვანელი\, მარინე ტარასაშვილი. \n დრო: 3 ივნისი\, 19:00 საათი\nადგილმდებარეობა: წიგნის სახლის ”ლიგამუსი” \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/marine-tarasashvilis-sajaro-leqtsia-mtsvane-sakhli-phsiqoanalitikuri-sivrtse-bavshvebisathvis-theoriuli-tsanamdzghvrebisa-da-shedegebis-mimokhilva/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/05/11822.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150603T200000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150603T200000
DTSTAMP:20260613T103722
CREATED:20150602T071155Z
LAST-MODIFIED:20240202T073243Z
UID:10003430-1433361600-1433361600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მოლიერის „სკაპენის ოინები“ - პრემიერა ილიაუნის თეატრში
DESCRIPTION:3\, 4\, 7 ივნისს ილიაუნის თეატრში მიმდინარე სეზონზე ბოლო\, მეხუთე პრემიერა გაიმართება. \nჟან-ბატისტ მოლიერის პიესას – „სკაპენის ოინები“ – რეჟისორი გოგა ქაჩიაბაია წარმოგიდგენთ. სპექტაკლში გამოყენებულია ნაწყვეტები პიესის აკაკი წერეთლისეული თარგმანიდან და ჟღერს იტალიური ხალხური მუსიკა და სიმღერა. \nსპექტაკლში ილიაუნის თეატრის მსახიობები თამაშობენ. ასევე\, სპეციალურად „სკაპენის ოინებისთვის“ ილიაუნის თეატრმა სამი მსახიობი თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრიდან მოიწვია. სპექტაკლის მხატვარია ლევან ჭიჭინაძე; კოსტიუმები შეასრულა ციცინო ციცხვაიამ\, ხოლო დეკორაცია დამზადდა ილიაუნის თეატრის სახელოსნოში. \nპიესა „სკაპენის ოინები“ კომედია დელ’არტეს კლასიკურ სქემას მიჰყვება და „10 ძირითადი ნიღბისგან“ შედგება: ორი შეყვარებული ბიჭი\, რომლებიც მამების რისხვას გაურბიან; ორი მშვენიერი\, მაგრამ გაურკვეველი წარმომავლობის ღარიბი გოგო; ორი მდიდარი მამა\, რომლებიც სახლში ბრუნდებიან\, რათა შეყვარებული ბიჭები სულ სხვა გოგოებზე დააქორწინონ; მსახური\, კაპიტანი\, მოახლე ქალი და ყოვლისშემძლე სკაპენი\, რომელიც ორ წუთში ახვევს თავბრუდამხვევ ოინებს\, რათა დაამარცხოს სიძუნწე\, დაეხმაროს შეყვარებულ ბიჭებს\, ბედნიერება გაამეფოს ხმელთაშუაზღვისპირეთის ქალაქ ნეაპოლში და თეატრალური დარბაზი სიცილსა და მხიარულებაში გახვიოს. \nილიაუნის თეატრში მოლიერი კიდევ ერთხელ შეეჯიბრება იტალიურ კომედია დელ’არტეს და ქართველ მაყურებელს შეახსენებს – სკაპენი რომ არა\, მსოფლიო დრამატურგიას არც ფიგარო ეყოლებოდა. \nსპექტაკლი თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით დაიდგა. \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/molieris-skapenis-oinebi-premiera-iliaunis-theatrshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/06/12667.jpg
END:VEVENT
END:VCALENDAR